მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გა­მო­კი­თხვი­სას, მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ზე­წო­ლა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ ფაქტს, არას­რულ­წლო­ვა­ნის მშო­ბე­ლიც ეს­წრე­ბო­და და მას ამის და­დას­ტუ­რე­ბაც შე­უძ­ლია.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ედა­ვე­ბი­ან და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას.

„ვი­ნა­ხუ­ლე ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რა თქმა უნდა, ის თავს არ ცნობს არა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ, ბრა­ლის წარ­დგე­ნის ვადა არის 48 სა­ა­თი, რო­დის წა­რედ­გი­ნე­ბა ბრა­ლი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით.

ის და­კა­ვე­ბუ­ლია, სსკ-ის 225-ე მუხ­ლი­თა და 143-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლით, ედა­ვე­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ასე­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბას. მას არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, არ­ცერთ ჩხუბ­ში და არ­ცერთ ძალ­დო­ბა­ში. როცა ამ­ბო­ბენ პირ­ვე­ლი ჩხუ­ბი და მე­ო­რე ჩხუ­ბი, მას არ მი­უ­ღია არ­ცერთ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ასე­ვე მას არა­ვინ არ გა­უ­ტა­ცია.

მას ედა­ვე­ბი­ან თა­ვი­სუ­ფე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას და ასე­ვე, გე­ტყვით, რომ არც იმ „ტო­ი­ო­ტას" მძღო­ლე­ბის მიერ არ მომ­ხდა­რა იმ მოწ­მის, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბა, რო­მელ­საც ოქ­როს მოწ­მედ აფა­სე­ბენ. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვი­საა ცნო­ბი­ლი ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში ადას­ტუ­რებს, რომ მის მი­მართ რა­ი­მე სა­ხის იძუ­ლე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია," - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში ასე­ვე არის სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ასე­ვე ჩა­ნან "ტო­ი­ო­ტა კამ­რის" მგზავ­რე­ბი.

"ამ კად­რებ­ში ჩანს, რომ მათ შო­რის, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ ჰქო­ნია ნივ­თი ხელ­ში, მე საქ­მის მა­სა­ლებს არ ვიც­ნობ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ჩვე­ნე­ბაც კი არ ვიცი რა ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ის ამ­ბობს, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის დროს მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ზე­წო­ლა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა. ის არის არას­რულ­წლო­ვა­ნი და იგი გა­მო­კი­თხუ­ლი არის მშო­ბელ­თან ერ­თად, თუმ­ცა, არ ეს­წრე­ბო­და ად­ვო­კა­ტი ამ გა­მო­კი­თხვას.

მას­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მას მოხ­ვდა თავ­ში და ზურ­გში. ამ ფაქტს მშო­ბე­ლიც ეს­წრე­ბო­და. მცხე­თის რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­კი­თხვის დროს, 2-3 დღის წინ,"- ამ­ბობს გელ­ხა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*****
3

რა სისულელეებს იძახის ეს ადვიკატი.რა სახის ზეწოლაზე ლაპარაკობს,როცა დაკითხვას მშობელიც ესწრებოდა.არ არის აუცილებელი ადამიანს დანა გაუყარო და ამაში იყო დამნაშავე,ისიც დანაშაულია,რომ ამდენი დღე ითამაშეს დაღუპული ბავშვის ახლობლების და მეგობრების გრძნობებზე.თქვენ როგორ გგონიათ,გიოს არ ჰყავდა მეგობრები,რომლებიც გვერდში დაუდგებოდნენ?ვაჟკაცი ადამიანი რკინას არ ჩაარტყამს მოწინააღმდეგეს.გიო შეეწირა თქვენნაირი მშობლების შვილების უვიცობას და არაადამიანურობას და გაჩუმდით,გაჩუმდიიიიით.ნუ ამართლებთ "მკვლელებს" 

მირო
9

აუჰ, დაკითხვისას პოლიციელი შეხებია, ცოტაც ფსიქოლოგიურად უმოქმედია. უკაცრავად, დაბადების დღის სუფრიდან ტორტი არ მიართვეს?! 

მოკლედ, სულ გათავხედდენ ეს ადვოკატებიც და ეჭვმიტანილებიც. თუ ზეწოლა არ განხორციელდა, არ დააშინეს, ან არ შეეხნენ, ვინ რას იტყვის. მაშინ, გაუშვან ყველა სახლში, ინტერნეტით გაუგზავნონ კითხვარი და ადვოკატის თანდასწრებით შეავსონ. ყველა კმაყოფილი იქნება, დაზარალებულის ოჯახის გარდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვისას, მასზე განხორციელდა პოლიციელების მხრიდან როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ზეწოლა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტს, არასრულწლოვანის მშობელიც ესწრებოდა და მას ამის დადასტურებაც შეუძლია.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან დანაშაულის ორგანიზებას, მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

„ვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა, ის თავს არ ცნობს არანაირი ქმედებაში დამნაშავედ, ბრალის წარდგენის ვადა არის 48 საათი, როდის წარედგინება ბრალი ნამდვილად არ ვიცით.

ის დაკავებულია, სსკ-ის 225-ე მუხლითა და 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით, ედავებიან მონაწილეობას და ასევე ორგანიზებას. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, არცერთ ჩხუბში და არცერთ ძალდობაში. როცა ამბობენ პირველი ჩხუბი და მეორე ჩხუბი, მას არ მიუღია არცერთ ჩხუბში მონაწილეობა და ასევე მას არავინ არ გაუტაცია.

მას ედავებიან თავისუფების უკანონო აღკვეთას და ასევე, გეტყვით, რომ არც იმ „ტოიოტას" მძღოლების მიერ არ მომხდარა იმ მოწმის, ამირხანაშვილის გატაცება, რომელსაც ოქროს მოწმედ აფასებენ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ამირხანაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმეში ასევე არის სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული, სადაც ასევე ჩანან "ტოიოტა კამრის" მგზავრები.

"ამ კადრებში ჩანს, რომ მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია ნივთი ხელში, მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებაც კი არ ვიცი რა ჩვენება აქვს მიცემული გამოძიებისთვის. სამწუხაროდ, როგორც ის ამბობს, ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, პოლიციელების და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა. ის არის არასრულწლოვანი და იგი გამოკითხული არის მშობელთან ერთად, თუმცა, არ ესწრებოდა ადვოკატი ამ გამოკითხვას.

მასზე განხორციელდა როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორც თვითონ ამბობს, მას მოხვდა თავში და ზურგში. ამ ფაქტს მშობელიც ესწრებოდა. მცხეთის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვის დროს, 2-3 დღის წინ,"- ამბობს გელხაური.

დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ - შსს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულის თქმით, 18 ივნისის ღამით არაგვის ხიდზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა