მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ
"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

რამ­ზან კა­დი­რო­ვი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის კრი­ტი­კას კი­დევ ერთი ბლო­გე­რი შე­ე­წი­რა. მა­მი­ხან უმა­რო­ვი, იგი­ვე "ან­ზო­რი ვე­ნი­დან", ავ­სტრი­ა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. წარ­მო­შო­ბით ჩე­ჩენ უმა­როვს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­დი­რო­ვის გა­რე­მოც­ვას აკ­რი­კი­ტი­კებ­და, ავ­სტრი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ჰქონ­და.

novayagazeta.ru-სთან სა­უბ­რი­სას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კა­დი­რო­ვის ზღვარ­გა­და­სულ სი­სას­ტი­კე­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ავ­სტრი­უ­ლი გა­მო­ცე­მა Der Standard-ის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე უმა­რო­ვი თა­ვი­სი ზო­მის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტის შოვ­ნას ცდი­ლობ­და და ამის­თვის, ის­რა­ელ­ში თა­ვის ნაც­ნო­ბებს და­უ­კავ­შირ­და...

უმა­რო­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად 2018 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ის უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტატს იგორ მო­სი­ჩუკს და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ კა­დი­რო­ვის მრჩე­ველ­მა შაა ტურ­ლა­ე­ვის­გან მას სამი ადა­მი­ა­ნის - ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის, მისი ცო­ლის და თა­ვად მო­სი­ჩუ­კის მკვლე­ლო­ბა შე­უკ­ვე­თა.

უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი 2014 წელს პი­რა­დად და­ე­მუქ­რა კა­დი­როვს იმის გამო, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­ბი რუს "მო­ხა­ლი­სე­ებ­თან" ერ­თად აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძოდ­ნენ.

ევ­რო­პი­სა და გარ­შე­მო ქვეყ­ნებ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა მოხ­და, რო­მელ­საც სწო­რედ კა­დი­როვს უკავ­ში­რებ­დნენ.

2017 წელს ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რი ადამ ოს­მა­ე­ვა და მისი ცოლი გა­ი­ტა­ცეს, მაგ­რამ გა­დარ­ჩნენ... ცოლ-ქმა­რი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში უკ­რა­ი­ნის მხა­რე­ზე იბ­რძო­და. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ადამ ოს­მა­ე­ვი­სა და მისი ცო­ლის ამი­ნა ოკუ­ე­ვას მან­ქა­ნას და­ესხნენ თავს. ოკუ­ე­ვა ად­გილ­ზე მოკ­ლეს, ოს­მა­ე­ვა გა­დარ­ჩა...

2019 წელს, ბერ­ლი­ნის ცენ­ტრში, კა­დი­რო­ვის კი­დევ ერთი კრი­ტი­კო­სი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ახ­ლა­ხან გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ მკვლე­ლო­ბის უკან რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას...

პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კვა­ლი და­ი­ნა­ხეს, კი­დევ ერთი ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რის და ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის აქ­ტი­უ­რი კრი­ტი­კო­სის იმ­რან ალი­ე­ვის მკვლე­ლო­ბა­შიც, რო­მე­ლიც 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში, საფ­რან­გეთ­ში მოხ­და.

44 წლის ალი­ევს, ქა­ლაქ ლი­ლეს სას­ტუმ­რო­ში ეს­რო­ლეს, სა­დაც ის რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. დანა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ია­რა­ღად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ცხედ­რის გვერ­დით იპო­ვეს. ფრან­გუ­ლი მე­დი­ას წერ­და, რომ მკვლე­ლო­ბას შე­საძ­ლოა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი ჰქო­ნო­და. თუმ­ცა, მოს­კო­ვი, ყვე­ლა მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს გა­მუდ­მე­ბით უარ­ყოფს.

საქ­მე ის არის, რომ მა­მი­ხან უმა­რო­ვი ჯერ უკ­რა­ი­ნის და შემ­დეგ ავ­სტრი­ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვას ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და.

კერ­ძოდ, მათ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ჩეჩ­ნე­თი­დან გაგ­ზავ­ნი­ლი მკვლე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, მათ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს უს­მენ­და და შემ­კვე­თე­ბი­სა თუ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ხმე­ბის მი­ხედ­ვით ახ­დენ­და...

"არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვი და მისი გა­რე­მოც­ვა კი­დევ ერთხელ აპი­რებ­და მო­სი­ჩუკ­სა და ადამ ოს­მა­ევ­ზე თავ­დას­ხმას, რა­შიც ქი­ლერ­მა 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა..."- წერს გა­მო­ცე­მა.

მა­მი­ხან უმა­რო­ვი, ბოლო წლებ­ში YOUTUBE-ის მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რე­ბო­და თა­ვის გა­მომ­წე­რებს და კა­დი­რო­ვის ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბობ­და. გა­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ის თით­ქმის გა­უ­ტოლ­და ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნოვს, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს.

მდი­მი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი გა­ი­ტა­ცეს, თუმ­ცა, გა­დარ­ჩა. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უმა­რო­ვი არას­დროს მა­ლავ­და ად­გილ­სამ­ყო­ფელს. პი­რი­ქით, ღიად სა­უბ­რობ­და, რომ ავ­სტრი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

"იცი­ან, რომ ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის უკან კა­დი­რო­ვი დგას და მა­ინც არა­ფერს აკე­თე­ბენ... ამ პი­რო­ბებ­ში კი, ჩეჩ­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ რა უნდა ქნას? _ უნდა უყუ­როს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ხო­ცავს ადა­მი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

"ავ­სტრი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს მათი კონ­ტრო­ლის არე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი მო­უკ­ლეს, რო­მე­ლიც თურ­მე რის­კის ფა­სად ეხ­მა­რე­ბო­და მათ... გროზ­ნო­ში მყო­ფებს რა­ტომ მო­უ­წო­დე­ბენ ისა­უბ­რონ პრობ­ლე­მებ­ზე, ვინ­მე და­ეხ­მა­რე­ბა მათ?..

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის სი­ა­ში მომ­დევ­ნო, ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი?!" - კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი მათ­გა­ნი.

"ჩეჩ­ნეთ­ში სამი შვი­ლის დედა, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლამ­დე ნა­ცე­მი იყო, ცო­ცხლად და­მარ­ხეს კა­დი­რო­ვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, გო­გო­ნას დე­დამ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი გა­ბე­და, თუმ­ცა კა­დი­როვ­მა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მკვლელ მა­მას და­უბ­რუ­ნა. ახლა არა­ვის არა­ფე­რი ახ­სოვს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ეფ­რე­სი­მო­ვი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
8

ჩვეულებრივი ტერორისტია ეს კადიროვი ჟურნალისტების მკვლელი რა ნამუსით იცავდით კადიროვს გაბუნიას საქმეზე გულებში ჩაიხედეთ სულ დაკარგეთ ადამიანობა და ნამუსი ? 

ემიგრანტი
7

კადიროვი და სიკვდილი მაგას, დედამიწა უნდა ეწვოდეს ფეხქვეშ, მაგრამ სადაა სამართალი....... სანამ პუტინს სული უდგას მანამ ეგეც უკვდავია......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ

რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვის კრიტიკას კიდევ ერთი ბლოგერი შეეწირა. მამიხან უმაროვი, იგივე "ანზორი ვენიდან", ავსტრიაში მოკლული იპოვეს. წარმოშობით ჩეჩენ უმაროვს, რომელიც წლების განმავლობაში კადიროვის გარემოცვას აკრიკიტიკებდა, ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა.

novayagazeta.ru-სთან საუბრისას უფლებადამცველები კადიროვის ზღვარგადასულ სისასტიკეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ავსტრიული გამოცემა Der Standard-ის ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უმაროვი თავისი ზომის ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა და ამისთვის, ისრაელში თავის ნაცნობებს დაუკავშირდა...

უმაროვი საზოგადოებამ პირველად 2018 წელს გაიცნო, როდესაც ის უკრაინელ დეპუტატს იგორ მოსიჩუკს დაუკავშირდა და უთხრა, რომ კადიროვის მრჩეველმა შაა ტურლაევისგან მას სამი ადამიანის - ჯოხარ დუდაევის, მისი ცოლის და თავად მოსიჩუკის მკვლელობა შეუკვეთა.

უკრაინელი დეპუტატი 2014 წელს პირადად დაემუქრა კადიროვს იმის გამო, რომ დაქირავებული ჩეჩნები რუს "მოხალისეებთან" ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდნენ.

ევროპისა და გარშემო ქვეყნებში, წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის მკვლელობა მოხდა, რომელსაც სწორედ კადიროვს უკავშირებდნენ.

2017 წელს ჩეჩენი ბლოგერი ადამ ოსმაევა და მისი ცოლი გაიტაცეს, მაგრამ გადარჩნენ... ცოლ-ქმარი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეზე იბრძოდა. იმავე წლის ოქტომბერში ადამ ოსმაევისა და მისი ცოლის ამინა ოკუევას მანქანას დაესხნენ თავს. ოკუევა ადგილზე მოკლეს, ოსმაევა გადარჩა...

2019 წელს, ბერლინის ცენტრში, კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ახლახან გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ მკვლელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას...

პუტინის ხელისუფლების კვალი დაინახეს, კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერის და ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის აქტიური კრიტიკოსის იმრან ალიევის მკვლელობაშიც, რომელიც 2020 წლის თებერვალში, საფრანგეთში მოხდა.

44 წლის ალიევს, ქალაქ ლილეს სასტუმროში ესროლეს, სადაც ის რამდენიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დანა, რომელიც დანაშაულის სავარაუდო იარაღად იყო გამოყენებული, ცხედრის გვერდით იპოვეს. ფრანგული მედიას წერდა, რომ მკვლელობას შესაძლოა პოლიტიკური მოტივი ჰქონოდა. თუმცა, მოსკოვი, ყველა მკვლელობასთან კავშირს გამუდმებით უარყოფს.

საქმე ის არის, რომ მამიხან უმაროვი ჯერ უკრაინის და შემდეგ ავსტრიის კონტრდაზვერვას ჩეჩნეთის ლიდერზე ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა.

კერძოდ, მათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩეჩნეთიდან გაგზავნილი მკვლელების იდენტიფიკაციაში ეხმარებოდა, მათ სატელეფონო საუბრებს უსმენდა და შემკვეთებისა თუ შემსრულებლების იდენტიფიკაციას ხმების მიხედვით ახდენდა...

"არსებული ინფორმაციით, კადიროვი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ აპირებდა მოსიჩუკსა და ადამ ოსმაევზე თავდასხმას, რაშიც ქილერმა 20 მილიონი დოლარი მოითხოვა..."- წერს გამოცემა.

მამიხან უმაროვი, ბოლო წლებში YOUTUBE-ის მეშვეობით ესაუბრებოდა თავის გამომწერებს და კადიროვის ქმედებების შესახებ უამბობდა. გამომწერთა რაოდენობით, ის თითქმის გაუტოლდა ტუმსო აბდურახმანოვს, რომელიც ევროპაში ცხოვრობს.

მდიმინარე წლის თებერვალში, აბდურახმანოვი გაიტაცეს, თუმცა, გადარჩა. მისგან განსხვავებით, უმაროვი არასდროს მალავდა ადგილსამყოფელს. პირიქით, ღიად საუბრობდა, რომ ავსტრიაში ცხოვრობდა.

"იციან, რომ ყველა გახმაურებული მკვლელობის უკან კადიროვი დგას და მაინც არაფერს აკეთებენ... ამ პირობებში კი, ჩეჩნეთის მოსახლეობამ რა უნდა ქნას? _ უნდა უყუროს, წლების განმავლობაში როგორ ხოცავს ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ავსტრიის სპეცსამსახურებს მათი კონტროლის არეში მყოფი ადამიანი მოუკლეს, რომელიც თურმე რისკის ფასად ეხმარებოდა მათ... გროზნოში მყოფებს რატომ მოუწოდებენ ისაუბრონ პრობლემებზე, ვინმე დაეხმარება მათ?..

საინტერესოა, ვინ არის სიაში მომდევნო, ტუმსო აბდურახმანოვი?!" - კითხულობს კიდევ ერთი მათგანი.

"ჩეჩნეთში სამი შვილის დედა, რომელიც სიკვდილამდე ნაცემი იყო, ცოცხლად დამარხეს კადიროვის სამართალდამცველებმა, გოგონას დედამ ამაზე ხმამაღლა საუბარი გაბედა, თუმცა კადიროვმა რამდენიმე დღეში ბოდიში მოახდევინა და შვილიშვილები მკვლელ მამას დაუბრუნა. ახლა არავის არაფერი ახსოვს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ეფრესიმოვი".

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ