პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა
მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ცხად­და და პან­დე­მი­ი­დან თით­ქმის სამი თვის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში სულ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლია დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც COVID-19-ის შემ­თხვე­ვა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის.

ეს მა­შინ, როცა გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 7 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, გარ­დაც­ვლი­ლია 406 222 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი 3,4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი.

ვნა­ხოთ მსოფ­ლი­ოს ის 12 ად­გი­ლი, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა:

  • კი­რი­ბა­ტი
  • მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი
  • მიკ­რო­ნე­ზია
  • ნა­უ­რუ
  • ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა
  • პა­ლაუ
  • სა­მოა
  • სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი
  • ტონ­გა
  • თურ­ქმე­ნე­თი
  • ტუ­ვა­ლუ
  • ვა­ნუ­ა­ტუ

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის არ­სე­ბო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად მა­ლა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და თურ­ქმე­ნე­თი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ბევ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა, სა­გან­გა­შოც კი იყოს. "ასი პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი", - ამ­ბობს სამ­ხრეთ კო­რე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი, ნამ სუნგ ვუკი.

ჩი­ნე­თის ელჩი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იტან­ჯე­ბი­ან ამ და­ა­ვა­დე­ბით მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში არც ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის.

იგი­ვეს ამ­ბო­ბენ თურ­ქმე­ნეთ­ზეც. "ჯა­დაც­ვის სტა­ტის­ტი­კა თურ­ქმე­ნე­თი­დან არა­სან­დოა. გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ HIV ინ­ფი­ცი­რე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ ჰქონ­დათ, რაც არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ლონ­დო­ნის ჰი­გი­ე­ნი­სა და ტრო­პი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი, მარ­ტინ მა­კკი.

BBC-ის ცნო­ბით, თურ­ქმე­ნეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას აში­ნებს ვირუს­ზე ლა­პა­რა­კი და იმის თქმა, რომ შე­საძ­ლოა საქ­მე COVID-19-თან ჰქონ­დეთ.

ამ დრო­ის­თვის COVID-19 მსოფ­ლი­ოს 213 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გაჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც შე­დეგ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და.

ამ დრო­ის­თვის ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი, რო­მელ­საც ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა და სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტია, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, იტა­ლია, პერუ, გერ­მა­ნია და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
10

ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი სავსეა ინფიცირებულებით!

rasa
52

მახსოვს პატრიარქმა რომ თქვა - საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრილობა იცავს კორონავირუსის გამოვლენისგანო . ეტყობა ეს 12 ქვეყანაა სინამდვილეში ღვთისმშობლის წილხვედრი <3 გფარავდეთ ესაია წინასწარმეტყუელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა

მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც კორონავირუსის პანდემიიდან 3 თვის შემდეგ ვირუსი ოფიციალურად არ გამოვლენილა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოცხადდა და პანდემიიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია დარჩენილი, სადაც COVID-19-ის შემთხვევა ოფიციალურად გამოვლენილი არ არის.

ეს მაშინ, როცა გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 406 222 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული 3,4 მილიონი ადამიანი.

ვნახოთ მსოფლიოს ის 12 ადგილი, სადაც ოფიციალურად კორონავირუსი არ გამოვლენილა:

  • კირიბატი
  • მარშალის კუნძულები
  • მიკრონეზია
  • ნაურუ
  • ჩრდილოეთ კორეა
  • პალაუ
  • სამოა
  • სოლომონის კუნძულები
  • ტონგა
  • თურქმენეთი
  • ტუვალუ
  • ვანუატუ

აღსანიშნავია, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის არსებობას შეგნებულად მალავენ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი.

საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბევრი ინფიცირებულია და მდგომარეობა, შესაძლოა, საგანგაშოც კი იყოს. "ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არიან ინფიცირებული პაციენტები", - ამბობს სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი, ნამ სუნგ ვუკი.

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები იტანჯებიან ამ დაავადებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არც ერთი ინფიცირებული არ არის.

იგივეს ამბობენ თურქმენეთზეც. "ჯადაცვის სტატისტიკა თურქმენეთიდან არასანდოა. გასული ათწლეულის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ HIV ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ჰქონდათ, რაც არადამაჯერებელია“, - ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი, მარტინ მაკკი.

BBC-ის ცნობით, თურქმენეთში საზოგადოებას აშინებს ვირუსზე ლაპარაკი და იმის თქმა, რომ შესაძლოა საქმე COVID-19-თან ჰქონდეთ.

ამ დროისთვის COVID-19 მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, საიდანაც შედეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ამ დროისთვის ქვეყნების პირველი ათეული, რომელსაც ვირუსმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა და სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია, ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, პერუ, გერმანია და ირანი.

ქართველებს მღრღნელებს ეძახდა და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევებას ითხოვდა  - ნავალნის პოლიტიკური პორტრეტი და საქართველოსადმი დამოკიდებულება

დონალდ ტრამპის ვაჟი, რომელიც ტრამპზე უფრო ტრამპია - "ის მამის ახალგაზრდობის უფრო მჟავე ვერსიაა"

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა