პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი“ - ამ მთისა და იმ ბარის ამბები
„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი“ - ამ მთისა და იმ ბარის ამბები

სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი დიდ ტკი­ვილ­სა და დიდი ქა­ლა­ქის აურ­ზა­ურს მთა­ში გა­ურ­ბის, სა­დაც უჩ­ვე­უ­ლო სი­წყნა­რეს, სი­ლა­მა­ზეს და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის ლან­დებს აფა­რებს თავს. სწო­რედ აქ, მი­თე­ბი­სა და ლე­გენ­დე­ბის სა­უფ­ლო­ში, მის­ტი­კი­სა და რე­ა­ლო­ბის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს მიჯ­ნა­ზე, აღა­თოს ამ­ბებ­ში პო­უ­ლობს შვე­ბას, სა­კუ­თარ თავს და დიდ სიყ­ვა­რულს... - სწო­რედ ეს ამ­ბე­ბია თავ­მოყ­რი­ლი რო­მან­ში „ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა", რო­მე­ლიც კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ელის დოჯ­სო­ნის რი­გით მე­სა­მე წიგ­ნია. იგი სავ­სეა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი პა­სა­ჟე­ბით და ავ­ტო­რის მდი­და­რი ფან­ტა­ზი­ით.

ელის დოჯ­სო­ნი წიგნ­ში ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექტს იყე­ნებს, ტექ­სტი გა­მარ­თა და და­ა­მუ­შა­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა ამი­რან არა­ბულ­მა. წიგ­ნის ყდა­ზე იმუ­შა­ვა მხატ­ვარ­მა თედო რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

- რო­მა­ნი - "ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა" ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექ­ტზეა და­წე­რი­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, სწო­რედ ეს დი­ა­ლექ­ტი აგერ­ჩი­ათ?

- ასე­თი მის­ტი­კუ­რი ად­გი­ლე­ბი და ამ­ბე­ბი ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და. დედა მყავს ხევ­სუ­რი, თუმ­ცა, იქ არც სო­ფე­ლი გვაქვს, არც ნამ­ყო­ფი ვარ და რამ­დენ­ჯე­რაც გა­დავ­წყვი­ტე, ხევ­სუ­რეთ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, რა­ტომ­ღაც, სულ ჩა­ი­შა­ლა. ანუ, ის, რაც წიგნ­ში დავ­წე­რე, მხო­ლოდ ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი და წარ­მო­სახ­ვის შე­დე­გია. თუმ­ცა, თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბაგ­რა­ნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დით-ხოლ­მე, იქ ხევ­სუ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ამ მხრივ, შე­ხე­ბა მქონ­და. სხვა­თა შო­რის, იქ ვაჟა-ფშა­ვე­ლას და იყო გა­თხო­ვი­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და, ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი ყო­ფი­ლან, მაგ­რამ მე, სამ­წუ­ხა­როდ, არ მოვსწრე­ბი­ვარ მათ. ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, ლე­გენ­დე­ბი, მი­თე­ბი, იქა­უ­რი ხალ­ხის­გან მოს­მე­ნი­ლი მქონ­და.

ბა­რი­სა და ნამ­დვი­ლი მთის ხევ­სუ­რუ­ლი დი­ა­ლექ­ტი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ბავ­შვო­ბი­დან იმ­დე­ნად მქონ­და ჩა­ლე­ქი­ლი ეს ამ­ბე­ბი, სულ მინ­დო­და, და­მე­წე­რა. ერთხელ, მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა ეთერ თა­თა­რა­ი­ძის წიგ­ნი - „დე­მო­ნო­ლო­გი­უ­რი თქმუ­ლე­ბე­ბი“, დიდი, სქე­ლი ლექ­სი­კო­ნი და რო­გორც კი გა­დავ­შა­ლე, მივ­ხვდი, რომ ასეთ თე­მა­ზე წიგ­ნის წერა უნდა და­მე­წყო! საკ­მა­რი­სია, რამ­დე­ნი­მე გვერ­დი წა­ი­კი­თხო, რომ დი­ა­ლექ­ტის აღე­ბა მარ­ტი­ვია, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ხევ­სუ­რუ­ლი დი­ა­ლექ­ტი საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

და­ახ­ლო­ე­ბით 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „თეთ­რი სა­ყე­ლო“ წა­ვი­კი­თხე, რა­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და მე­რეც არა­ერ­თხელ გა­და­ვი­კი­თხე. თუმ­ცა, როცა წერა და­ვი­წყე, ამ ნა­წარ­მო­ებს გან­გებ აღარ მი­ვუბ­რუნ­დი, რად­გან მისი გავ­ლე­ნის ქვეშ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად. თუმ­ცა, მკი­თხვე­ლი რა­ღაც კავ­შირს, პა­რა­ლე­ლებს მა­ინც იპო­ვის, რად­გან ჩემი პერ­სო­ნა­ჟი გო­გო­ნაც ტო­ვებს ქა­ლაქს და მი­დის ხევ­სუ­რეთ­ში, მი­ტო­ვე­ბულ, უკვე და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სო­ფელ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნამ­ყო­ფი არ ვარ, ინ­ფორ­მა­ცი­ას ხომ ვეც­ნო­ბი და ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, გული მტკი­ვა, რომ იქა­უ­რო­ბა ცა­რი­ელ­დე­ბა.

_ რო­გო­რი ამ­ბე­ბია მო­თხრო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ებ­ში?

_ არის მის­ტი­კა, ლე­გენ­დე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი... მთა­ვარ გმირს პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ში არ გა­უ­მარ­თლებს, „ტოქ­სი­კურ“ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­უ­ვა, ტო­ვებს და მი­დის. სო­ფელ­ში მას 90 წლის მო­ხუ­ცი ქალი - აღა­თო შე­ი­ფა­რებს. მკი­თხვე­ლი რომ არ და­ი­ღა­ლოს, შე­ვე­ცა­დე, სი­უ­ჟე­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ყო­ფი­ლი­ყო და თბი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბიც ჩავ­რთე.

ეს წიგ­ნი არის იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა შე­ვიყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი თავი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ადა­მი­ანს სხვა თვა­ლით და­ა­ნახ­ვებს, თუნ­დაც, მის „ტოქ­სი­კურ“ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­კუ­თარ თავს.

იმის შიში არ მაქვს, რომ მკი­თხვე­ლი ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექტს ვერ გა­ი­გებს, იმი­ტომ, რომ ბა­ტო­ნი ამი­რან არა­ბუ­ლი და ეთერ თა­თა­რა­ი­ძე და­მეხ­მარ­ნენ.

ამი­რან არა­ბუ­ლი, ლი­ტე­რა­ტო­რი:

- ელის დოჯ­სო­ნის ამ ნა­წარ­მო­ებ­მა ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნია. ავ­ტო­რის წე­რის მა­ნე­რა და აზ­როვ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ორი­გი­ნა­ლუ­რია, არ არის მა­სობ­რი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი. ეს არის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც რა­ღა­ცით ირე­ა­ლურ სამ­ყა­როს ჰგავს და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან რე­ა­ლის­ტუ­რია თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, მთი­ე­ლე­ბით, რო­მელ­თა მე­ტყვე­ლე­ბა ცალ­კე საკ­ვლე­ვია. როცა დი­ა­ლექ­ტზეა სა­უ­ბა­რი, დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო და ავ­ტო­რი ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბა ნი­უ­ან­სებს.

ჩვენ ძა­ლი­ან კარგ ნა­წარ­მო­ებ­თან გვე­ლის შეხ­ვედ­რა, წიგნ­თან, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს შეგ­ვახ­სე­ნებს და ახ­ლე­ბუ­რად, სხვა­ნა­ი­რად ჩაგ­ვა­ხე­დებს. გმი­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და­მა­ჯე­რე­ბე­ლიც არის და და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც, დე­მო­ნუ­რი ამ­ბე­ბი­ცაა და ღვთა­ებ­რი­ვიც, ბევრ რა­მეს მო­ი­ცავს და ჩანს, რომ ავ­ტორ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის მთის სამ­ყა­რო. ამ ყვე­ლაფ­რის ჩვე­ნამ­დე მო­ტა­ნა კი ძა­ლი­ან კარ­გად შეძ­ლო. ვფიქ­რობ, ელის დოჯ­სო­ნის ამ წიგნ­საც ბევ­რი მკი­თხვე­ლი ეყო­ლე­ბა.

ავტორი:

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი“ - ამ მთისა და იმ ბარის ამბები

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი“ - ამ მთისა და იმ ბარის ამბები

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს... - სწორედ ეს ამბებია თავმოყრილი რომანში „ამ მთისა და იმ ბარისა", რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის ელის დოჯსონის რიგით მესამე წიგნია. იგი სავსეა მოულოდნელი, ეგზოტიკური პასაჟებით და ავტორის მდიდარი ფანტაზიით.

ელის დოჯსონი წიგნში ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა. წიგნის ყდაზე იმუშავა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა.

- რომანი - ,,ამ მთისა და იმ ბარისა" ხევსურულ დიალექტზეა დაწერილი. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება და რატომ გადაწყვიტეთ, სწორედ ეს დიალექტი აგერჩიათ?

- ასეთი მისტიკური ადგილები და ამბები ყოველთვის მიზიდავდა. დედა მყავს ხევსური, თუმცა, იქ არც სოფელი გვაქვს, არც ნამყოფი ვარ და რამდენჯერაც გადავწყვიტე, ხევსურეთში მოვხვედრილიყავი, რატომღაც, სულ ჩაიშალა. ანუ, ის, რაც წიგნში დავწერე, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და წარმოსახვის შედეგია. თუმცა, თიანეთის რაიონის სოფელ ბაგრანეთში ვისვენებდით-ხოლმე, იქ ხევსურები ცხოვრობენ და ამ მხრივ, შეხება მქონდა. სხვათა შორის, იქ ვაჟა-ფშაველას და იყო გათხოვილი და მისი ქალიშვილი ცხოვრობდა, ჩვენი მეზობლები ყოფილან, მაგრამ მე, სამწუხაროდ, არ მოვსწრებივარ მათ. ის ტრადიციები, ლეგენდები, მითები, იქაური ხალხისგან მოსმენილი მქონდა.

ბარისა და ნამდვილი მთის ხევსურული დიალექტი ძალიან განსხვავებულია. ბავშვობიდან იმდენად მქონდა ჩალექილი ეს ამბები, სულ მინდოდა, დამეწერა. ერთხელ, მეგობარმა მაჩუქა ეთერ თათარაიძის წიგნი - „დემონოლოგიური თქმულებები“, დიდი, სქელი ლექსიკონი და როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ ასეთ თემაზე წიგნის წერა უნდა დამეწყო! საკმარისია, რამდენიმე გვერდი წაიკითხო, რომ დიალექტის აღება მარტივია, თუმცა, ამავე დროს, ხევსურული დიალექტი საკმაოდ რთულია.

დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“ წავიკითხე, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მერეც არაერთხელ გადავიკითხე. თუმცა, როცა წერა დავიწყე, ამ ნაწარმოებს განგებ აღარ მივუბრუნდი, რადგან მისი გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი გაუცნობიერებლად. თუმცა, მკითხველი რაღაც კავშირს, პარალელებს მაინც იპოვის, რადგან ჩემი პერსონაჟი გოგონაც ტოვებს ქალაქს და მიდის ხევსურეთში, მიტოვებულ, უკვე დაცარიელებულ სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ ნამყოფი არ ვარ, ინფორმაციას ხომ ვეცნობი და ეს ძალიან მაწუხებს, გული მტკივა, რომ იქაურობა ცარიელდება.

_ როგორი ამბებია მოთხრობილი ნაწარმოებში?

_ არის მისტიკა, ლეგენდები, ტრადიციები, სიყვარული... მთავარ გმირს პირველ სიყვარულში არ გაუმართლებს, „ტოქსიკურ“ ურთიერთობაშია. ეს ყველაფერი ყელში ამოუვა, ტოვებს და მიდის. სოფელში მას 90 წლის მოხუცი ქალი - აღათო შეიფარებს. მკითხველი რომ არ დაიღალოს, შევეცადე, სიუჟეტი მრავალფეროვანი ყოფილიყო და თბილისური ამბებიც ჩავრთე.

ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს.

იმის შიში არ მაქვს, რომ მკითხველი ხევსურულ დიალექტს ვერ გაიგებს, იმიტომ, რომ ბატონი ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე დამეხმარნენ.

ამირან არაბული, ლიტერატორი:

- ელის დოჯსონის ამ ნაწარმოებმა ჩემს ხელში გაიარა და შესანიშნავი წიგნია. ავტორის წერის მანერა და აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია, ორიგინალურია, არ არის მასობრივი და ჩვეულებრივი, ყოველდღიური. ეს არის სამყარო, რომელიც რაღაცით ირეალურ სამყაროს ჰგავს და ამავდროულად, ძალიან რეალისტურია თავისი პერსონაჟებით, მთიელებით, რომელთა მეტყველება ცალკე საკვლევია. როცა დიალექტზეა საუბარი, დიდი სიფრთხილეა საჭირო და ავტორი ძალიან კარგად ხვდება ნიუანსებს.

ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს. გმირების თავგადასავლები დამაჯერებელიც არის და დაუჯერებელიც, დემონური ამბებიცაა და ღვთაებრივიც, ბევრ რამეს მოიცავს და ჩანს, რომ ავტორმა ძალიან კარგად იცის მთის სამყარო. ამ ყველაფრის ჩვენამდე მოტანა კი ძალიან კარგად შეძლო. ვფიქრობ, ელის დოჯსონის ამ წიგნსაც ბევრი მკითხველი ეყოლება.

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ფინალისტების ვინაობა ცნობილია

კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ეპილოგი)