სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ
"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ

მსოფ­ლი­ომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ 31 დე­კემ­ბერს გა­ი­გო, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თე­ბერ­ვალს და­დას­ტურ­და... დღეს რა ვი­ცით ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ, გა­ვი­ცა­ნით თუ არა უხი­ლა­ვი მტე­რი და კი­დევ რა "სი­ურპრიზს" გვიმ­ზა­დებს, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- "კო­ვიდ-19", რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა, მისი გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სი და ამ ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპი­დე­მი­ის სცე­ნა­რი უფრო ძნე­ლად ასახ­სნე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ამო­უც­ნო­ბი გა­მოდ­გა, ვიდ­რე გვე­გო­ნა. თა­ვი­დან ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ეს იყო პნევ­მო­ნია მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. ასა­ხე­ლებ­დნენ გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბელს, სა­შუ­ა­ლოდ - 5-6%-ს, რაც რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სათ­ვის მა­ღა­ლია. ცნო­ბის­თვის, ე.წ. ღო­რის გრი­პის დროს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0.5%-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი მაქ­სი­მუმ 1%-ს აღ­წევ­და... ამ ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ თან­და­თან ბევ­რი სი­ახ­ლე გა­მო­იკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, თა­ვი­დან ით­ვლე­ბო­და, რომ აა­ვა­დებს მხო­ლოდ მოზ­რდი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებს და თით­ქმის არ გვხვდე­ბა ბავ­შვებ­ში. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვებს მა­ინც ემარ­თე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ჩვენ­თან არის 19 წლამ­დე ასა­კის 108 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 13%-ია და ეს არ­ცთუ ცო­ტაა. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს ვირუ­სი აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ფილ­ტვებს და იწ­ვევს არა მხო­ლოდ პნევ­მო­ნი­ას, არა­მედ ხში­რად აზი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­სა და ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მებს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სის­ხლძარ­ღვებს, გულს, სის­ხლის შე­დე­დე­ბის სის­ტე­მას, ღვიძლს, თირკმელს, შე­უძ­ლია თა­ვის ტვინ­ზე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. მთელ მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოდ იქცა შემ­დე­დე­ბე­ლი სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­საც ხში­რად ახ­ლავს ე.წ. თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მი, რაც იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბას და ზოგ­ჯერ სიკ­ვდილ­საც. ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს აგ­რეთ­ვე აღი­ნიშ­ნა ინ­სულ­ტის შემ­თხვე­ვე­ბი, ხში­რი იყო გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც...ანუ ეს და­ა­ვა­დე­ბა ხა­სი­ათ­დე­ბა მულ­ტი­ორ­გა­ნუ­ლი, მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი და­ზი­ა­ნე­ბით, რაც გა­ნას­ხვა­ვებს მას სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის­გან, რო­მელ­თა დროს, ძი­რი­თა­დად, მა­ინც სა­სუნ­თქი სის­ტე­მა ზი­ან­დე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენც და მსოფ­ლი­ო­მაც შე­მო­ვი­ღეთ პრაქ­ტი­კა, შე­იქ­მნას ექი­მე­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბი­ან სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბიც

- თა­ვი­დან გა­მო­ით­ქვა იმე­დი, რომ დათ­ბო­ბა ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბას ხელს შე­უშ­ლი­და. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბაც და­ინ­გრა?

- დიახ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, რო­მე­ლიც კი­თხვებს აჩენს და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა. იყო მო­ლო­დი­ნი, რომ რო­გორც ყვე­ლა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, "კო­ვიდ-19"-იც იქ­ნე­ბო­და სე­ზო­ნუ­რი, რად­გან ისიც რეს­პი­რა­ცი­უ­ლია და გა­მოწ­ვე­უ­ლია, მარ­თა­ლია, ახა­ლი, მაგ­რამ მა­ინც კო­რო­ნა­ვირუ­სით.

გრი­პის პიკი არის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­სა და თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, ზა­ფხულ­ში კი ნამ­დვი­ლი გრი­პი (არა გა­ცი­ვე­ბა, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვხვდე­ბა) თით­ქმის არ დას­ტურ­დე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სის­გა­ნაც ასეთ ქცე­ვას მო­ე­ლოდ­ნენ და ფიქ­რობ­დნენ, რომ სა­ყო­ველ­თაო შე­ზღუდ­ვე­ბი დრო­ე­ბი­თი იქ­ნე­ბო­და, 2-3 თვით შე­ზღუდ­ვებს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კაც შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად გა­უძ­ლებ­და, მაგ­რამ აი, გა­ვი­და ეს ორი-სამი თვე, ზა­ფხუ­ლიც და­ი­წყო და აღ­მოჩ­ნდა, რომ სე­ზო­ნუ­რო­ბის ნიშ­ნებს არ ამ­ჟღავ­ნებს.

ნუ შეგ­ვაც­დენს სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ დღეს ჩვენ­თან ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ჩნდე­ბა. ამით თა­ვის დამ­შვი­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ერთ დღეს ერთ რო­მე­ლი­მე კლას­ტერ­ში, ვთქვათ, ბოლ­ნის­ში, თეთ­რი­წყა­რო­ში ან მარ­ნე­ულ­ში და­დას­ტურ­დეს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და ეს არ გავ­რცელ­დეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვირუ­სი სე­ზო­ნუ­რო­ბას ამ­ჟღავ­ნებს. და­მი­ჯე­რეთ, ეს არ არის სე­ზო­ნუ­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ეს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის კარ­გი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და ძა­ლი­ან კარ­გად, უკე­თე­სა­დაც კი, ვიდ­რე ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში.

- რა გვაძ­ლევს ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- მსოფ­ლი­ო­ში ეპი­დე­მი­ის დი­ნა­მი­კა. 8 ივ­ნისს მსოფ­ლი­ო­ში სულ 113 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა, 11 ივ­ნისს კი - 137 000, ანუ ზა­ფხულ­ში მსოფ­ლი­ო­ში არა­თუ იკ­ლებს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, პი­რი­ქით, იმა­ტებს. ახლა და­ვა­ზუს­ტოთ, სად იმა­ტებს და რო­გორ. არის შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ იმა­ტებს სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ახლა ზამ­თა­რი იწყე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ვირუ­სის სე­ზო­ნუ­რო­ბა. მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, პა­კის­ტა­ნი, ბან­გლა­დე­ში. კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ავ­სტრა­ლი­აც სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ იქ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს, მექ­სი­კა კი ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­შია და შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს.შე­იძ­ლე­ბა თქვან, რომ ბრა­ზი­ლია, პა­კის­ტა­ნი და ინ­დო­ე­თი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბია, ავ­სტრა­ლია კი - გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ეს არის მი­ზე­ზი. ავ­სტრა­ლი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია აშშ და ინ­გლი­სი, მაგ­რამ შემ­თხვე­ვე­ბი იმა­ტებს, ასე რომ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თით­ქმის არა­ვი­თა­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა არ ვლინ­დე­ბა - არც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და არც ეკო­ნო­მი­კუ­რი.

აშშ-ში, სა­დაც ახლა ზა­ფხუ­ლია, 8 ივ­ნისს 18 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, 11 ივ­ნისს - 23 000. ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში ერთხანს იყო კლე­ბა, ბოლო დღე­ებ­ში მო­ი­მა­ტა. შვე­დეთ­ში, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­მო­უ­ღი­ათ, 8 ივ­ნისს იყო 81 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, 11 ივ­ნისს - 1300!შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც შე­მო­მე­და­ვოს, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მა­ინც არის კლე­ბის ტენ­დენ­ცია, მაგ­რამ ეს არ არის ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ პან­დე­მი­ამ ჩა­ი­ა­რა.

ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში რო­გორც კი შე­ზღუდ­ვე­ბი მოხ­სნეს, ისევ იმა­ტა და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვმა. საფ­რან­გეთ­სა და ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლე­ბი გახ­სნეს და ისევ და­ხუ­რეს. ანუ რა გა­მო­დის? შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა ყველ­გან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და არა - ამინ­დის.

ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში მი­მო­ვი­ხე­დოთ. სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით სიმ­შვი­დეა, მაგ­რამ ნა­ხეთ, რა ხდე­ბა სომ­ხეთ­ში! მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­აა აზერ­ბა­ი­ჯან­შიც. 11 ივ­ნისს აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­დას­ტურ­და 352 შემ­თხვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში - 6, სომ­ხეთ­ში - 566. მოლ­დო­ვა­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩვენს მე­ზობ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, 406 ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო... არა­ფერს ვამ­ბობ რუ­სეთ­ზე, სა­დაც ერთ დღე­ში 8 700 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნა! თურ­ქეთ­ში, სა­დაც თით­ქოს კლე­ბა და­ი­წყო, ერთ დღე­ში მა­ინც აღი­ნიშ­ნა 987 შემ­თხვე­ვა. თუმ­ცა, თუ ახალ და­ა­ვა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვს შე­ვა­და­რებთ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ით იკლო, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ - მხო­ლოდ 1%-ით! ექ­სპერ­ტე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში არი­ან. მსჯე­ლო­ბენ და კი­თხუ­ლო­ბენ, იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­რე ტალ­ღა შე­მოდ­გო­მა­ზე - ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში, მაგ­რამ მე­ო­რე ტალ­ღა­ზე ახლა ლა­პა­რა­კი უხერ­ხუ­ლია, რად­გან ჯერ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი ტალ­ღა არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­მა წლი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს. შე­იძ­ლე­ბა ზა­ფხულ­ში ცოტა შემ­ცირ­დეს, ზამ­თარ­ში კი ცოტა მო­ი­მა­ტოს, მაგ­რამ ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც შე­სამ­ჩნე­ვი არ იყოს. ისე არ იქ­ნე­ბა, რომ ზა­ფხულ­ში გაქ­რეს, ზამ­თარ­ში - გაჩ­ნდეს.ასე ვთქვათ, "კო­ვიდ-19" სულ ჩვენ­თან იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო ლა­მის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა არ გა­მო­იწ­ვია. სომ­ხეთ­ში ამის მი­ზე­ზად შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას ასა­ხე­ლებ­დნენ. მარ­თლაც, იქ აკ­რძალ­ვე­ბის შერ­ბი­ლე­ბამ აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩვენ­თან კი - არა.

- თუმ­ცა ჩვენ­თა­ნაც გაჩ­ნდა ახა­ლი კლას­ტე­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნუ­ცუ­ბი­ძის...

- დიახ, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია. 10-20-კა­ცი­ა­ნი კლას­ტე­რის შე­და­რე­ბა სომ­ხეთ­ში დღე­ში 400-500 ახალ შემ­თხვე­ვას­თან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?!

- წინ გვაქვს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვის - ტუ­რიზ­მის გახ­სნა...

- სხვა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას გა­ვუ­ძე­ლით, მაგ­რამ ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, გა­ვუძ­ლებთ თუ არა მი­მოს­ვლის, ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას. ვნა­ხოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­ვლი­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ჩი­ნა შე­სა­შუ­რი თვით­შეგ­ნე­ბა და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ახლა, რო­გორც კი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა, ცოტა გა­და­ვა­ჭარ­ბეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბო­ბას. ხომ გახ­სოვთ, რა კარ­გად ვი­ცავ­დით სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას? არ იმარ­თე­ბო­და ქორ­წი­ლე­ბი, ქელე­ხე­ბი, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი. ახლა მა­ინც იმარ­თე­ბა შეკ­რე­ბე­ბი, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი...

ამას წი­ნათ მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" მო­ი­ა­რა კად­რებ­მა, ახალ­გაზ­რდე­ბის რო­გო­რი თავ­ყრი­ლო­ბა იყო კაფე "ფაბ­რი­კა­ში", სა­დაც არც სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია იყო და­ცუ­ლი, არც პირ­ბა­დე­ე­ბი ჰქონ­დათ. სიფრ­თხი­ლის შეგ­რძნე­ბა დავ­კარ­გეთ, რა­შიც, ცოტა არ იყოს, დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია სა­ქარ­თე­ლოს კარ­გმა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ამ და შე­დე­გებ­მა.

მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, რა ვქნათ, ხომ არ და­ვუბ­რუნ­დეთ იძუ­ლე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო შე­ზღუდ­ვებ­სა და აკ­რძალ­ვებს, რაც კარ­გი არ იქ­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა დიდ­ხანს ვერ მო­ით­მენს ამას და, რაც მთა­ვა­რია, ეკო­ნო­მი­კა ვერ მო­ით­მენს. ჩვენ­თან ეკო­ნო­მი­კა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და - ადა­მი­ა­ნებ­მა შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გეს, ცხოვ­რე­ბა გაძ­ვირ­და... ასე დიდ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.არ უნდა და­ვუშ­ვათ ეპი­დე­მი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბა, თო­რემ სა­ხელ­მწი­ფო იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ისევ და­ი­წყოს შე­ზღუდ­ვე­ბი, ეკო­ნო­მი­კაც ისევ და­მუხ­რუჭ­დე­ბა და ხალ­ხიც უფრო და­ზა­რალ­დე­ბა. აშშ, გერ­მა­ნია და შვე­დე­თი ასეთ ეკო­ნო­მი­კურ დარ­ტყმას უძ­ლე­ბენ, იმი­ტომ, რომ დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სი აქვთ, სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვეყ­ნე­ბი კი მე­ო­რე შე­მო­ტე­ვას ვერ გა­უძ­ლე­ბენ...

წუ­წუ­ნე­ბენ, რომ ნი­ღა­ბი დის­კომ­ფორ­ტს ქმნის, სი­ცხე­ში გა­წუ­ხებს, ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რო­გორ უნდა გა­ი­კე­თოს აბი­ტუ­რი­ენ­ტმა... უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს კარ­გი ცხოვ­რე­ბით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ნუ შე­ვას­კდე­ბით ეპი­დე­მი­ას შუბ­ლით, ნუ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ა­ზა­რა­ლოს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა, შე­ი­წი­როს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე. გახ­სოვთ, რო­გო­რი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა ღვე­დე­ბის მოხ­მა­რე­ბას? ხალ­ხმა ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად აღიქ­ვა, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა იკე­თებს. მოდი, ცოტა ხანს ნიღ­ბე­ბიც მო­ვით­მი­ნოთ.

სტა­ტის­ტი­კუ­რად დამ­ტკიც­და, რომ ღვე­დის გა­კე­თე­ბამ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფე­ბის დროს ბევ­რი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. ასეა ახ­ლაც - დამ­ტკიც­და, რომ ნიღ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­და­არ­ჩენს ბევრ სი­ცო­ცხლეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ დაბლოკოთ
36

ვაკცინები და ეგეთები თქვენ ოჯახებს გაუკეთედ პირველებმა და ნუ გვაშინებთ აქ . ყველამ ოცის რო ეგეთი მომაკვდინებელი ვირუსი არაა და 0.3 პროცენნტამდე დძლივს ადის სიკვდილიანობის მაზჩვენებელი არა ვაკცინებს!

გიორგი
38

ღვედი უნდა იყვეს ნებაყოფლობითი ჩემზე ძალიან სახელმწიფო ვერასდროს გაუფრთხილდება ჩემს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მარტო ჯარიმების წერით ვერ გაფრინდებით. 

ავტორი:

"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ

"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ

მსოფლიომ კორონავირუსის შესახებ 31 დეკემბერს გაიგო, საქართველოში კი პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა... დღეს რა ვიცით ამ ვირუსის შესახებ, გავიცანით თუ არა უხილავი მტერი და კიდევ რა "სიურპრიზს" გვიმზადებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრას" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ესაუბრება.

- "კოვიდ-19", როგორც დაავადება, მისი გამომწვევი ვირუსი და ამ ვირუსით გამოწვეული ეპიდემიის სცენარი უფრო ძნელად ასახსნელი და ჯერჯერობით ამოუცნობი გამოდგა, ვიდრე გვეგონა. თავიდან ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს იყო პნევმონია მძიმე მიმდინარეობით. ასახელებდნენ გარდაცვალების სხვადასხვა მაჩვენებელს, საშუალოდ - 5-6%-ს, რაც რესპირაციული ინფექციისათვის მაღალია. ცნობისთვის, ე.წ. ღორის გრიპის დროს ეს მაჩვენებელი 0.5%-ს არ აღემატებოდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი მაქსიმუმ 1%-ს აღწევდა... ამ ახალი დაავადების შესახებ თანდათან ბევრი სიახლე გამოიკვეთა. მაგალითად, თავიდან ითვლებოდა, რომ აავადებს მხოლოდ მოზრდილებს, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ადამიანებს და თითქმის არ გვხვდება ბავშვებში. მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვებს მაინც ემართებათ. საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთან არის 19 წლამდე ასაკის 108 დაავადებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13%-ია და ეს არცთუ ცოტაა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ვირუსი აზიანებს არა მხოლოდ ფილტვებს და იწვევს არა მხოლოდ პნევმონიას, არამედ ხშირად აზიანებს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემებს. უპირველეს ყოვლისა, სისხლძარღვებს, გულს, სისხლის შედედების სისტემას, ღვიძლს, თირკმელს, შეუძლია თავის ტვინზე ნევროლოგიური გართულებებიც გამოიწვიოს. მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით საყურადღებოდ იქცა შემდედებელი სისტემის ცვლილებები, რასაც ხშირად ახლავს ე.წ. თრომბოემბოლიზმი, რაც იწვევს დაავადების დამძიმებას და ზოგჯერ სიკვდილსაც. ამ დაავადების დროს აგრეთვე აღინიშნა ინსულტის შემთხვევები, ხშირი იყო გულის დაზიანებებიც...ანუ ეს დაავადება ხასიათდება მულტიორგანული, მულტისისტემური დაზიანებით, რაც განასხვავებს მას სხვა რესპირაციული ვირუსებისგან, რომელთა დროს, ძირითადად, მაინც სასუნთქი სისტემა ზიანდება.

სწორედ ამიტომ, ჩვენც და მსოფლიომაც შემოვიღეთ პრაქტიკა, შეიქმნას ექიმების მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც იქნებიან სხვა სპეციალობის ექიმებიც

- თავიდან გამოითქვა იმედი, რომ დათბობა ვირუსის გამრავლებას ხელს შეუშლიდა. ეს შეხედულებაც დაინგრა?

- დიახ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც კითხვებს აჩენს და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების საფუძველი ხდება. იყო მოლოდინი, რომ როგორც ყველა რესპირაციული ინფექცია, "კოვიდ-19"-იც იქნებოდა სეზონური, რადგან ისიც რესპირაციულია და გამოწვეულია, მართალია, ახალი, მაგრამ მაინც კორონავირუსით.

გრიპის პიკი არის ნოემბერ-დეკემბერსა და თებერვალ-მარტში, ზაფხულში კი ნამდვილი გრიპი (არა გაცივება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება) თითქმის არ დასტურდება. კორონავირუსისგანაც ასეთ ქცევას მოელოდნენ და ფიქრობდნენ, რომ საყოველთაო შეზღუდვები დროებითი იქნებოდა, 2-3 თვით შეზღუდვებს კი საზოგადოებაც და ქვეყნის ეკონომიკაც შედარებით ადვილად გაუძლებდა, მაგრამ აი, გავიდა ეს ორი-სამი თვე, ზაფხულიც დაიწყო და აღმოჩნდა, რომ სეზონურობის ნიშნებს არ ამჟღავნებს.

ნუ შეგვაცდენს საქართველოს მდგომარეობა, რომ დღეს ჩვენთან ახალი შემთხვევები მცირე რაოდენობით ჩნდება. ამით თავის დამშვიდება არ შეიძლება. შეიძლება ერთ დღეს ერთ რომელიმე კლასტერში, ვთქვათ, ბოლნისში, თეთრიწყაროში ან მარნეულში დადასტურდეს რამდენიმე შემთხვევა და ეს არ გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი სეზონურობას ამჟღავნებს. დამიჯერეთ, ეს არ არის სეზონურობის გამოხატულება, ეს შესაბამისი სამსახურების კარგი მუშაობის შედეგია. ყველაფერი გაკეთდა ძალიან კარგად, უკეთესადაც კი, ვიდრე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში.

- რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

- მსოფლიოში ეპიდემიის დინამიკა. 8 ივნისს მსოფლიოში სულ 113 000 ახალი შემთხვევა აღინიშნა, 11 ივნისს კი - 137 000, ანუ ზაფხულში მსოფლიოში არათუ იკლებს შემთხვევების რაოდენობა, პირიქით, იმატებს. ახლა დავაზუსტოთ, სად იმატებს და როგორ. არის შეხედულება, რომ იმატებს სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარი იწყება და სწორედ ამიტომ არ გამოირიცხება ვირუსის სეზონურობა. მაგალითად მოჰყავთ ბრაზილია, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში. კი ბატონო, მაგრამ ავსტრალიაც სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყანაა, მაგრამ იქ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მექსიკა კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია და შემთხვევები იმატებს.შეიძლება თქვან, რომ ბრაზილია, პაკისტანი და ინდოეთი განვითარებადი ქვეყნებია, ავსტრალია კი - განვითარებული და ეს არის მიზეზი. ავსტრალიაზე განვითარებულია აშშ და ინგლისი, მაგრამ შემთხვევები იმატებს, ასე რომ, ვირუსის გავრცელების თითქმის არავითარი კანონზომიერება არ ვლინდება - არც გეოგრაფიული და არც ეკონომიკური.

აშშ-ში, სადაც ახლა ზაფხულია, 8 ივნისს 18 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ივნისს - 23 000. ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში ერთხანს იყო კლება, ბოლო დღეებში მოიმატა. შვედეთში, სადაც შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობა არ შემოუღიათ, 8 ივნისს იყო 81 ახალი შემთხვევა, 11 ივნისს - 1300!შეიძლება ვიღაც შემომედავოს, რომ ევროპის ქვეყნებში მაინც არის კლების ტენდენცია, მაგრამ ეს არ არის ტენდენცია, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ პანდემიამ ჩაიარა.

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში როგორც კი შეზღუდვები მოხსნეს, ისევ იმატა დაავადებულთა რიცხვმა. საფრანგეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სკოლები გახსნეს და ისევ დახურეს. ანუ რა გამოდის? შემთხვევათა რაოდენობის შემცირება ყველგან საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების დამსახურება იყო და არა - ამინდის.

ჩვენს სამეზობლოში მიმოვიხედოთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ ნახეთ, რა ხდება სომხეთში! მატების ტენდენციაა აზერბაიჯანშიც. 11 ივნისს აზერბაიჯანში დადასტურდა 352 შემთხვევა, საქართველოში - 6, სომხეთში - 566. მოლდოვაში, რომელიც ასევე ჩვენს მეზობლად მიიჩნევა, 406 ახალი შემთხვევა იყო... არაფერს ვამბობ რუსეთზე, სადაც ერთ დღეში 8 700 ახალი შემთხვევა აღინიშნა! თურქეთში, სადაც თითქოს კლება დაიწყო, ერთ დღეში მაინც აღინიშნა 987 შემთხვევა. თუმცა, თუ ახალ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვს შევადარებთ, მთელ მსოფლიოში გარდაცვალების პროცენტულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 1%-ით იკლო, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ - მხოლოდ 1%-ით! ექსპერტები საგონებელში არიან. მსჯელობენ და კითხულობენ, იქნება თუ არა მეორე ტალღა შემოდგომაზე - ოქტომბერ-ნოემბერში, მაგრამ მეორე ტალღაზე ახლა ლაპარაკი უხერხულია, რადგან ჯერ ბევრ ქვეყანაში პირველი ტალღა არ დამთავრებულა. უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ შეიძლება კორონავირუსმა წლიური ხასიათი მიიღოს. შეიძლება ზაფხულში ცოტა შემცირდეს, ზამთარში კი ცოტა მოიმატოს, მაგრამ ეს მაინცდამაინც შესამჩნევი არ იყოს. ისე არ იქნება, რომ ზაფხულში გაქრეს, ზამთარში - გაჩნდეს.ასე ვთქვათ, "კოვიდ-19" სულ ჩვენთან იქნება... თუმცა ჯერჯერობით საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შეზღუდვების მოხსნამ შემთხვევათა რაოდენობის მატება არ გამოიწვია. სომხეთში ამის მიზეზად შეზღუდვების მოხსნას ასახელებდნენ. მართლაც, იქ აკრძალვების შერბილებამ აფეთქება გამოიწვია, ჩვენთან კი - არა.

- თუმცა ჩვენთანაც გაჩნდა ახალი კლასტერები, მაგალითად, ნუცუბიძის...

- დიახ, მაგრამ ეს არაფერია. 10-20-კაციანი კლასტერის შედარება სომხეთში დღეში 400-500 ახალ შემთხვევასთან როგორ შეიძლება?!

- წინ გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვის - ტურიზმის გახსნა...

- სხვა შეზღუდვების მოხსნას გავუძელით, მაგრამ ძნელი სათქმელია, გავუძლებთ თუ არა მიმოსვლის, ფრენების აღდგენას. ვნახოთ. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ განვლილი სამი თვის განმავლობაში გამოიჩინა შესაშური თვითშეგნება და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რაც ქართველებისთვის მაინცდამაინც დამახასიათებელი არ არის, მაგრამ ახლა, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ცოტა გადავაჭარბეთ თავისუფლებით ტკბობას. ხომ გახსოვთ, რა კარგად ვიცავდით სოციალურ დისტანციას? არ იმართებოდა ქორწილები, ქელეხები, ხალხმრავალი შეკრებები. ახლა მაინც იმართება შეკრებები, დაბადების დღეები...

ამას წინათ მთელი "ფეისბუკი" მოიარა კადრებმა, ახალგაზრდების როგორი თავყრილობა იყო კაფე "ფაბრიკაში", სადაც არც სოციალური დისტანცია იყო დაცული, არც პირბადეები ჰქონდათ. სიფრთხილის შეგრძნება დავკარგეთ, რაშიც, ცოტა არ იყოს, დათვური სამსახური გაგვიწია საქართელოს კარგმა ეპიდსიტუაციამ და შედეგებმა.

მიმდინარეობს დისკუსია, რა ვქნათ, ხომ არ დავუბრუნდეთ იძულებით საკანონმდებლო შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რაც კარგი არ იქნება. მოსახლეობა დიდხანს ვერ მოითმენს ამას და, რაც მთავარია, ეკონომიკა ვერ მოითმენს. ჩვენთან ეკონომიკა ყველაზე მეტად დაზარალდა - ადამიანებმა შემოსავალი დაკარგეს, ცხოვრება გაძვირდა... ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება.არ უნდა დავუშვათ ეპიდემიის შემობრუნება, თორემ სახელმწიფო იძულებული იქნება, ისევ დაიწყოს შეზღუდვები, ეკონომიკაც ისევ დამუხრუჭდება და ხალხიც უფრო დაზარალდება. აშშ, გერმანია და შვედეთი ასეთ ეკონომიკურ დარტყმას უძლებენ, იმიტომ, რომ დიდი ეკონომიკური რესურსი აქვთ, საქართველოსნაირი ქვეყნები კი მეორე შემოტევას ვერ გაუძლებენ...

წუწუნებენ, რომ ნიღაბი დისკომფორტს ქმნის, სიცხეში გაწუხებს, ან ეროვნულ გამოცდებზე როგორ უნდა გაიკეთოს აბიტურიენტმა... უნდა გვესმოდეს, რომ ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. ნუ შევასკდებით ეპიდემიას შუბლით, ნუ მივცემთ საშუალებას, დააზარალოს ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, შეიწიროს ადამიანების სიცოცხლე. გახსოვთ, როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა ღვედების მოხმარებას? ხალხმა ეს თავისუფლების შეზღუდვად აღიქვა, მაგრამ დღეს ყველა იკეთებს. მოდი, ცოტა ხანს ნიღბებიც მოვითმინოთ.

სტატისტიკურად დამტკიცდა, რომ ღვედის გაკეთებამ ავტოკატასტროფების დროს ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ასეა ახლაც - დამტკიცდა, რომ ნიღბების გამოყენება გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს. წაიკითხეთ სრულად

"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ძმის სამძიმარზე იმყოფებოდა

"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს