საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი "ფეისბუქზე" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 06:39 საათზე, დმანისთან მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.