სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე... იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ სამკურნალოდ" - რა მდგომარეობაშია ნიკუშა ჭიჭიკოშვილი ინსულტის გადატანის შემდეგ
"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე... იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ სამკურნალოდ" - რა მდგომარეობაშია ნიკუშა ჭიჭიკოშვილი ინსულტის გადატანის შემდეგ

ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი 2017 წელს გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. პა­ტა­რა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭის სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სის გა­მო­საშ­ვებ ზე­იმ­ზე იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, ნი­კუ­შა ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად იქცა - "მას ქარ­თვე­ლი ლუი ან­დერ­სო­ნიც" შე­არ­ქვეს.

მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­ჭუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და. ბავ­შვს თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა ჯერ კი­დევ მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­უდ­გი­ნეს. მერე იყო ურ­თუ­ლე­სი გზა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. წლე­ბის წინ ერთი თირკმე­ლი ბე­ბი­ამ, დე­დის დე­დამ, გა­და­უ­ნერ­გა ნი­კუ­შას.

ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ერ­თხელ მოხ­ვდა, რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი, 10 წლის ნი­კუ­შას ინ­სულ­ტი გა­ნუ­ვი­თარ­და და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში აპა­ტარ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი.

თით­ქმის ერთი თვეა, ნი­კუ­შა ჭი­ჭი­კოშ­ვი­ლი სახ­ლში დაბ­რუნ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზეც რთუ­ლია, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის მთა­ვა­რია, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი გა­და­არ­ჩი­ნეს.

AMBEBI.GE ნი­კუ­შას მა­მას, ზუ­რაბ ჭი­ჭი­კოშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი ჰკი­თხა.

- ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ასე­თი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის და პა­ტი­ვის­ცე­მის­თვის! ამ ეტაპ­ზე რა პრობ­ლე­მაც არის, ვუ­ძღვე­ბით ამას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ გვაქვს. ნი­კუ­შას არა უშავს, სახ­ლში უკე­თე­სად გრძნობს თავს.

ნი­კუ­შა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კი­დან ივ­ნის­ში გა­მო­წე­რეს

- პან­დე­მია ხომ არ გიშ­ლით ხელს, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნოთ სამ­კურ­ნა­ლოდ?

- ნი­კუ­შას სტა­ბი­ლუ­რად სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს მარ­ცხე­ნა მხა­რეს კი­დუ­რე­ბი. ახლა ფრე­ნე­ბი არ არის, მისი მოძ­რა­ო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, ვარ­კვევთ უცხო­ეთ­ში სად შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი, სა­დაც ნი­კუ­შას მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ, იქ­ნებ წა­ვიყ­ვა­ნოთ და ვუმ­კურ­ნა­ლოთ...

ამ ეტაპ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვე­ნა სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრო რო­დის რა დას­ჭირ­დე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ასე­თი ყუ­რა­დღე­ბის­თვის და ნი­კუ­შას მო­კი­თხვის­თვის!

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცუცქირიძე თეა
1

გამარჯობათ..იქნებ ანგარიში გამოაქვეყნოთ და შევძლოთ ერთად ყველამ დახმარება❤

ნინო
0

როგორ მიყვარს და ვგულშემატკივრობ ამ ბავშვს. უფლის შეწევნით გამოჯანმრთელდება!!!

ავტორი:

"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე... იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ სამკურნალოდ" - რა მდგომარეობაშია ნიკუშა ჭიჭიკოშვილი ინსულტის გადატანის შემდეგ

"პარალიზებული აქვს მარცხენა მხარე... იქნებ უცხოეთში წავიყვანოთ სამკურნალოდ" - რა მდგომარეობაშია ნიკუშა ჭიჭიკოშვილი ინსულტის გადატანის შემდეგ

ნიკუშა ჭიჭიკოშვილი 2017 წელს გაიცნო საზოგადოებამ. პატარა, საყვარელი ბიჭის სახალისო ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე იყო გადაღებული, ნიკუშა ინტერნეტვარსკვლავად იქცა - "მას ქართველი ლუი ანდერსონიც" შეარქვეს.

მალე ცნობილი გახდა, რომ ბიჭუნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებდა. ბავშვს თირკმელების დაავადება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინეს. მერე იყო ურთულესი გზა სიცოცხლის გადასარჩენად. წლების წინ ერთი თირკმელი ბებიამ, დედის დედამ, გადაუნერგა ნიკუშას.

ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, ის საავადმყოფოში არაერთხელ მოხვდა, რამდენიმე თვის წინ კი, 10 წლის ნიკუშას ინსულტი განუვითარდა და თვეების განმავლობაში ინგოროყვას კლინიკაში აპატარზე იყო შეერთებული.

თითქმის ერთი თვეა, ნიკუშა ჭიჭიკოშვილი სახლში დაბრუნდა. მდგომარეობა ამ ეტაპზეც რთულია, მაგრამ ოჯახისთვის მთავარია, რომ შვილი ცოცხალი გადაარჩინეს.

AMBEBI.GE ნიკუშას მამას, ზურაბ ჭიჭიკოშვილს დაუკავშირდა და ბავშვის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჰკითხა.

- ძალიან დიდი მადლობა ყველას ასეთი გულშემატკივრობისთვის და პატივისცემისთვის! ამ ეტაპზე რა პრობლემაც არის, ვუძღვებით ამას და საზოგადოებისგან ფინანსური დახმარების საჭიროება არ გვაქვს. ნიკუშას არა უშავს, სახლში უკეთესად გრძნობს თავს.

ნიკუშა ინგოროყვას კლინიკიდან ივნისში გამოწერეს

- პანდემია ხომ არ გიშლით ხელს, რომ სხვა ქვეყანაში გადაიყვანოთ სამკურნალოდ?

- ნიკუშას სტაბილურად სჭირდება რეაბილიტაცია. პარალიზებული აქვს მარცხენა მხარეს კიდურები. ახლა ფრენები არ არის, მისი მოძრაობაც არ შეიძლება, თუმცა, ვარკვევთ უცხოეთში სად შეიძლება იყოს ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ნიკუშას მიღებას შეძლებენ, იქნებ წავიყვანოთ და ვუმკურნალოთ...

ამ ეტაპზე საავადმყოფოში დაწვენა საჭირო არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რთულია, წინასწარ განსაზღვრო როდის რა დასჭირდება. დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვის და ნიკუშას მოკითხვისთვის!

ვის მოუწევს საქართველოში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯებით

5 ქვეყანა, რომელთაც საქართველო საზღვრებს უხსნის - მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო

პატარების პრობლემა ზაფხულში - სტკივა თუ არა ბავშვს ნასიცხი და როგორ ვებრძოლოთ მას?