28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, ზღვაზე ხვალ 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
„25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შესაძლოა არც...
ზოგან სააად?თქვენ საერთოთ გესმით რას წერთ?გამაგიჟეს ამ სინოპტიკოსებმა,ეს როგორც იმ ანეკდოტში კახეთის სინოპტიკოს მიხუაზე,თუ მოვიდა სეტყვაი ხომ დაერხა ვენახსაი,თუ არა და სინოპტიკოს მიხუასა.