სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა
პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

პა­რი­ზე­ლებ­მა "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი, 61 წლის ან იდალ­გო მე­რად მე­ო­რედ აირ­ჩი­ეს. იდალ­გო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლა­ქის სა­თა­ვე­ში 2014 წლი­და­ნაა.

ან იდალ­გო 1959 წლის 19 ივ­ნისს და­ი­ბა­და და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ის არა ფრან­გი, არა­მედ ეს­პა­ნე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იდალ­გო პა­რი­ზის პირ­ვე­ლი ქალი მე­რია, თუმ­ცა თა­ვად ამ ფაქ­ტზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა დი­დად არ უყ­ვარს.

იდალ­გო გა­რე­მოს დამ­ცვე­ლი­ცაა და ცდი­ლობს სხვებს მა­გა­ლი­თი მის­ცეს. ამი­ტო­მაც ხში­რად ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გილ­დე­ბა

ან იდალ­გო ეს­პა­ნეთ­ში, ან­და­ლუ­სი­ა­ში, სან ფერ­ნან­დო­ში და­ი­ბა­და. ბა­ბუა ეს­პა­ნე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტი იყო, რო­მელ­მაც ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ თა­ვის ცოლ­თან და ოთხ შვილ­თან ერ­თად საფ­რან­გეთს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით შე­ა­ფა­რა თავი. მისი ბე­ბია და ბა­ბუა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ეს­პა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ. ბე­ბია მგზავ­რო­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ბა­ბუ­ას ჯერ სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს, ხოლო შემ­დეგ სას­ჯე­ლი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს.

იდალ­გოს მამა ან­ტუ­ა­ნი ელექტრი­კო­სი იყო, რო­მე­ლიც 1950 წელს მკე­რავ მა­რი­ა­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა და მერი შე­ე­ძი­ნათ. მა­შინ ეს­პა­ნეთ­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი იყო, რის გა­მოც ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში კვლავ საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და. ისი­ნი 1961 წელს ლი­ონ­ში და­სახ­ლდნენ.

ან იდალ­გო მშობ­ლებ­თან ეს­პა­ნუ­რად, ხოლო დას­თან ფრან­გუ­ლად სა­უბ­რობ­და. მისი მშობ­ლე­ბი ახლა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო უფ­რო­სი და მერი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რია. ან იდალ­გო 14 წლის იყო, რო­დე­საც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იდალ­გოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, რად­გა­ნაც ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ცაა.

იდალ­გოს ფრანგ პო­ლი­ტი­კოს ჟან მარკ ჟერ­მან­თან 2002 წელს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. წყვილ­მა 2004 წელს იქორ­წი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რი­ზე­ლე­ბის მერი მა­ნამ­დეც იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს. იდალ­გო პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია.

პა­რი­ზის მერი დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მის სტილს ყვე­ლა­ზე ელე­გან­ტურს უწო­დე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ ფრან­გუ­ლი Vogue ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა მისი პერ­სო­ნით. იდალ­გო ამ­ბობს, რომ მო­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი აქვს და ყო­ვე­ლი­ვეს დე­დას უკავ­ში­რებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, ულა­მა­ზეს კა­ბებს კე­რავ­და.

"მე მიყ­ვარს მოდა, ის ყო­ველ­თვის არის ეპო­ქის ანა­რეკ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­დის­გან მა­შინ ვი­ღებ, რო­დე­საც მას­ში ქა­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ჩემ­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ივ სენ ლო­რა­ნი. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ისი­ნი თა­ვი­ანთ წარ­მო­სახ­ვა­სა და სურ­ვი­ლებს საქ­მე­ში დე­ბენ“, - ამ­ბობს პა­რი­ზის მერი.

მისი სტი­ლი ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. თა­ვად ამ­ბობს, რომ კლა­სი­კუ­რი მი­სი­ვე საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. "მე არ­ჩე­უ­ლი მერი ვარ და არა მო­დე­ლი, მე მომ­წონს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სტი­ლი, არა მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვა", - ამ­ბობს პა­რი­ზე­ლე­ბის მერი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gg
31

საფრანგეთი ვერ არის კარგად...

გოგი
18

მერი, თანაც პარიზის დაუხვეტავი ქუჩის ბორდიურზე ალბათ არ უნდა იჯდეს და იღებდეს სურათს. სტატიაში წერია, რომ ელეგანტურიაო და ფრანგული ელეგანტურობაა როგორც ჩანს. ეტყობა მე ვერ ვერკვევი. უკაცრავად

ავტორი:

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

პარიზელებმა "სოციალისტური პარტიის" წევრი, 61 წლის ან იდალგო მერად მეორედ აირჩიეს. იდალგო მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალაქის სათავეში 2014 წლიდანაა.

ან იდალგო 1959 წლის 19 ივნისს დაიბადა და საინტერესო ფაქტია, რომ ის არა ფრანგი, არამედ ესპანელია. აღსანიშნავია, რომ იდალგო პარიზის პირველი ქალი მერია, თუმცა თავად ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება დიდად არ უყვარს.

იდალგო გარემოს დამცველიცაა და ცდილობს სხვებს მაგალითი მისცეს. ამიტომაც ხშირად ველოსიპედით გადაადგილდება

ან იდალგო ესპანეთში, ანდალუსიაში, სან ფერნანდოში დაიბადა. ბაბუა ესპანელი სოციალისტი იყო, რომელმაც ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ თავის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად საფრანგეთს ლტოლვილის სტატუსით შეაფარა თავი. მისი ბებია და ბაბუა გარკვეული დროის შემდეგ ესპანეთს დაუბრუნდნენ. ბებია მგზავრობის დროს გარდაიცვალა, ხოლო ბაბუას ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, ხოლო შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

იდალგოს მამა ანტუანი ელექტრიკოსი იყო, რომელიც 1950 წელს მკერავ მარიაზე დაქორწინდა. წყვილს ორი ქალიშვილი ანა და მერი შეეძინათ. მაშინ ესპანეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იყო, რის გამოც ოჯახი ემიგრაციაში კვლავ საფრანგეთში წავიდა. ისინი 1961 წელს ლიონში დასახლდნენ.

ან იდალგო მშობლებთან ესპანურად, ხოლო დასთან ფრანგულად საუბრობდა. მისი მშობლები ახლა ესპანეთში ცხოვრობენ, ხოლო უფროსი და მერი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია. ან იდალგო 14 წლის იყო, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. აღსანიშნავია, რომ იდალგოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რადგანაც ესპანეთის მოქალაქეცაა.

იდალგოს ფრანგ პოლიტიკოს ჟან მარკ ჟერმანთან 2002 წელს შვილი შეეძინა. წყვილმა 2004 წელს იქორწინა. აღსანიშნავია, რომ პარიზელების მერი მანამდეც იყო ქორწინებაში და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. იდალგო პროფესიით იურისტია.

პარიზის მერი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა და მის სტილს ყველაზე ელეგანტურს უწოდებენ. სწორედ ამიტომ ფრანგული Vogue ხშირად ინტერესდება მისი პერსონით. იდალგო ამბობს, რომ მოდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი აქვს და ყოველივეს დედას უკავშირებს, რომელიც მისი თქმით, ულამაზეს კაბებს კერავდა.

"მე მიყვარს მოდა, ის ყოველთვის არის ეპოქის ანარეკლი. განსაკუთრებულ სიამოვნებას მოდისგან მაშინ ვიღებ, როდესაც მასში ქალის თავისუფლებაა გამოხატული. ჩემთვის შთაგონების წყარო ყოველთვის იქნება ივ სენ ლორანი. დიზაინერები შემოქმედი ადამიანები არიან, ისინი თავიანთ წარმოსახვასა და სურვილებს საქმეში დებენ“, - ამბობს პარიზის მერი.

მისი სტილი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. თავად ამბობს, რომ კლასიკური მისივე საქმიანობას უკავშირდება. "მე არჩეული მერი ვარ და არა მოდელი, მე მომწონს მოწესრიგებული სტილი, არა მიყვარს რაღაცების ერთმანეთში არევა", - ამბობს პარიზელების მერი.