საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით
რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა შემ­ცირ­და ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს.

მიმ­დი­ნა­რე წლის სამი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით (თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი, აპ­რი­ლი) რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ოდე­ნო­ბა 14 551-ს შე­ად­გენს. ამას თუ 2019 წლის იმა­ვე პე­რი­ოდს შე­ვა­და­რებთ, მო­ნა­ცე­მე­ბი მცი­რე­დით შემ­ცი­რე­ბუ­ლია - გა­სულ წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ოდე­ნო­ბამ 17 720 შე­ად­გი­ნა.

თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის რი­ცხვი მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია.

  • გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში (108-ე და 109-ე მუხ­ლე­ბი)

2020 წლის იან­ვრი­დან აპ­რი­ლის ჩათ­ვლით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 40 ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის 24 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

  • თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა (115-ე მუხ­ლი)

2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის 88 და­ნა­შა­უ­ლი აღი­რი­ცხა, გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კი ასე­თი სულ 819 ფაქ­ტი მოხ­და.

  • ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა (117-ე მუხ­ლი)

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-აპ­რილ­ში ასე­თი 74 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო 2019 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში - 61.

  • ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა (126 პრი­მა მუხ­ლი)

2020 წლის სამი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის 1 735 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო 2019 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის 1981 შემ­თხვე­ვა იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

2020 წელს თე­ბერ­ვა­ლი-აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, შემ­ცი­რე­ბუ­ლია ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. მიმ­დი­ნა­რე წლის სამ თვე­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის 702 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, მა­შინ როცა 2019 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ფიქ­სირ­და 1206 შემ­თხვე­ვა.

  • სატ­რან­სპორ­ტო და­ნა­შა­უ­ლი

2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში 1117 სატ­რან­სპორ­ტო და­ნა­შა­უ­ლი (ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა) და­ფიქ­სირ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 68 ადა­მი­ა­ნი. 2019 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში 1313 ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი აღი­რი­ცხა, რო­მელ­საც 119 პი­რის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

  • კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი

წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. პან­დე­მი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ჩანს, „ჰა­კე­რე­ბიც“ გა­აქ­ტი­ურ­დნენ, რად­გან 2020 წლის პირ­ველ ოთხ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 835 კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი და­ფიქ­სირ­და, მა­შინ როცა გა­სუ­ლი წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში - 670 ასე­თი ფაქ­ტი მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით

რომელი დანაშაულები გაიზარდა და შემცირდა საქართველოში პანდემიის პერიოდში წინა წელთან შედარებით

პანდემიის პერიოდში საქართველოში კომპიუტერული დანაშაული გაიზარდა, თუმცა შემცირდა ნარკოდანაშაული და ოჯახში ძალადობის შემთხვევები.

AMBEBI.GE გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზს.

მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით (თებერვალი, მარტი, აპრილი) რეგისტრირებული დანაშაულების ოდენობა 14 551-ს შეადგენს. ამას თუ 2019 წლის იმავე პერიოდს შევადარებთ, მონაცემები მცირედით შემცირებულია - გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულების ოდენობამ 17 720 შეადგინა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი სახის დანაშაულის რიცხვი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

  • განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (108-ე და 109-ე მუხლები)

2020 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით განზრახ მკვლელობის 40 ფაქტია დაფიქსირებული, გასული წლის იმავე პერიოდში კი გაცილებით ნაკლები, განზრახ მკვლელობის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • თვითმკვლელობამდე მიყვანა (115-ე მუხლი)

2020 წლის პირველ კვარტალში თვითმკვლელობამდე მიყვანის 88 დანაშაული აღირიცხა, გასული წლის იმავე პერიოდში კი ასეთი სულ 819 ფაქტი მოხდა.

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლი)

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ასეთი 74 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში - 61.

  • ოჯახში ძალადობა (126 პრიმა მუხლი)

2020 წლის სამი თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 1 735 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდში ოჯახში ძალადობის 1981 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

2020 წელს თებერვალი-აპრილის მონაცემებით, შემცირებულია ნარკოდანაშაულის მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის სამ თვეში ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების 702 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2019 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირდა 1206 შემთხვევა.

  • სატრანსპორტო დანაშაული

2020 წლის პირველ კვარტალში 1117 სატრანსპორტო დანაშაული (ავტოსაგზაო შემთხვევა) დაფიქსირდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი. 2019 წლის პირველ კვარტალში 1313 ასეთი დანაშაული აღირიცხა, რომელსაც 119 პირის სიცოცხლე შეეწირა.

  • კომპიუტერული დანაშაული

წინა წელთან შედარებით, გაზრდილია კომპიუტერული დანაშაული. პანდემიის გააქტიურების პერიოდში, როგორც ჩანს, „ჰაკერებიც“ გააქტიურდნენ, რადგან 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 835 კომპიუტერული დანაშაული დაფიქსირდა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში - 670 ასეთი ფაქტი მოხდა.

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს

სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ათავისუფლებენ - მიხეილ კალანდიას ბიძა

ბაგებში სროლისას ორი ადამიანი დაშავდა - რას ამბობენ შსს-ში