პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი
დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კახი კავ­სა­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია, - მსა­ხი­ობს 85 წელი შე­უს­რულ­და. მსა­ხი­ობს იუ­ბი­ლეს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ულო­ცავს:

"უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით ვუ­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს დიდ არ­ტისტს და დიდ კაცს - კახი კავ­სა­ძეს. მად­ლო­ბა იმ სით­ბო­სა და სი­კე­თის­თვის, რო­მელ­საც მისი თი­თო­ე­უ­ლი გა­მო­ჩე­ნა გვა­ნი­ჭებს ქარ­თვე­ლებს, იმე­დი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გვავ­სებს. კახი კავ­სა­ძის მიერ უნი­კა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბი­თა და სა­ო­ცა­რი გულ­წრფე­ლო­ბით შექ­მნი­ლი სა­ხე­ე­ბი კი­ნო­სა და თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­გან­ძურ­ში კუთ­ვნილ და გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს იკა­ვებს. ბა­ტო­ნი კახი ყვე­ლა ღირ­სე­ბით შემ­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია - კაც­თმოყ­ვა­რე და სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე, უღა­ლა­ტო მე­გო­ბა­რი და უბ­რა­ლოდ, ერ­თგუ­ლი კაცი. კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის საყ­ვა­რელ მე­გო­ბარს, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ანს - კახი კავ­სა­ძეს. ვუ­სურ­ვებ ჩვე­ულ მხნე­ო­ბას, შე­მარ­თე­ბას და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ-გან­ცხა­დე­ბა­ში".

AMBEBI.GE ულო­ცავს დი­დე­ბულ მსა­ხი­ობს იუ­ბი­ლეს და გვინ­და, ჩვე­ნი სა­არ­ქი­ვო სტა­ტია - "კახი კავ­სა­ძის უნი­კა­ლუ­რი პი­რა­დი ფო­ტო­არ­ქი­ვი და რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის რე­ა­ლი­ე­ბი" შე­გახ­სე­ნოთ, ვი­ნა­ი­დან ის ბა­ტო­ნი კა­ხის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას კარ­გად ასა­ხავს.

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
63

ბატონო კახი! დედას გაფიცებთ, არ გაგიტყდათ?

თბილისელი
606

ბიძინა გაიხარე, დიდო ქართველო !

 

ავტორი:

დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი

დღეს კახი კავსაძე 85 წლის გახდა - როგორ ულოცავს იუბილარ მსახიობს ბიძინა ივანიშვილი

ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე დღეს იუბილარია, - მსახიობს 85 წელი შეუსრულდა. მსახიობს იუბილეს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ულოცავს:

"უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს - კახი კავსაძეს. მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს. ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია - კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ, ერთგული კაცი. კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს - კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს", - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქ-განცხადებაში".

AMBEBI.GE ულოცავს დიდებულ მსახიობს იუბილეს და გვინდა, ჩვენი საარქივო სტატია - "კახი კავსაძის უნიკალური პირადი ფოტოარქივი და რთული ცხოვრების რეალიები" შეგახსენოთ, ვინაიდან ის ბატონი კახის განვლილ ცხოვრებას კარგად ასახავს.

ასევე ნახეთ:

მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია