პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს
აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს

ა/ო ”ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია – აფბა” მო­უ­წო­დებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შეც­ვა­ლოს და­გეგ­მი­ლი სან­ქცი­ის ფორ­მა და არ შე­უ­ჩე­როს ავ­ტო­რი­ზა­ცია ”კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს”. თუ კო­მი­სია მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ბიზ­ნეს­სუ­ბი­ექ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, კო­მი­სი­ამ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მე­სა­კუთ­რის მიერ კუთ­ვნი­ლი 49% წი­ლის გას­ხვი­სე­ბა კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. მან პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ”კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი­სა” და მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის – ”რკი­ნიგ­ზის ტე­ლე­კო­მის­თვის” სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.

და­წე­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა 30 000, 90 000, 270 000 ლა­რით – ”კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის”, ხოლო ”რკი­ნიგ­ზის ტე­ლე­კო­მის” შემ­თხვე­ვა­ში, 30 000 და 63 930.93 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამის შემ­დგომ, 28 მა­ისს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ და­ი­წყო ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის სან­ქცი­ე­ბის და­სა­წე­სებ­ლად, გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო. შე­დე­გად, ზე­პი­რი მოს­მე­ნა უნდა ჩა­ტარ­დეს 25 ივ­ნისს.

კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ის ფორ­მად კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას.

ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ კომ­პა­ნი­ის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბით, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ა­ჩე­რებს კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­გვა­რად, კომ­პა­ნია ვე­ღარ შეძ­ლებს კლი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­წო­დე­ბას რაც საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ქვე­ყა­ნას და მის მო­სახ­ლე­ო­ბას.

აფ­ბას გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის შე­დე­გად, კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მთლი­ან ბა­ზარ­ზე, რაც თა­ვის მხრივ შე­უქ­ცე­ვა­დად და­ა­ზა­რა­ლებს სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს ხა­რის­ხის ვარ­დნის გამო და ასე­ვე რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­წო­დებ­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ”კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის” და ”რკი­ნიგ­ზის ტე­ლე­კო­მი­სათ­ვის” ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ზღვევს მათ კლი­ენ­ტებს შე­საძ­ლო ზა­რა­ლის­გან და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოფს წვდო­მას ანა­ლო­გი­უ­რი ხა­რის­ხის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სერ­ვი­სებ­ზე.

ამ დრო­ი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მიერ „არ­სე­ბით საფრ­თხეს­თან“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დას­კვნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი და კო­მი­სია თა­ვად ადას­ტუ­რებს, რომ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია არა­ნა­ი­რი კვლე­ვა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­სა­ხად ეყ­რდნო­ბა გა­მო­უ­ძი­ე­ბელ ფაქ­ტებ­სა და გა­რე­მო­ე­ბებს, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში მი­თი­თე­ბულ შე­სა­ბა­მის დე­ბუ­ლე­ბას.

უფრო მე­ტიც, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ”კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს” შე­უ­ჩერ­დე­ბა ავტტო­რი­ზა­ცია, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლებს კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მოს, ვი­ნა­ი­დან ბა­ზარ­ზე დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ ორი მო­თა­მა­შე და არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი იმი­სა, რომ შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის ხა­რის­ხიც და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სიც.

გარ­და ამი­სა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­ი­სი­ის მიერ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზა­რალ­დე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო და ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა.

კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას აქამ­დე არ მო­უ­თხო­ვია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბა კო­მი­სი­ის­გან წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის აქ­ცი­ე­ბი გა­და­ცე­მა ხდე­ბო­და კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ცხა­დის პოსტ-ფაქ­ტუმ შე­ტა­ნა. მაგ. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რის, VEON Georgia-ს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რუ­ლი მფლო­ბე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის­გან წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, კო­მი­სი­ამ უბ­რა­ლოდ მო­ი­თხო­ვა გან­ცხა­დე­ბის პოსტ-ფაქ­ტუმ შე­ტა­ნა, და არ და­უ­ყე­ნე­ბია შემ­დგა­რი გა­რი­გე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხი. ამ­ჯე­რად, კო­მი­სი­ამ ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვა­ში აირ­ჩია სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რი მიდ­გო­მა, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ას მოს­თხო­ვა გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­ვამ მო­სახ­ლე­ო­ბის ზურ­გზე გა­და­ი­ა­როს და სა­ცა­ლო თუ სა­ბი­თუ­მო ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე დარ­ჩნენ. ამავდრო­უ­ლად, გა­ურ­კვვე­ვე­ლია სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი დავა და რა პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან აბო­ნენ­ტე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე“ - ნათ­ქვა­მია ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

NS

ვოოტ
0

აბა, ვის ზურგზე უნდა გადაიაროს, თქვენ ბიძაჩემი მართლა მეწველი ძროხა ხომ არ გგონიათ?!..

ავტორი:

აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს

აფბა: კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს

ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია ”კავკასუს ონლაინს”. თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება ”კავკასუს ონლაინისა” და მისი შვილობილი კომპანიის – ”რკინიგზის ტელეკომისთვის” სანქციების დაწესების თაობაზე.

დაწესებული ფულადი სანქციები განისაზღვრა 30 000, 90 000, 270 000 ლარით – ”კავკასუს ონლაინისთვის”, ხოლო ”რკინიგზის ტელეკომის” შემთხვევაში, 30 000 და 63 930.93 ლარის ოდენობით. ამის შემდგომ, 28 მაისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შედეგად, ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს 25 ივნისს.

კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს ავტორიზაციის უფლების შეჩერებას.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ქვეყანას და მის მოსახლეობას.

აფბას განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ”კავკასუს ონლაინისთვის” და ”რკინიგზის ტელეკომისათვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.

ამ დროისათვის არ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „არსებით საფრთხესთან“ გამოქვეყნებული დასკვნის დამადასტურებელი ფაქტები და კომისია თავად ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად.

კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში თუ ”კავკასუს ონლაინს” შეუჩერდება ავტტორიზაცია, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი მოთამაშე და არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდება ინტერნეტის ხარისხიც და მომსახურების ფასიც.

გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაზარალდება საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ბოლო პერიოდში შემცირებული ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება.

კომისიის გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო.

იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციები გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყო შესაძლებელი შესაბამისი განაცხადის პოსტ-ფაქტუმ შეტანა. მაგ. როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად, კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას მოსთხოვა გარიგების გაუქმება.

შესაბამისად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე გადაიაროს და საცალო თუ საბითუმო ინტერნეტის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. ამავდროულად, გაურკვვეველია სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ევროპული ინტერნეტის გარეშე“ - ნათქვამია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

NS

გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მეძავი უწოდა

ექიმებს ასისტენტობას რობოტი "პეპერი" გაუწევს - "ის გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში"

ახმეტელი მოსწავლეები სკოლის ბანკეტისთვის შეგროვილი ფულით ეკლესიას ხატს შესწირავენ