პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ყვე­ლას და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 40 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, რო­მელ­თა­გან ერთს მძი­მე პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„8 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან ერთი არის ბოლ­ნი­სის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი, 2 არის მარ­ნე­უ­ლის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან კონ­ტაქ­ტი, 2 გახ­ლავთ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა არ ვიცი. 3 არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ვერ გე­ტყვით იმი­ტომ, რომ არ­ცერ­თი ჩვენს ცენ­ტრში არ მო­თავ­სე­ბუ­ლა.

ჩვენ ისევ ძვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გვყავს, ამ ეტაპ­ზე ჩვენს ცენ­ტრს ყავს 40 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია. კვლავ გვყავს ერთი მძი­მე პნევ­მო­ნი­ით პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ სტა­ბი­ლუ­რია. უკვე მე­ო­რე დღეა პროგ­რე­სი­რე­ბა აღარ შე­იმ­ჩნე­ვა და ალ­ბათ, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა მალე. და­ნარ­ჩე­ნი შემ­თხვე­ვე­ბი სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის არის," - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთს მძიმე პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევებია, თუმცა ქვეყანა არ ვიცი. 3 არის სამედიცინო პერსონალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არცერთი ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა.

ჩვენ ისევ ძველი პაციენტები გვყავს, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრს ყავს 40 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა უცვლელია. კვლავ გვყავს ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. უკვე მეორე დღეა პროგრესირება აღარ შეიმჩნევა და ალბათ, გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყება მალე. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არის," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს პატიმრობა შეეფარდა

"ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"3 თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა" - რას ამბობენ ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულ მედპერსონალზე