მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში
დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში

რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ კალ­ცი­უ­მი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის დროს?_ ეს კი­თხვა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბო. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის ირ­გვლივ მნიშ­ვნე­ლო­ვან რჩე­ვებს და ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვდის ექი­მი რევ­მა­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ოს­ტე­ო­პო­რო­ზის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ქ-ნი ლალი კი­ლა­სო­ნია.

_ ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლია სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მე­ტე­ბის შექ­მნის­კენ, გა­მოც­დის­კენ _ რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია კალ­ცი­უმ­ზე ლა­პა­რა­კი?

_ შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­თა­ნაც კავ­შირ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა „კალ­ცი­უ­მი“, ასე­ვე შე­დის სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ეს ოპ­ტე­ო­პო­რო­ზია _ ჩონ­ჩხის ძვლე­ბის სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც თან სდევს ძვლის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა "ცოტა ძვა­ლი", და და­ბალ­ტრავ­მუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კი. ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ 5 ელე­მენტს შო­რის „კალ­ცი­უ­მი“ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში 1-1,2 კგ კალ­ცი­უ­მია, რომ­ლის 99% ძველბ­შია, 1% კი ქსო­ვი­ლო­ვან სი­თხე­ებ­ში. „კალ­ცი­უ­მი“ არა მარ­ტო ჯან­მრთე­ლი ჩონ­ჩხის ფორ­მი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, ასე­ვე იგი მო­ნა­წი­ლე­ობს ბევრ სხვა სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სებ­ში, რო­გო­რი­ცაა ნერვ-კუნ­თო­ვა­ნი გამ­ტა­რებ­ლო­ბა, კუნ­თე­ბის კუმ­შვა­დო­ბა, სის­ხლის შე­დე­დე­ბის პრო­ცე­სე­ბი, ფერ­მენ­ტე­ბი­სა და ჰორ­მო­ნე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის პრო­ცე­სი. ასე, რომ „კალ­ცი­უ­მი“ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, არის და იქ­ნე­ბა არა მარ­ტო რევ­მა­ტო­ლო­გე­ბის­თვის, არა­მედ პე­დი­ატ­რე­ბის­თვის, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბის­თვის, ნევ­რო­ლო­გე­ბის­თვის.

_ ცნო­ბი­ლია, რომ „კალ­ცი­უ­მი“ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით არის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში. შე­საძ­ლოა თუ არა სწო­რი კვე­ბით ან კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბი­ით ოს­ტე­ო­პო­რო­ზის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ან მისი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა?

_ მო­დით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კით და­ვი­წყოთ. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზი არის ძვლო­ვან სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე იმუ­ნუ­რი ან­თე­ბა, რომ­ლის პა­თო­გე­ნეზ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობს მთე­ლი კას­კა­დი იმუ­ნუ­რი მე­დი­ა­ტო­რე­ბის _ ე.წ. ცი­ტო­კი­ნე­ბის; თუმ­ცა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­წვე­ვი დღემ­დე არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე არ­სე­ბობს დიდი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რისკ ფაქ­ტო­რე­ბი­სა, რო­მელ­თა შო­რის წამ­ყვა­ნია კალ­ცი­უ­მის არა­ა­და­ეკ­ვა­ტუ­რი მოხ­მა­რე­ბა, კალ­ცი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი ორ­გა­ნიზ­მში. ასე, რომ ბავ­შვთა ასაკ­ში, პუ­ბერ­ტა­ტულ პე­რი­ოდ­ში, როცა იწყე­ბა და მომ­დი­ნა­რე­ობს ჩონ­ჩხის ფორ­მი­რე­ბა, კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა ისიც უნდა და­ვა­მა­ტოთ, რომ რო­გორც საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის, ასე­ვე კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, ახალ­გაზ­რდა ასაკ­შიც კი ხდე­ბა კალ­ცი­უ­მის მხო­ლოდ 30-40% შე­წო­ვა. კალ­ცი­უ­მის და­დე­ბი­თი ბა­ლან­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მისი შე­წო­ვის ხა­რისხზე ნაწ­ლა­ვე­ბის დის­ტა­ლურ ნა­წილ­ში, პა­რა­თჰორ­მო­ნი­სა და D ვი­ტა­მი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე. ით­ვლე­ბო­და, რომ კალ­ცი­უ­მის დღი­უ­რი ნორ­მა მო­ზარ­დებ­ში 500 მგ-ია, ხოლო მოზ­რდი­ლებ­ში 1000-1500 მგ. ეს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქრეს­ტო­მა­ტი­უ­ლი ცოდ­ნაა, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ექი­მებს, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც აქვს; ამი­ტომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ტოპ-ათე­ულ­ში კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტებს წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავთ.

_ რო­გო­რია „კალ­ცი­უ­მის“ ად­გი­ლი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში?

_ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლე­ბი­დან, მას მერე რაც ოს­ტე­ო­პო­რო­ზი კვა­ლი­ფი­ცირ­და, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა და და­ი­წყეს მისი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, „კალ­ცი­უ­მის“ აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა გა­ი­ზარ­და და აი რა­ტომ: დღემ­დე ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ბა­ზი­სურ პრე­პა­რა­ტე­ბად ით­ვლე­ბა ბის­ფო­ფო­ნა­ტე­ბი, მათ ანტი რე­ზორფცი­ულ პრე­პა­რა­ტეს უწო­დე­ბენ. მათი მი­ღე­ბის რე­ჟი­მი ინ­ტერ­მი­სი­უ­ლია, მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი სრუ­ლი­ად "უნი­კა­ლუ­რი". ისი­ნი ძვლო­ვან ქსო­ვილ­ში კალ­ცი­უ­მის ჰიდ­რო­ქ­სი აპა­ტი­ტი­დან კალ­ცი­უ­მის გა­მო­ძე­ვე­ბას "ახერ­ხე­ბენ" შე­სა­ბა­მი­სად ით­ვლე­ბო­და და ით­ვლე­ბა, რომ ამ პრე­პა­რა­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ცი­ენ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ღე­ბუ­ლობ­დნენ „კალ­ცი­უმს“.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს რევ­მა­ტო­ლო­გე­ბი, მათ შო­რის ჩვენც ვი­ყე­ნებ­დით კალ­ცი­უ­მის მა­ღა­ლი დო­ზის შემ­ცვე­ლო­ბის პრე­პა­რა­ტებს (ასე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი დი­დია), ვი­ყე­ნებ­დით ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა მას მერე, რაც 2017 წელს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ პლა­ნე­ტის ყო­ველ მე­ო­რე მა­ცხოვ­რე­ბელს D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი აქვს. გაჩ­ნდა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­სა, რომ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი „კალ­ცი­უ­მის“ შე­წო­ვა და რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, მცირ­დე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ანტი რე­ზორბცი­უ­ლი ეფექ­ტი. მსგავ­სი შე­დე­გე­ბი უკვე ჩვენც გაგ­ვაჩ­ნია, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "შიდა" კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა შეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ. ის ფაქ­ტი, რომ ოს­ტე­ო­პო­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა დიდ ნა­წილს (85-95%-ს) D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი აღე­ნიშ­ნე­ბათ ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბელს ხდის მო­ნო­თე­რა­პი­ას D ვი­ტა­მი­ნე­ბის პრე­პა­რა­ტე­ბით, ამას­თა­ნა­ვე ყუ­რა­დღე­ბა კვლავ გა­მახ­ვილ­და კალ­ცი­უ­მით მდი­დარ საკ­ვებ­სა და კალ­ცი­უ­მის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი დო­ზის შემ­ცველ პრე­პა­რა­ტებ­ზე. მხო­ლოდ D ვი­ტა­მი­ნის ნორ­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზ­მში იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას კალ­ცი­უ­მის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­წო­ვი­სა და ან­ტი­ოს­ტე­ო­პო­რო­ზუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სას.

_ იქო­ნია თუ არა ამ ფაქ­ტმა ზე­გავ­ლე­ნა კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს?

_ დიახ, სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა კალ­ცი­უ­მის ისეთ პრე­პა­რატ­თან, რო­გო­რიც არის „კალ­ცი­მე­რი­ნი“, მე­სა­მე თა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ფორ­მუ­ლის მქო­ნე პრე­პა­რა­ტი, მას­ში კალ­ცი­უ­მი წარ­მოდ­გე­ნი­ლია: კალ­ცი­უ­მის ლაქ­ტო გლუ­კო­ნა­ტი (10,50მგ) და კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტის (1046,33 მგ) კომ­ბი­ნა­ცი­ით რო­მე­ლიც გვაძ­ლევს 400 მგ იო­ნი­ზი­რე­ბულ კალ­ცი­უმს; არ შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში კუ­ჭის წვენ­თან, არ იწ­ვევს მის შე­ბოჭ­ვა­სა და სეკ­რე­ცი­ის დათ­რგუნ­ვას, შე­სა­ბა­მი­სად ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბით კუ­ჭის ნე­ბის­მი­ე­რი მჟა­ვი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ კალ­ცი­უ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნაა შეკ­რუ­ლო­ბა, „კალ­ცი­მე­რინ­ში“ კალ­ცი­უ­მის და მაგ­ნი­უ­მის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ფარ­დე­ბა ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია ამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. D 3 ვი­ტა­მი­ნის არ­სე­ბო­ბა პრე­პა­რა­ტის კომ­პლექსში არ გვიშ­ლის ხელს D ვი­ტა­მი­ნით და­მუ­კი­დე­ბე­ლი მო­ნო­თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ში, მე­ო­რეს მხრივ კი ლო­კა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის კალ­ცი­უ­მის შე­წო­ვის ხა­რისხს.

„კალ­ცი­მე­რი­ნი“, ისე­ვე რო­გორც კალ­ცი­უ­მის ყვე­ლა პრე­პა­რა­ტი მი­ი­ღე­ბა კვე­ბის პრო­ცეს­ში ან კვე­ბის შემ­დეგ აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი იდ­ნექ­სი და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­პა­რა­ტის ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს - პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­ი­ცავს კონ­სერ­ვან­ტებ­სა და ემულ­გა­ტო­რებს. რაც მის მი­ღე­ბას კი­დევ უფრო უსაფრ­თხოს ქმნის.

ასე­თია დღე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ოს­ტე­ო­პო­რო­ზის მარ­თვის დროს. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა ხვალ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში

დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში

როგორ უნდა შევარჩიოთ კალციუმი ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს?_ ეს კითხვა თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრისთვის არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. აღნიშნული თემის ირგვლივ მნიშვნელოვან რჩევებს და ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის ექიმი რევმატოლოგი, პროფესორი, საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის პრეზიდენტი, ქ-ნი ლალი კილასონია.

_ ქალბატონო ლალი, 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამეტების შექმნისკენ, გამოცდისკენ _ რამდენად აქტუალურია კალციუმზე ლაპარაკი?

_ შეგახსენებთ, რომ დაავადება, რომელთანაც კავშირში ყველაზე ხშირად მოიხსენიება „კალციუმი“, ასევე შედის სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებათა ჩამონათვალში. ეს ოპტეოპოროზია _ ჩონჩხის ძვლების სისტემური დაავადება, რომელსაც თან სდევს ძვლის რაოდენობის კლება ,,ცოტა ძვალი", და დაბალტრავმული მოტეხილობების მაღალი რისკი. ორგანიზმისთვის აუცილებელ 5 ელემენტს შორის „კალციუმი“ უმნიშვნელოვანესია. ადამიანის ორგანიზმში 1-1,2 კგ კალციუმია, რომლის 99% ძველბშია, 1% კი ქსოვილოვან სითხეებში. „კალციუმი“ არა მარტო ჯანმრთელი ჩონჩხის ფორმირებას განაპირობებს, ასევე იგი მონაწილეობს ბევრ სხვა სასიცოცხლო პროცესებში, როგორიცაა ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობა, კუნთების კუმშვადობა, სისხლის შედედების პროცესები, ფერმენტებისა და ჰორმონების აქტივაციის პროცესი. ასე, რომ „კალციუმი“ აქტუალური იყო, არის და იქნება არა მარტო რევმატოლოგებისთვის, არამედ პედიატრებისთვის, ენდოკრინოლოგებისთვის, ნევროლოგებისთვის.

_ ცნობილია, რომ „კალციუმი“ საკმარისი რაოდენობით არის საკვებ პროდუქტებში. შესაძლოა თუ არა სწორი კვებით ან კალციუმის პრეპარატების მიღებიით ოსტეოპოროზის თავიდან აცილება ან მისი პროფილაქტიკა?

_ მოდით, პროფილაქტიკით დავიწყოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოსტეოპოროზი არის ძვლოვან სისტემაში მიმდინარე იმუნური ანთება, რომლის პათოგენეზში მონაწილეობას ღებულობს მთელი კასკადი იმუნური მედიატორების _ ე.წ. ციტოკინების; თუმცა ერთი კონკრეტული გამომწვევი დღემდე არ არის გამოვლენილი.

ამასთანავე არსებობს დიდი ჩამონათვალი რისკ ფაქტორებისა, რომელთა შორის წამყვანია კალციუმის არაადაეკვატური მოხმარება, კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში. ასე, რომ ბავშვთა ასაკში, პუბერტატულ პერიოდში, როცა იწყება და მომდინარეობს ჩონჩხის ფორმირება, კალციუმით მდიდარი საკვების მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა ისიც უნდა დავამატოთ, რომ როგორც საკვები პროდუქტის, ასევე კალციუმის მიღების პროცესში, ახალგაზრდა ასაკშიც კი ხდება კალციუმის მხოლოდ 30-40% შეწოვა. კალციუმის დადებითი ბალანსი დამოკიდებულია მისი შეწოვის ხარისხზე ნაწლავების დისტალურ ნაწილში, პარათჰორმონისა და D ვიტამინის კონცენტრაციაზე. ითვლებოდა, რომ კალციუმის დღიური ნორმა მოზარდებში 500 მგ-ია, ხოლო მოზრდილებში 1000-1500 მგ. ეს, შეიძლება ითქვას, ქრესტომატიული ცოდნაა, რომელიც არა მარტო ექიმებს, არამედ მოსახლეობასაც აქვს; ამიტომ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტების ტოპ-ათეულში კალციუმის პრეპარატებს წამყვანი ადგილი უჭირავთ.

_ როგორია „კალციუმის“ ადგილი ოსტეოპოროზის მკურნალობაში?

_ გასული საუკუნის 80-იან წლებიდან, მას მერე რაც ოსტეოპოროზი კვალიფიცირდა, როგორც დამოუკიდებელი დაავადება და დაიწყეს მისი სამკურნალო პრეპარატების შემუშავება, „კალციუმის“ აქტუალურობა გაიზარდა და აი რატომ: დღემდე ოსტეოპოროზის მკურნალობაში ბაზისურ პრეპარატებად ითვლება ბისფოფონატები, მათ ანტი რეზორფციულ პრეპარატეს უწოდებენ. მათი მიღების რეჟიმი ინტერმისიულია, მოქმედების მექანიზმი სრულიად ,,უნიკალური". ისინი ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჰიდროქსი აპატიტიდან კალციუმის გამოძევებას ,,ახერხებენ" შესაბამისად ითვლებოდა და ითვლება, რომ ამ პრეპარატის პარალელურად პაციენტები აუცილებლად უნდა ღებულობდნენ „კალციუმს“.

წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს რევმატოლოგები, მათ შორის ჩვენც ვიყენებდით კალციუმის მაღალი დოზის შემცველობის პრეპარატებს (ასეთი პრეპარატების ჩამონათვალი დიდია), ვიყენებდით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა მას მერე, რაც 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ენდოკრინოლოგთა საზოგადოებამ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე D ვიტამინის დეფიციტის პანდემია გამოაცხადა. აღმოჩნდა, რომ პლანეტის ყოველ მეორე მაცხოვრებელს D ვიტამინის დეფიციტი აქვს. გაჩნდა დიდი რაოდენობა კლინიკური კვლევებისა, რომ D ვიტამინის დეფიციტის პირობებში მნიშვნელოვნად მცირდება მიღებული „კალციუმის“ შეწოვა და რაც საყურადღებოა, მცირდება გამოყენებული პრეპარატების ანტი რეზორბციული ეფექტი. მსგავსი შედეგები უკვე ჩვენც გაგვაჩნია, ჩატარებული ,,შიდა" კვლევების საფუძველზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა შეცვალა დამოკიდებულება კალციუმის პრეპარატების მიმართ. ის ფაქტი, რომ ოსტეოპოროზით დაავადებულთა დიდ ნაწილს (85-95%-ს) D ვიტამინის დეფიციტი აღენიშნებათ ოსტეოპოროზის მკურნალობაში აუცილებელს ხდის მონოთერაპიას D ვიტამინების პრეპარატებით, ამასთანავე ყურადღება კვლავ გამახვილდა კალციუმით მდიდარ საკვებსა და კალციუმის შედარებით დაბალი დოზის შემცველ პრეპარატებზე. მხოლოდ D ვიტამინის ნორმალური რაოდენობა ორგანიზმში იძლევა გარანტიას კალციუმის ადეკვატური შეწოვისა და ანტიოსტეოპოროზული პრეპარატების ეფექტურობისას.

_ იქონია თუ არა ამ ფაქტმა ზეგავლენა კალციუმის პრეპარატების გამოყენების დროს?

_ დიახ, სწორედ აქედან დაიწყო ურთიერთობა კალციუმის ისეთ პრეპარატთან, როგორიც არის „კალციმერინი“, მესამე თაობის უნიკალური ფორმულის მქონე პრეპარატი, მასში კალციუმი წარმოდგენილია: კალციუმის ლაქტო გლუკონატი (10,50მგ) და კალციუმის კარბონატის (1046,33 მგ) კომბინაციით რომელიც გვაძლევს 400 მგ იონიზირებულ კალციუმს; არ შედის რეაქციაში კუჭის წვენთან, არ იწვევს მის შებოჭვასა და სეკრეციის დათრგუნვას, შესაბამისად ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით კუჭის ნებისმიერი მჟავიანობის პირობებში.

ცნობილია, რომ კალციუმის გამოყენების დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა შეკრულობა, „კალციმერინში“ კალციუმის და მაგნიუმის რაოდენობრივი შეფარდება ძალიან ხელსაყრელია ამ მოსალოდნელი გვერდითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად. D 3 ვიტამინის არსებობა პრეპარატის კომპლექსში არ გვიშლის ხელს D ვიტამინით დამუკიდებელი მონოთერაპიის ჩატარებაში, მეორეს მხრივ კი ლოკალურად მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვის ხარისხს.

„კალციმერინი“, ისევე როგორც კალციუმის ყველა პრეპარატი მიიღება კვების პროცესში ან კვების შემდეგ აქვს უსაფრთხოების მაღალი იდნექსი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს - პრაქტიკულად არ შეიცავს კონსერვანტებსა და ემულგატორებს. რაც მის მიღებას კიდევ უფრო უსაფრთხოს ქმნის.

ასეთია დღევანდელი ტენდენციები ოსტეოპოროზის მართვის დროს. ვნახოთ რა იქნება ხვალ.

R

აჭარაში კვების ობიექტებში სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება

წვრილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა 12-18 საათში ენდოკაფსულის მეშვეობით შესაძლებელია - ინტერვიუ ექიმ-ენდოსკოპისტთან

იყიდე 1 ლარად 177 628 ლარი ! ოქროს ბურთის წარმოუდგენლად იაფი ჯეკპოტი!