პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შულამელი გოგონები" 25 ივნისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი
"შულამელი გოგონები" 25 ივნისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი

თუ გიყ­ვართ ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებს ეხე­ბა, ან თუ გსურთ დრო­ი­სა თუ ეპო­ქის ლა­ბი­რინ­თებ­ში ხე­ტი­ა­ლი, ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხოთ" - "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" სწო­რედ რე­ა­ლურ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ი­წე­რა და წიგ­ნის შე­ძე­ნა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ახლა უკვე ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, 25 ივ­ნი­სი­დან შე­გიძ­ლი­ათ.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.50 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.50.

"გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018"-ის" დე­ბი­უ­ტან­ტი, ხალ­ხის რჩე­უ­ლი­ავ­ტო­რი გვან­ცა გუ­ბა­ლა­ძე თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

- "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი არი­ან, მათ­თა­ნაც ჩვე­უ­ლებ­რივ თენ­დე­ბა და ღამ­დე­ბა, ზოგ­ჯერ უხა­რი­ათ, ზოგ­ჯერ სტკი­ვათ, ზოგ­ჯერ იღი­მე­ბი­ან, ზოგ­ჯერ ტი­რი­ან და ცხოვ­რე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას ქმნი­ან. ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ, ცხოვ­რო­ბენ და იცხოვ­რე­ბენ - სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბით, და­ნა­კარ­გე­ბით, გა­ნა­ჩე­ნე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, სი­სუს­ტე­ე­ბი­თა თუ სიძ­ლი­ე­რით. ეს წიგ­ნი არის ჩვე­უ­ლებ­რივ და, იმავდრო­უ­ლად, გა­მორ­ჩე­ულ ქა­ლებ­ზე. მათ სამ­ყა­რო­ში კონ­კრე­ტუ­ლი ეპო­ქა და გა­რე­მო სი­ნამ­დვი­ლე დიდ როლს თა­მა­შობს, ხან კი იმ­დენს და ისე, რომ სა­კუ­თარ თავს აკარ­გვი­ნებს და მერე იმ და­კარ­გულს ეძე­ბენ და ეძე­ბენ. ერთი კი ვიცი, ეში­ნი­ათ, რო­დე­საც ვინ­მე ეუბ­ნე­ბა, მშვე­ნი­ე­რი ხარო. ეს პრო­ტეს­ტია მათ­ში, ამი­ტომ ჩემი გო­გო­ნე­ბის გა­რეგ­ნო­ბა უმე­ტე­სად მკი­თხველს მი­ვან­დე. ყდა­ზე სამი ქა­ლია - ასე და­ი­ნა­ხა მხატ­ვარ­მა მაკა ზე­დე­ლაშ­ვილ­მა, მშვე­ნივ­რად ჩა­აც­ვა და და­ა­ხუ­რა ჩემს პერ­სო­ნა­ჟებს და ამის გამო მისი მად­ლი­ე­რი ვარ.

- რა არის მათ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი?

- ერ­თგვა­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნაჟ­თან სხვა­დას­ხვა ფორ­მით იჩენს თავს, გა­უ­ცე­მე­ლი პა­სუ­ხია კი­თხვა­ზე, აკ­რძა­ლუ­ლი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც მა­ინც ვერ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მარ­წუ­ხე­ბის­გან. ხან ლა­ჩა­რია სიყ­ვა­რუ­ლი, ხან ძლი­ე­რი.

- პრო­ტო­ტი­პე­ბი თუ ჰყავთ თქვენს გმი­რებს?

- "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბის" ერთი ნა­წი­ლი ის­ტო­რი­ულ სი­ნამ­დვი­ლეს ეყ­რდნო­ბა, კერ­ძოდ, XVI სა­უ­კუ­ნის ამ­ბა­ვია გად­მო­ცე­მუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, პერ­სო­ნა­ჟი, რო­მელ­მაც ჩემი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­სა თუ ფან­ტა­ზი­ე­ბის ვრცელ დე­რე­ფან­ში გა­ი­ა­რა, რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია - თი­ნა­თინ დე­დო­ფა­ლი. კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბე­ბი სი­ნამ­დვი­ლი­და­ნაა აღე­ბუ­ლი. დიახ, ეს ის ამ­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც მარ­თლა ხდე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, მე კი მიყ­ვარს ასე­თი ამ­ბე­ბის გა­შიშ­ვლე­ბა.

- რა არის ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი იდეა, არსი?

- ტექ­სტე­ბი, იგი­ვე ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ვქმნით, ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. XVI სა­უ­კუ­ნე­ში და­წე­რილ ტექსტს ვე­ღარ შევ­ცვლით, თუმ­ცა დღე­ვან­დელ სი­ნამ­დვი­ლეს ჩვენ ვად­გენთ, მცი­რე ნა­ბიჯ­საც კი შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს რო­გორც კარ­გი, ასე­ვე ცუდი ძვრე­ბი და ამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, სტე­რე­ო­ტი­პებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ქა­ო­სურ სამ­ყა­რო­ში კოს­მო­სის ხე­ლა­ხა­ლი აღ­მო­ჩე­ნა. ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ემო­ცი­ე­ბი­თა და გრძნო­ბე­ბით იგი­ვეა, რო­გო­რიც 500, თუნ­დაც 1000 და 2000 წლის წინ იყო, მაგ­რამ იც­ვლე­ბა რე­ა­ლო­ბე­ბი და თი­თო­ე­ულ­ში არა­ფე­რი ხდე­ბა უმი­ზე­ზოდ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნის სა­თა­ურ­ში გო­გო­ნე­ბი არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, აქ წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბი, ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მა­მა­კა­ცე­ბის­თვი­საც. რაც შე­ე­ხე­ბა ასაკს, ალ­ბათ, უფრო 12 წლის ზე­მოთ მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა გა­სა­გე­ბი.

- რო­გორ და­ი­წე­რა "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი? რა იყო შთა­გო­ნე­ბის წყა­რო?

- შთა­გო­ნე­ბის წყა­რო თი­ნა­თინ გუ­რი­ე­ლის ის­ტო­რია გახ­და. ვა­სილ ბარ­ნო­ვის "მიმ­ქრალ შა­რა­ვან­დედ­ში" სხვა­ნა­ი­რი თი­ნა­თი­ნი გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ გა­მიჩ­ნდა კი­თხვე­ბი და და­ვი­წყე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. ერთხე­ლაც, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი, გზა­ში ამეკ­ვი­ა­ტა ფრა­ზა:""მო­ზო­მი­ლი ნა­ბი­ჯით გვი­ახ­ლოვ­დე­ბო­და მეფე, რო­მელ­საც ექ­ვსი შვი­ლი გა­ვუ­ჩი­ნე"... აქე­დან და­ი­წყო წიგ­ნის წერა, ვწერ­დი თი­ნა­თი­ნის ენით, ფაქ­ტობ­რი­ვად, მის დღი­ურს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, მი­ჭირს ვთქვა, რო­მელ­მა მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ჩემ­ზე, რო­გორც შე­მოქ­მედ­სა და მკი­თხველ­ზე, თუმ­ცა, თუ მა­ინც უნდა ჩა­მოვ­თვა­ლო: ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე, ოთარ ჭი­ლა­ძე, გრი­გოლ აბა­ში­ძე...

- გვან­ცა, ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ამ­ჟა­მად ახალ­გაზ­რდუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, ასე­ვე ვარ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი და ტრე­ნე­რი. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ახალ­გაზ­რდებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ. ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს, მოძ­რა­ობ­დეს და იზ­რდე­ბო­დეს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. მაქვს მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში და ვა­პი­რებ შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო.

- "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხართ, ხალ­ხის რჩე­უ­ლი, თა­ნაც დე­ბი­უ­ტან­ტი, რას ნიშ­ნავ­და ეს პრო­ექ­ტი თქვენ­თვის?

- რომ არა ეს კონ­კურ­სი, გა­მი­ჭირ­დე­ბო­და და­ბეჭდ­ვა­ზე ფიქ­რიც კი. ამ წიგნ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად მაქ­ცია, ეს კი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- თქვე­ნი წიგ­ნი ახლა უკვე ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად გა­მო­ვა. რას ეტყვით მკი­თხველს, რა­ტომ უნდა წა­ი­კი­თხონ "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი"?

- თუ გიყ­ვართ ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებს ეხე­ბა, ან გსურთ დრო­ი­სა თუ ეპო­ქის ლა­ბი­რინ­თებ­ში ხე­ტი­ა­ლი, ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხოთ. თუმ­ცა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მი­ჭირს, ყო­ველ­თვის მკი­თხველს მი­ვან­დობ ხოლ­მე.

- რო­გო­რია თქვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გეგ­მა?

- რაც თავი მახ­სოვს, ვწერ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ გეგ­მა­დაც ეს მაქვს - უნდა ვწე­რო.

ყო­ველ­თვის ვი­ნიშ­ნავ ხოლ­მე გო­ნე­ბა­ში და­ბა­დე­ბულ აზ­რებს. ამ ეტაპ­ზეც მაქვს რა­ღაც სათ­ქმე­ლი, თუმ­ცა თავს რო­დის მოვხსნი ამ­ბე­ბის გუ­დას, ჯერ ვერ გე­ტყვით. ლი­ტე­რა­ტუ­რას სი­დინ­ჯე უყ­ვარს, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც მკი­თხვე­ლი შენ­გან ღი­რე­ბულ ნა­წარ­მო­ებს ელო­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kato
0

ძალიან მომეწონა, ძალიან......ბურჯ-ჰალიფას მფლობელობამდე :))

მანანა
0

გვანცა ვამაყობ შენით <3 აუცილებლად შევიძენ და წავიკითხავ <3 

ავტორი:

"შულამელი გოგონები" 25 ივნისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი

"შულამელი გოგონები" 25 ივნისიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი

თუ გიყვართ ისტორიული ამბები, ლიტერატურა, რომელიც საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, ან თუ გსურთ დროისა თუ ეპოქის ლაბირინთებში ხეტიალი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ" - "შულამელი გოგონები" სწორედ რეალურ პერსონაჟებზე დაყრდნობით დაიწერა და წიგნის შეძენა სპეციალურ ფასად ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად, 25 ივნისიდან შეგიძლიათ.

წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.50.

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის" დებიუტანტი, ხალხის რჩეულიავტორი გვანცა გუბალაძე თავისი ნაწარმოების შესახებ მოგვითხრობს.

- "შულამელი გოგონები" ჩვეულებრივი გოგონები არიან, მათთანაც ჩვეულებრივ თენდება და ღამდება, ზოგჯერ უხარიათ, ზოგჯერ სტკივათ, ზოგჯერ იღიმებიან, ზოგჯერ ტირიან და ცხოვრების ორომტრიალში საკუთარ ისტორიას ქმნიან. ისინი ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ - საკუთარი შეცდომებით, დანაკარგებით, განაჩენებით, შესაძლებლობებით, სისუსტეებითა თუ სიძლიერით. ეს წიგნი არის ჩვეულებრივ და, იმავდროულად, გამორჩეულ ქალებზე. მათ სამყაროში კონკრეტული ეპოქა და გარემო სინამდვილე დიდ როლს თამაშობს, ხან კი იმდენს და ისე, რომ საკუთარ თავს აკარგვინებს და მერე იმ დაკარგულს ეძებენ და ეძებენ. ერთი კი ვიცი, ეშინიათ, როდესაც ვინმე ეუბნება, მშვენიერი ხარო. ეს პროტესტია მათში, ამიტომ ჩემი გოგონების გარეგნობა უმეტესად მკითხველს მივანდე. ყდაზე სამი ქალია - ასე დაინახა მხატვარმა მაკა ზედელაშვილმა, მშვენივრად ჩააცვა და დაახურა ჩემს პერსონაჟებს და ამის გამო მისი მადლიერი ვარ.

- რა არის მათთვის სიყვარული?

- ერთგვარი გაურკვევლობა, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟთან სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, გაუცემელი პასუხია კითხვაზე, აკრძალული გრძნობაა, რომელიც მაინც ვერ თავისუფლდება მარწუხებისგან. ხან ლაჩარია სიყვარული, ხან ძლიერი.

- პროტოტიპები თუ ჰყავთ თქვენს გმირებს?

- "შულამელი გოგონების" ერთი ნაწილი ისტორიულ სინამდვილეს ეყრდნობა, კერძოდ, XVI საუკუნის ამბავია გადმოცემული, შესაბამისად, პერსონაჟი, რომელმაც ჩემი წარმოდგენებისა თუ ფანტაზიების ვრცელ დერეფანში გაიარა, რეალური ადამიანია - თინათინ დედოფალი. კონკრეტული ამბები სინამდვილიდანაა აღებული. დიახ, ეს ის ამბებია, რომლებიც მართლა ხდება ჩვენ გარშემო, მე კი მიყვარს ასეთი ამბების გაშიშვლება.

- რა არის ნაწარმოების მთავარი იდეა, არსი?

- ტექსტები, იგივე ამბები, რომლებსაც ადამიანები ვქმნით, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. XVI საუკუნეში დაწერილ ტექსტს ვეღარ შევცვლით, თუმცა დღევანდელ სინამდვილეს ჩვენ ვადგენთ, მცირე ნაბიჯსაც კი შეუძლია გამოიწვიოს როგორც კარგი, ასევე ცუდი ძვრები და ამ სინამდვილეში ძალიან რთულია საკუთარი თავის შენარჩუნება, სტერეოტიპებთან დაპირისპირება, ქაოსურ სამყაროში კოსმოსის ხელახალი აღმოჩენა. ადამიანი თავისი ბუნებით, ემოციებითა და გრძნობებით იგივეა, როგორიც 500, თუნდაც 1000 და 2000 წლის წინ იყო, მაგრამ იცვლება რეალობები და თითოეულში არაფერი ხდება უმიზეზოდ.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის სათაურში გოგონები არიან მოხსენიებული, აქ წამოჭრილი საკითხები, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მამაკაცებისთვისაც. რაც შეეხება ასაკს, ალბათ, უფრო 12 წლის ზემოთ მკითხველისთვის იქნება გასაგები.

- როგორ დაიწერა "შულამელი გოგონები? რა იყო შთაგონების წყარო?

- შთაგონების წყარო თინათინ გურიელის ისტორია გახდა. ვასილ ბარნოვის "მიმქრალ შარავანდედში" სხვანაირი თინათინი გავიცანი, მაშინ გამიჩნდა კითხვები და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ერთხელაც, როდესაც უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, გზაში ამეკვიატა ფრაზა:""მოზომილი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა მეფე, რომელსაც ექვსი შვილი გავუჩინე"... აქედან დაიწყო წიგნის წერა, ვწერდი თინათინის ენით, ფაქტობრივად, მის დღიურს. ძალიან მიყვარს ქართველი ავტორები, მიჭირს ვთქვა, რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე, როგორც შემოქმედსა და მკითხველზე, თუმცა, თუ მაინც უნდა ჩამოვთვალო: ნიკო ლორთქიფანიძე, გრიგოლ რობაქიძე, ოთარ ჭილაძე, გრიგოლ აბაშიძე...

- გვანცა, ამჟამად რას საქმიანობთ?

- ამჟამად ახალგაზრდული განათლების მიმართულებით ვმუშაობ, ასევე ვარ პროექტების მენეჯერი და ტრენერი. ძალიან მსიამოვნებს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მოძრაობდეს და იზრდებოდეს იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობა აქვს. მაქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში და ვაპირებ შემდეგი საფეხურიც ამ მიმართულებით გავაგრძელო.

- "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის გამარჯვებული ხართ, ხალხის რჩეული, თანაც დებიუტანტი, რას ნიშნავდა ეს პროექტი თქვენთვის?

- რომ არა ეს კონკურსი, გამიჭირდებოდა დაბეჭდვაზე ფიქრიც კი. ამ წიგნმა ლიტერატურული სამყაროს ნაწილად მაქცია, ეს კი უდიდესი პასუხისმგებლობაა.

- თქვენი წიგნი ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოვა. რას ეტყვით მკითხველს, რატომ უნდა წაიკითხონ "შულამელი გოგონები"?

- თუ გიყვართ ისტორიული ამბები, ლიტერატურა, რომელიც საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, ან გსურთ დროისა თუ ეპოქის ლაბირინთებში ხეტიალი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მიჭირს, ყოველთვის მკითხველს მივანდობ ხოლმე.

- როგორია თქვენი ლიტერატურული გეგმა?

- რაც თავი მახსოვს, ვწერ, ლიტერატურულ გეგმადაც ეს მაქვს - უნდა ვწერო.

ყოველთვის ვინიშნავ ხოლმე გონებაში დაბადებულ აზრებს. ამ ეტაპზეც მაქვს რაღაც სათქმელი, თუმცა თავს როდის მოვხსნი ამბების გუდას, ჯერ ვერ გეტყვით. ლიტერატურას სიდინჯე უყვარს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მკითხველი შენგან ღირებულ ნაწარმოებს ელოდება.

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"