პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო
პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა და­ი­წყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად არ იზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ქვე­ყა­ნას COVID-19-თან ბრძო­ლის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ ახლა ელო­დე­ბი­ან, რომ პან­დე­მია თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გას­ტანს. სამ­ხრეთ კო­რე­ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჯუნგ უნ კონ­გი ამ­ბობს, რომ პირ­ვე­ლი ტალ­ღა ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ გა­ზა­ფხულ­ზე, აპ­რილ­ში დას­რულ­და.

მა­ი­სი­დან კი გა­ი­ზარ­და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ასე­ვე ახა­ლი კლას­ტე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, მათ შო­რი­საა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კლას­ტე­რი, რო­მე­ლიც სე­უ­ლის ღა­მის კლუბს უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპ­რი­ლი­დან მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ათა­სი­დან თით­ქმის გა­ნუ­ლე­ბუ­ლი იყო.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კი­დევ უფრო ზრდას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. BBC-ის ცნო­ბით, აქამ­დე სამ­ხრეთ კო­რე­ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში ამ­ბობ­დნენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი ტალ­ღა არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მაგ­რამ ახლა აცხა­დე­ბენ, რომ მა­ი­სის და­სა­წყი­სი ეპი­დე­მი­ის მე­ო­რე ტალ­ღის სა­წყის ეტა­პად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს.

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში COVID-19-ის სულ 97 302 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, მათ შო­რის 1930 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო 51 608 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. გა­სუ­ლი დღე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 17 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ეს არ არის დიდი ციფ­რი, თუმ­ცა სა­გან­გა­შოა, რად­გა­ნაც ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა კლას­ტერს ეკუთ­ვნის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ირა­ნია, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, რომ საქ­მე მე­ო­რე ტალ­ღას ეხე­ბა, აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი ზრდა აფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში უკვე ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკი
9

მესამე როდის დაიწყება? ვაი თქვენს პატრონს, დაასვენეთ ხალხი

ნუ შეჭამეთ ტვინი
7

მოშორდით თქვენი კორონა ვირუსით

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

სამხრეთ კორეაში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად არ იზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყანას COVID-19-თან ბრძოლის საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვს, მაგრამ ახლა ელოდებიან, რომ პანდემია თვეების განმავლობაში გასტანს. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯუნგ უნ კონგი ამბობს, რომ პირველი ტალღა ქვეყანაში ჯერ კიდევ გაზაფხულზე, აპრილში დასრულდა.

მაისიდან კი გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და ასევე ახალი კლასტერების რაოდენობაც, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი, რომელიც სეულის ღამის კლუბს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მაისამდე პერიოდში ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა ათასიდან თითქმის განულებული იყო.

ოფიციალური პირები COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. BBC-ის ცნობით, აქამდე სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობდნენ, რომ კორონავირუსის პირველი ტალღა არ იყო დასრულებული. მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ მაისის დასაწყისი ეპიდემიის მეორე ტალღის საწყის ეტაპად უნდა ჩაითვალოს.

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის სულ 97 302 შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის 1930 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო 51 608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასული დღე ღამის განმავლობაში ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა საგანგაშოა, რადგანაც ყველა მათგანი სხვადასხვა კლასტერს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობენ, ირანია, თუმცა ოფიციალურად ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს არ გამოუცხადებიათ, რომ საქმე მეორე ტალღას ეხება, აღნიშნულზე საუბრობენ მხოლოდ ცალკეული ექსპერტები, რომლებსაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აფიქრებინებთ, რომ ქვეყანაში უკვე ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ