მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე
"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე

ია­კო­ბი არის ერთ-ერთი მა­ხინ­ჯი ფორ­მა ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა შო­რის. რომ სვამს, ეს ყვე­ლამ იცის. თურ­მე მღვდელმთა­ვა­რიც რომ შე­იძ­ლე­ბა ლო­თობ­დეს და სმით იქა­და­გოს, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა,- ამის შე­სა­ხებ მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ან­დრია სა­რი­ამ მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რა­საც მე­უ­ფე ია­კო­ბი სიმ­თვრა­ლე­ში აჟ­ღე­რებს, სი­მა­ხინ­ჯეა, პრობ­ლე­მა ესაა და არა ის, და­ა­ყე­ნე­ბენ თუ არა სი­ნოდ­ზე მისი და მე­უ­ფე პეტ­რეს განკვე­თის სა­კითხს.

„მოვ­ლე­ნე­ბი, რაც ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა, სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და სუს-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრა­ლია. უკვე და­მა­ლუ­ლი და და­ფა­რუ­ლი არ არის, რომ მე­უ­ფე ია­კო­ბი, რო­მე­ლიც ახ­მო­ვა­ნებს სუს-ის მე­სი­ჯებს, არც მა­ლავს, რომ მას აქვს კომ­პრო­მა­ტე­ბი თვით სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებ­ზე და გარ­კვე­ულ სა­ეკ­ლე­სიო წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, რომ სა­პატ­რი­არ­ქო მას ვე­რა­ფერს უზამს. ვინ უნდა დას­ვას მას­ზე სა­კი­თხი და ვინ გა­ბე­დავს. რო­დე­საც მღვდელმთა­ვა­რი ასეთ ტო­ნა­ლო­ბა­ში სა­უბ­რობს, ეს უკვე არის დარ­ღვე­ვა. სა­ეკ­ლე­სიო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე ეკ­ლე­სია და­ირ­ღვე­ვა, და­იშ­ლე­ბა. ია­კო­ბი არის ერთ-ერთი მა­ხინ­ჯი ფორ­მა ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა შო­რის, რო­მე­ლიც ცხა­დად ჩანს და მისი მი­მართ არა­ნა­ი­რი სან­ქცია არ და­წე­სე­ბუ­ლა. ის, რომ სვამს, ეს ყვე­ლამ იცის და არა­ფე­რი არაა, თურ­მე მღვდელმთა­ვა­რიც რომ შე­იძ­ლე­ბა ლო­თო­ბეს და სმით იქა­და­გოს, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. მაგ­რამ, ის, რა­საც ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აჟ­ღე­რებს, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სი­მა­ხინ­ჯე. ესაა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა და არა ის, სი­ნოდ­ზე ჩემს ან მე­უ­ფე პეტ­რეს სა­კითხს დას­ვა­მენ თუ - არა. სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და­ი­ღა­ლა, აღარ სურს, მე­უ­ფე ია­კო­ბის ამ სი­გი­ჟის მოს­მე­ნა, ესაა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა“,- გა­ნა­ცხა­და მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა, ან­დრია სა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
16

მერე, რატომ აჩერებთ მაგისთანებს თქვენს გვერდით, მთელ ეკლესიას უკვე გაუტყდა სახელი და ახლა ეს ბოდიშები ვეღარ გიშველით. საშოვარზე გადაგებული ხროვაა ეკლესიებს დაპატრონებული და მეორე დავით აღმაშენებელი კიდევ არა ჩანს, რომ რუის-ურბნისი ჩაგიტაროთ.

Malleus Maleficarum
11

ჰო და ისევ ჰოო. იესომ ვაჭრები დაარბია, ვაჭრებმა კი ანაფორები ჩაიცვეს.

ავტორი:

"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე

"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე

იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის. რომ სვამს, ეს ყველამ იცის. თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობდეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,- ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რასაც მეუფე იაკობი სიმთვრალეში აჟღერებს, სიმახინჯეა, პრობლემა ესაა და არა ის, დააყენებენ თუ არა სინოდზე მისი და მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხს.

„მოვლენები, რაც ეკლესიის გარშემო ვითარდება, საპატრიარქოს წარმომადგენლების და სუს-თან თანამშრომლობის ბრალია. უკვე დამალული და დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი, რომელიც ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს, არც მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს. ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი და ვინ გაბედავს. როდესაც მღვდელმთავარი ასეთ ტონალობაში საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა. საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაირღვევა, დაიშლება. იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის, რომელიც ცხადად ჩანს და მისი მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის, რომ სვამს, ეს ყველამ იცის და არაფერი არაა, თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, სინოდზე ჩემს ან მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ - არა. საზოგადოებაც დაიღალა, აღარ სურს, მეუფე იაკობის ამ სიგიჟის მოსმენა, ესაა მთავარი პრობლემა“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა, ანდრია სარიამ.

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"თრომბოემბოლიის დროს გადარჩენის პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციაში" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილ 41 წლის ქალზე

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებასა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს