მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ
ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

- 9 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბი­დან 28 წელი შეს­რულ­და. ჩი­ნე­თი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა და თბი­ლის­ში სა­ელ­ჩო გახ­სნა. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბას გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მე­გობ­რო­ბის ტრა­დი­ცი­ას მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. უძ­ვე­ლე­სი აბ­რე­შუ­მის გზა ჩი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რის მოწ­მეა. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი 1992 წლის 9 ივ­ნისს დამ­ყარ­და. მას შემ­დეგ, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სტა­ბი­ლუ­რად და ჯან­სა­ღად ვი­თარ­დე­ბა. მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს ერ­თმა­ნე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, პა­ტივს ვცემთ ერ­თმა­ნე­თის მიერ არ­ჩე­ულ გან­ვი­თა­რე­ბის გზას, თა­ნას­წო­რო­ბის და ურ­თი­ერ­თსარ­გებ­ლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­ვი­თა­რებთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში საქ­მი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მუდ­მი­ვად ხელს ვუ­წყობთ „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ქარ­თუ­ლი მხა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით სამ­ჯერ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და თბი­ლი­სის აბ­რე­შუ­მის გზის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, რო­მე­ლიც ამ სა­ხის პირ­ვე­ლი შე­თან­ხმე­ბაა ჩი­ნეთ­სა და ევ­რა­ზი­ის რე­გი­ო­ნის სხვა ქვე­ყა­ნას შო­რის. მან ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის ზრდას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სას ორ­მხრი­ვი სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა თუ სულ რა­ღაც 3.68 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი იყო, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე უკვე 1 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და სხვა სფე­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა ერთი მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შექ­მნეს.

წელს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ნე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არი­ან, უბე­დუ­რე­ბის ჟამს ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით, ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ერ­თმა­ნეთს მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს და უან­გა­როდ ვეხ­მა­რე­ბით. შე­დე­გად, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ორი ქვეყ­ნის ხალ­ხებს შო­რის მე­გობ­რო­ბა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეპი­დე­მი­ით შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ ჩა­ივ­ლის, ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი კი­დევ უფრო დიდი ძა­ლით გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მეტ ნა­ყო­ფი­ერ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

- ბოლო წლებ­ში ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გარ­და, საკ­მა­ოდ დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბო­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა ტუ­რიზ­მი, კულ­ტუ­რა, გა­ნათ­ლე­ბა და ა.შ. რო­გო­რია ამ სფე­რო­ებ­ში ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გე­ბი? რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა?

- ჩი­ნე­ლე­ბი ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხე­ბის ახ­ლობ­ლო­ბაა. ჩი­ნე­თი და სა­ქარ­თვე­ლო მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ი­სა და ბრწყინ­ვა­ლე კულ­ტუ­რის მქო­ნე უძ­ვე­ლე­სი ქვეყ­ნე­ბია. ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენს ხალ­ხებს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს. ამ­ჟა­მად, ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ამ კუ­თხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დღი­თი­დღე მჭიდ­როვ­დე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და სამ­ხატ­ვრო და­სე­ბი ხში­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ურ­თი­ერ­თვი­ზი­ტებს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, სპორ­ტის, კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის, ახა­ლი ამ­ბე­ბის, გა­მომ­ცემ­ლო­ბის და სხვა სფე­რო­ებ­ში უწყვე­ტად ღრმავ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ჩი­ნეთს შე­სას­წავ­ლად და რე­პორ­ტა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად სტუმ­რო­ბენ; ჩი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ბევ­რჯერ იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბებ­ზე. ცოტა ხნის წინ დუბ­ლი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის „ჩი­ნე­თის ბრძო­ლა ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“ გაშ­ვე­ბით, კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის სფე­რო­ში ორ­მხრვ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მხო­ლოდ გა­სულ წელს, ან­სამ­ბლმა „ერი­სი­ო­ნი“ და რუს­თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრმა ჩი­ნეთ­ში წარ­მოდ­გე­ნე­ბი გა­მარ­თეს, ხოლო ან­ხუ­ე­ის ოპე­რის თე­ატ­რა­ლურ­მა დას­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტურ­ნე გა­მარ­თა და „მაკ­ბე­ტი“ დად­გა. მათ გა­მოს­ვლებ­მა ორი ქვეყ­ნის მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. უფრო მეტი ჩი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი იჩენს ინ­ტე­რესს ერ­თმა­ნე­თის ენი­სა და კულ­ტუ­რის მი­მართ. ამ­ჟა­მად, ჩი­ნე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში უკვე ის­წავ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ენა. თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ორი კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტი ჩი­ნუ­რი ენის ბრწყინ­ვა­ლე სპე­ცი­ა­ლის­ტებს ამ­ზა­დებს. ყო­ველ­წლი­უ­რად ათო­ბით ქარ­თველ სტუ­დენტს ჩი­ნე­თის სამ­თავ­რო­ბო სტი­პენ­დი­ის და კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტის სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბი­სა და ჩი­ნეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა. გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ჩი­ნუ­რი ენის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რაც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. „ღვთის მიერ ნა­ბო­ძე­ბი მიწა“, „ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ - ეს მეტ­სა­ხე­ლე­ბი უფრო და უფრო მეტ ჩი­ნელ ტუ­რისტს იზი­დავს. 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის 50 ათას­მა ჩი­ნელ­მა ტუ­რის­ტმა იმოგ­ზა­უ­რა, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 50.9%-ით მე­ტია. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ამ­გვა­რი შე­დე­გე­ბი ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დიდ პო­ტენ­ცი­ალ­ზე მი­უ­თი­თებს. ჩი­ნუ­რი მხა­რე მზა­დაა ამ კუ­თხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რათა ამან უფრო შე­უ­წყოს ხელი ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს და მეტი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს ჩი­ნელ და ქარ­თველ ხალ­ხს.

- ჩი­ნეთ­მა პირ­ველ­მა მი­ი­ღო COVID-19-ის ეპი­დე­მი­ის დარ­ტყმა. მთე­ლი მსოფ­ლიო გახ­და მოწ­მე იმი­სა, თუ რო­გორ გა­უმკლავ­და ჩი­ნე­თი ამ გა­მოწ­ვე­ვას და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მელ­მაც ეპი­დე­მი­ის შე­ჩე­რე­ბა შეძ­ლო. რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ბოლო დღე­ებ­ში პე­კინ­ში ეპი­დე­მი­ამ თავი ისევ იჩი­ნა. ეს ნიშ­ნავს თუ არა, რომ ჩი­ნეთ­ში პან­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღა და­ი­წყო? რა ზო­მებს იღებს ამ­ჟა­მად ჩი­ნე­თი ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლი­სათ­ვის?

- მარ­თლაც, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, 11 ივ­ნისს პე­კინ­ში ბოლო 50 დღის მან­ძილ­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რა­ზეც ჩი­ნეთ­მა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. გა­ფარ­თოვ­და შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის დად­გე­ნის, ტეს­ტი­რე­ბის, პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ზო­მე­ბი, ხოლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის დონე აი­წია. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ პე­კინ­ში 700 000 კაცი სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­მოწ­მდა. ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის წამ­ყვან­მა ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა უ წვე­ნი­ო­უმ 18 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და, რომ პე­კინ­ში ეპი­დე­მია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ცნო­ბილ­მა ჩი­ნელ­მა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ჭანგ ვენ­ხუნ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ­ჯე­რად პე­კინ­ში ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და მცი­რე მას­შტა­ბის იყო, თუმ­ცა იგი კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ეს უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რო­გორც ნა­წი­ლობ­რი­ვი, „ას­ხლე­ტი­ლი“ ეპი­დე­მია, რაც მე­ო­რე ტალ­ღად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად პე­კინ­ში პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის მკაც­რი ზო­მე­ბი გრძელ­დე­ბა და PCR ტეს­ტი­რე­ბის არე­ა­ლი თან­და­თან ფარ­თოვ­დე­ბა. ბოლო დღე­ებ­ში, პე­კინ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მხო­ლოდ ათამ­დე ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. მთე­ლი რიგი მძლავ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, პე­კინ­ში ეპი­დე­მი­ის კლე­ბის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, პე­კინ­ში ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა ამ­ჯე­რა­დაც მალე შე­ჩერ­დე­ბა.

პე­კინ­ში ეპი­დე­მი­ის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი ზრდა ისევ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ძლი­ერ გა­დამ­დე­ბი, ხოლო მისი გავ­რცე­ლე­ბის გზე­ბი ძალ­ზე ჩახ­ლარ­თუ­ლია. ეპი­დე­მია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ერ­თო, „ცბი­ე­რი“ მტე­რია. ამ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მძი­მე გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ერ­თო­ბის გა­მაგ­რე­ბით, მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რით შეძ­ლებს ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბას. ჩი­ნე­თი მზა­დაა, „სა­ერ­თო მო­მავ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა“ და სა­ერ­თო ჯან­დაც­ვის მქო­ნე თა­ნა­მე­გობ­რო­ბის“ კონ­ცეფ­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სხვა ქვეყ­ნებს და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­საც სხვა­დას­ხვა ფორ­მით მხა­რი და­უ­ჭი­როს და ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში და­ეხ­მა­როს, რათა ამ ბრძო­ლა­ში სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვოთ.

- ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ჩი­ნურ­მა მხა­რემ „ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ნე­თის ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუ შე­გიძ­ლი­ათ, მოკ­ლედ მოგ­ვი­თხროთ ამ დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ხებ. რა გახ­და მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მი­ზე­ზი?

- 7 ივ­ნისს, ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა „ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ნე­თის ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დო­კუ­მენ­ტი სულ 4 ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, ესე­ნია: ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მძი­მე გზა, პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის და მკურ­ნა­ლო­ბის ორ ფრონტზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ბრძო­ლა, ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლე­ბის და­რაზმვა, სა­ერ­თო ჯან­დაც­ვის მქო­ნე თა­ნა­მე­გობ­რო­ბის შექ­მნა. ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, დო­კუ­მენ­ტში სრულ­ყო­ფი­ლად არის აღ­წე­რი­ლი ჩი­ნე­ლი ხალ­ხის ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის დი­ა­დი გზა. მას­ში ჩი­ნე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­ვენ­ცი­ის, კონ­ტრო­ლის და მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს. იგი ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჩი­ნურ კონ­ცეფ­ცი­ა­სა და პო­ზი­ცი­ას აშუ­ქებს.

ამ დო­კუ­მენ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, ჩი­ნეთს სურს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს და მხა­რე­ებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დოს. მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებს, ჩი­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გან­ზო­გა­დე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს დო­კუ­მენ­ტი ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხელ­ძღვა­ნე­ლოა, რო­მელ­საც ჩი­ნე­თი მსოფ­ლი­ოს უზი­ა­რებს და მისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ნამ­დვი­ლად ღირს. ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ცობ­რი­ო­ბის ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლის პრო­ცეს­ში, ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვის სა­ზი­ა­ნო ქმე­დე­ბე­ბიც იჩენს თავს. ეს დო­კუ­მენ­ტი ფაქ­ტე­ბით პა­სუ­ხობს ჩი­ნე­თის დის­კრე­დი­ტი­რე­ბის მცდე­ლო­ბას და სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ა­სა და ეპი­დე­მი­ის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას მტკი­ცედ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მას­ში სი­ტყვა „თა­ნა­მე­გობ­რო­ბა“ ხში­რად გვხვდე­ბა. დო­კუ­მენ­ტი მო­უ­წო­დებს, რომ ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი და კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი უნი­ლა­ტე­რა­ლიზ­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იც­ვა­ლოს. რო­გორც დო­კუ­მენ­ტში არის ნათ­ქვა­მი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბი გულ­ში იმედ­სა და ოც­ნე­ბას ატა­რე­ბენ, „სა­ერ­თო მო­მავ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ერ­თო მიზ­ნი­თა და ერ­თად წინსვლით ყვე­ლა­ნა­ირ სიძ­ნე­ლე­სა და დაბ­რკო­ლე­ბას გა­ვუმკლავ­დე­ბით და უფრო აყ­ვა­ვე­ბულ და ლა­მაზ მსოფ­ლი­ოს შევ­ქმნით.

- ცოტა ხნის წინ დას­რულ­და სრუ­ლი­ად ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კრე­ბი­სა და სრუ­ლი­ად ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს სე­სი­ე­ბი. წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, სი­ახ­ლე რა იყო ამ სე­სი­ებ­ში?

- მა­ი­სის ბო­ლოს პე­კინ­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სრუ­ლი­ად ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მე-13 კრე­ბის მე-3 სე­სია და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო პო­ლი­ტი­კურ-კონ­სულ­ტა­ცი­უ­რი მე-13 საბ­ჭოს მე-3 სე­სია გა­იხ­სნა. ეს ორი სე­სია წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა. წელს, ორ სე­სი­ა­ზე მი­ღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის სა­მუ­შაო ან­გა­რი­ში ბოლო 40 წლის მან­ძილ­ზე სი­დი­დით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, მაგ­რამ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კით მდი­და­რია. მათ შო­რი­საა, სპე­ცი­ა­ლუ­რად ეპი­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად 1 ტრი­ლი­ო­ნი ჩი­ნუ­რი იუ­ე­ნის ოდე­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სეს­ხის ემი­სია, გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა, 8.74 მი­ლი­ო­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი­სათ­ვის და­საქ­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის ფარ­გლებ­ში ერთ სულ­ზე ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ნორ­მი­სა და პენ­სი­ის გაზ­რდა, 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის სი­ღა­რი­ბი­სა­გან დახ­სნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სხვ. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის სა­მუ­შაო ან­გა­რიშ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ზუს­ტი სა­მიზ­ნე გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. 2002 წლის შემ­დეგ, ეს პირ­ვე­ლად მოხ­და. მშპ-ს ზრდის ტემ­პის ზუს­ტი სა­მიზ­ნეს არ­და­წე­სე­ბა, „და­საქ­მე­ბის, ფი­ნან­სე­ბის, სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის, უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­მუ­შა­ოს სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა“ (ე.წ. „6 სტა­ბი­ლუ­რო­ბა“) და „მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის, ბაზ­რის ძი­რი­თა­დი სექ­ტო­რის, სურ­სა­თი­სა და ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ძი­რე­უ­ლი ფე­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის“ (ე.წ. „6 გა­რან­ტია“) ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა უკეთ შეძ­ლებს ეპი­დე­მი­ის რის­კე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და გა­დაჭ­რას, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას.

წლე­ვან­დე­ლი სე­სი­ე­ბის დღის წეს­რიგ­ში კი­დევ ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იდგა - სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი და ჰონგ კონ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­გი­ო­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სჩსწკ-ს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი სა­მო­ქა­ლა­ქო იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა მოხ­და, რე­ა­ლო­ბას­თან და­შო­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი შე­იც­ვა­ლა და და­იხ­ვე­წა, ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­და. ახა­ლი კო­დექ­სის მი­ზა­ნია, უკეთ ემ­სა­ხუ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ქვეყ­ნის მარ­თვის წინსვლას, ეკო­ნო­მი­კის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გან­ვი­თა­რე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს და უკეთ და­იც­ვას ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი.

- გთხოვთ მოგ­ვიყ­ვეთ ორი სე­სი­ის ფარ­გლებ­ში ჩი­ნე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჰონგ კონ­გის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

- 28 მა­ისს სჩსწკ მე-13 კრე­ბის მე-3 სე­სი­ა­ზე ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „ჰონგ კონ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­გი­ო­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით“. ეს ძალ­ზე დრო­უ­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მაა. ჰონგ კონ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­გი­ო­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ქმე­დე­ბაა, რომ­ლის გა­და­დე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. უდა­ვოა, რომ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჰონგ კონგს უკე­თე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მა, უფრო სტა­ბი­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი, უკე­თე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ბიზ­ნეს კლი­მა­ტი და ვაჭ­რო­ბა­სა და ნა­ოს­ნო­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა, იგი „ერთი ქვე­ყა­ნა, ორი სის­ტე­მის“ ხან­გრძლი­ვად მდგრა­დო­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და ჰონგ კონ­გის გრძელ­ვა­დი­ან კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ჰონგ კონ­გის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­სა და იუ­რი­დი­ულ სის­ტე­მას არ ცვლის და არც ჰონგ კონ­გის სა­სა­მარ­თლო ორ­გა­ნო­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე არ ახ­დენს გავ­ლე­ნას. სჩსწკ-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად ვნებს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას, რო­გო­რი­ცაა სე­პა­რა­ტიზ­მი, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ტე­რო­რიზ­მი და უცხო ქვეყ­ნის მხრი­დან სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა. იგი გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ჰონგ კონ­გის მო­სახ­ლე­ო­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებ­ზე, და არც უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მხრი­დან ჰონგ კონ­გში არ­სე­ბულ კა­ნო­ნი­ერ უფ­ლე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე. ჰონგ კონ­გის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა „ერთი ქვე­ყა­ნა, ორი სის­ტე­მის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და ჰონგ კონ­გის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მტკი­ცე სა­ფუძ­ველს ქმნის. მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ნონ­მდებ­ლით შეძ­ლებს ჰონგ კონ­გი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სი­ლა­მა­ზე და ენერ­გია.

- ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, სი ძინ­ფინ­გის ცნო­ბილ ინი­ცი­ა­ტი­ვას - „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზა“, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვეყ­ნის­თვის, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რა სი­ახ­ლე­ე­ბი ამ კუ­თხით და რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

- მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს პრე­ზი­დენ­ტმა სი ძინ­ფინ­გმა „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­აჟ­ღე­რა, მხა­რე­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რით, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მუდ­მი­ვად წინ მი­ი­წევს და მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის უფრო და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. 2019 წელს ჩი­ნეთ­სა და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­ნა­წი­ლე პარტნი­ო­რებს შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვამ 1.3 ტრი­ლი­ონ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 6%-ით გა­ი­ზარ­და, ხოლო ჩი­ნეთ­მა და­მა­ტე­ბით 15 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეპი­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ჩი­ნეთ­მა უკვე ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­ნა­წი­ლე 122 პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას გა­უ­წია დახ­მა­რე­ბა, მათ შო­რის 25 ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბი გაგ­ზავ­ნა და პრე­ვენ­ცი­ის, კონ­ტრო­ლი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უპი­რო­ბოდ გა­უ­ზი­ა­რა. ფაქ­ტე­ბი ცხად­ჰყოფს, რომ ეპი­დე­მი­ამ „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვერ შე­ა­ფერ­ხა, პი­რი­ქით, ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სიმ­ტკი­ცე და ძლი­ე­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დაგ­ვა­ნა­ხა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეპი­დე­მია რომ ჩა­ივ­ლის, „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უფრო მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, ულე­ვი სა­სი­ცო­ცხლო ძალა და ფარ­თო პერ­სპექ­ტი­ვა ექ­ნე­ბა.

18 ივ­ნისს, ჩი­ნეთ­ში „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს 25 ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა და მი­ნის­ტრის დო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტორ­მა - ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა - აკიმ შტა­ი­ნერ­მა. პრე­ზი­დენ­ტმა სი ძინ­ფინ­გმა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნა, ეპი­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ეკო­ნო­მი­კის გა­ნახ­ლე­ბა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა სა­ჭი­რო. ჩი­ნე­თი მზა­დაა, პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზა“ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ერ­თობ­ლი­ვი პა­სუ­ხის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზად აქ­ცი­ოს, ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის გზად აქ­ცი­ოს, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნის გზად აქ­ცი­ოს, გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის ზრდის გზად აქ­ცი­ოს. „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ერ­თად შე­ვუ­წყოთ ხელი „სა­ერ­თო მო­მავ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. შემ­დეგ ეტაპ­ზე, ჩი­ნე­თი მზა­დაა „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ ინი­ცი­ა­ტი­ვის პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან და მათ შო­რის, სა­ქარ­თე­ლოს­თან გა­აძ­ლი­ე­როს კო­მუ­ნი­კა­ცია, კო­ორ­დი­ნა­ცია და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნოს შეხ­ვედ­რი­სას მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, ხელი შე­უ­წყოს „ერთი სარ­ტყე­ლი, ერთი გზის“ მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას, რათა მეტი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის ხალ­ხებს.

წმინდა გაგა
0

ეს ქალი ისევე როგორც ჩინეთის მთელი ოფიციოზი დასაჭერია. კარგად მახსოვს როგორ აპროტესტებდა როცა ჩინეთთან მიმოსვლა (საკმაოდ დაგვიანებით) შეწყვიტა ჩვენმა მთავრობამ.

ავტორი:

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

- 9 ივნისს საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა და თბილისში საელჩო გახსნა. როგორ შეაფასებდით ორი ქვეყნის ურთიერთობას განვლილი პერიოდის განმავლობაში?

- ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ განვითარების გზას, თანასწორობის და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ სხვადასხვა სფეროში საქმიან თანამშრომლობას, მუდმივად ხელს ვუწყობთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს.

წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის გვერდით არიან, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს მტკიცედ ვუჭერთ მხარს და უანგაროდ ვეხმარებით. შედეგად, ორმხრივი ურთიერთობები და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდა. დარწმუნებული ვარ, ეპიდემიით შექმნილი მდგომარეობა რომ ჩაივლის, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი კიდევ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და საქმიანი თანამშრომლობა მეტ ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.

- ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი, კულტურა, განათლება და ა.შ. როგორია ამ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები? რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ამგვარი ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება?

- ჩინელები ხშირად ვამბობთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხების ახლობლობაა. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე კულტურის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩინეთ-საქართველოს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას, ორმხრივი ურთიერთობებისა და საქმიანი თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამჟამად, ჩინეთ-საქართველოს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა დღითიდღე მჭიდროვდება. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ქართული მედიის წარმომადგენლები ზედიზედ რამდენიმე წელია, რაც ჩინეთს შესასწავლად და რეპორტაჟის გასაკეთებლად სტუმრობენ; ჩინელი ჟურნალისტებიც ბევრჯერ იყვნენ საქართველოში გადაღებებზე. ცოტა ხნის წინ დუბლირებული დოკუმენტური ფილმის „ჩინეთის ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ“ გაშვებით, კინოსა და ტელევიზიის სფეროში ორმხრვ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. მხოლოდ გასულ წელს, ანსამბლმა „ერისიონი“ და რუსთავის სახელმწიფო თეატრმა ჩინეთში წარმოდგენები გამართეს, ხოლო ანხუეის ოპერის თეატრალურმა დასმა საქართველოში ტურნე გამართა და „მაკბეტი“ დადგა. მათ გამოსვლებმა ორი ქვეყნის მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. უფრო მეტი ჩინელი და ქართველი იჩენს ინტერესს ერთმანეთის ენისა და კულტურის მიმართ. ამჟამად, ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებში უკვე ისწავლება ქართული ენა. თავის მხრივ, საქართველოში არსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია. თანამშრომლობის ამგვარი შედეგები ჩინეთ-საქართველოს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინური მხარე მზადაა ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, რათა ამან უფრო შეუწყოს ხელი ორმხრივ ურთიერთობებს და მეტი სარგებელი მოუტანოს ჩინელ და ქართველ ხალხს.

- ჩინეთმა პირველმა მიიღო COVID-19-ის ეპიდემიის დარტყმა. მთელი მსოფლიო გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ გაუმკლავდა ჩინეთი ამ გამოწვევას და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეპიდემიის შეჩერება შეძლო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბოლო დღეებში პეკინში ეპიდემიამ თავი ისევ იჩინა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩინეთში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო? რა ზომებს იღებს ამჟამად ჩინეთი ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის?

- მართლაც, როგორც აღნიშნეთ, 11 ივნისს პეკინში ბოლო 50 დღის მანძილზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც ჩინეთმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. გაფართოვდა შემთხვევასთან დაკავშირებული პირების დადგენის, ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის ზომები, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების დონე აიწია. ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ პეკინში 700 000 კაცი საგულდაგულოდ შემოწმდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა უ წვენიოუმ 18 ივნისს განაცხადა, რომ პეკინში ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. ცნობილმა ჩინელმა ინფექციონისტმა ჭანგ ვენხუნგმა განაცხადა, რომ ამჯერად პეკინში ეპიდემიის აფეთქება მოულოდნელი და მცირე მასშტაბის იყო, თუმცა იგი კონტროლს ექვემდებარება. ეს უნდა განისაზღვროს, როგორც ნაწილობრივი, „ასხლეტილი“ ეპიდემია, რაც მეორე ტალღად ვერ ჩაითვლება. ამჟამად პეკინში პრევენციისა და კონტროლის მკაცრი ზომები გრძელდება და PCR ტესტირების არეალი თანდათან ფართოვდება. ბოლო დღეებში, პეკინში ყოველდღიურად მხოლოდ ათამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთელი რიგი მძლავრი ღონისძიებების შედეგად, პეკინში ეპიდემიის კლების ტენდენცია შეინიშნება. დარწმუნებული ვარ, ეპიდემიასთან ბრძოლაში დაგროვებული გამოცდილებით, პეკინში ეპიდემიის გავრცელება ამჯერადაც მალე შეჩერდება.

პეკინში ეპიდემიის მცირემასშტაბიანი ზრდა ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ახალი კორონავირუსი ძლიერ გადამდები, ხოლო მისი გავრცელების გზები ძალზე ჩახლართულია. ეპიდემია საერთაშორისო საზოგადოების საერთო, „ცბიერი“ მტერია. ამ უპრეცედენტოდ მძიმე გლობალური კრიზისის წინაშე, საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ერთობის გამაგრებით, მულტილატერალიზმის შენარჩუნებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მხარდაჭერით შეძლებს ამ ომში გამარჯვებას. ჩინეთი მზადაა, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისა“ და საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის“ კონცეფციებზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოსაც სხვადასხვა ფორმით მხარი დაუჭიროს და ეპიდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს, რათა ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ.

- ივნისის დასაწყისში ჩინურმა მხარემ „ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთის ქმედებების შესახებ“ ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა. თუ შეგიძლიათ, მოკლედ მოგვითხროთ ამ დოკუმენტის შესახებ. რა გახდა მისი გამოქვეყნების მიზეზი?

- 7 ივნისს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ინფორმაციის დეპარტამენტმა „ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთის ქმედებების შესახებ“ ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი სულ 4 ნაწილისაგან შედგება, ესენია: ეპიდემიასთან ბრძოლის მძიმე გზა, პრევენციისა და კონტროლის და მკურნალობის ორ ფრონტზე კოორდინირებულად ბრძოლა, ეპიდემიის წინააღმდეგ ძალების დარაზმვა, საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის შექმნა. ფაქტებზე დაყრდნობით, დოკუმენტში სრულყოფილად არის აღწერილი ჩინელი ხალხის ეპიდემიასთან ბრძოლის დიადი გზა. მასში ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას პრევენციის, კონტროლის და მკურნალობის კუთხით დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს. იგი ეპიდემიის წინააღმდეგ თანამშრომლობის ჩინურ კონცეფციასა და პოზიციას აშუქებს.

ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, ჩინეთს სურს საერთაშორისო საზოგადოებას ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიაროს და მხარეებს გაერთიანებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდოს. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ეპიდემია მძვინვარებს, ჩინური გამოცდილების განზოგადება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დოკუმენტი ეპიდემიასთან ბრძოლის სრულყოფილი სახელძღვანელოა, რომელსაც ჩინეთი მსოფლიოს უზიარებს და მისი გათვალისწინება ნამდვილად ღირს. ეპიდემიის წინააღმდეგ კაცობრიობის ხელჩართული ბრძოლის პროცესში, ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის საზიანო ქმედებებიც იჩენს თავს. ეს დოკუმენტი ფაქტებით პასუხობს ჩინეთის დისკრედიტირების მცდელობას და სტიგმატიზაციასა და ეპიდემიის პოლიტიზირებას მტკიცედ ეწინააღმდეგება. მასში სიტყვა „თანამეგობრობა“ ხშირად გვხვდება. დოკუმენტი მოუწოდებს, რომ ანტაგონისტური და კონფრონტაციული უნილატერალიზმი საერთაშორისო თანამშრომლობით შეიცვალოს. როგორც დოკუმენტში არის ნათქვამი, მთელი მსოფლიოს ხალხები გულში იმედსა და ოცნებას ატარებენ, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, საერთო მიზნითა და ერთად წინსვლით ყველანაირ სიძნელესა და დაბრკოლებას გავუმკლავდებით და უფრო აყვავებულ და ლამაზ მსოფლიოს შევქმნით.

- ცოტა ხნის წინ დასრულდა სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებისა და სრულიად ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს სესიები. წინა წლებთან შედარებით, სიახლე რა იყო ამ სესიებში?

- მაისის ბოლოს პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა მე-13 კრების მე-3 სესია და ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ-კონსულტაციური მე-13 საბჭოს მე-3 სესია გაიხსნა. ეს ორი სესია წელიწადში ერთხელ ტარდება და ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. წელს, ორ სესიაზე მიღებული მთავრობის სამუშაო ანგარიში ბოლო 40 წლის მანძილზე სიდიდით ყველაზე პატარა, მაგრამ ხალხის ინტერესების შესაბამისი პოლიტიკით მდიდარია. მათ შორისაა, სპეციალურად ეპიდემიასთან საბრძოლველად 1 ტრილიონი ჩინური იუენის ოდენობის სახელმწიფო სესხის ემისია, გადასახადების შემცირება, 8.74 მილიონი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისათვის დასაქმების მომსახურების გაწევა, სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში ერთ სულზე ფინანსური დახმარების ნორმისა და პენსიის გაზრდა, 5 მილიონზე მეტი მოქალაქის სიღარიბისაგან დახსნის უზრუნველყოფა და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მთავრობის სამუშაო ანგარიშში ეკონომიკური ზრდის ზუსტი სამიზნე განსაზღვრული არ არის. 2002 წლის შემდეგ, ეს პირველად მოხდა. მშპ-ს ზრდის ტემპის ზუსტი სამიზნეს არდაწესება, „დასაქმების, ფინანსების, საგარეო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის, ინვესტიციების, მოსალოდნელი სამუშაოს სტაბილურობისა“ (ე.წ. „6 სტაბილურობა“) და „მოსახლეობის დასაქმების, ელემენტარული კეთილდღეობის, ბაზრის ძირითადი სექტორის, სურსათისა და ენერგორესურსების უსაფრთხოების, წარმოებისა და მიწოდების სტაბილურობის, ძირეული ფენების ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის“ (ე.წ. „6 გარანტია“) ქვეყანაში ძალების მობილიზების საშუალებას იძლევა. შედეგად, ქვეყანა უკეთ შეძლებს ეპიდემიის რისკებისა და გამოწვევების დაძლევასა და გადაჭრას, ნაციონალური ეკონომიკის მაღალ დონეზე განვითარებას.

წლევანდელი სესიების დღის წესრიგში კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი იდგა - სამოქალაქო კოდექსი და ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სჩსწკ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში პირველი კანონთა კრებულია. ამჟამად მოქმედი სამოქალაქო იურიდიული ნორმების რედაქტირება მოხდა, რეალობასთან დაშორებული წესები შეიცვალა და დაიხვეწა, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებების და პრობლემების გათვალისწინებით ახალი რეგულაციები დაწესდა. ახალი კოდექსის მიზანია, უკეთ ემსახუროს სოციალური სისტემების საჭიროებებს, ქვეყნის მართვის წინსვლას, ეკონომიკის მაღალი სტანდარტების მიხედვით განვითარების მოთხოვნილებებს და უკეთ დაიცვას ხალხის ინტერესები.

- გთხოვთ მოგვიყვეთ ორი სესიის ფარგლებში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჰონგ კონგის უსაფრთხოების კანონმდებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

- 28 მაისს სჩსწკ მე-13 კრების მე-3 სესიაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით“. ეს ძალზე დროული და აუცილებელი ზომაა. ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის სახელმწიფო დონეზე ჩამოყალიბება სავალდებულო ქმედებაა, რომლის გადადებაც არ შეიძლება. უდავოა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს ცენტრალური მოვალეობაა. ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობით, ჰონგ კონგს უკეთესი სამართლებრივი სისტემა, უფრო სტაბილური საზოგადოებრივი წესრიგი, უკეთესი სამართლებრივი და ბიზნეს კლიმატი და ვაჭრობასა და ნაოსნობაში ცენტრალური პოზიცია ექნება, იგი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ ხანგრძლივად მდგრადობის ინტერესებსა და ჰონგ კონგის გრძელვადიან კეთილდღეობასა და სტაბილურობას ემსახურება.

ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა ჰონგ კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიურობასა და იურიდიულ სისტემას არ ცვლის და არც ჰონგ კონგის სასამართლო ორგანოების დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე არ ახდენს გავლენას. სჩსწკ-ს გადაწყვეტილება ისეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც სერიოზულად ვნებს ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორიცაა სეპარატიზმი, სახელმწიფო გადატრიალება, ტერორიზმი და უცხო ქვეყნის მხრიდან საშინაო საქმეებში ჩარევა. იგი გავლენას არ ახდენს ჰონგ კონგის მოსახლეობის დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებზე, და არც უცხოელი ინვესტორების მხრიდან ჰონგ კონგში არსებულ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე. ჰონგ კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ განხორციელებისა და ჰონგ კონგის გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს ქმნის. მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლით შეძლებს ჰონგ კონგი შეინარჩუნოს სილამაზე და ენერგია.

- ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ცნობილ ინიციატივას - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა სიახლეები ამ კუთხით და როგორ გაგრძელდება მუშაობა ამ ინიციატივის ფარგლებში COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ?

- მას შემდეგ, რაც 2013 წელს პრეზიდენტმა სი ძინფინგმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა გააჟღერა, მხარეთა აქტიური ჩართულობითა და ძლიერი მხარდაჭერით, ეს ინიციატივა მუდმივად წინ მიიწევს და მსოფლიოს განვითარებისა და კეთილდღეობისათვის უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 2019 წელს ჩინეთსა და ამ ინიციატივის მონაწილე პარტნიორებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთმა დამატებით 15 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ეპიდემიის პერიოდში ჩინეთმა უკვე ამ ინიციატივის მონაწილე 122 პარტნიორ ქვეყანას გაუწია დახმარება, მათ შორის 25 ქვეყანაში სამედიცინო ჯგუფები გაგზავნა და პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება უპირობოდ გაუზიარა. ფაქტები ცხადჰყოფს, რომ ეპიდემიამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობა ვერ შეაფერხა, პირიქით, ამ თანამშრომლობის სიმტკიცე და ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა დაგვანახა. დარწმუნებული ვარ ეპიდემია რომ ჩაივლის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობას უფრო მყარი საფუძველი, ულევი სასიცოცხლო ძალა და ფართო პერსპექტივა ექნება.

18 ივნისს, ჩინეთში „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მინისტრის დონის ოფიციალურმა პირებმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა - ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა - აკიმ შტაინერმა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წერილობით მიმართვაში აღნიშნა, ეპიდემიასთან გამკლავება იქნება, თუ ეკონომიკის განახლება, ყველა შემთხვევაში ერთმანეთთან თანამშრომლობა და მულტილატერალიზმის შენარჩუნებაა საჭირო. ჩინეთი მზადაა, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხის და თანამშრომლობის გზად აქციოს, ხალხის ჯანმრთელობის დაცვის გზად აქციოს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის გზად აქციოს, განვითარების პოტენციალის ზრდის გზად აქციოს. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის განხორციელებით, ერთად შევუწყოთ ხელი „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზადაა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის, საქართელოსთან გააძლიეროს კომუნიკაცია, კოორდინაცია და თანამშრომლობა, სისრულეში მოიყვანოს შეხვედრისას მიღწეული შედეგები, ხელი შეუწყოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალ დონეზე განვითარებას, რათა მეტი სარგებელი მოუტანოს ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ხალხებს.

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში