პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - "კეთდება განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე არ არის დაფუძნებული"
სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - "კეთდება განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე არ არის დაფუძნებული"

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ვა­სამ­ბეკ ბო­კო­ვის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში თე­მის გან­ხილ­ვის დროს, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, კეთ­დე­ბა ისე­თი სა­ხის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, მა­თი­ვე თქმით, არც ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, აზი­ა­ნებს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს.

სუს-ი მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვი­სა­გან, რათა ხელი არ შე­ე­შა­ლოს ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცესს.

“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2020 წლის 15 ივ­ნისს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქის, ვა­სამ­ბეკ ბო­კო­ვის ბრალ­დე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც, ჩვენს მიერ გახ­მო­ვან­და მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც, ჩვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწო­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის და არ და­ტო­ვებ­და სივ­რცეს მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­თვის.

ხსე­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, ჩვენ ცალ­სა­ხად მი­ვუ­თი­თეთ, რომ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის - ნამ­დვი­ლის თუ ყალ­ბის - გავ­რცე­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს მთა­ვა­რი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი - დად­გინ­დეს საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მხი­ლე­ბულ იქ­ნას და­ნა­შა­ულ­ში ჩაბ­მუ­ლი ყვე­ლა პირი და აღ­სრულ­დეს მათ მი­მართ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში თე­მის გან­ხილ­ვის დროს, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, კეთ­დე­ბა ისე­თი სა­ხის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არც ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, აზი­ა­ნებს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ამ ურ­თუ­ლეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად უწყვეტ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, იკ­რი­ბე­ბა და ფას­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სკურ­პუ­ლო­ზურ ანა­ლიზ­ზე დაყ­რდნო­ბით იგეგ­მე­ბა ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი, რათა არც ერთი ვერ­სია და ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა არ დარ­ჩეს გა­მო­ძი­ე­ბის ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა.

ამ პრო­ცეს­ში ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტალ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რის გა­მოც კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვი­სა­გან, რათა ხელი არ შე­ე­შა­ლოს ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცესს.

ამას­თან, გვსურს ცალ­სა­ხად აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გა­მოვ­თქვამთ მზად­ყოფ­ნას, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სი­სა და პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რი­სა­გან მი­ვი­ღოთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ითა­ნამ­შრომ­ლონ გა­მო­ძი­ე­ბას­თან”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ეროვ­ნე­ბით ინ­გუ­ში ვა­სამ­ბეგ ბად­რის ძე ბო­კო­ვი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და. გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თით იგეგ­მე­ბო­და, რისი მი­ზე­ზიც გა­ბუ­ნი­ას მიერ პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით, ჯერ კი­დევ "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მის გა­და­ცე­მა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვის და­კა­ვე­ბა შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
5943

ჰალსტუხჭამია და ეს მისი ბნელეთის მაჯლაჯუნები გვარამიები და გაბუნიები არიან ავანტიურისტ- პროვოკატორები რომლებიც ჰალსტუხჭამიასთან ერთად 24 საათი ფიქრობენ იმაზეცთუ როგორ ავნოს საქართველოს ! 

ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახეობის უმრავლესობამ ! 

რამო მორანი
0

ყოჩაღ, გიორგი სიხარულიძევ, "დისლაიკების" ყველა რეკორდი მოხსენი. ნაცებს რომ ქოცებს მიაყოლებდე, ნაღდად "ლაიქების" რეკორდსაც მოხსნიდი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - "კეთდება განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე არ არის დაფუძნებული"

სუს-ი ვასამბეკ ბოკოვის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს - "კეთდება განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე არ არის დაფუძნებული"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც, მათივე თქმით, არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

სუს-ი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 15 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთდა განცხადება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, რა დროსაც, ჩვენს მიერ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

ხსენებულ განცხადებაში, ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის - ნამდვილის თუ ყალბის - გავრცელებამ, შესაძლოა დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი - დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.

მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.

ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

ერთ-ერთი მოწმის მამა - "ჩემი შვილი და გიგა ტატიაშვილი წვეულებაზე ერთად იყვნენ, ჩხუბს გამოერიდნენ, თუმცა მეგობრების დასახმარებლად უკან დაბრუნდნენ"

"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს