მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"
რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

ინ­სულ­ტი, დე­ლი­რი­უ­მი (მწვა­ვე ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა), შფოთ­ვა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, დე­მენ­ცია - და­ა­ვა­დე­ბე­ბის სია, რო­მელ­საც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი იწ­ვევს გრძე­ლია და ამი­ტო­მაც, მას მხო­ლოდ რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბად ვერ მი­ვიჩ­ნევთ. ამის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, "ბი­ბი­სი“ და "გარ­დი­ა­ნი“ წე­რენ.

BBC-ის ცნო­ბით, COVID-19-ზე დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ მას შე­უძ­ლია ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი სპექტრი გა­მო­იწ­ვი­ოს, ადა­მი­ანს ექ­მნე­ბა კოგ­ნი­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მეხ­სი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, უქ­ვე­ით­დე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი, აქვს მუდ­მი­ვი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

"გარ­დი­ა­ნი“ წერს, რომ COVID-19-ს უკავ­შირ­დე­ბა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ინ­სულ­ტი და ფსი­ქო­ზი. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნულს კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. კვლე­ვა ემ­ყა­რე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მო­მუ­შა­ვე ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბას პა­ცი­ენ­ტთა მცი­რე ჯგუფ­ზე. თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იყო ადა­მი­ან­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, ამი­ტო­მაც ის სა­ერ­თო და უტყუ­არ სუ­რათს ვერ ქმნის.

ლი­ვერ­პუ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის ავ­ტო­რი ბე­ნე­დიქტ მი­ჩე­ლი ამ­ბობს, რომ COVID-19 ნევ­რო­ლო­გი­ურ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, მაგ­რამ ეს ხდე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბათ და კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან.

კვლე­ვის შე­დე­გი ჟურ­ნალ Lancet Psychiatry-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. მკვლე­ვა­რებ­მა სთხო­ვეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან მო­მუ­შა­ვე ექი­მებს, რომ აღე­წე­რათ პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. 77 პა­ცი­ენ­ტში აღ­მოჩ­ნდა ტვი­ნის ყვე­ლა­ზე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა - ინ­სულ­ტი. მათ­გან 57 პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნა სის­ხლის შე­დე­დე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც იშე­მი­უ­რი ინ­სულ­ტი.

39 პა­ცი­ენ­ტში გა­მო­იკ­ვე­თა ქცე­ვი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის, დაბ­ნე­უ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი, 7 პა­ცი­ენ­ტში ენ­ცე­ფა­ლი­ტი, ანუ თა­ვის ტვი­ნის ან­თე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19 იწ­ვევს დე­მენ­ცი­ის მსგავს სინ­დრომს, გან­წყო­ბის დარ­ღვე­ვებს. ასე­ვე პა­ცი­ენ­ტებს და­უდ­გინ­დათ ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

"ყო­ვე­ლი­ვე იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უფრო მე­ტია ვიდ­რე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და რომ მან შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს“, - ამ­ბობს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლო­გი მი­შელ შარ­ფი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 40,657,071 აღ­წევს, მათ­გან 1,123,112 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 30,359,845 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
18

აბა გამოდით ეხლა ისევ ის ხალხი "გერმანელმა მეცნიერებმა დაასკვეს რომ ჩვეულებრივი გრიპია"-ო რომ გაიძახოდით. ესენი არ არიან მეცნიერები ვინც ეს კვლევა დადო? ყოფილა ჩვეულებრივი გრიპი? მიხვდით სახლში რატომ გამოგვკეტეს? თუ ისევ ჩიპიან ვაქცინებს ელოდებით? და ისევ ბილ გეითსს ლანძღავთ?

არ დაბლოკოთ
13

5 ანტენები იწვევს ამ ყველაფერს და არა კოვი19 ნუ ატკუებთ ხალხს მოერიდეთ 5გ !!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

ინსულტი, დელირიუმი (მწვავე ფსიქიკური აშლილობა), შფოთვა, დაბნეულობა, დაღლილობა, დემენცია - დაავადებების სია, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს გრძელია და ამიტომაც, მას მხოლოდ რესპირატორულ დაავადებად ვერ მივიჩნევთ. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემები, მათ შორის, "ბიბისი“ და "გარდიანი“ წერენ.

BBC-ის ცნობით, COVID-19-ზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მას შეუძლია ნევროლოგიური პრობლემების მთელი სპექტრი გამოიწვიოს, ადამიანს ექმნება კოგნიტური პრობლემები, მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულეები, უქვეითდება კონცენტრაციის უნარი, აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

"გარდიანი“ წერს, რომ COVID-19-ს უკავშირდება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ინსულტი და ფსიქოზი. გამოცემა აღნიშნულს კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევა ემყარება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმების დაკვირვებას პაციენტთა მცირე ჯგუფზე. თუმცა, სამედიცინო ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ კვლევაში ჩართული იყო ადამიანთა მცირე რაოდენობა, ამიტომაც ის საერთო და უტყუარ სურათს ვერ ქმნის.

ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ავტორი ბენედიქტ მიჩელი ამბობს, რომ COVID-19 ნევროლოგიურ გართულებებს იწვევს, მაგრამ ეს ხდება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ და კრიტიკულ პაციენტებად მიიჩნევიან.

კვლევის შედეგი ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა. მკვლევარებმა სთხოვეს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებს, რომ აღეწერათ პაციენტების კლინიკური მდგომარეობა. 77 პაციენტში აღმოჩნდა ტვინის ყველაზე გართულებული შემთხვევა - ინსულტი. მათგან 57 პაციენტს აღენიშნა სისხლის შედედება, რომელიც ცნობილია, როგორც იშემიური ინსულტი.

39 პაციენტში გამოიკვეთა ქცევითი ცვლილებების, დაბნეულობის ნიშნები, 7 პაციენტში ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის ანთება.

მეცნიერები ამბობენ, რომ COVID-19 იწვევს დემენციის მსგავს სინდრომს, განწყობის დარღვევებს. ასევე პაციენტებს დაუდგინდათ ფსიქიკური დაავადებები.

"ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსი უფრო მეტია ვიდრე რესპირატორული დაავადება და რომ მან შეიძლება ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს“, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი მიშელ შარფი.

კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა, გლობალური მასშტაბით, 40,657,071 აღწევს, მათგან 1,123,112 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 30,359,845 გამოჯანმრთელდა.

"ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო" - რას წერს უცხოური მედია

მსოფლიო პანდემიის დამარცხების მოლოდინში - რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და რომელია ყველაზე იმედისმომცემი

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"