პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალადობა დასაგმობია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ  ბასილაშვილი მოძალადეა" - ადვოკატი
"ძალადობა დასაგმობია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ  ბასილაშვილი მოძალადეა" - ადვოკატი

რო­გორც იუ­რის­ტი და რო­გორც ქალი, ერ­თნა­ი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა და და­საგ­მო­ბია, მაგ­რამ ამ საქ­მის ში­ნა­არ­სი არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას ასე მარ­ტი­ვად ით­ქვას, რომ ჩემი დაც­ვის­ქვეშ მყო­ფი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­ძა­ლა­დეა, - ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა აცხა­დებს.

რო­გორც ჭკა­დუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ის სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­სა­ჯა­რო­ებ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ არა და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა და არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი.

"მე­გობ­რე­ბო, მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო საქ­მეს, რო­მელ­საც მოვ­კი­დე ხელი რო­გორც იუ­რის­ტმა და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა. არ და­ვი­წყებ იმის მტკი­ცე­ბას და გა­მი­ჯვნას, თუ რას ვფიქ­რობ ოფი­ცი­ა­ლურ ბრალ­დე­ბა­ზე. რო­გორც იუ­რის­ტი და რო­გორც ქალი, ერ­თნა­ი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბა და და­საგ­მო­ბია, მაგ­რამ ამ საქ­მის ში­ნა­არ­სი არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას ასე მარ­ტი­ვად ით­ქვას, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, მო­ძა­ლა­დეა. მოვ­ლე­ნებს წინ არ გა­ვუს­წრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმე­დი, მო­სა­მარ­თლე გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ არ­გუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც ფაქ­ტებ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

ვიცი, არ­სე­ბობს მე­დი­ის დიდი ინ­ტე­რე­სიც და არა­ერ­თი ვერ­სი­ის მოს­მე­ნა მო­უ­წევს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუმ­ცა მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ერ­კვე­ვა სა­სა­მარ­თლო საქ­მის მა­სა­ლებ­ში და და­ად­გენს სა­ბო­ლოო ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ვი­ღაც იტყვის ალ­ბათ, ად­ვო­კა­ტი აბა რას და­წერ­და სხვა­სო, თუმ­ცა, შე­მეძ­ლო სა­ერ­თოდ არც არა­ფე­რი და­მე­წე­რა, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რა­მაც მა­ი­ძუ­ლა ამ პოს­ტის და­წე­რა, ეს არის ამ საქ­მის ში­ნა­არ­სი! სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი უკვე მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ არა და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა და არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი“, - წერს ჭკა­დუა სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე დღეს იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
8

იშვიათად მინახავს ასეთი ზნეობისგან დაცლილი არსება!

inga
0

ეს გოგო ძვირიან ესკორტის ქალს გავს და კაცებს ხომ ჭკუა სხვა ადგილას აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ძალადობა დასაგმობია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ  ბასილაშვილი მოძალადეა" - ადვოკატი

"ძალადობა დასაგმობია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ  ბასილაშვილი მოძალადეა" - ადვოკატი

როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს.

როგორც ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს, ის სიამოვნებით გაასაჯაროებდა მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

"მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.

ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არაერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადოებას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შინაარსი! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, - წერს ჭკადუა საკუთარი "ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

თუ ქორწილს 15 ივლისამდე გადაიხდით, მხოლოდ მშობლების, მეჯვარეების და ერთი ფოტოოპერატორის დასწრების უფლება გექნებათ

"გადმოგცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას..." - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება