მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით
"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

„გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი 24 წლის, თბი­ლი­სი­დან, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პრო­ფე­სი­ით არ ვმუ­შა­ობ, ვარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და მყავს 2 წლის გო­გო­ნა - თაია გას­ვი­ა­ნი“ - ასე გაგ­ვეც­ნო „დიდი სცე­ნის“ კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც 2 წლის შვი­ლი თურ­მე ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობს. შვილ­თან ერ­თად, სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ახლა ფა­ნე­ბის გუნ­დიც უნდა შე­იკ­რი­ბოს, რად­გან გი­ორ­გი მე­გაპ­რო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეა. ჟი­უ­რიმ შე­ა­ქო და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა, ამით კი სტი­მუ­ლი მი­ე­ცა.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი:

- ბავ­შვო­ბი­დან მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სიმ­ღე­რის ნიჭი მქონ­და, მაგ­რამ ამას არას­დროს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. ახლა მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ის ეტა­პი და­მიდ­გა, რომ რა­ღაც რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღო მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით, რომ განვვი­თარ­დე.

მუ­სი­კა ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, რა­საც დე­და­მი­წა­ზე შე­იძ­ლე­ბა, რამე მა­ნი­ჭებ­დეს. არას­დროს არ­სად მივ­ლია, თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სი ვარ, ვუკ­რავ გი­ტა­რა­ზე და კლა­ვიშ­ზეც - ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტიც ვარ.

- რა­ტომ არ მიხ­ვე­დით პე­და­გოგ­თან?

- მცდე­ლო­ბა მქონ­და, კონ­კრე­ტუ­ლი გან­ხრით ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვხე­დავ­დი, რომ ყვე­ლა პე­და­გო­გი ცდი­ლობ­და, რა­ღაც კლი­შე­ებ­სა და ჩარ­ჩო­ებ­ში მო­ექ­ციე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს გარ­თმევ­და. მივ­ხვდი, რომ ჩე­მით უნდა განვვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­სტრუ­მენტს, მე­მარ­ცხე­ნე ვარ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ვი­პო­ვე მე­მარ­ცხე­ნე პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც დაკ­ვრას მე­მარ­ჯვე­ნე წყო­ბით ას­წავ­ლი­და. მინ­დო­და, რომ ჩე­მით მეს­წავ­ლა.

- ვისი რჩე­ვით მოხ­ვდით პრო­ექ­ტში „დიდი სცე­ნა“ და ან რით მი­გი­ზი­დათ ამ შოუმ?

- პა­ტარ-პა­ტა­რა ვი­დე­ო­ებს ვწერ­დი და ჩემს გვერ­დებ­ზე სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვდებ­დი. ჩემს შვილს მისი ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან მოს­წო­და. დიდი ინ­ტე­რე­სით და ყუ­რა­დღე­ბით უყუ­რებ­და. მერე ვუ­თხა­რი, - ნახე, რა უნდა ვქნა-მეთ­ქი?! შევ­პირ­დი, რომ შო­უ­ში გა­მო­ვი­დო­დი. ტე­ლე­ვი­ზი­ით და­მი­ნა­ხა უკვე სცე­ნა­ზე და იმ ვი­დე­ოს დღე­ში 4 სა­ა­თი მა­ინც უყუ­რებს.

- მა­საც ხომ არ აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი?

- ლა­პა­რაკ­ზე ადრე სიმ­ღე­რა და­ი­წყო. ყვე­ლა­ფერს სწო­რად მღე­რო­და.

- რო­გორ გინ­დათ, რომ კონ­კურ­სზე სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოთ?

- გულ­წრფე­ლი რომ ვიყო და არ მო­გა­ტყუ­ოთ, აქ იმის­თვის არ მო­სულ­ვარ, რომ ცნო­ბი­ლი სახე გავ­ხდე და რა­ღაც მსგავ­სი. ასე­თი მიზ­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად მაქვს. მინ­და, რომ გა­ვი­მარ­ჯვო, ეს მი­ზა­ნი კი ნამ­დვი­ლად მაქვს და მგო­ნია, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ.

- ე.ი. სა­კუ­თა­რი თა­ვის გჯე­რა.

- მგო­ნია, რომ მი­ნი­მუმ ფი­ნალ­ში უნდა ვიყო.

- ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს მო­ე­წო­ნე...

- ჟი­უ­რის­გან ზო­გა­დად ძა­ლი­ან დიდი კე­თილ­გან­წყო­ბა ვიგ­რძე­ნი. თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თეს რა­ღა­ცებს მე­უბ­ნე­ბო­და, რა­მაც სტი­მუ­ლი ნამ­დვი­ლად მომ­ცა. მი­ხა­რია, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბებს გას­ცდა ეს. ჟი­უ­რი­მაც ზუს­ტად იგი­ვე მი­თხრა, რა­საც სახ­ლში სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ცხა­დია, დიდ­მა მა­ესტრო­მაც იგი­ვე აღ­ნიშ­ნა. ამან კი თვით­შე­ფა­სე­ბა ამი­მაღ­ლა.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი მღე­რი­ან?

- მღე­რი­ან და უკ­რა­ვენ. მე­უღ­ლე დი­ჯე­ინ­გი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მუ­სი­კას თა­ვის­თვის ქმნის, მე ვმღე­რი, მამა, ბა­ბუა, დიდი ბა­ბუა - ყვე­ლა­ნი ვო­კა­ლის­ტე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­ანთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში. მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­დან სო­უ­ლი და არენ­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს.

- მაგ­რამ პრო­ექ­ტში სხვა­დას­ხვა ჟან­რის მორ­გე­ბა მო­გი­წევს. მზად ხარ?

- რა თქმა უნდა. ზო­გა­დად ჩემი პლატ­ფორ­მა ინ­სტაგ­რა­მი იყო, სა­დაც სა­კუ­თარ თავს წარ­ვად­გენ­დი. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს და იმი­ტო­მაც არ მოვ­დი­ო­დი მე­გაპ­რო­ექ­ტში. ვფიქ­რობ­დი, არ ვი­ყა­ვი სა­კონ­კურ­სო ვო­კა­ლის­ტრი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს შე­ას­რუ­ლებ­და. ახლა რად­გან უკვე გა­ვე­დი, ვთვლი, რომ ყვე­ლა ჟანრს თავს გა­ვარ­თმევ და მზად ვარ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

"2 წლის შვილს შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი... სცენაზე ჩემს ვიდეოს დღეში 4 საათი უყურებს" - "დიდი სცენის" მონაწილე, ჟიურის ემოციური შეფასებით

„გიორგი გასვიანი 24 წლის, თბილისიდან, უმაღლესი განათლებით, დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობები, პროფესიით არ ვმუშაობ, ვარ დაოჯახებული და მყავს 2 წლის გოგონა - თაია გასვიანი“ - ასე გაგვეცნო „დიდი სცენის“ კონკურსანტი, რომელსაც 2 წლის შვილი თურმე ძალიან გულშემატკივრობს. შვილთან ერთად, საგულშემატკივროდ ახლა ფანების გუნდიც უნდა შეიკრიბოს, რადგან გიორგი მეგაპროექტის მონაწილეა. ჟიურიმ შეაქო და წარმატებები უსურვა, ამით კი სტიმული მიეცა.

გიორგი გასვიანი:

- ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა, მაგრამ ამას არასდროს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა მგონია, რომ ცხოვრებაში ის ეტაპი დამიდგა, რომ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილებები მივიღო მუსიკალური კუთხით, რომ განვვითარდე.

მუსიკა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რასაც დედამიწაზე შეიძლება, რამე მანიჭებდეს. არასდროს არსად მივლია, თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ, ვუკრავ გიტარაზე და კლავიშზეც - ინსტრუმენტალისტიც ვარ.

- რატომ არ მიხვედით პედაგოგთან?

- მცდელობა მქონდა, კონკრეტული განხრით ვოკალის პედაგოგთან მივსულიყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ ყველა პედაგოგი ცდილობდა, რაღაც კლიშეებსა და ჩარჩოებში მოექციე, ინდივიდუალიზმს გართმევდა. მივხვდი, რომ ჩემით უნდა განვვითარებულიყავი.

რაც შეეხება ინსტრუმენტს, მემარცხენე ვარ და საქართველოში ვერ ვიპოვე მემარცხენე პედაგოგი, რომელიც დაკვრას მემარჯვენე წყობით ასწავლიდა. მინდოდა, რომ ჩემით მესწავლა.

- ვისი რჩევით მოხვდით პროექტში „დიდი სცენა“ და ან რით მიგიზიდათ ამ შოუმ?

- პატარ-პატარა ვიდეოებს ვწერდი და ჩემს გვერდებზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვდებდი. ჩემს შვილს მისი ყურება ძალიან მოსწოდა. დიდი ინტერესით და ყურადღებით უყურებდა. მერე ვუთხარი, - ნახე, რა უნდა ვქნა-მეთქი?! შევპირდი, რომ შოუში გამოვიდოდი. ტელევიზიით დამინახა უკვე სცენაზე და იმ ვიდეოს დღეში 4 საათი მაინც უყურებს.

- მასაც ხომ არ აქვს მუსიკალური მონაცემები?

- ლაპარაკზე ადრე სიმღერა დაიწყო. ყველაფერს სწორად მღეროდა.

- როგორ გინდათ, რომ კონკურსზე საკუთარი თავი წარმოაჩინოთ?

- გულწრფელი რომ ვიყო და არ მოგატყუოთ, აქ იმისთვის არ მოსულვარ, რომ ცნობილი სახე გავხდე და რაღაც მსგავსი. ასეთი მიზნები ნაკლებად მაქვს. მინდა, რომ გავიმარჯვო, ეს მიზანი კი ნამდვილად მაქვს და მგონია, წარმატებას მივაღწევ.

- ე.ი. საკუთარი თავის გჯერა.

- მგონია, რომ მინიმუმ ფინალში უნდა ვიყო.

- ნიკოლოზ რაჭველს მოეწონე...

- ჟიურისგან ზოგადად ძალიან დიდი კეთილგანწყობა ვიგრძენი. თითოეული წევრი ერთმანეთზე უკეთეს რაღაცებს მეუბნებოდა, რამაც სტიმული ნამდვილად მომცა. მიხარია, რომ ჩემი ოჯახის წევრების შეფასებებს გასცდა ეს. ჟიურიმაც ზუსტად იგივე მითხრა, რასაც სახლში სულ მეუბნებოდნენ. ცხადია, დიდმა მაესტრომაც იგივე აღნიშნა. ამან კი თვითშეფასება ამიმაღლა.

- ოჯახის წევრები მღერიან?

- მღერიან და უკრავენ. მეუღლე დიჯეინგითაა დაკავებული, მუსიკას თავისთვის ქმნის, მე ვმღერი, მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა - ყველანი ვოკალისტები და ინსტრუმენტალისტები იყვნენ თავიანთ მიმართულებაში. მუსიკალური მიმდინარეობიდან სოული და არენბი ძალიან მომწონს.

- მაგრამ პროექტში სხვადასხვა ჟანრის მორგება მოგიწევს. მზად ხარ?

- რა თქმა უნდა. ზოგადად ჩემი პლატფორმა ინსტაგრამი იყო, სადაც საკუთარ თავს წარვადგენდი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და იმიტომაც არ მოვდიოდი მეგაპროექტში. ვფიქრობდი, არ ვიყავი საკონკურსო ვოკალისტრი, რომელიც ყველაფერს შეასრულებდა. ახლა რადგან უკვე გავედი, ვთვლი, რომ ყველა ჟანრს თავს გავართმევ და მზად ვარ პროექტში მონაწილეობისთვის.

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე