სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა
"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რა­ში და­ა­კა­ვეს ქალი, რო­მელ­მაც 9 წლის შვილ­ზე იძა­ლა­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მას კი­დევ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლებ­ზეც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ე­ბენ.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თვე­ვა, რო­დე­საც ქალ­მა სა­კუ­თარ შვილ­ზე იძა­ლა­და. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვი­სას პატ­რუ­ლი მე­ზობ­ლებ­მა გა­მო­ი­ძა­ხეს.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბი დე­დამ მი­ა­ყე­ნა, ნა­ხეთ რამ­დე­ნი ნაკ­ბე­ნი აქვს ბავ­შვს. პო­ლი­ცი­ა­ში ბე­ბი­ა­ჩემ­მა და­რე­კა, ეს ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თვე­ვა არა არის" - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბავ­შვს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 წლის ბავ­შვს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის ერთ-ერ­თმა გან­ყო­ფი­ლე­ბამ მოგ­ვმარ­თა არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სოც­მუ­შა­კის მიერ და­ფიქ­სირ­და ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვზე, ჩვენ­მა სოც­მუ­შაკ­მა ითა­ნამ­შრომ­ლა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ბავ­შვს ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, იგი უსაფრ­თხო ად­გილ­ზეა.

ოჯახ­ში კი­დევ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი იმ­ყო­ფე­ბა და სა­ჭი­როა ამ ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა და შემ­თხვე­ვის მარ­თვა, შემ­დეგ და­ი­გეგ­მე­ბა კი­დევ ორი არას­რულ­წლო­ვა­ნის ბედი. ჩვენ მე­ტად ჩარ­თუ­ლი ვიქ­ნე­ბით. სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა ბავ­შვს არა და­ზი­ა­ნე­ბის, არა­მედ ემო­ცი­ურ ფონ­ზე დას­ჭირ­და. სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე ჰქონ­და ტრავ­მე­ბი. პო­ლი­ცი­ას დე­დის ახ­ლო­ბელ­მა მი­მარ­თა",- აცხა­დებს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცი­სა­ნა ჩიკ­ვა­ი­ძე.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა

"დაზიანებები დედამ მიაყენა... ნაკბენები აქვს ბავშვს" - ბათუმში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებული ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, მას კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაკვირვებას აწარმოებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთვევა, როდესაც ქალმა საკუთარ შვილზე იძალადა. ფიზიკური ძალადობის შემთხვევისას პატრული მეზობლებმა გამოიძახეს.

"დაზიანებები დედამ მიაყენა, ნახეთ რამდენი ნაკბენი აქვს ბავშვს. პოლიციაში ბებიაჩემმა დარეკა, ეს ძალადობის პირველი შემთვევა არა არის" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ინფორმაციით, 9 წლის ბავშვს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

"ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა.

ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა",- აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი ცისანა ჩიკვაიძე.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

"ფულის გულისთვის მოკვდა ადამიანი..." - ახალი დეტალები ხაშურიდან, სადაც 39 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ ყოფილმა უფროსმა დაჭრა

"მინდა, გაფრთხილდნენ ადამიანები, რომ კიდევ არავინ ემსხვეპლოს ამ თაღლითებს" - კომპანია, რომლის მსხვერპლად თავს არაერთი ადამიანი მიიჩნევს

"შეშინების მიზნით იატაკისკენ ისროლა, ხარაზიშვილს ასხლეტილი ტყვია მოხვდა" - რას ამბობს დაკავებული მერაბ ბესელიას ადვოკატი