პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?
გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის დე­ტა­ლებს არ­კვევს, გა­მო­ძი­ე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა არა­ერთ ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს და შექ­მნი­ლია სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი. და­ახ­ლო­ე­ბით 50 მოწ­მეა გა­მო­კი­თხუ­ლი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კა, ამო­ღე­ბუ­ლია კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე და შემ­სწრე პირ­თა ტან­საც­მე­ლი, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, აღე­ბუ­ლია კვლე­ვის ნი­მუ­შე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გა­მო­თხო­ვი­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში მოხ­და ცალ­კე­ულ პირ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კონ­ფლიქ­ტი გაგ­რძელ­და თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მდი­ნა­რე არაგვზე მდე­ბა­რე ხი­დის სი­ახ­ლო­ვეს, რის შემ­დგო­მაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი და­ი­კარ­გა.

ამ წუ­თებ­ში "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მძღო­ლი და ის პი­რე­ბი იკი­თხე­ბი­ან, ვი­საც იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­ექ­ცა, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი გუ­რამ (გუკა) ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ჩა­ის­ვეს მან­ქა­ნა­ში. რო­გორც ჩანს, გა­მო­ძი­ე­ბას მათ­თან შე­კი­თხვე­ბი აქვთ და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც კი აღიძ­რას. მათი ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე ამ­ბობს, რომ ეს პი­რე­ბი ამ­ჟა­მად მოწ­მის სტა­ტუ­სით იკი­თხე­ბი­ან.

ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე:

- მცხე­თის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ვართ, ორი მოწ­მე გა­მო­კი­თხვა­ზე ხელ­მე­ო­რედ და­ი­ბა­რეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი შავი ფე­რის "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მძღო­ლი და მგზავ­რი არი­ან, რომ­ლე­ბიც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ ნა­ტახ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­ფიქ­სი­რა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა მან­ქა­ნამ და­ტო­ვა ერთ-ერთ მეტ­რო­სად­გურ­თან ე.წ. ოქ­როს მოწ­მე. აღ­ნიშ­ნულ­მა მოწ­მემ თა­ვი­დან თქვა, რომ არა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა, შემ­დეგ კი თქვა, რომ მას­ზე ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ჩემი შე­ფა­სე­ბით, ხელ­მე­ო­რედ გა­მო­კი­თხვა­ზე ამის გამო დაგ­ვი­ბა­რეს, ჩვენ მზად ვართ, მათ კი­თხვებს ვუ­პა­სუ­ხოთ. ე.წ. ოქ­როს მოწ­მე ნა­ტახ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან წა­მო­იყ­ვა­ნეს, გარ­დაც­ვლი­ლი მათ არ უნა­ხავთ, ვი­ნა­ი­დან, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი მომ­ხდა­რი ფაქ­ტის - ჩხუ­ბის შემ­დეგ, დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ. მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, და­ი­ნა­ხეს, რომ 4 ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ფე­ხით და გა­უ­ჩე­რეს. მათ­გან 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, გარ­დაც­ვლი­ლი გა­იქ­ცა. ე.წ. ოქ­როს მოწ­მე დარ­ჩა და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­მა ჩა­ის­ვეს მან­ქა­ნა­ში. ეს მოწ­მე ამ­ბობს, ისი­ნი მინ­დო­და გა­და­მერ­ჩი­ნა და იმი­ტომ დავ­რჩიო.

- თქვე­ნი და­სა­ცა­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვიდ­ნენ მცხე­თა­ში საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად? ადას­ტუ­რებთ რომ მათ მე­გო­ბარ­მა დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა?

- დიახ ვა­დას­ტუ­რებ, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი თბი­ლი­სი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვიდ­ნენ, გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რით", ვერ მი­უს­წრეს მო­ჩხუბ­რებს, ვიდ­რე ჩა­ვიდ­ნენ, კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­და. გზა­ზე შეხ­ვდნენ ცხო­ნე­ბუ­ლი და მისი სამი მე­გო­ბა­რი, ამათ მან­ქა­ნა რომ გა­ა­ჩე­რეს, სამი გა­იქ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
700

შსს ეფექტურად მუშაობს და მალე დამნაშავეებს გამოავლენს დარწმუნებული ვარ ! 

დარია
1

ზოგიერთ ვერ ისვენებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას და მერე მეგობრებსაც შარში ხვევს. სულ მაინტერესებს, რას ვერ იყოფს დროს გასატარებლად დაპატიჟებული ხალხი? მიზეზი დაბალი შეგნება და აგრესიული ხასიათი მგონია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან სპორტსმენები გამოიძახეს?

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის დეტალებს არკვევს, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, გამოძიება არაერთ ვერსიას განიხილავს და შექმნილია სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით საგამოძიებო ჯგუფი. დაახლოებით 50 მოწმეა გამოკითხული, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ოფიციალური ინფორმაციით, ნაქირავებ სახლში მოხდა ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით კი კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა.

ამ წუთებში "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და ის პირები იკითხებიან, ვისაც იმ საბედისწერო დღეს გიორგი შაქარაშვილი გაექცა, ხოლო მისი მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი ჩაისვეს მანქანაში. როგორც ჩანს, გამოძიებას მათთან შეკითხვები აქვთ და არ არის გამორიცხული მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ეს პირები ამჟამად მოწმის სტატუსით იკითხებიან.

ალექსანდრე კობაიძე:

- მცხეთის პოლიციის შენობაში ვართ, ორი მოწმე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. აღნიშნული პირები შავი ფერის "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მგზავრი არიან, რომლებიც სათვალთვალო კამერამ ნატახტრის ტერიტორიაზე დააფიქსირა. სწორედ აღნიშნულმა მანქანამ დატოვა ერთ-ერთ მეტროსადგურთან ე.წ. ოქროს მოწმე. აღნიშნულმა მოწმემ თავიდან თქვა, რომ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობა არ ყოფილა, შემდეგ კი თქვა, რომ მასზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

ჩემი შეფასებით, ხელმეორედ გამოკითხვაზე ამის გამო დაგვიბარეს, ჩვენ მზად ვართ, მათ კითხვებს ვუპასუხოთ. ე.წ. ოქროს მოწმე ნატახტრის ტერიტორიიდან წამოიყვანეს, გარდაცვლილი მათ არ უნახავთ, ვინაიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მომხდარი ფაქტის - ჩხუბის შემდეგ, დაგვიანებით მივიდნენ. მანქანით გადაადგილებისას, დაინახეს, რომ 4 ადამიანი გადაადგილდებოდა ფეხით და გაუჩერეს. მათგან 3 ადამიანი, მათ შორის, გარდაცვლილი გაიქცა. ე.წ. ოქროს მოწმე დარჩა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაისვეს მანქანაში. ეს მოწმე ამბობს, ისინი მინდოდა გადამერჩინა და იმიტომ დავრჩიო.

- თქვენი დასაცავები სპეციალურად ჩავიდნენ მცხეთაში საქმის გასარჩევად? ადასტურებთ რომ მათ მეგობარმა დახმარება სთხოვა?

- დიახ ვადასტურებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თბილისიდან სპეციალურად ჩავიდნენ, გადაადგილდებოდნენ "ტოიოტა ქამრით", ვერ მიუსწრეს მოჩხუბრებს, ვიდრე ჩავიდნენ, კონფლიქტი დასრულდა. გზაზე შეხვდნენ ცხონებული და მისი სამი მეგობარი, ამათ მანქანა რომ გააჩერეს, სამი გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით წაიკითხეთ ვრცლად

ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს