სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე
"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის სტი­ლი შე­უც­ვა­ლა. მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კო­სე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი დღემ­დე გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, კონ­ცერ­ტებს ვერ მარ­თა­ვენ და რო­გორც მათ­თან სა­უბ­რე­ბი­დან ვი­გებთ, აუ­დი­ტო­რი­ას­თან კონ­ტაქ­ტი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ენატ­რე­ბათ. მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პის გა­და­ღე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა და მისი გა­და­ღე­ბა მხო­ლოდ 2 კვი­რის წინ მო­ა­ხერ­ხა.

რო­გორც მომ­ღე­რა­ლი გვე­უბ­ნე­ბა, მას მა­ყუ­რე­ბე­ლი „პრო­ფილ­ში“ იხი­ლავს, მა­ნამ­დე კი ახალ ვი­დე­ო­ზე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა. ამას­თან იმა­ზე, რო­გორ გა­ა­ტა­რა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი და კი­დევ რაში შე­უ­შა­ლა ხელი გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ..

„ჩვენს სა­ო­ცარ კომ­პო­ზი­ტორს, მუ­სი­კოსს დათო ევ­გე­ნი­ძეს აქვს „მუ­სი­კა­ლუ­რი სკივ­რი“, სა­დაც უამ­რავ თა­ვის შე­სა­ნიშ­ნავ სიმ­ღე­რას ინა­ხავს. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა მსმე­ნელ­მა არც იცის, რაც დიდი შეც­დო­მაა... ჩვენ ვმე­გობ­რობთ და ერთხე­ლაც, მას­თან სტუმ­რო­ბი­სას, კლა­ვიშ­თან დაჯ­და, რო­გორც იცის ხოლ­მე და უკ­რავ­და იმ თა­ვის შე­სა­ნიშ­ნავ სიმ­ღე­რებს. ბევ­რი მე­ლო­დია მო­ვის­მი­ნე, მათ შო­რის, ისიც რა­ზეც ცოტა ხნის წინ კლი­პი გა­და­ვი­ღე. ინ­გლი­სუ­რი ტექ­სტი ჰქონ­და, მოკ­ლედ, და­თომ ეს სიმ­ღე­რა მა­ჩუ­ქა და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა. ხომ ვამ­ბობ, ის არ­სად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­და­ნაა, რაც, ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. რო­დე­საც ჩა­წე­რა გა­დავ­წყვი­ტე, ვუ­თხა­რი, - ქარ­თუ­ლი ლექ­სია სა­ჭი­რო-მეთ­ქი. ღა­მით და­უ­წე­რია და დი­ლით გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დამ­ხვდა... ერთი წლის წინ „ბრა­ვო რე­კორდში“ ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნალ ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან მე და ბენ­დი „ფა­ი­ვი“ მი­ვე­დით და ჩავ­წე­რეთ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი. მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ვი­დე­ორ­გო­ლის რე­ჟი­სო­რი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია, ისე­ვე რო­გორც მისი ყვე­ლა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კლი­პის ავ­ტო­რი.

„ჩემი მე­გო­ბა­რი, სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რე­ჟი­სო­რი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე, მო­აზ­როვ­ნეა, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია... მის გა­რე­შე ჩემი კლი­პი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ყო­ველ ჯერ­ზე ენერ­გი­ას არ იშუ­რებს. მთა­ვარ ოპე­რა­ტო­რად ლე­ვან ლე­კი­აშ­ვი­ლი (ბუდა) მო­ვიწ­ვი­ეთ, დრონ­ზე იმუ­შა­ვა დათო თევ­ზა­ძემ (თევზმა). ჩემ­თან ერ­თად კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს გო­გო­ნა, წი­თუ­რი, ცის­ფერ­თვა­ლა, რად­გა­ნაც სიმ­ღე­რა არის ცის­ფერ­თვა­ლა გო­გო­ზე. ის ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ახლა კად­რებს რომ ვუ­ყუ­რებ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა, ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. ასე რომ, ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნა­რე­ბით და­ხუნძლუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი გო­გოა. დიდ წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ და ზუს­ტად ვიცი, ეს კლი­პი რომ გა­მო­ვა, კი­დევ ბევ­რი მი­იწ­ვევს, რად­გა­ნაც კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო, მე­ტყვე­ლი სახე აქვს“.

გა­და­ღე­ბე­ბი მარ­ტყო­ფი-ნო­რი­ოს ად­გი­ლებ­ში მი­დი­ო­და. სა­ო­ცა­რი მინ­დვ­რე­ბი და მდე­ლო­ე­ბია. ნეს­ტანს ბევ­რი ულა­მა­ზე­სი კად­რი და­უგ­როვ­და. თა­ვის გა­და­ღე­ბულს თვი­თონ ამონ­ტა­ჟებს, ესეც კი­დევ ერთი პლუ­სია მის­თვის. მოკ­ლედ, ზუს­ტად იცის, რა უნდა... მგო­ნია, რომ ეს კლი­პიც და სიმ­ღე­რაც ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­ნე­ბა და რო­გორც სხვა ნა­მუ­შევ­რებს, მა­ყუ­რე­ბე­ლი ამა­საც შე­იყ­ვა­რებს. რო­დე­საც ჩემ­თან ერ­თად ჩემი მსმე­ნე­ლიც მღე­რის, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მგო­ნი, მომ­ღერ­ლის­თვის არა­ფე­რია. ვფიქ­რობ, რომ ამ კლი­პის სა­ხით სა­ზა­ფხუ­ლო ჰიტი გა­მო­ცხვა.

- პან­დე­მი­ამ­დე უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­და­ღე­ბა და ხელი შე­გე­შა­ლათ... თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში კი­დევ რაში შე­გე­შა­ლა ხელი, რა ვერ გა­ა­კე­თე?

- 2009 წლის შემ­დეგ, რაც „ჯე­ოს­ტა­რი“ მო­ვი­გე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და კა­რი­ე­რა­ში არ არ­სე­ბობს დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი, რად­გა­ნაც ყო­ველ­თვის რა­ღაც ხდე­ბა - კლი­პე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, ალ­ბო­მე­ბის ჩა­წე­რა, კონ­ცერ­ტე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი. მად­ლო­ბე­ლი ვარ ღმერ­თის, რომ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს. სა­ერ­თო­დაც, მშვი­დად ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია, სულ მინ­და, რომ რაღა ვა­კე­თო. ჩვენ­თან სა­ო­ცა­რი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან კარგ სიმ­ღე­რებს და ჩემ­თვი­საც იმე­ტე­ბენ. დიდი ჯილ­დო და სა­ჩუ­ქა­რია, რო­დე­საც კომ­პო­ზი­ტო­რი მუ­სი­კას წერს და შენი ხმა თავ­ში აქვს, ცდი­ლობს, მო­გარ­გოს, სიმ­ღე­რა და­გი­წე­როს. ეს ადა­მი­ანს მხო­ლოდ გა­ხა­რებს.

პან­დე­მი­ამ, რო­გორც ყვე­ლას, ჩვენც ხელი შეგ­ვი­შა­ლა. ჩვე­ნი სფე­რო პირ­და­პირ კავ­შირ­შია პუბ­ლი­კას­თან, მათ­თან კონ­ცერ­ტე­ბით უშუ­ა­ლო და მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი გვი­წევს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და, რა­მაც დამ­თრგუ­ნა, გარ­და იმი­სა, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­როა ,ჩემი საქ­მე და პრო­ფე­სი­აა. მა­ტე­რი­ა­ლურს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მე­ნარ­ტრე­ბა სცე­ნა­ზე დად­გო­მა, სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა, ტა­შის ხმა... ამას მუ­სი­კო­სე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი უკე­თე­სად გა­ი­გე­ბენ...

მოკ­ლედ, მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში გავ­ჩერ­დით. დათო ევ­გე­ნი­ძის სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბის გარ­და, „ელის“ ბენდთან „თვითფრი­ნა­ვე­ბი“ უნდა ჩაგ­ვე­წე­რა. მოკ­ლედ, შევ­წყვი­ტეთ ყვე­ლა­ფე­რი და სახ­ლში დავ­ჯე­ქი.

- ე.ი. ექი­მე­ბის ყვე­ლა მი­თი­თე­ბას ას­რუ­ლებ­დი.

- სა­ერ­თოდ, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რა­საც გვი­ცხა­დებ­დნენ, ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ი­სა თუ შე­ზღუდ­ვის დაც­ვა. ასეთ დროს მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ვერ ვფიქ­რობ, ვფიქ­რობ სხვებ­ზეც. ჩემ­თან ოჯახ­ში ვცდი­ლობ­დი, თუ რა­ი­მე პრო­დუქ­ტი იყო სა­ყი­დე­ლი, გა­რეთ მე გავ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი მშობ­ლე­ბი სახ­ლში ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მე­გო­ნა, ისი­ნი მე­ტად რის­კჯ­გუფ­ში იყ­ვნენ, ვიდ­რე მე და ისე­დაც ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მათ­ზე სულ ვფიქ­რობ­დი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვი­ა­რეთ და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ არ არ­სე­ბოს „ხვალ“ და „ზეგ“, XXI სა­უ­კუ­ნე­ში კი არა, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში... არ­სე­ბობს მხო­ლოდ „ახლა“ და მორ­ჩა. ხვალ და ზეგ რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის...

მსოფ­ლიო უეც­რად დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, და­ა­ვად­და, ბევ­რმა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა. უსამ­სა­ხუ­როდ დავ­რჩით მუ­სი­კო­სე­ბიც. რაც უნდა თქვან, თქვენ რა გი­შავთ, მომ­ღერ­ლე­ბი სულ ერ­თო­ბი­თო. ასე არ არის. ზო­გი­ერთს ისიც ჰგო­ნია, რომ სა­დარ­დე­ბე­ლი არ გვაქვს, ის, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ჩემ­ზე ყო­ველ­თვის მოქ­მე­დებს და გან­ვიც­დი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ამას ამ­ბობს და ასე ფიქ­რობს. არ ვიცი, რა­ტომ აღიქ­ვა­მენ ჩვენს პრო­ფე­სი­ას ასე, ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი საქ­მეა, სტრე­სუ­ლიც. ამი­ტომ, არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, ჩვე­ნი პრო­ფე­სია აგ­დე­ბით მო­იხ­სე­ნი­ოს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბიც, მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ პირ­ვე­ლი ტალ­ღა, სა­ო­ცა­რი ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით, შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვი­ა­რეთ. იმე­დი მაქვს, რომ მე­ო­რე აღარ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა ექიმს მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

- ამ პე­რი­ოდ­ში გას­ტრო­ლე­ბი თუ გა­გი­უქ­მდა?

- რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა აქაც და სა­უ­ბა­რი იყო სა­ბერ­ძნეთ­ზე, გერმ­ნა­ნი­ა­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სა­უბ­რად დარ­ჩა. ამ სა­უ­ბარს პან­დე­მი­ის გამო გაგ­რძე­ლე­ბა აღარ მოჰ­ყო­ლია. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, არც ამ ზა­ფხულს ვა­პი­რებ სად­მე წას­ვლას, ში­შის ფაქ­ტო­რი მა­ინც არ­სე­ბობს. რო­გორც არ უნდა მო­უ­ა­რო თავს, რო­გო­რი პირ­ბა­დით თუ ხელ­თათ­მა­ნით იარო, მა­ინც საფრ­თხი­ლოა. ჩემ­თვის ახლა მოგ­ზა­უ­რო­ბა ან გას­ტრო­ლი წა­მო­უდ­გე­ნე­ლია. ბევრ ადა­მი­ან­თან მაქვს შე­ხე­ბა და არ მინ­და, ვინ­მეს რამე ვავ­ნო და აქვე ჩემს თავ­საც.

ჩვენ­თან კი მგო­ნია, რომ ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­იხ­სნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, დავ­გეგ­მოთ კონ­ცერ­ტე­ბი. ვი­მე­ო­რებ, ჩვემ­თის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კონ­ცერ­ტის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა, რო­გორც მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სუ­ლი­ე­რი და ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი. ალ­ბათ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის ხელ­ში­ცაა შე­ზღუდ­ვე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა და მოხ­სნა, იფიქ­რე­ბენ და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ჩვენც, მუ­სი­კო­სე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. საზ­რდო, ყვე­ლა­ნა­ი­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩვენც გვჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზომბი
0

ნოდიკო მაგარი მზე ხაარ :)

ჯერ
3

რა არ მობეზრდა ამ ხალხს შენ და მე, მე და ანზორა, თამუნა და ილია რამე ნორმალური ტექსტი როდის შეილება გვეღირსოს

ავტორი:

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

პანდემიამ ადამიანებს ცხოვრების სტილი შეუცვალა. მაგალითად, მუსიკოსები, მომღერლები დღემდე გაჩერებულები არიან, კონცერტებს ვერ მართავენ და როგორც მათთან საუბრებიდან ვიგებთ, აუდიტორიასთან კონტაქტი, აპლოდისმენტები ენატრებათ. მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს პანდემიის პერიოდმა ახალი მუსიკალური კლიპის გადაღებაში ხელი შეუშალა და მისი გადაღება მხოლოდ 2 კვირის წინ მოახერხა.

როგორც მომღერალი გვეუბნება, მას მაყურებელი „პროფილში“ იხილავს, მანამდე კი ახალ ვიდეოზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა. ამასთან იმაზე, როგორ გაატარა თვითიზოლაციის პერიოდი და კიდევ რაში შეუშალა ხელი გლობალურმა პანდემიამ..

„ჩვენს საოცარ კომპოზიტორს, მუსიკოსს დათო ევგენიძეს აქვს „მუსიკალური სკივრი“, სადაც უამრავ თავის შესანიშნავ სიმღერას ინახავს. მათგან უმეტესობა მსმენელმა არც იცის, რაც დიდი შეცდომაა... ჩვენ ვმეგობრობთ და ერთხელაც, მასთან სტუმრობისას, კლავიშთან დაჯდა, როგორც იცის ხოლმე და უკრავდა იმ თავის შესანიშნავ სიმღერებს. ბევრი მელოდია მოვისმინე, მათ შორის, ისიც რაზეც ცოტა ხნის წინ კლიპი გადავიღე. ინგლისური ტექსტი ჰქონდა, მოკლედ, დათომ ეს სიმღერა მაჩუქა და წარმატებები მისურვა. ხომ ვამბობ, ის არსად გაჟღერებულა, თაროზე შემოდებული სიმღერებიდანაა, რაც, ვიმეორებ, ძალიან სამწუხაროა. როდესაც ჩაწერა გადავწყვიტე, ვუთხარი, - ქართული ლექსია საჭირო-მეთქი. ღამით დაუწერია და დილით გამოგზავნილი დამხვდა... ერთი წლის წინ „ბრავო რეკორდში“ ასევე პროფესიონალ ალეკო ბერძენიშვილთან მე და ბენდი „ფაივი“ მივედით და ჩავწერეთ,“ - გვეუბნება ნოდიკო ტატიშვილი. მომღერალი ამბობს, რომ ვიდეორგოლის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, ისევე როგორც მისი ყველა ბოლოდროინდელი კლიპის ავტორი.

„ჩემი მეგობარი, საოცარი პროფესიონალი რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილი, გარდა იმისა, რომ თანამედროვე, მოაზროვნეა, ძალიან კომფორტული ადამიანია... მის გარეშე ჩემი კლიპი ვერ წარმომიდგენია. ყოველ ჯერზე ენერგიას არ იშურებს. მთავარ ოპერატორად ლევან ლეკიაშვილი (ბუდა) მოვიწვიეთ, დრონზე იმუშავა დათო თევზაძემ (თევზმა). ჩემთან ერთად კლიპში მონაწილეობს გოგონა, წითური, ცისფერთვალა, რადგანაც სიმღერა არის ცისფერთვალა გოგოზე. ის ია კიწმარიშვილის სამოდელო სააგენტოში აღმოვაჩინეთ. ახლა კადრებს რომ ვუყურებ, არაჩვეულებრივად ითამაშა, ძალიან დამაჯერებელი იყო. ასე რომ, ელენე ეპიტაშვილი პროფესიონალი უნარებით დახუნძლული და ნიჭიერი გოგოა. დიდ წარმატებას ვუსურვებ და ზუსტად ვიცი, ეს კლიპი რომ გამოვა, კიდევ ბევრი მიიწვევს, რადგანაც კარგი და საინტერესო, მეტყველი სახე აქვს“.

გადაღებები მარტყოფი-ნორიოს ადგილებში მიდიოდა. საოცარი მინდვრები და მდელოებია. ნესტანს ბევრი ულამაზესი კადრი დაუგროვდა. თავის გადაღებულს თვითონ ამონტაჟებს, ესეც კიდევ ერთი პლუსია მისთვის. მოკლედ, ზუსტად იცის, რა უნდა... მგონია, რომ ეს კლიპიც და სიმღერაც ჩემს შემოქმედებაში ძალიან წარმატებული ნამუშევარი იქნება და როგორც სხვა ნამუშევრებს, მაყურებელი ამასაც შეიყვარებს. როდესაც ჩემთან ერთად ჩემი მსმენელიც მღერის, ამაზე დიდი ბედნიერება მგონი, მომღერლისთვის არაფერია. ვფიქრობ, რომ ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა.

- პანდემიამდე უნდა ყოფილიყო გადაღება და ხელი შეგეშალათ... თვითიზოლაციის პერიოდში კიდევ რაში შეგეშალა ხელი, რა ვერ გააკეთე?

- 2009 წლის შემდეგ, რაც „ჯეოსტარი“ მოვიგე, ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში არ არსებობს დასვენების პერიოდი, რადგანაც ყოველთვის რაღაც ხდება - კლიპები, სიმღერები, ალბომების ჩაწერა, კონცერტები, გასტროლები. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მუშაობის საშუალებას მაძლევს. საერთოდაც, მშვიდად ყოფნა არ შემიძლია, სულ მინდა, რომ რაღა ვაკეთო. ჩვენთან საოცარი კომპოზიტორები არიან, რომლებიც ქმნიან კარგ სიმღერებს და ჩემთვისაც იმეტებენ. დიდი ჯილდო და საჩუქარია, როდესაც კომპოზიტორი მუსიკას წერს და შენი ხმა თავში აქვს, ცდილობს, მოგარგოს, სიმღერა დაგიწეროს. ეს ადამიანს მხოლოდ გახარებს.

პანდემიამ, როგორც ყველას, ჩვენც ხელი შეგვიშალა. ჩვენი სფერო პირდაპირ კავშირშია პუბლიკასთან, მათთან კონცერტებით უშუალო და მჭიდრო კონტაქტი გვიწევს. ეს ყველაფერი გაჩერდა, რამაც დამთრგუნა, გარდა იმისა, რომ ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროა ,ჩემი საქმე და პროფესიაა. მატერიალურს რომ თავი დავანებოთ, მენარტრება სცენაზე დადგომა, სიმღერის შესრულება, ტაშის ხმა... ამას მუსიკოსები და მომღერლები უკეთესად გაიგებენ...

მოკლედ, მარტის შუა რიცხვებში გავჩერდით. დათო ევგენიძის სიმღერაზე კლიპის გადაღების გარდა, „ელის“ ბენდთან „თვითფრინავები“ უნდა ჩაგვეწერა. მოკლედ, შევწყვიტეთ ყველაფერი და სახლში დავჯექი.

- ე.ი. ექიმების ყველა მითითებას ასრულებდი.

- საერთოდ, კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რასაც გვიცხადებდნენ, ყველა რეგულაციისა თუ შეზღუდვის დაცვა. ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვფიქრობ, ვფიქრობ სხვებზეც. ჩემთან ოჯახში ვცდილობდი, თუ რაიმე პროდუქტი იყო საყიდელი, გარეთ მე გავსულიყავი და ჩემი მშობლები სახლში ყოფილიყვნენ. მეგონა, ისინი მეტად რისკჯგუფში იყვნენ, ვიდრე მე და ისედაც ძალიან მეშინოდა, მათზე სულ ვფიქრობდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გადავიარეთ და ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ არ არსებოს „ხვალ“ და „ზეგ“, XXI საუკუნეში კი არა, ზოგადად, ცხოვრებაში... არსებობს მხოლოდ „ახლა“ და მორჩა. ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ იცის...

მსოფლიო უეცრად დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, დაავადდა, ბევრმა სამსახური დაკარგა. უსამსახუროდ დავრჩით მუსიკოსებიც. რაც უნდა თქვან, თქვენ რა გიშავთ, მომღერლები სულ ერთობითო. ასე არ არის. ზოგიერთს ისიც ჰგონია, რომ სადარდებელი არ გვაქვს, ის, რაც ხდება ქვეყანაში, ჩემზე ყოველთვის მოქმედებს და განვიცდი. ძალიან ვბრაზდები იმ ადამიანებზე, ვინც ამას ამბობს და ასე ფიქრობს. არ ვიცი, რატომ აღიქვამენ ჩვენს პროფესიას ასე, ერთ-ერთი ურთულესი საქმეა, სტრესულიც. ამიტომ, არავის მივცემ უფლებას, ჩვენი პროფესია აგდებით მოიხსენიოს.

მიუხედავად იმისა, რომ არიან გარდაცვლილებიც, მადლობა ღმერთს, რომ პირველი ტალღა, საოცარი ექიმების წყალობით, შედარებით მშვიდობიანად გადავიარეთ. იმედი მაქვს, რომ მეორე აღარ იქნება. ყველა ექიმს მინდა, მადლობა გადავუხადო.

- ამ პერიოდში გასტროლები თუ გაგიუქმდა?

- რამდენიმე ძალიან კარგი კონცერტი გაუქმდა აქაც და საუბარი იყო საბერძნეთზე, გერმნანიაზე, მაგრამ ყველაფერი საუბრად დარჩა. ამ საუბარს პანდემიის გამო გაგრძელება აღარ მოჰყოლია. სიმართლე რომ ვთქვა, არც ამ ზაფხულს ვაპირებ სადმე წასვლას, შიშის ფაქტორი მაინც არსებობს. როგორც არ უნდა მოუარო თავს, როგორი პირბადით თუ ხელთათმანით იარო, მაინც საფრთხილოა. ჩემთვის ახლა მოგზაურობა ან გასტროლი წამოუდგენელია. ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და არ მინდა, ვინმეს რამე ვავნო და აქვე ჩემს თავსაც.

ჩვენთან კი მგონია, რომ ივლისის მეორე ნახევარში მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები და საშუალება გვექნება, დავგეგმოთ კონცერტები. ვიმეორებ, ჩვემთის წარმოუდგენელია კონცერტის გარეშე არსებობა, როგორც მორალური თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიური, სულიერი და ასევე მატერიალური. ალბათ ადამიანები, ვის ხელშიცაა შეზღუდვების გამოცხადება და მოხსნა, იფიქრებენ და მიხვდებიან, რომ ჩვენც, მუსიკოსები ადამიანები ვართ. საზრდო, ყველანაირი თვალსაზრისით, ჩვენც გვჭირდება.