Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადმოგცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას..." - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა
"გადმოგცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას..." - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი და­პყრო­ბი­ლია, უფალ­მა ინე­ბოს, რომ მო­ვეს­წროთ ჩვე­ნი ერის გამ­თლი­ა­ნე­ბას და ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, მე­უ­ფე შიომ ქაშ­ვე­თის ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რაკ­ლი­სი აღევ­ლი­ნა.

მისი თქმით, შე­იძ­ლე­ბა, გქონ­დეს გა­რეგ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ არ იცო­დე ეს და ვერ გა­მო­ი­ყე­ნო სა­თა­ნა­დოდ, იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არის ღვთის­გან მი­ცე­მუ­ლი ძა­ლი­ან დიდი ნიჭი.

“გად­მოგ­ცემთ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას, მო­ლოც­ვას, შეგ­ვე­წი­ოს მისი მად­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს.

დღეს, ჩვენ ვიხ­სე­ნებთ ჩვენს წი­ნაპ­რებს, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თავი დადო ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ვინც იღ­ვა­წა, ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც მოხ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა. ალ­ბათ, ვფიქ­რობთ, რა არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ვფიქ­რობთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბა­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ცნე­ბა­ზე, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ რომ შე­იძ­ლე­ბა, გქონ­დეს გა­რეგ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ არ იცო­დე ეს და ვერ გა­მო­ი­ყე­ნო სა­თა­ნა­დოდ, იმი­ტომ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან დიდი ნიჭი და ტა­ლან­ტი, ღვთის­გან მო­ცე­მუ­ლი.

ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლოს ადა­მი­ან­მა, მარ­ტო მყოფ­მა, სხვებ­თან ერ­თად, თუ მთლი­ა­ნად ერმა ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბა და ღმერ­თის საქ­მის აღ­სრუ­ლე­ბა დე­და­მი­წა­ზე. ამის­თვის არ­სე­ბობს გა­რეგ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­მა მი­აღ­წი­ოს ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ეს ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია.

გა­რეგ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე სუ­ლი­ე­რად კვდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ჭკნე­ბა. ჯერ კი­დევ ძვე­ლი ბერ­ძე­ნი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი წერ­დნენ, რომ, რო­დე­საც მო­ნო­ბა­ში ამ­ყო­ფებს ღმერ­თი ადა­მი­ანს, ნა­ხე­ვარ კა­ცად აქ­ცევ მას. თა­ვი­სუფ­ლე­ბით ადა­მი­ა­ნი მთლი­ან­დე­ბა სუ­ლი­ე­რად. მე­ო­რე მხრივ, თა­ვი­სუფ­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს, თუ ადა­მი­ან­მა არას­წო­რად გა­მო­ი­ყე­ნა და ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სუ­ლი­ე­რი ამო­ცა­ნე­ბი.

ამი­ტომ, ჩვენ ორი­ვე­ზე ვფიქ­რობთ-გა­რეგ­ნულ და ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ვე­ვედ­რე­ბით უფალს, ჩვე­ნი ერის­თვის, ჩვე­ნი ერის მო­მავ­ლის­თვის, ვიხ­სე­ნებთ წარ­სულ­საც, ვიხ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ჩვე­ნი წმინ­და­ნე­ბი ამ ორი­ვე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის დებ­დნენ თავს, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. რაც იყო მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ეს იყო მსა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი იესო ქრის­ტე­სი, მისი მცნე­ბე­ბის და ეკ­ლე­სი­ის შე­ნახ­ვა“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მე­უ­ფე შიოს თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს 20 პრო­ცენ­ტი და­პყრო­ბი­ლია და ეს ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სატ­კი­ვა­რია.

„ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ჩვენ მო­ვეს­წროთ ჩვენს სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და გამ­თლი­ა­ნე­ბას. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, 20 პრო­ცენ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა, და­პყრო­ბი­ლია.

ეს, ალ­ბათ, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის­თვის უპირ­ვე­ლე­სი სატ­კი­ვა­რია ჩვენს მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს. უფალ­მა ინე­ბოს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი მო­ვეს­წროთ ჩვე­ნი ერის გამ­თლი­ა­ნე­ბას და ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც გა­რეგ­ნულ, ისე ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას”,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
17

ჩვენს უწმინდესს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ! 

უფალი ფარავდეს საქართველოს და ჩვენს უწმინდესს ! 

კოკა
24

დიდებულია მეუფე,. შენი ქვეყნის შვილი ხარ , გაციცხლოს შენ მსმა ზეციერმა..

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გადმოგცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას..." - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

"გადმოგცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას..." - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, უფალმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა.

მისი თქმით, შეიძლება, გქონდეს გარეგნული თავისუფლება, მაგრამ არ იცოდე ეს და ვერ გამოიყენო სათანადოდ, იმიტომ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ღვთისგან მიცემული ძალიან დიდი ნიჭი.

“გადმოგცემთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს.

დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, იმ ადამიანებს, ვინც თავი დადო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ვინც იღვაწა, ვისი დამსახურებითაც მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ალბათ, ვფიქრობთ, რა არის თავისუფლება, ვფიქრობთ, თავისუფლების ცნებაზე, დამოუკიდებლობის ცნებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება, გქონდეს გარეგნული თავისუფლება, მაგრამ არ იცოდე ეს და ვერ გამოიყენო სათანადოდ, იმიტომ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძალიან დიდი ნიჭი და ტალანტი, ღვთისგან მოცემული.

ალბათ, პირველ რიგში, თავისუფლება ეს არის საშუალება იმისა, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ადამიანმა, მარტო მყოფმა, სხვებთან ერთად, თუ მთლიანად ერმა ღმერთის მსახურება და ღმერთის საქმის აღსრულება დედამიწაზე. ამისთვის არსებობს გარეგნული თავისუფლება, იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს შინაგან თავისუფლებას და ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვულია.

გარეგნული თავისუფლების გარეშე სულიერად კვდება ადამიანი, ჭკნება. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მოაზროვნეები წერდნენ, რომ, როდესაც მონობაში ამყოფებს ღმერთი ადამიანს, ნახევარ კაცად აქცევ მას. თავისუფლებით ადამიანი მთლიანდება სულიერად. მეორე მხრივ, თავისუფლებაც შეიძლება დაიკარგოს, თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა და ვერ განახორციელა სულიერი ამოცანები.

ამიტომ, ჩვენ ორივეზე ვფიქრობთ-გარეგნულ და შინაგან თავისუფლებაზე და ვევედრებით უფალს, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის, ვიხსენებთ წარსულსაც, ვიხსენებთ, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი წმინდანები ამ ორივე დიდი ღირებულებისთვის დებდნენ თავს, როგორც გარეგნული, პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ასევე შინაგანი თავისუფლებისთვის. რაც იყო მთავარი მიზანი. ეს იყო მსახურება ჩვენი იესო ქრისტესი, მისი მცნებების და ეკლესიის შენახვა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს თქმით, საქართველოს 20 პროცენტი დაპყრობილია და ეს ყველა ქართველის სატკივარია.

„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მოვესწროთ ჩვენს სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას. დღეს, სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნისა, დაპყრობილია.

ეს, ალბათ, ყველა ქართველი პატრიოტისთვის უპირველესი სატკივარია ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. უფალმა ინებოს, რომ ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, როგორც გარეგნულ, ისე შინაგან თავისუფლებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია