პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ - ნახეთ რეისების განრიგი
უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ - ნახეთ რეისების განრიგი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­საბ­რუ­ნებ­ლად, რე­ი­სებს ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შე­ას­რუ­ლე­ბენ.

ავი­ა­რე­ი­სე­ბის გან­რი­გი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე შე­თან­ხმდა. კერ­ძოდ, რე­ი­სე­ბი შეს­რულ­დე­ბა შემ­დე­გი გან­რი­გით:

  • 13 ივ­ლი­სი - ვარ­შა­ვა,
  • 15 ივ­ლი­სი - ბარ­სე­ლო­ნა,
  • 17 ივ­ლი­სი - რომი,
  • 22 ივ­ლი­სი - პა­რი­ზი,
  • 28 ივ­ლი­სი - ათე­ნი.

"აღ­ნიშ­ნულ რე­ი­სებ­ზე ბი­ლე­თის ფასი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა 200 ევ­რო­ზე მეტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კვლავ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 14-დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა. მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლო 15 უსაფრ­თხო ქვეყ­ნის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა და გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია მათ­თვის სა­ზღვრე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ, მთავ­რო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან, სა­ზღვრე­ბის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ორ­მხრივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. ამ­ჟა­მად, რიგ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც უკვე გა­მოთ­ქვეს სა­ზღვრე­ბის გახ­სნის მზა­ო­ბა, დე­ტა­ლუ­რად თან­ხმდე­ბა ყვე­ლა ის პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­თა გავ­ლა მო­ქა­ლა­ქე­ებს მგზავ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ­მხრი­ვად მო­ე­თხო­ვე­ბათ.

შიდა ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აღ­დგე­ბა შიდა ავი­ა­რე­ი­სე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნა ჩი­ქო­ვან­მა.

ამას­თან, მან ევ­რო­კავ­შრის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ქვეყ­ნად და­სა­ხე­ლე­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა სახ­ლემ­წი­ფოს­თან მუ­შა­ობს კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ნინო
1

ამსტერდამი როდის იქნება?

ავტორი:

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ - ნახეთ რეისების განრიგი

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ - ნახეთ რეისების განრიგი

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, რეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

ავიარეისების განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. კერძოდ, რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • 13 ივლისი - ვარშავა,
  • 15 ივლისი - ბარსელონა,
  • 17 ივლისი - რომი,
  • 22 ივლისი - პარიზი,
  • 28 ივლისი - ათენი.

"აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები,“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, მან ევროკავშრის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველა სახლემწიფოსთან მუშაობს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ტურისტული მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

"ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს... წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი მედიაში გავრცელებულ კადრებზე

საინტერესო დეტალები თორნიკე შენგელიას პირადზე - როგორ დაქორწინდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე

"თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს სამშობლოს ინტერესებს" - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება