მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები
შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები

სულ ახ­ლა­ხან, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა აღ­კვე­თეს, რომ­ლის კვა­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბამ­დე მი­დის. მა­ნამ­დე კი, ამა წლის იან­ვარ­ში, ასე­ვე სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი ორი პი­რის, ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის აფეთ­ქე­ბით მკვლე­ლო­ბა აღ­კვე­თეს. თუმ­ცა მსგავ­სად ყვე­ლას არ უმარ­თლებს და ხში­რად შემ­კვე­თებს შეკ­ვე­თა ბო­ლომ­დე მიჰ­ყავთ. გა­ვიხ­სე­ნოთ მკვლე­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან, რო­მელ­თა ხელ­წე­რა შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას ჰგავს და მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­გორც წესი, გახ­სნა არ უწე­რია.

სამ­წუ­ხა­როდ, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­თა­ვით­ვე გა­უხ­სნელ საქ­მე­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. კი­ლე­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შემ­დგომ მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თის გა­მოვ­ლე­ნა ძნე­ლია. არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დგომ კი­ლერ­საც თა­ვი­დან იცი­ლე­ბენ. ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია არა­სა­სურ­ვე­ლი მოწ­მის თა­ვი­დან მო­სა­შო­რებ­ლად. რო­გორც წესი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი­ლე­რი კვალს არ ტო­ვებს. ზოგ­ჯერ მკვლე­ლო­ბა იგეგ­მე­ბა და შეს­რულ­დე­ბა ისე, რომ ყო­ველ­გვა­რი ნიშ­ნით თვით­მკვლე­ლო­ბას ჰგავს და კვალს ურევს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.

შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის ქრო­ნი­კა:

  • ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე

2015 წლის 28 მარტს, 13:43 სა­ათ­ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი მოკ­ლეს. საქ­მე რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დგომ გა­იხ­სნა. ით­ქვა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ფა­რიდ გურ­ბა­ნოვ­მა და ალექ­სან­დრ და­მე­ტოვ­მა შეკ­ვე­თით მოკ­ლეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ორი­ვე პირს 19-19 წლით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა. ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ბიზ­ნეს­და­ვა და­სა­ხელ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხარ­ძი­ა­ნე­ბის მე­ზობ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს მა­რაბ­დის ქუ­ჩა­ზე მოძ­რა­ვი შავი მო­ტო­ციკ­ლე­ტი, რო­მელ­საც შავ­ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მარ­თავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ტო­ციკ­ლე­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს. ხარ­ძი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი მო­ტო­ციკ­ლის­ტი მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­დად­რო ჩნდე­ბო­და მათ ქუ­ჩა­ზე, ანუ მკვლე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსხვერ­პლს უთ­ვალ­თვა­ლებ­და. რო­გორც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ში, ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე­შიც კი­ლე­რად ჩეჩ­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ფი­გუ­რი­რებ­და. და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სა­ქარ­თვე­ლო მკვლე­ლო­ბი­დან ერთ სა­ათ­ში და­ტო­ვა - თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან უკ­რა­ი­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა.

  • ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე

2014 წლის 15 ივ­ლისს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს.

მარ­თა­ლია, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღიძ­რა, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი სწო­რედ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლია. ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტებ­მა კიწ­მა­რიშ­ვი­ლის პის­ტო­ლეტ­ზე უცხო პი­რის დნმ-ის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რეს, თუმ­ცა დნმ-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცის ამოც­ნო­ბა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და - ეს ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ოთ­ვალ­მა და­ა­ფიქ­სი­რა.

  • ნი­ნუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე

2009 წლის 13 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში 67 წლის თა­მაზ ნი­ნუა და მისი მე­უღ­ლე, 64 წლის ეთერ ნი­ნუა, მა­თი­ვე ბი­ნა­ში და­ხო­ცი­ლი იპო­ვეს. ცოლ-ქმარს ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჰქონ­დათ მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ეთერ ნი­ნუა სა­ძი­ნე­ბელ­ში იპო­ვეს, ხოლო თა­მაზ ნი­ნუა სა­ვარ­ძელ­ში იყო ჩა­ცხრი­ლუ­ლი.თა­მაზ ნი­ნუა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან ცხა­დი იყო ერთი რამ - მკვლელს ნი­ნუ­ე­ბი იც­ნობ­დნენ, თა­ვად გა­უ­ღეს კარი და ბი­ნა­ში შე­ი­პა­ტი­ჟეს.რო­გორც ჩანს, მკვლელ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მოს­პო­ბა­ზეც იფიქ­რა - ცხედ­რე­ბის ირ­გვლივ, სა­ვარ­ძლებ­ზე, კომ­პი­უ­ტერ­თან, ყველ­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და დამ­ნა­შა­ვეს შე­ხე­ბა ჰქო­ნო­და, დაფ­ქუ­ლი წი­წა­კა მო­ა­ყა­რა. მკვლე­ლო­ბის ია­რაღს ვერ მი­აგ­ნეს, თუმ­ცა საქ­მე­ში დევს ორი მას­რა, რომ­ლებ­საც ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ეს არის უიშ­ვი­ა­თე­სი მო­დე­ლის უხმო რე­ვოლ­ვე­რის მას­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 2007 წელს მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეს.

მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, კერ­ძოდ, 27 ნო­ემ­ბერს, ძა­ლოვ­ნებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, 60 წლის თა­მაზ გო­გია ამ­ხი­ლეს. გო­გი­ას მე­გობ­რი­სა და მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა არ უღი­ა­რე­ბია. 2017 წელს, 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გე­ნე­რალ თა­მაზ ნი­ნუ­ა­სა და მისი ცო­ლის ეთერ ნი­ნუ­ას მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი თა­მაზ გო­გია გა­ა­მარ­თლა და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ან­გა­რე­ბის მიზ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ თა­მაზ გო­გი­ას 17-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსხვერპლი
92

ეს ის პიროვნებები არიან რომელიც სამწუხაროდ ვერ გადაურჩა ჩასაფრებულ მკვლელს და საუბედუროდ ამ ქვეყნიდან წავიდნენ. ეხლა ის ხალხის საქმეები ჩამოვთვალოთ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლების გაფეტიშებულმა კრიმიბნალების ხროვამ დაქირავებული მკვლელები მიუგზავნეს ცივი იარაღით შეიარაღებული, მაგრამ მსხვერპლები რაღაც საოცრად გადაურჩნენ შეიარაღებული მკვლელის რკინის ხელკეტის რამდენჯერმე სასიკვდილო დარტყმას და დაქირავებული მკვლელი მოიგერიეს. სამაგიეროდ დღვანდელმა პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შეიარაღებული მკვლელი თავდამსხმელი, ხოლო მსხვერპლი დამნაშავედ. ბიძინა კი თურმე ვეღარ გებულობს რა ხდება პროკურატურაში ან სასამართლოში. არ მახსენდება რომ საქართველოს მოსახლეობას ივანიშვილი დაგვპირებოდა ბიზნესებს წაგართმევთ, მურუსიძე ჩინჩალაძეს მთელ მართმსაჯულებას ჩავაბარებ და გავაძლიერებ ან მართალ მოქალაქეებს ბრალდებულად გამოაცხადებს ჩემი პროკურატურა და დამნაშავეებს დაზარალებულადო???? თუ ვინმეს გახსოვთ შემახსენეთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ გზა გაუხსნა კრიმინალებს.

dato
13

კიწმარიშვილის სიკვდილზე დამოუკიდებელ ექსპერტსაც არ უთქვამს, მკვლელობა იყოო. უმეტეს შემთხვევაში ჭირისუფალს არ სურს დაიჯეროს თვითმკვლელობა, მიუხედავად ექსპერტიზის დადებითი პასუხებისა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები

სულ ახლახან, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ქართველი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, რომლის კვალიც, როგორც ამბობენ, რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. მანამდე კი, ამა წლის იანვარში, ასევე სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში დაგეგმილი ორი პირის, ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებით მკვლელობა აღკვეთეს. თუმცა მსგავსად ყველას არ უმართლებს და ხშირად შემკვეთებს შეკვეთა ბოლომდე მიჰყავთ. გავიხსენოთ მკვლელობები ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელთა ხელწერა შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს და მათ უმრავლესობას, როგორც წესი, გახსნა არ უწერია.

სამწუხაროდ, შეკვეთილი მკვლელობის უმრავლესობა იმთავითვე გაუხსნელ საქმეთა კატეგორიაში გადაინაცვლებს. კილერის იდენტიფიცირება და შემდგომ მკვლელობის შემკვეთის გამოვლენა ძნელია. არცთუ იშვიათად დავალების შესრულების შემდგომ კილერსაც თავიდან იცილებენ. ეს საუკეთესო გამოსავალია არასასურველი მოწმის თავიდან მოსაშორებლად. როგორც წესი, პროფესიონალი კილერი კვალს არ ტოვებს. ზოგჯერ მკვლელობა იგეგმება და შესრულდება ისე, რომ ყოველგვარი ნიშნით თვითმკვლელობას ჰგავს და კვალს ურევს სამართალდამცავებს.

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა:

  • ბესიკ ხარძიანის საქმე

2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი მოკლეს. საქმე რამდენიმე თვის შემდგომ გაიხსნა. ითქვა, რომ ბიზნესმენი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ფარიდ გურბანოვმა და ალექსანდრ დამეტოვმა შეკვეთით მოკლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს 19-19 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბიზნესმენის მკვლელობის მოტივად ბიზნესდავა დასახელდა.

როგორც ცნობილია, ხარძიანების მეზობლებმა შენიშნეს მარაბდის ქუჩაზე მოძრავი შავი მოტოციკლეტი, რომელსაც შავჩაფხუტიანი მამაკაცი მართავდა. მოგვიანებით მოტოციკლეტი სამართალდამცავებმა მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ხარძიანის ქალიშვილის განცხადებით, ჩაფხუტიანი მოტოციკლისტი მკვლელობამდე რამდენიმე დღის განმავლობაში დროდადრო ჩნდებოდა მათ ქუჩაზე, ანუ მკვლელი, სავარაუდოდ, მსხვერპლს უთვალთვალებდა. როგორც ეროსი კიწმარიშვილის საქმეში, ხარძიანის საქმეშიც კილერად ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი ფიგურირებდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან საქართველო მკვლელობიდან ერთ საათში დატოვა - თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში გაემგზავრა.

  • ეროსი კიწმარიშვილის საქმე

2014 წლის 15 ივლისს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტომანქანაში მოკლული იპოვეს.

მართალია, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, მაგრამ ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებული არიან, რომ ეროსი კიწმარიშვილი სწორედ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა დაადასტურეს, თუმცა დნმ-ის იდენტიფიცირება პროკურატურამ ვერ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის ამოცნობაზე მუშაობს, რომელიც მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა - ეს ავტოფარეხში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

  • ნინუების მკვლელობის საქმე

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში 67 წლის თამაზ ნინუა და მისი მეუღლე, 64 წლის ეთერ ნინუა, მათივე ბინაში დახოცილი იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ - მკვლელს ნინუები იცნობდნენ, თავად გაუღეს კარი და ბინაში შეიპატიჟეს.როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა - ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა მოაყარა. მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნეს, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომლებსაც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ეს არის უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერის მასრები, რომლებიც 2007 წელს მაღალდაძის მკვლელობისას გამოიყენეს.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ცოლ-ქმრის მკვლელობაში ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ამხილეს. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა არ უღიარებია. 2017 წელს, 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუასა და მისი ცოლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებულ თამაზ გოგიას 17-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. წაიკითხეთ სრულად

პატიმრების წამებაში ბრალდებული ციხის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება 7-წლიანი ძებნის შემდეგ განხორციელდება

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს - "კურიერი" ახალ ფოტოებს ავრცელებს