საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?
გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?

"მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­ბა­რეს. საქ­მე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეხე­ბა გვა­რა­მი­ას მიერ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

პირ­ვე­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გვა­რა­მი­ამ "მთა­ვარ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­ა­კე­თა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთ და­კა­ვე­ბულს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

"ჩი­ქო­ვანს ჰქონ­და სპე­ცი­ფი­უ­რი ინ­ტე­რე­სი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მი­მართ, იმი­ტომ რომ გო­გოს, რო­მე­ლიც უყ­ვარ­და ჩი­ქო­ვანს, უყ­ვარ­და შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ჩი­ქო­ვა­ნი იყო “აფ­სა­იდ­ში”. აქ ამ­ბა­ვი მათ შო­რის ამ თე­მა­ზე და­ი­წყო. ჩი­ქო­ვა­ნის მიერ, ამოყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი სპე­ცი­ფი­უ­რად სჯის შა­ქა­რაშ­ვილს, მათი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი არის შა­ქა­რაშ­ვი­ლი და არა­ვინ სხვა. მე ეს ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იმ წყა­როს­გან, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია მარ­ტი­ვად და­ად­გი­ნოს გა­მო­ძი­ე­ბამ და იპო­ვოს ოჯახ­ში" - გა­ნა­ცხა­და "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გვა­რა­მი­ამ.

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი ვერ­სია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "მთა­ვარ აქ­ცენ­ტებ­ში" ისა­უბ­რა ნიკა გვა­რა­მი­ამ, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ცხედ­რის და­მალ­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და. გვა­რა­მი­ამ იმ სქე­მა­ზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს გან­ვი­თარ­და..

"სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლის ცხე­და­რი წყალ­ში მოხ­ვედ­რამ­დე სწო­რედ იმ ფე­რად შე­ნო­ბა­ში იყო გა­და­მა­ლუ­ლი, რო­მე­ლიც რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, დამ­წვა­რია" - აღ­ნიშ­ნა "მთა­ვა­რი არ­ხის" ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ნიკა გვა­რა­მი­ამ მის პო­ლი­ცი­ა­ში და­ბა­რე­ბას­თან და შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის გა­შუ­ქე­ბა­ში "მთა­ვა­რი არ­ხის" ჩარ­თუ­ლობ ის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა "დღის სტუ­მარ­ში" ისა­უბ­რა. გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის გა­შუ­ქე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მო­შო­ბი­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არხი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ჯრო­ვე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"შე­მოგ­ვი­ტი­ეს ჩვენ ყვე­ლას, ვინც აგ­რე­სი­უ­ლად ვცდი­ლობ­დით სი­მარ­თლის დად­გე­ნას. ჩვე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და კი­დევ ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ჩვენ კი­დევ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს და კი­დევ უფრო მეტს ვი­ლა­პა­რა­კებთ, სა­ერ­თოდ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს ოჯა­ხის პო­ზი­ცია ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ ისიც მო­ა­ხერ­ხა, რომ ოჯა­ხი ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყო.

აღ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა და არა, ის რო­მელ­მა რაგ­ბის­ტმა მოკ­ლა. კი, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და დად­გინ­დე­ბა დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგ­რამ აღ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი აქ არის მკვლე­ლო­ბის ხე­ლის დამ­ფა­რებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა. აქ რომ მკვლე­ლი და­ის­ჯე­ბა ამა­ში ვის ეპა­რე­ბა ეჭვი, ეს ორ­ჯერ ორი ოთხია. ოჯახს პი­რა­დად ჩემ­ზე და ჩემს არხზე მეტი მო­კავ­ში­რე არ ჰყო­ლი­ათ, არ ვიცი რო­გო­რი იქ­ნე­ბა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ მი­მართ. ეგ არ არის ჩემი პრობ­ლე­მა, ეგ მათი პრობ­ლე­მაა. ჩემი ამო­ცა­ნაა ამ გა­მო­ძი­ე­ბით და­ვიც­ვა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ხსოვ­ნა და ჩვე­ნი ცო­ცხა­ლი შვი­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნა გვა­რა­მი­ამ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი არ­ხის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი AMBEBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლას არ აპი­რებს და გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში, მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Pinto
86
მიდი გვარამია მიაწექი ბოლომდე!!!
ტოტო
453

სახეზე გაწერიათ,რომ თვითონაც არ გჯერავს რასაც ლაპარაკობთ.მორჩით რა .

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. საქმე, სავარაუდოდ, ეხება გვარამიას მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

პირველი სკანდალური განცხადება გვარამიამ "მთავარ აქცენტებში" გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილი ერთ-ერთ დაკავებულს პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

"ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერესი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო “აფსაიდში”. აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ, ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. მე ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში" - განაცხადა "მთავარი არხის" ეთერში გვარამიამ.

კიდევ ერთი ხმაურიანი ვერსია, რომლის შესახებაც "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა ნიკა გვარამიამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედრის დამალვას უკავშირდებოდა. გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს განვითარდა..

"სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია" - აღნიშნა "მთავარი არხის" ხელმძღვანელმა.

ნიკა გვარამიამ მის პოლიციაში დაბარებასთან და შაქარაშვილის საქმის გაშუქებაში "მთავარი არხის" ჩართულობ ის შესახებ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. გვარამიას განცხადებით, საქმის გაშუქების პროცესში წარმოშობილი წინაღობების მიუხედავად, არხი ახალი მტკიცებულებების გასაჯროვებას გააგრძელებს.

"შემოგვიტიეს ჩვენ ყველას, ვინც აგრესიულად ვცდილობდით სიმართლის დადგენას. ჩვენი გამოძიება გრძელდება და კიდევ ახალი მტკიცებულებები იქნება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტს ვილაპარაკებთ, საერთოდ არ გვაინტერესებს ოჯახის პოზიცია ჩვენთან დაკავშირებით რა იქნება, იმიტომ რომ მირიან ნიკოლაძემ ისიც მოახერხა, რომ ოჯახი ჩვენ წინააღმდეგ განაწყო.

აღმატებული საჯარო ინტერესი არის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება და არა, ის რომელმა რაგბისტმა მოკლა. კი, ეს მნიშვნელოვანია და დადგინდება დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგრამ აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არის მკვლელობის ხელის დამფარებლის გამოვლენა. აქ რომ მკვლელი დაისჯება ამაში ვის ეპარება ეჭვი, ეს ორჯერ ორი ოთხია. ოჯახს პირადად ჩემზე და ჩემს არხზე მეტი მოკავშირე არ ჰყოლიათ, არ ვიცი როგორი იქნება მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ეგ არ არის ჩემი პრობლემა, ეგ მათი პრობლემაა. ჩემი ამოცანაა ამ გამოძიებით დავიცვა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნა და ჩვენი ცოცხალი შვილები" - აღნიშნა გვარამიამ.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ პოლიციაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვის ჩატარებას სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გურჯაანში მეუღლე და მეზობელი მოკლა

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი