ავტორი:

სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

სოფელ მეტეხში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია

Covid-19 შიდა ქართლში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში, სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

შიდა ქართლში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი 60-ზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს - "დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები"

რა ვითარებაა აბასთუმნის ტყეში, სადაც გუშინ ღამით ცეცხლს 65 მეხანძრე და 2 ვერტმფრენი აქრობდა

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა და 1 გამოჯანმრთელებული - stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები