პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ჰქონდა არანაირი დაავადება, 2 თვე იბრძოდა, ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი" - რას წერს Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ახლობელი
"არ ჰქონდა არანაირი დაავადება, 2 თვე იბრძოდა, ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი" - რას წერს Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ახლობელი

სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სით მე-14 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი 68 წლის მა­მა­კა­ცი აღ­მოჩ­ნდა. პა­ცი­ენ­ტი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ახ­ლო­ბე­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

"ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ჩემს მე­გობ­რებ­ში, ვი­საც არ გჯე­რათ, რომ კო­რო­ნა არ­სე­ბობს ან გჯე­რათ, რომ ეს თქვენ არ და­გე­მარ­თე­ბათ, ან თუ და­გე­მარ­თე­ბათ, იო­ლად გა­და­ი­ტანთ. გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი მე­გობ­რის მამა, უმაგ­რე­სი და ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 2 თვე­ზე მეტი ებ­რძო­და ამ ვე­რაგ ვირუსს. მას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და სწო­რედ ამ ვირუს­მა გა­ა­ნად­გუ­რა მისი ორ­გა­ნიზ­მი, რა­მაც სამ­წუ­ხა­როდ სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

არა­ვინ ვი­ცით, ჩვენ­ზე რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა. ამი­ტომ არ გვინ­და ეს კაფე-ბა­რებ­ში სი­ა­რუ­ლი, სა­ხალ­ხო პიკ­ნი­კე­ბი და სახ­ლის წვე­უ­ლე­ბე­ბი, საპ­რო­ტეს­ტო ვაი-ვიშ­ვი­ში რო­გორ გვა­ტყუ­ე­ბენ და გა­მოგ­ვკე­ტეს. ეს ვირუ­სი არ­სე­ბობს და და­ი­ჯე­რეთ, სა­ნამ­თქვენ ან თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი იგი­ვე ბედს გა­ი­ზი­ა­რებთ. მო­ვუფრ­თხილ­დეთ სა­კუ­თარ თავს და ერ­თმა­ნეთს", - წერს გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში სეფ­სი­სის ცენ­ტრი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს.

"პა­ცი­ენ­ტი იყო 68 წლის, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და "კო­ვიდ 19". გა­მო­ხა­ტუ­ლი ჰქონ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა. იცით, რომ ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან გად­მო­დის. ეს პა­ცი­ენ­ტი გად­მო­იყ­ვა­ნეს 4 აპ­რილს და შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე.

პა­ცი­ენ­ტი იყო თერ­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვით. ჩა­ტარ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბა რაც კი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მას ჰქონ­და ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ჰქონ­და თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­აც, ჩა­ტარ­და კვლე­ვა, სა­დაც გა­მოვ­ლინ­და მკვეთ­რი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი და სამ­წუ­ხა­როდ, და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან რა­ტი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 13-ით გა­ი­ზარ­და და 864 გახ­და. აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი კი 161-ს შე­ად­გენს. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 1-ით გა­ი­ზარ­და და 703-ს შე­ად­გენს.

კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 2795 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ 252 პირი.

ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 14 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

ამ პაციენტის მკურნალობის ისტორია(მკურნალობის გარემოება) სტაციონარში მოხვედრის დღიდან, სტაციონარში გაკეთებული პირველი დიაგნოზისა და ანამნეზის ჩათვლით შესწავლასა და ექსპერტიზას საჭიროებს სამედიცინო პრაქტიკის შეფასების მიზნით. იქნება ამ ფაქტზეც მოგვიანებით მსჯელობა

გიორგი
12

ჰა, მოროშკინა, დაამშვიდე ოჯახი, უთხარი, რომ კოვიდი ბლეფია, ჭკვიანი ქალი ხარ, პროფესორი, დაგეჯერება....

ავტორი:

"არ ჰქონდა არანაირი დაავადება, 2 თვე იბრძოდა, ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი" - რას წერს Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ახლობელი

"არ ჰქონდა არანაირი დაავადება, 2 თვე იბრძოდა, ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი" - რას წერს Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის ახლობელი

საქართველოში გუშინ კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი მიმართვას ავრცელებს:

"ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ, რომ კორონა არსებობს ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ. გუშინ გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. მას არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და სწორედ ამ ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი, რამაც სამწუხაროდ სიკვდილი გამოიწვია.

არავინ ვიცით, ჩვენზე რა გავლენა ექნება. ამიტომ არ გვინდა ეს კაფე-ბარებში სიარული, სახალხო პიკნიკები და სახლის წვეულებები, საპროტესტო ვაი-ვიშვიში როგორ გვატყუებენ და გამოგვკეტეს. ეს ვირუსი არსებობს და დაიჯერეთ, სანამთქვენ ან თქვენი ახლობლები იგივე ბედს გაიზიარებთ. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს", - წერს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის ახლობელი.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მისი ინფორმაციით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს.

"პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა "კოვიდ 19". გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. იცით, რომ ყველა კრიტიკული პაციენტი ჩვენთან გადმოდის. ეს პაციენტი გადმოიყვანეს 4 აპრილს და შემოსვლისთანავე პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.

პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

"ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, ვინც ჩემზე უარი თქვა, მეც არ მჭირდება" - ნაშვილები გოგონას ოჯახის საოცარი ამბავი

დიანა ტრაპაიძემ "ტვ პირველი" დატოვა - "ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული..."

"სანამ არ მიპოვა და ბავშვი არ ჩამაბარა, ხელი არ გაუშვა" - რას წერს გახარიაზე იმ პატარა გოგონას დედა, რომელიც პრმიერს ჩაეხუტა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"