მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს
"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს

"ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა იყო, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი „მას­ტერ­შე­ფის“ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, დღეს კი ჩემს ოც­ნე­ბებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა მი­წევს“ - ასე და­ემ­შვი­დო­ბა პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს "მას­ტერ­შე­ფის“ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კონ­კურ­სან­ტი ლიკა ესა­ი­აშ­ვი­ლი. იგი პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვინც ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას გა­მო­ე­თი­შა.

„მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რიმ ლი­კა­სა და პა­ა­ტას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი პა­ა­ტას სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თა. რა შეც­დო­მა და­უშ­ვა ლი­კამ და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში თუ ფიქ­რობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და სწო­რედ ეს კერ­ძი გამ­ხდა­რი­ყო სა­ბე­დის­წე­რო?

- კერ­ძის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მივ­ხვდი, რომ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლის დრო აღარ იყო, ამი­ტომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი.

- შენი აზ­რით სად და­უშ­ვი (ან თუ და­უშ­ვი) შეც­დო­მა? თა­ვად თუ იყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი შენი კერ­ძით?

- ჩემი კერ­ძით კმა­ყო­ფი­ლი არ ვი­ყა­ვი. სერ­ვი­რე­ბის გარ­და ჩემი კერ­ძის პრობ­ლე­მა იყო ის, რომ კერძს აკ­ლდა ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც გა­მო­ხა­ტავ­და ჩემს თავს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დად ბე­ბი­ის კერ­ძი ჩან­და, ვიდ­რე მე.

ჟი­უ­რის სა­მი­ვე წევ­რი თა­ვის საქ­მე­ში ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რია და თუ ჩათ­ვა­ლეს, რომ ჩემ­სა და პა­ა­ტას შო­რის მე ვიმ­სა­ხუ­რებ­დი პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას, ალ­ბათ ასეც იყო სა­ჭი­რო.

- მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლი ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოს უწო­დებს. იცო­დი, რომ ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გყავ­და?

- არ ვე­ლო­დი, რომ ასეთ მოკ­ლე დრო­ში ასეთ სიყ­ვა­რულს და მხარ­და­ჭე­რას და­ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, ძა­ლი­ან დიდი სით­ბო ვიგ­რძე­ნი მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან და მინ­და ამის­თვის ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას.

- ვის გულ­შე­მატ­კივ­რობ და შენი აზ­რით, ვის აქვს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი?

- საკ­მა­ოდ დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია ლი­დე­რის გა­მორ­ჩე­ვა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ქე­თოს და­ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

- რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- ჩემი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად განვვი­თარ­დე ამ კუ­თხით, მეტი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო. მარ­თა­ლია, ამ ეტაპ­ზე და­მაკ­ლდა გა­მოც­დი­ლე­ბა და მარ­ცხი მო­მი­ვი­და, თუმ­ცა ამით ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, ჯერ წინ მაქვს ყვე­ლა­ფე­რი!

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
0

მე მომეწონა, ნამდვილად ეტყობოდა კერძს ბებია :) რატომ ამოიჩემა ეგ გოგო იმ პუტკუნა წამყვანა ვერ გავიგე, თავიდანვე რაღაცნაირად შეხედა, არაუშავს წარმატებები, ეგრე ნიკოლაი ბასკოვსაც უთხრეს სმენა არ გაქვსო და კაცი საოპერო არიებს ასრულებს, ასე რომ წარმატებები!

irina
0

ლიკა, წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს

"პრობლემა იყო ის, რომ ბებიის კერძი უფრო ჩანდა, ვიდრე მე" - რა შეცდომა დაუჯდა შოუს დატოვების ფასად "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილეს

"ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომ ვყოფილიყავი „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა გამარჯვებული, დღეს კი ჩემს ოცნებებთან დამშვიდობება მიწევს“ - ასე დაემშვიდობა პროექტის მონაწილეებსა და ჟიურის წევრებს "მასტერშეფის“ ყველაზე პატარა კონკურსანტი ლიკა ესაიაშვილი. იგი პირველი აღმოჩნდა, ვინც ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

„მასტერშეფის“ ჟიურიმ ლიკასა და პაატას შორის არჩევანი პაატას სასარგებლოდ გააკეთა. რა შეცდომა დაუშვა ლიკამ და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- მომზადების პროცესში თუ ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა სწორედ ეს კერძი გამხდარიყო საბედისწერო?

- კერძის მომზადების პროცესში მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლის დრო აღარ იყო, ამიტომ ვნერვიულობდი, რომ შეიძლებოდა მე დამეტოვებინა პროექტი.

- შენი აზრით სად დაუშვი (ან თუ დაუშვი) შეცდომა? თავად თუ იყავი კმაყოფილი შენი კერძით?

- ჩემი კერძით კმაყოფილი არ ვიყავი. სერვირების გარდა ჩემი კერძის პრობლემა იყო ის, რომ კერძს აკლდა ცვლილებები, რაც გამოხატავდა ჩემს თავს, ამ შემთხვევაში ძირითადად ბებიის კერძი ჩანდა, ვიდრე მე.

ჟიურის სამივე წევრი თავის საქმეში ძალიან კომპეტენტურია და თუ ჩათვალეს, რომ ჩემსა და პაატას შორის მე ვიმსახურებდი პროექტის დატოვებას, ალბათ ასეც იყო საჭირო.

- მაყურებლის ნაწილი ჟიურის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. იცოდი, რომ ამდენი გულშემატკივარი გყავდა?

- არ ველოდი, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთ სიყვარულს და მხარდაჭერას დავიმსახურებდი, ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი მაყურებლის მხრიდან და მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას.

- ვის გულშემატკივრობ და შენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების შანსი?

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ამ ეტაპზე რთულია ლიდერის გამორჩევა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროექტში გამარჯვება ყველაზე მეტად ქეთოს დაეხმარება პროფესიული კუთხით განვითარებაში.

- რა გეგმები გაქვს?

- ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტად განვვითარდე ამ კუთხით, მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო. მართალია, ამ ეტაპზე დამაკლდა გამოცდილება და მარცხი მომივიდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, ჯერ წინ მაქვს ყველაფერი!

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

იაპონიაში, ქართული კერძი შქმერული, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოდ დასახელდა

56 წლის ქალი, რომლის იდეალური ფორმებიც გაოცებას იწვევს - სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები