პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."
იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

ლი ვან­ლი­ა­ნი უხა­ნე­ლი ექი­მი იყო, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად ატე­ხა გან­გა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და რო­მე­ლიც თა­ვად­ვე ემსხვერ­პლა თე­ბერ­ვალ­ში COVID-19-ს. მის ქვრივს კი ახლა ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

ლის ცოლ­მა ჩი­ნე­თის მე­დი­ას უთხრა, რომ შვი­ლი უხა­ნის სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­სულ პა­რას­კევს გა­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის ქვრი­ვი აღ­ნიშ­ნულ ამ­ბავ­ზე ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე WeChat-ზეც წერს.

"შე­გიძ­ლია ამის და­ნახ­ვა სა­მო­თხი­დან? უკა­ნას­კნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი შენ­გან დღეს და­ი­ბა­და. მას­ზე ვიზ­რუ­ნებ“ - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის ცოლი.

ლი ვან­ლი­ა­ნი 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში აფრ­თხი­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას საფრ­თხე­ზე და ის ამ­ბობ­და, რომ ეს იყო "კო­რო­ნა­ვირუ­სის მსგავ­სი“ და­ა­ვა­დე­ბა. ის ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და ადა­მი­ა­ნებს ვირუ­სის შე­სა­ხებ და იყო პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ საფრ­თხე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო.

რო­გორც CNN წერს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვი­სი პოს­ტე­ბის გამო ჩი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­კი­თხეს და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. შემ­დეგ კი ხელ­წე­რი­ლი და­ა­წე­რი­ნეს, რომ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღა­რა­ფერს და­წერ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა უკვე და­და­ტურ­და, რომ უხან­ში ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, ექი­მი თა­ვა­დაც და­ინ­ფი­ცირ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას COVID-19 პა­ცი­ენ­ტის­გან გა­და­ე­დო. 12 თე­ბერ­ვალს კი ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ახა­ლი შტა­მი მსოფ­ლი­ო­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ამ დრომ­დე, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით 7.6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 423 887 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3.8 მი­ლი­ონს აღ­წევს. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, პერუ, გერ­მა­ნია და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ქება–დიდება ამ კაცს და სირცხვილი ჩინეთის ჯანდაცვასა და მთავრობას.

მარი
2

კარგი ადამიანები ყველგან არიან, რუსეთშიც კი...

ავტორი:

იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

იმ უხანელი ექიმის ქვრივმა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა ატეხა განგაში, ვაჟი გააჩინა - "შენი უკანასკნელი საჩუქარი დაიბადა..."

ლი ვანლიანი უხანელი ექიმი იყო, რომელმაც პირველად ატეხა განგაში კორონავირუსის გამო და რომელიც თავადვე ემსხვერპლა თებერვალში COVID-19-ს. მის ქვრივს კი ახლა ვაჟი შეეძინა. ამის შესახებ CNN წერს.

ლის ცოლმა ჩინეთის მედიას უთხრა, რომ შვილი უხანის სამშობიაროში გასულ პარასკევს გააჩინა. გარდაცვლილი ექიმის ქვრივი აღნიშნულ ამბავზე ჩინურ სოციალურ მედიაპლატფორმაზე WeChat-ზეც წერს.

"შეგიძლია ამის დანახვა სამოთხიდან? უკანასკნელი საჩუქარი შენგან დღეს დაიბადა. მასზე ვიზრუნებ“ - წერს გარდაცვლილი ექიმის ცოლი.

ლი ვანლიანი 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა საზოგადოებას საფრთხეზე და ის ამბობდა, რომ ეს იყო "კორონავირუსის მსგავსი“ დაავადება. ის ჩინურ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას აწვდიდა ადამიანებს ვირუსის შესახებ და იყო პირველი, რომელიც ამბობდა, რომ საფრთხე ძალიან სერიოზული იყო.

როგორც CNN წერს, სოციალურ ქსელებში თავისი პოსტების გამო ჩინელმა სამართალდამცველებმა გამოკითხეს და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. შემდეგ კი ხელწერილი დააწერინეს, რომ ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აღარაფერს დაწერდა.

მოგვიანებით, როცა უკვე დადატურდა, რომ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა, ექიმი თავადაც დაინფიცირდა. ოფიციალური ინფორმაციით, მას COVID-19 პაციენტისგან გადაედო. 12 თებერვალს კი ვირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსი ახალი შტამი მსოფლიოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით 7.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 423 887 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3.8 მილიონს აღწევს. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

აშშ-მ COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

ფოტოები თურქეთის პროვინციიდან, სადაც მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა