პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია
10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას ჯერ ვერ ახერ­ხებს. 11 მარ­ტის შემ­დეგ პან­დე­მი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბა. ბოლო კვი­რე­ბია ქვეყ­ნებ­მა ვირუ­სის გავ­რცლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­მო­ღე­ბუ­ლი წე­სე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და­ი­წყეს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ის და­მარ­ცხე­ბუ­ლია.

ექ­სპერ­ტე­ბი უკვე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ COVID-19-ის შე­საძ­ლო მე­ო­რე ტალ­ღა­ზე და ამავდრო­უ­ლად, გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმას, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ ვირუს­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლონ, თუმ­ცა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ეს რო­გორ უნდა მო­ხერ­ხდეს იმ ფონ­ზე, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და არც ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს.

კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და, თუმ­ცა ვირუს­მა სხვა ქვეყ­ნე­ბი უფრო და­ა­ზა­რა­ლა. ჩი­ნე­თი ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ოს მე-14 ქვე­ყა­ნაა.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ ათე­უ­ლი ასე­თია - აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, თურ­ქე­თი და ინ­დო­ე­თი.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ეპიდსი­ტუ­ა­ცია ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში, სად იზ­რდე­ბა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სად შე­ი­ნიშ­ნე­ბა კლე­ბა.

  • აშშ

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იქ 1 686 436 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აღ­წე­რი­ლი. ვირუ­სით 99 300 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო 451 702 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი. COVID-19-ის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ნიუ იორ­კის შტატ­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ოთხი დღეა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის კლე­ბის დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც დი­დია. თუ 21 მა­ისს ვირუ­სის 28 175 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 24 მა­ისს COVID-19-ით 19 608 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­წე­რეს.

შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ვირუ­სის ხე­ლოვ­ნუ­რად გავ­რცე­ლე­ბა­ში ჩი­ნეთს სდებს ბრალს, ის ასე­ვე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ ჩი­ნეთ­მა და ჯან­მომ მსოფ­ლი­ოს ვირუ­სის შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი და­უ­მა­ლეს.

  • ბრა­ზი­ლია

ბრა­ზი­ლი­ა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და და ის უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა. ამ დრო­ის­თვის ბრა­ზი­ლი­ა­ში COVID-19-ის 365 213 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 22 746 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 149 911 პა­ცი­ენ­ტი.

ქვეყ­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ვე­ღარ იტევს. ვრცელ­დე­ბა შემ­ზა­რა­ვი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი ჩანს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შექ­მნილ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პრე­ზი­დენტ ჟაირ ბოლ­სო­ნა­რუს ადა­ნა­შა­უ­ლებს. პრე­ზი­დენ­ტი კო­რო­ნა­ვირუსს "უბ­რა­ლო გრიპს" უწო­დებს. ის თა­ვი­დან­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ვირუ­სის გამო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის, ხოლო მე­დი­ას პა­ნი­კი­სა და ში­შის და­ნერგვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. პრე­ზი­დენ­ტი აკ­რი­ტი­კებ­და ბრა­ზი­ლი­ის იმ რე­გი­ო­ნე­ბის გუ­ბერ­ნა­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღეს. რო­დე­საც უკვე მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ბოლ­სო­ნა­რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბა სთხო­ვეს, მან კი უპა­სუ­ხა - "და მერე? რა გინ­დათ რომ გა­ვა­კე­თო?“

მი­უ­ხე­და­ვად ბრა­ზი­ლი­ა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, რო­გორც ჩანს, ბოლ­სო­ნა­რუ ვირუ­სის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრს არ იც­ვლის. მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა და მათ წი­ნა­შე პირ­ბა­დი­სა და ყვე­ლა­ნა­ი­რი წე­სე­ბის დაც­ვის გა­რე­შე წარ­სდგა, რის გა­მოც, კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა.

  • რუ­სე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ოს მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­აა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ ვირუ­სის 344 481 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 3 541 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 113 299-ს აღ­წევს.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­შია ასა­ხუ­ლი, ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ამ გა­ცი­ლე­ბით ადრე იფეთ­ქა და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ახ­მა­უ­რეს.

რუ­სეთ­ში COVID-19-ით და­ინ­ფი­ცირ­დნენ სამ­თავ­რო­ბო პი­რე­ბი. მათ შო­რის, ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მი­ხე­ილ მი­შუს­ტინს, ასე­ვე პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის პრესს­პი­კერს, დი­მიტ­რი პეს­კოვს.

რუ­სე­თის კლი­ნი­კებ­ში შექ­მნი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი. ისი­ნი სხვა­დას­ხვა და­სავ­ლურ გა­მო­ცე­მებ­თან, მათ შო­რის, BBC-სთან ანო­ნი­მუ­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და რომ მუ­შა­ო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ ექი­მებს უწევთ. იყო სამი შემ­თხვე­ვა, როცა ექი­მე­ბი კლი­ნი­კის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლე­ბი­დან გად­მო­ვარ­დნენ, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მა­ნამ­დე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სა­უბ­რობ­და იმის შე­სა­ხებ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მუ­შა­ო­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

  • ეს­პა­ნე­თი

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 282 852 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 28 752 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 196 958 პა­ცი­ენ­ტი. მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იკლო, ეს­პა­ნეთ­მა კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის ეტა­პობ­რი­ვად მოხ­სნა და­ი­წყო. 11 მა­ი­სი­დან დაშ­ვე­ბუ­ლია 10-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა. გა­იხ­სნა გარე კა­ფე­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ის ნა­წი­ლი, სა­დაც დიდი სივ­რცეა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვარ­ჯი­ში გა­ნა­ახ­ლეს სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებ­მა.

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

ბრი­ტა­ნე­თი ამ დრო­ის­თვის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, მე­ხუ­თე ქვე­ყა­ნაა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იქ ვირუ­სის 259 559 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 36 793 ადა­მი­ა­ნი. ბოლო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე 2000-დან 3000-მდე მერ­ყე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი კა­რან­ტინ­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად უარს ამ­ბობ­და და "ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის“ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მკაც­რი კა­რა­ტი­ნი მას შემ­დეგ და­ა­წე­სა, რაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და თა­ვად ბო­რის ჯონ­სო­ნიც, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და. ასე­ვე, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მა­რა­ცხა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრინცმა ჩარლზ­მა, ამ უკა­ნას­კნელ­მა, ჯონ­სო­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვირუ­სი მარ­ტი­ვად და სწრა­ფად გა­და­ი­ტა­ნა.

  • იტა­ლია

იტა­ლია, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრი იყო, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ახლა მსოფ­ლი­ოს მე­ექ­ვსე ქვე­ყა­ნაა. ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის 229 858 გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 32 785 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო 140 479 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ დღე 500-დან 600-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა.

მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან ქვე­ყა­ნა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის ეტაპ­ზე გა­და­ვი­და, ახლა იტა­ლი­ე­ლებს უკვე შე­უძ­ლი­ათ გა­რეთ სე­ირ­ნო­ბა, ნა­წი­ლობ­რივ ამოქ­მედ­და ბიზ­ნე­სიც და ქვე­ყა­ნა თან­და­თან COVID-19-ის შო­კი­დან გა­მო­დის.

  • საფ­რან­გე­თი

საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 182 584 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს მეშ­ვი­დე ქვე­ყა­ნაა. ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა 28 367 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთელ­და 64 617. საფ­რან­გე­თიც, იტა­ლი­ის მსგავ­სად, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის ეტაპ­ზეა. ქვე­ყა­ნა­ში გა­იხ­სნა სა­ლო­ნე­ბი, ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი. ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, თე­ატ­რე­ბი და კი­ნო­თე­ატ­რე­ბი კვლავ და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა.

  • გერ­მა­ნია

ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის 180 328 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და მსოფ­ლი­ო­ში ამ რა­ო­დე­ო­ბით მერ­ვე ად­გილ­ზეა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ციფ­რი­სა, ვირუს­თან ბრძო­ლის გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გა­ნაც იქ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ცოტა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ. სა­ერ­თო ჯამ­ში ვირუ­სით 8 371 პა­ცი­ენ­ტია გარ­დაც­ვლი­ლი.

აღ­ნიშ­ნულს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გერ­მა­ნი­ის გა­მარ­თულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და კო­რო­ნა­ვირუს­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რივ ტეს­ტი­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ტეს­ტი­რე­ბა ვირუ­სის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, შე­დე­გად კი, COVID-19-სგან გან­კურ­ნე­ბის შან­სი უფრო მა­ღა­ლია. გერ­მა­ნი­ა­ში ამ დრო­ის­თვის 161 200 პა­ცი­ენ­ტია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი.

  • თურ­ქე­თი

თურ­ქეთ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 156 827 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლია 4 340 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 57 721. ეპიდსი­ტუ­ა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ კრი­ტი­კუ­ლია და ყო­ვე­ლი დღე ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ათასს აღე­მა­ტე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ქვე­ყა­ნა კვლავ კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს.

  • ინ­დო­ე­თი

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ინ­დო­ეთ­ში. ამ დრო­ის­თვის 138 917 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ოს მე­ა­თე ქვე­ყა­ნაა. ვირუ­სით 4 024 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, გა­მო­ჯან­მრთელ­და 57 721 პა­ცი­ენ­ტი. ინ­დო­ე­თი მკაც­რი კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს შიმ­ში­ლი და მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე ელო­დე­ბათ.

ამ ყვე­ლა­ფერს თან და­ერ­თო ბოლო ათწლე­უ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი ციკ­ლო­ნი "ამ­ფა­ნი“, რო­მელ­მაც ბენ­გა­ლის შტა­ტის დე­და­ქა­ლაქ კალ­კუ­ტას მო­სახ­ლე­ო­ბას დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, COVID-19-ით 5 517 014 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 346 949 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 2 310 249 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sg
6

ინდოეთი ამ ქვეყნებს ყველას ჯობნის მოსახლეობის რაოდენობით ხოლო მსხვერპლი ყველაზე ნაკლები ყავს .ეს კორონა რატომაა ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში მოდებული უმეტესად.კორონა რა პოლიტიკოსია.გამგები გაიგებს.

nk
7

მისვლა-მოსვლა მეტია მაგ განვითარებულ ქვეყნებში და ჩინელების მეტი რაოდენობა იქნებოდა, და აგერ შესაბამისი შედეგიც. მაგალითად, ჩრდ. კორეას მაცხოვრებლები არსად მიდიან ( ან არ უშვებენ ) და თითქმის არავინ ჩადის. ამიტომაც, თუ არ მეშლება, მანდ საერთოდ არ ყოფილა ინფექცია

ავტორი:

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

10 ქვეყანა, სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ - როგორ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდსიტუაცია

მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას ჯერ ვერ ახერხებს. 11 მარტის შემდეგ პანდემიაა გამოცხადებული და მილიონობით ადამიანი კარანტინის წესებს ემორჩილება. ბოლო კვირებია ქვეყნებმა ვირუსის გავრცლების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების შემსუბუქება დაიწყეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დამარცხებულია.

ექსპერტები უკვე აქტიურად საუბრობენ COVID-19-ის შესაძლო მეორე ტალღაზე და ამავდროულად, განიხილავენ იმას, რომ ადამიანებმა ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ, თუმცა რთული წარმოსადგენია, ეს როგორ უნდა მოხერხდეს იმ ფონზე, რომ ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგოდ არც მედიკამენტები და არც ვაქცინა არ არსებობს.

კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, თუმცა ვირუსმა სხვა ქვეყნები უფრო დააზარალა. ჩინეთი ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს მე-14 ქვეყანაა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ ათეული ასეთია - აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და ინდოეთი.

ვნახოთ, როგორია ეპიდსიტუაცია ჩამოთვლილ ქვეყნებში, სად იზრდება ახალი ინფიცირებულების რაოდენობა და სად შეინიშნება კლება.

  • აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ბოლო მონაცემებით, იქ 1 686 436 ინფიცირებულია აღწერილი. ვირუსით 99 300 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 451 702 გამოჯანმრთელებული. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ იორკის შტატშია გამოვლენილი. ქვეყანაში ბოლო ოთხი დღეა ახალი ინფიცირებულების კლების დინამიკა შეინიშნება, თუმცა რაოდენობა მაინც დიდია. თუ 21 მაისს ვირუსის 28 175 შემთხვევა გამოვლინდა, 24 მაისს COVID-19-ით 19 608 ინფიცირებული აღწერეს.

შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვირუსის ხელოვნურად გავრცელებაში ჩინეთს სდებს ბრალს, ის ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჩინეთმა და ჯანმომ მსოფლიოს ვირუსის შესახებ რეალური სურათი დაუმალეს.

  • ბრაზილია

ბრაზილიაში ეპიდსიტუაცია ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა და ის უკვე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. ამ დროისთვის ბრაზილიაში COVID-19-ის 365 213 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 22 746 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 149 911 პაციენტი.

ქვეყნის საავადმყოფოები ინფიცირებულებს ვეღარ იტევს. ვრცელდება შემზარავი ფოტოები, რომლებზეც კორონავირუსით გარდაცვლილთა მასობრივი საფლავები ჩანს.

აღსანიშნავია, რომ შექმნილ რთულ მდგომარეობაში საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებს. პრეზიდენტი კორონავირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებს. ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ვირუსის გამო შეზღუდვების დაწესების, ხოლო მედიას პანიკისა და შიშის დანერგვაში ადანაშაულებდა. პრეზიდენტი აკრიტიკებდა ბრაზილიის იმ რეგიონების გუბერნატორებს, რომლებმაც შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. როდესაც უკვე მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლსონარუს ჟურნალისტებმა საკითხის კომენტირება სთხოვეს, მან კი უპასუხა - "და მერე? რა გინდათ რომ გავაკეთო?“

მიუხედავად ბრაზილიაში შექმნილი რთული ვითარებისა, როგორც ჩანს, ბოლსონარუ ვირუსის საფრთხესთან დაკავშირებით აზრს არ იცვლის. მან რამდენიმე დღის წინ მხარდამჭერებთან გამართა შეხვედრა და მათ წინაშე პირბადისა და ყველანაირი წესების დაცვის გარეშე წარსდგა, რის გამოც, კრიტიკა დაიმსახურა.

  • რუსეთი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი ამ ეტაპზე მსოფლიოს მესამე ქვეყანააა. ოფიციალური ინფორმაციით, იქ ვირუსის 344 481 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 541 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 299-ს აღწევს.

კულუარული ინფორმაციით, რუსეთში შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია ასახული, ასევე საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ქვეყანაში ეპიდემიამ გაცილებით ადრე იფეთქა და ამის შესახებ ინფორმაცია არ გაახმაურეს.

რუსეთში COVID-19-ით დაინფიცირდნენ სამთავრობო პირები. მათ შორის, ვირუსი დაუდასტურდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს, ასევე პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს.

რუსეთის კლინიკებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს ზოგიერთი ადგილობრივი ექიმი. ისინი სხვადასხვა დასავლურ გამოცემებთან, მათ შორის, BBC-სთან ანონიმურად საუბრობენ იმაზე, რომ არ აქვთ შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა და რომ მუშაობა ინფიცირებულ ექიმებს უწევთ. იყო სამი შემთხვევა, როცა ექიმები კლინიკის მაღალი სართულებიდან გადმოვარდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მანამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მუშაობას აიძულებდნენ.

  • ესპანეთი

ესპანეთში კორონავირუსის 282 852 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 28 752 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 196 958 პაციენტი. მას შემდეგ, რაც ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, ესპანეთმა კარანტინის წესების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. 11 მაისიდან დაშვებულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. გაიხსნა გარე კაფეებისა და რესტორნების ის ნაწილი, სადაც დიდი სივრცეა და დისტანციის დაცვაა შესაძლებელი. ვარჯიში განაახლეს საფეხბურთო კლუბებმა.

  • დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მეხუთე ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, იქ ვირუსის 259 559 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 36 793 ადამიანი. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველ დღე 2000-დან 3000-მდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კარანტინზე თავდაპირველად უარს ამბობდა და "ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავებაზე საუბრობდა. ხელისუფლებამ მკაცრი კარატინი მას შემდეგ დააწესა, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

კორონავირუსით დაინფიცირდა თავად ბორის ჯონსონიც, რომელიც მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. ასევე, კორონავირუსი დაამარაცხა დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა, ამ უკანასკნელმა, ჯონსონისგან განსხვავებით, ვირუსი მარტივად და სწრაფად გადაიტანა.

  • იტალია

იტალია, რომელიც ევროპაში კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი იყო, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ახლა მსოფლიოს მეექვსე ქვეყანაა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 229 858 გამოვლენილი, გარდაცვლილია 32 785 პაციენტი, ხოლო 140 479 გამოჯანმრთელდა. ბოლო დღეების განმავლობაში ყოველ დღე 500-დან 600-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება.

მაისის დასაწყისიდან ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის ეტაპზე გადავიდა, ახლა იტალიელებს უკვე შეუძლიათ გარეთ სეირნობა, ნაწილობრივ ამოქმედდა ბიზნესიც და ქვეყანა თანდათან COVID-19-ის შოკიდან გამოდის.

  • საფრანგეთი

საფრანგეთში კორონავირუსის 182 584 შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა. ვირუსით გარდაიცვალა 28 367 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 64 617. საფრანგეთიც, იტალიის მსგავსად, შეზღუდვების მოხსნის ეტაპზეა. ქვეყანაში გაიხსნა სალონები, ტანსაცმლის მაღაზიები, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიები. ბარები, რესტორნები, თეატრები და კინოთეატრები კვლავ დახურული რჩება.

  • გერმანია

ქვეყანაში COVID-19-ის 180 328 შემთხვევაა გამოვლენილი და მსოფლიოში ამ რაოდეობით მერვე ადგილზეა. მიუხედავად ამ ციფრისა, ვირუსთან ბრძოლის გერმანული მოდელი წარმატებულად მიიჩნევა, რადგანაც იქ ინფიცირებულებთან შედარებით, ცოტა გარდაცვლილი ჰყავთ. საერთო ჯამში ვირუსით 8 371 პაციენტია გარდაცვლილი.

აღნიშნულს სპეციალისტები გერმანიის გამართულ ჯანდაცვის სისტემას და კორონავირუსზე ადამიანების მასობრივ ტესტირებას უკავშირებენ. ტესტირება ვირუსის ადრეულ ეტაპზევე გამოვლენის საშუალებას იძლევა, შედეგად კი, COVID-19-სგან განკურნების შანსი უფრო მაღალია. გერმანიაში ამ დროისთვის 161 200 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

  • თურქეთი

თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 156 827 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 340 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 57 721. ეპიდსიტუაცია ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია და ყოველი დღე ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათასს აღემატება. ჯერჯერობით ქვეყანა კვლავ კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს.

  • ინდოეთი

ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ინდოეთში. ამ დროისთვის 138 917 შემთხვევაა აღწერილი და ამ მონაცემებით მსოფლიოს მეათე ქვეყანაა. ვირუსით 4 024 ადამიანია გარდაცვლილი, გამოჯანმრთელდა 57 721 პაციენტი. ინდოეთი მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილობრივებს შიმშილი და მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირე ელოდებათ.

ამ ყველაფერს თან დაერთო ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი ციკლონი "ამფანი“, რომელმაც ბენგალის შტატის დედაქალაქ კალკუტას მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა.

ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, COVID-19-ით 5 517 014 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 346 949 გარდაიცვალა, ხოლო 2 310 249 გამოჯანმრთელდა.

შავკანიანი მამაკაცი, რომელსაც პოლიციელმა ყელზე მუხლი დააჭირა, გარდაიცვალა - შემზარავ კადრებს აშშ-ში მძაფრი პროტესტი მოჰყვა

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს

ხალხით გადაჭედილი სანაპიროები და პარკები - რა ხდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც COVID-19-ს ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა