საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?
300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?

ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ქა­ღალ­დის და­სამ­ზა­დებ­ლად, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით, 3 მი­ლი­არ­დი­დან 6 მი­ლი­არ­დამ­დე ხე იჭ­რე­ბა, დღი­უ­რად კი და­ახ­ლო­ე­ბით - 42, 000, 000.

ერთი ხის­გან მზად­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 8,333.3 ფურ­ცე­ლი, რო­მე­ლიც თუ გა­და­მუ­შა­ვე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, გა­რე­მოს და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლად იქ­ცე­ვა. დღეს, მწარ­მო­ე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ზო­გოს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი და ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ეკო­სის­ტე­მას, შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ცენ­ტი გა­და­მუ­შა­ვე­ბად მა­სა­ლებ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სტა­ტის­ტი­კა გვე­უბ­ნე­ბა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­რე­მო­ზე მოფრ­თხი­ლე­ბა თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა და­ვი­წყოთ.

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, დე­და­მი­წა­ზე დარ­გუ­ლი ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ჩე­ხი­ლის რა­ო­დე­ნო­ბას ვერ აბა­ლან­სებს, ამი­ტომ ტყე­ე­ბის მა­სი­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სად იქცა. ალ­ბათ, გახ­სოვთ ცოტა ხნის წინ ციმ­ბი­რი­სა და ამა­ზო­ნის ტყე­ე­ბის ხან­ძრე­ბი. მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი გან­მარ­ტავ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრე­ბი სწო­რედ ტყის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ჩეხ­ვის შე­დე­გი იყო.

აქვე, ერთი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვის შე­სა­ხებ უნდა გი­თხრათ: იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რის დოქ­ტორ თო­მას ქრო­უ­თე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ ტყე­ე­ბის ჩეხ­ვა ახ­ლან­დე­ლი ტემ­პით გაგ­რძელ­და, 300 წე­ლი­წად­ში დე­და­მი­წა­ზე ისი­ნი სრუ­ლად გა­ნად­გურ­დე­ბა.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ჩე­როთ ტყე­ე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის პრო­ცე­სი?

უპირ­ვე­ლე­სად, გა­მო­სა­ვა­ლი მათი დარ­გვაა. გა­ჩე­ხი­ლი ხის ად­გი­ლას ახა­ლი სი­ცო­ცხლე უნდა აღ­მო­ცენ­დეს, რომ ეკო­სის­ტე­მა არ­სე­ბუ­ლი სა­ხით მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ.

თუ გვსურს, ამის­თვის მეტი გა­ვა­კე­თოთ, მა­კუ­ლა­ტუ­რის არა ნაგ­ვის ყუთ­ში გა­დაყ­რა, არა­მედ მათი სწორ ად­რე­სა­ტამ­დე მი­ტა­ნა უნდა ვის­წავ­ლოთ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტმა „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რამ“ 2012 წლი­დან დღემ­დე 150 000-ზე მეტი ხე გა­და­არ­ჩი­ნა გა­ჩეხ­ვას, ამა­ში კი იმ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის წვლი­ლია შე­ტა­ნი­ლი, რო­მელ­მაც მა­კუ­ლა­ტუ­რა პრო­ექტს მი­ა­წო­და და არ გა­და­ყა­რა.

პრო­ექ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­დაც­ვა­ლოს გა­მო­უ­სა­დე­გა­რი მა­კუ­ლა­ტუ­რა სრუ­ლი­ად ახალ წიგ­ნებ­ში, გა­ამ­დიდ­როს სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს გა­რე­მოს დაც­ვა­ში.

"და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე, ჩვენ მი­ვი­ღეთ და გა­და­ვა­მუ­შა­ვეთ 8823 ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რა, რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით გა­და­ვარ­ჩი­ნეთ 150 000 - ზე მეტი ხე. ყო­ვე­ლი 1კგ მო­ტა­ნი­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რით, თქვენ წვლი­ლი შე­გაქვთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ში, მე­ო­რე­უ­ლი ქა­ღალ­დი გა­და­მუ­შავ­დე­ბა, იქ­ცე­ვა ისევ ქა­ღალ­დად და უბ­რუნ­დე­ბა იმ ბა­ზარს, რომ­ლის­თვი­საც ხე უნდა მო­იჭ­რას," - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი ანას­ტა­სია ჯო­ჯუა.

პრო­ექ­ტი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რას“ მი­ა­წო­დოს მა­კუ­ლა­ტუ­რა და მი­ი­ღოს ახა­ლი წიგ­ნე­ბი. ამ პრო­ცეს­ში წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან სკო­ლე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი, თუ კერ­ძო პი­რე­ბი. „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ მათ­თვის სპე­ცი­ა­ლურ კონ­კურ­სებ­საც აწყობს, რათა გა­ზარ­დოს წიგ­ნებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის კულ­ტუ­რა კი­დევ უფრო აა­მაღ­ლოს.

ქა­ღალ­დის გა­და­მუ­შა­ვე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბაა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის და­ზოგ­ვა. ქა­ღალ­დის გა­და­მუ­შა­ვე­ბა ამ­ცი­რებს „სათ­ბუ­რის ეფექტს“, რაც დე­და­მი­წა­ზე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უწყობს ხელს. გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ქა­ღალ­დი ისე­თი­ვე ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლაა, რო­გორც მისი პირ­ველ­წყა­რო და რაც მთა­ვა­რია, ხე­ებს სი­ცო­ცხლეს ვუ­ნარ­ჩუ­ნებთ, რომ მეტი ჟანგბა­დით მოგ­ვა­მა­რა­გონ.

მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ყო­ველ დღე, კვი­რის გარ­და, 10:00 - სა­ა­თი­დან 18:00 - სა­ა­თამ­დე.

მი­სა­მარ­თე­ბი:

თბი­ლი­სი: წე­რეთ­ლის 116, დი­დუ­ბე პლა­ზის ეზო;

ქუ­თა­ი­სი: ავე­ჯის კომ­ბი­ნა­ტი სულ­ხან-სა­ბას 2/ გუ­გუ­ნა­ვას;

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის ეწ­ვი­ეთ სა­იტს: http://www.makuliteratura.ge/

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ნაკლები მოიჭრას და ბევრი დაირგოს.

zura
1
ღადაობთ არა? 300 წლის მერე ქვა ქვაზე არ დარჩენილა რაში მადარდებს მაგდენხანს მაინც არ ვიცოცხლებ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?

300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?

ზუსტი მონაცემების შეგროვება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქაღალდის დასამზადებლად, ყოველწლიურად დაახლოებით, 3 მილიარდიდან 6 მილიარდამდე ხე იჭრება, დღიურად კი დაახლოებით - 42, 000, 000.

ერთი ხისგან მზადდება დაახლოებით, 8,333.3 ფურცელი, რომელიც თუ გადამუშავებას არ ექვემდებარება, გარემოს დამაბინძურებლად იქცევა. დღეს, მწარმოებელთა უმეტესობა ცდილობს, მაქსიმალურად დაზოგოს ბუნებრივი რესურსები და ნაკლები ზიანი მიაყენოს ეკოსისტემას, შესაბამისად, აქცენტი გადამუშავებად მასალებზეა გადატანილი. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, გარემოზე მოფრთხილება თითოეულმა ჩვენგანმა დავიწყოთ.

კვლევების თანახმად, დედამიწაზე დარგული ხეების რაოდენობა გაჩეხილის რაოდენობას ვერ აბალანსებს, ამიტომ ტყეების მასივების შემცირება შეუქცევად პროცესად იქცა. ალბათ, გახსოვთ ცოტა ხნის წინ ციმბირისა და ამაზონის ტყეების ხანძრები. მკვლევართა ნაწილი განმარტავდა, რომ აღნიშნული მასშტაბური ხანძრები სწორედ ტყის მრავალწლიანი ჩეხვის შედეგი იყო.

აქვე, ერთი საინტერესო კვლევის შესახებ უნდა გითხრათ: იელის უნივერსიტეტის მკვლევარის დოქტორ თომას ქროუთერის ინფორმაციით, თუ ტყეების ჩეხვა ახლანდელი ტემპით გაგრძელდა, 300 წელიწადში დედამიწაზე ისინი სრულად განადგურდება.

როგორ შეიძლება შევაჩეროთ ტყეების გაუჩინარების პროცესი?

უპირველესად, გამოსავალი მათი დარგვაა. გაჩეხილი ხის ადგილას ახალი სიცოცხლე უნდა აღმოცენდეს, რომ ეკოსისტემა არსებული სახით მაინც შევინარჩუნოთ.

თუ გვსურს, ამისთვის მეტი გავაკეთოთ, მაკულატურის არა ნაგვის ყუთში გადაყრა, არამედ მათი სწორ ადრესატამდე მიტანა უნდა ვისწავლოთ. გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტმა „მაკულიტერატურამ“ 2012 წლიდან დღემდე 150 000-ზე მეტი ხე გადაარჩინა გაჩეხვას, ამაში კი იმ თითოეული ადამიანის წვლილია შეტანილი, რომელმაც მაკულატურა პროექტს მიაწოდა და არ გადაყარა.

პროექტი საზოგადოებას, საშუალებას აძლევს, გადაცვალოს გამოუსადეგარი მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში, გაამდიდროს საკუთარი ბიბლიოთეკა და წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.

"დაარსებიდან დღემდე, ჩვენ მივიღეთ და გადავამუშავეთ 8823 ტონა მაკულატურა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, თქვენი დახმარებით გადავარჩინეთ 150 000 - ზე მეტი ხე. ყოველი 1კგ მოტანილი მაკულატურით, თქვენ წვლილი შეგაქვთ უმნიშვნელოვანეს საქმეში, მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას," - განმარტავს პროექტის მარკეტინგის სპეციალისტი ანასტასია ჯოჯუა.

პროექტი დღემდე გრძელდება. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, „მაკულიტერატურას“ მიაწოდოს მაკულატურა და მიიღოს ახალი წიგნები. ამ პროცესში წლებია, აქტიურად ერთვებიან სკოლები, კომპანიები, თუ კერძო პირები. „მაკულიტერატურა“ მათთვის სპეციალურ კონკურსებსაც აწყობს, რათა გაზარდოს წიგნებზე ხელმისაწვდომობა და გარემოზე ზრუნვის კულტურა კიდევ უფრო აამაღლოს.

ქაღალდის გადამუშავების უპირატესობაა ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვა. ქაღალდის გადამუშავება ამცირებს „სათბურის ეფექტს“, რაც დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. გადამუშავებული ქაღალდი ისეთივე ხარისხიანი მასალაა, როგორც მისი პირველწყარო და რაც მთავარია, ხეებს სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ, რომ მეტი ჟანგბადით მოგვამარაგონ.

მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00 - საათიდან 18:00 - საათამდე.

მისამართები:

თბილისი: წერეთლის 116, დიდუბე პლაზის ეზო;

ქუთაისი: ავეჯის კომბინატი სულხან-საბას 2/ გუგუნავას;

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: http://www.makuliteratura.ge/