პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის ანა ჯა­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კუ­თხით და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაა, რაც მის მკურ­ნალ ექი­მებ­საც აი­მე­დებს. ამის შე­სა­ხებ ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პის ერთ-ერთ წამ­ყვან ნე­ი­რო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნენ.

"მარ­თა­ლია, ე.წ. რო­ბოტ­ზე დგას და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა ყო­ველ დი­ლას, მაგ­რამ ესეც წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ჩვენ­თვის. მისი გამ­ხდა­რი პი­რი­სა­ხეც ექი­მე­ბის მიერ გა­მიზ­ნუ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შე­დე­გია - მის­თვის ზედ­მე­ტი წონა მავ­ნე­ბე­ლია ახლა. ჯერ და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რუ­ლი არ შე­უძ­ლია. არც ლა­პა­რა­კობს. თუმ­ცა, მისი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რის­ხი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სას­წა­უ­ლია, რომ სა­ერ­თოდ ცო­ცხა­ლია. თურ­ქეთ­ში მე­ნინ­გი­ტით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ღრმა კო­მით გად­მო­იყ­ვა­ნეს.

არ ვიცი ნე­ბის­ყო­ფამ, ექი­მებ­მა, გან­გე­ბამ თუ ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად იმუ­შა­ვა - გა­დარ­ჩა. მას შემ­დეგ მუდ­მივ ბრძო­ლა­ში ვართ და ყო­ველ მი­ზე­რულ გა­მარ­ჯვე­ბა­საც კი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვზე­ი­მობთ მე, გი­ორ­გი, ანი (გი­ორ­გის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე) და კონ­სტან­ტი­ნე. ან ვის გვაქვს უფ­ლე­ბა იო­ტი­სო­დე­ნა პე­სი­მიზ­მის გა­მოვ­ლე­ნი­სა, როცა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იგ­რძნო­ბა, რამ­ხე­ლა ძა­ლას აძ­ლევს ცოტ­ნეს ახ­ლობ­ლე­ბის რწმე­ნა და ოპ­ტი­მიზ­მი.

დღე­ვან­დე­ლი ჩემი პოს­ტის მი­ზა­ნიც, გარ­და ცოტ­ნეს გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ნუ­გე­შის­ცე­მი­სა, არის სწო­რედ თქვე­ნი ის პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია, რო­მე­ლიც ასე სჭირ­დე­ბა ცოტ­ნეს და რო­მელ­საც, ის ახლა თქვენ­გან მი­ი­ღებს - სა­ღა­მო­ო­ბით მე მას თქვენს მიერ მო­წე­რილ უთ­ბი­ლეს მო­კი­თხვებს ვუ­კი­თხავ ხოლ­მე.

ვე­რა­ვინ გვე­უბ­ნე­ბა ზუსტ დრო­სა და პროგ­ნოზს, კი­დევ რამ­დე­ნი ხანი მოგ­ვი­წევს საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბა­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ არ­სე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა მის მკურ­ნალ ექი­მებ­საც აი­მე­დებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ევ­რო­პის ერ­თერთ წამ­ყვან ნე­ი­რო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში გა­და­ვალთ. სა­ჰა­ე­რო გზე­ბი გა­იხ­სნა და ამა­ზე უკვე ზრუ­ნავს ხალ­ხი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ჩვენს გვერ­დი­თაა. ბრძო­ლას ვაგ­რძე­ლებთ. იმე­დი­ა­ნად ყოფ­ნა­საც" - წერს ჯა­ბა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
751

ცოტნეს რეაბილიტაციას თურქეთში ქართუ ფონდი აფინანსებს ! 

დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ! 

Pinto
3
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
ავტორი:

"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს, თუმცა..." - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით დადებითი დინამიკაა, რაც მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს. ამის შესახებ ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ.

"მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია - მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს.

არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა - გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი.

დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც, ის ახლა თქვენგან მიიღებს - საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე.

ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა. ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც" - წერს ჯაბაური.

"ცხელი შამფური მუცელში რომ გაგიყარონ....ღრიალს რომ აზრი არ აქვს, რომ გინდა გასკდე და დამთავრდე" - ქრისტინე იმედაძე ცხოვრების უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს