პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დანაკლისი არ ყოფილიყო“ – როგორ მუშაობენ წარმოებები Covid 19- ის ფონზე საქართველოსა და მსოფლიოში
"მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დანაკლისი არ ყოფილიყო“ – როგორ მუშაობენ წარმოებები Covid 19- ის ფონზე საქართველოსა და მსოფლიოში

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნამ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. მშვი­დი რუ­ტი­ნუ­ლი პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ­მა მღელ­ვა­რე­ბამ და დაჩ­ქა­რე­ბულ­მა ტემ­პმა მო­იც­ვა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაცრ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. ხალ­ხში და­ნერ­გილ­მა პა­ნი­კამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და მო­თხოვ­ნა კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე , ეს კი გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ებს უჩ­ვე­უ­ლო რე­ჟიმ­ში მო­უ­წი­ათ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, შე­ჩერ­და თით­ქმის ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ე­ბა, მათ შო­რის, ტექ­ნი­კის, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლის.

შე­ჩე­რე­ბულ სა­წარ­მო­ებს შო­რის იყ­ვნენ ისე­თი გინ­გან­ტე­ბიც, რო­გო­რი­ცაა: "ფი­ა­ტი“ – წარ­მო­ე­ბა შე­ა­ჩე­რა 18 მარტს და მათ გახ­სნის გა­და­წე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წი­ათ, „ფორდ მო­ტო­რი“, რო­მელ­მაც წარ­მო­ე­ბა ასე­ვე 18 მარტს შე­ა­ჩე­რა და მექ­სი­კა­სა და აშშ–ს სა­წარ­მო­ე­ბის გახ­სნა აპ­რილ­შიც ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში წარ­მო­ე­ბა შე­ა­ჩე­რა „ჯე­ნე­რალ მო­ტორ­სმა“.

ასე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით და­ი­კე­ტა ტექ­ნი­კის, ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლის სა­წარ­მო­ე­ბი. საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა ერ­თა­დერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ვერ შე­ჩერ­დე­ბო­და და მათ გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წი­ათ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის გამ­კაც­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი და­წეს­და ყველ­გან და წარ­მო­ე­ბაც და მი­წო­დე­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სტან­დარ­ტებს და­ე­მორ­ჩი­ლა.

საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ერთ–ერთ მსხვილ კომ­პა­ნია „ნესტლე­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ მათ კო­ვიდ19–ის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აკის­რი­ათ. სწო­რედ ჯან­სა­ღი კვე­ბა ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვებს, ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და ამი­ტომ სა­წარ­მო გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ტემ­პით და უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წე­სე­ბით მუ­შა­ობს კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში.

ამის­თვის „ნესტლეს“ სა­წარ­მო­ში: ად­მი­ნი­სატ­რა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, გამ­კაცრ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი, სა­წარ­მო­ში შე­სულ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს უმოწ­მებ­დნენ ტემ­პე­რა­ტუ­რას, მცი­რე სიმპტო­მის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი თა­ნამ­შრომ­ლებს 2 კვი­რი­ან ანა­ზღა­უ­რე­ბად კა­რან­ტინ­ში უშ­ვებ­დნენ.

რო­გორც უკვე ით­ქვა, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის წი­ნა­შე არ დამ­დგა­რი­ყო. თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბიც, ვინც ახალ სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა “ბლუმ­ბერ­გი“ წერს, რომ აშშ–ში ხორ­ცის ინ­დუსტრი­ამ ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ინ­დუსტრია ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა. აპ­რი­ლის ბო­ლოს აშშ–ში მე­ხორ­ცე­ო­ბი­სა და მე­ფირნ­ვე­ლე­ო­ბის 115 სა­წარ­მო­ში იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. 5 000 თა­ნამ­შრო­მელს და­უ­ფიქ­სირ­და გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი და 20 მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­წყის ეტაპ­ზე 18 სა­წარ­მო და­ი­ხუ­რა. მათ შო­რის იყო ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე დიდი ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის Tyson Foods Inc.–ის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი სა­წარ­მო.

ხორ­ცის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი რთულ დღე­ში აღ­მოჩ­ნდნენ ევ­რო­პა­შიც. ბევრ სა­წარ­მო­ში და­ფიქ­სირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი.

მსოფ­ლიო მე­დი­ის ცნო­ბით, ამ დრომ­დე ერთ–ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბის ოპე­რი­რე­ბი­სა და­ფიქ­სირ­და კა­ნა­და­ში. Thunder Creek Pork აღ­მოჩ­ნდა იმ სა­წარ­მო­ებს შო­რის, რო­მელ­მაც ვირუს­თან ბრძო­ლას წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი. სა­წარ­მოს მე­ნე­ჯმენ­ტმა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. რო­გორც სა­წარ­მო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მათი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ისაა, რომ ისი­ნი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს­თან. სა­წარ­მოს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს შეს­ვლის წინ ტემ­პე­რა­ტუ­რას უმოწ­მებ­დნენ, დის­ტან­ცი­ის და­სა­ცა­ვად კი თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი აღ­მარ­თეს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ერთ სივ­რცე­ში თავ­მოყ­რა რომ აე­რი­დე­ბი­ნათ თა­ვი­დან, სა­წარ­მო­ში შე­იქ­მნა და­მა­ტე­ბი­თი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და გა­მო­საც­ვლე­ლი ოთა­ხე­ბი.

ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, რო­მე­ლიც კო­ვიდ19–თან ბრძო­ლას წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს. და რა ვი­თა­რე­ბაა ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის სა­წარ­მო­ებ­ში უცხო­უ­რი მა­გა­ლი­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად?

იმის ფონ­ზე რომ მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თმა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მომ ვერ მო­ა­ხერ­ხა საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, „ნი­კო­რა“ ამ საქ­მე­ში მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებს მო­ერ­გო. შე­მუ­შავ­და შე­სა­ბა­მი­სი გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც „ ნი­კო­რა ჰოლ­დინ­გში“ არ­სე­ბუ­ლი ექ­ვსი­ვე სა­წარ­მო აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ო­ბის ზო­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით და სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­სა­ზღვრუ­ლი გრა­ფი­კე­ბით.

სა­წარ­მოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ი­ყო ორ გუნ­დად, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ცვლებ­ში, ისე რომ ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვნენ და რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბა. ცვლებს შო­რის სა­წარ­მო­ში ტარ­დე­ბა სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია. სა­წარ­მოს შე­სას­ვლელ­თან, ყო­ველ ჯერ­ზე, დენ­ზო­ბა­რი­ე­რებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­დი­ან სა­დენ­ზი­ფექ­ციო პრო­ცე­დუ­რას და ეკი­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა სა­ჭი­რო დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით. გარ­და ამი­სა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შეს­ვლამ­დე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­დი­ან ტემ­პე­რა­ტუ­რულ კონ­ტროლს. ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ად­გილ­ზე­ვე, ოჯა­ხის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­მი­სა­მართდე­ბა ისე, რომ წარ­მო­ე­ბის ტე­რი­ტო­რა­ზე შეს­ვლა არ უწევს. პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ნამ ბო­ლომ­დე შე­ი­ზღუ­დე­ბო­და სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, სა­წარ­მო თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლობ­რივ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ, 1 აპ­რი­ლი­დან, „ნი­კო­რას“ ჰოლ­დინ­გში არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სრუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­გორც სა­წარ­მო­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თე­ბი­დან სა­წარ­მო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, ისე პი­რი­ქით.

„ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სა­მუ­შაო პრო­ცე­სე­ბის კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ზე მორ­გე­ბა. ჩვენ კარ­გად გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რა­ო­დენ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და ჩვენ­თვის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, რო­გორც წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ვა­ჭო ქსე­ლის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, მო­მა­რა­გე­ბის უწყვე­ტი ჯაჭ­ვი, ასე­ვე– ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა. უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერგვა და ახალ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ დაგ­ვეც­ვა რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბა, ისე ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის და­ნაკ­ლი­სი არ ყო­ფი­ლი­ყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და ჩვენს მიერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბი არ გაგ­ვიზ­რდია“– აცხა­დე­ბენ „ნი­კო­რა­ში“.

ასე­თია რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბაც დღეს სა­წარ­მო­ებს უწევთ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. პრობ­ლე­მე­ბი მეტ–ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა მათ­განს შე­ექ­მნა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მსოფ­ლიო საკ­ვე­ბი პრო­დუ­ქე­ბის დე­ფი­ცი­ტის წი­ნა­შე არ დგას, რაც დიდ­წი­ლად სწო­რედ წარ­მო­ე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ავტორი:

"მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დანაკლისი არ ყოფილიყო“ – როგორ მუშაობენ წარმოებები Covid 19- ის ფონზე საქართველოსა და მსოფლიოში

"მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დანაკლისი არ ყოფილიყო“ – როგორ მუშაობენ წარმოებები Covid 19- ის ფონზე საქართველოსა და მსოფლიოში

კორონავირუსის გამოჩენამ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. მშვიდი რუტინული პროცესი გარკვეულმა მღელვარებამ და დაჩქარებულმა ტემპმა მოიცვა, მაქსიმალურად გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. ხალხში დანერგილმა პანიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა კვების პროდუქტებზე , ეს კი გახდა მიზეზი იმისა, რომ კვების პროდუქტების საწარმოებს უჩვეულო რეჟიმში მოუწიათ საქმიანობის გაგრძელება. მეორე მხრივ, საკვები პროდუქტების საწარმოების გარდა, შეჩერდა თითქმის ყველაფრის წარმოება, მათ შორის, ტექნიკის, ავტომობილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის.

შეჩერებულ საწარმოებს შორის იყვნენ ისეთი გინგანტებიც, როგორიცაა: "ფიატი“ – წარმოება შეაჩერა 18 მარტს და მათ გახსნის გადაწევა რამდენჯერმე მოუწიათ, „ფორდ მოტორი“, რომელმაც წარმოება ასევე 18 მარტს შეაჩერა და მექსიკასა და აშშ–ს საწარმოების გახსნა აპრილშიც ვერ მოახერხა. ამავე პერიოდში წარმოება შეაჩერა „ჯენერალ მოტორსმა“.

ასე ერთმანეთის მიყოლებით დაიკეტა ტექნიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის საწარმოები. საკვები პროდუქტების წარმოება ერთადერთი მიმართულება იყო, რომელიც უბრალოდ ვერ შეჩერდებოდა და მათ განსაკუთრებით რთულ პირობებში მოუწიათ საქმიანობის გაგრძელება. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები დაწესდა ყველგან და წარმოებაც და მიწოდებაც განსაკუთრებულ სტანდარტებს დაემორჩილა.

საკვები პროდუქტების მწარმოებელ ერთ–ერთ მსხვილ კომპანია „ნესტლეში“ აცხადებენ, რომ მათ კოვიდ19–ის კრიზისის პერიოდში განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სწორედ ჯანსაღი კვება ეხმარება ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში და ამიტომ საწარმო გაძლიერებული ტემპით და უსაფრთხოების გაძლიერებული წესებით მუშაობს კრიზისის პერიოდში.

ამისთვის „ნესტლეს“ საწარმოში: ადმინისატრაციული დეპარტამენტი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, გამკაცრდა თანამშრომლების ჯანმრთელობის კონტროლი, საწარმოში შესულ თითოეულ ადამიანს უმოწმებდნენ ტემპერატურას, მცირე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი თანამშრომლებს 2 კვირიან ანაზღაურებად კარანტინში უშვებდნენ.

როგორც უკვე ითქვა, საკვები პროდუქტების საწარმოები არ შეჩერებულა, რომ მოსახლეობა საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე არ დამდგარიყო. თუმცა იყვნენ ისეთი კომპანიებიც, ვინც ახალ სტანდარტებზე მორგება და უსაფრთხოების დაცვა ვერ მოახერხეს. ამერიკული გამოცემა “ბლუმბერგი“ წერს, რომ აშშ–ში ხორცის ინდუსტრიამ ვერ შეძლო თავისი თანამშრომლების კორონავირუსისგან დაცვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინდუსტრია ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგა. აპრილის ბოლოს აშშ–ში მეხორცეობისა და მეფირნველეობის 115 საწარმოში იყო დაფიქსირებული კორონავირუსი. 5 000 თანამშრომელს დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები და 20 მათგანი გარდაიცვალა. საწყის ეტაპზე 18 საწარმო დაიხურა. მათ შორის იყო ამერიკის ყველაზე დიდი ხორცის გადამამუშავებელი კომპანიის Tyson Foods Inc.–ის რამდენიმე ადგილობრივი საწარმო.

ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები რთულ დღეში აღმოჩნდნენ ევროპაშიც. ბევრ საწარმოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები.

მსოფლიო მედიის ცნობით, ამ დრომდე ერთ–ერთი წარმატებული შემთხვევა ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების ოპერირებისა დაფიქსირდა კანადაში. Thunder Creek Pork აღმოჩნდა იმ საწარმოებს შორის, რომელმაც ვირუსთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი. საწარმოს მენეჯმენტმა თანამშრომლებისა და პროდუქციის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. როგორც საწარმოში განმარტავენ, მათი წარმატების მიზეზი ისაა, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საკვების უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოსთან. საწარმოს ყველა თანამშრომელს შესვლის წინ ტემპერატურას უმოწმებდნენ, დისტანციის დასაცავად კი თანამშრომლებს შორის ფიზიკური ბარიერები აღმართეს. ბევრი ადამიანის ერთ სივრცეში თავმოყრა რომ აერიდებინათ თავიდან, საწარმოში შეიქმნა დამატებითი დასასვენებელი და გამოსაცვლელი ოთახები.

ამ დრომდე საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც კოვიდ19–თან ბრძოლას წარმატებით ართმევს თავს. და რა ვითარებაა ქართული ბრენდების საწარმოებში უცხოური მაგალითების პარალელურად?

იმის ფონზე რომ მსოფლიოში არაერთმა ხორცპროდუქტების საწარმომ ვერ მოახერხა საქმიანობის გაგრძელება, „ნიკორა“ ამ საქმეში მეტად წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყოველდღიური სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად შეიცვალა და უსაფრთხოების სტანდარტებს მოერგო. შემუშავდა შესაბამისი გეგმა, რომლის თანახმადაც „ ნიკორა ჰოლდინგში“ არსებული ექვსივე საწარმო აგრძელებს მუშაობას თანამშრომლების უსაფრთხოეობის ზომების მაქსიმალური დაცვით და სპეციალური განსაზღვრული გრაფიკებით.

საწარმოს თანამშრომლები გაიყო ორ გუნდად, ისინი მუშაობენ ცვლებში, ისე რომ ერთმანეთს არ დაემთხვნენ და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს ერთმანეთთან შეხება. ცვლებს შორის საწარმოში ტარდება სრული დეზინფექცია. საწარმოს შესასვლელთან, ყოველ ჯერზე, დენზობარიერებთან, თანამშრომლები გადიან სადენზიფექციო პროცედურას და ეკიპირებულები არიან ყველა საჭირო დამცავი საშუალებით. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე, შესვლამდე, თანამშრომლები გადიან ტემპერატურულ კონტროლს. ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ადგილზევე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თანამშრომელი გადამისამართდება ისე, რომ წარმოების ტერიტორაზე შესვლა არ უწევს. პირველ ეტაპზე, სანამ ბოლომდე შეიზღუდებოდა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება, საწარმო თანამშრომელთა ნაწილობრივ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. საგანგებო ვითარების გამკაცრების შემდეგ, 1 აპრილიდან, „ნიკორას“ ჰოლდინგში არსებული წარმოებების თანამშრომლების ტრანსპორტირება სრულად ხორციელდება. კომპანია უზრუნველყოფს, როგორც საწარმოში დასაქმებულთა საცხოვრებელი მისამართებიდან საწარმოში ტრანსპორტირებას, ისე პირიქით.

„ვირუსის გავრცელებისა და სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებისთანავე აუცილებელი გახდა სამუშაო პროცესების კრიზისულ ვითარებაზე მორგება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე და ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება, როგორც წარმოებისა და სავაჭო ქსელის გამართული მუშაობა, მომარაგების უწყვეტი ჯაჭვი, ასევე– ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვა და ახალ რეჟიმზე გადასვლა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ დაგვეცვა როგორც თანამშრომლებისა და პროდუქციის უსაფრთხოება, ისე ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დანაკლისი არ ყოფილიყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ ვითარებას და ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები არ გაგვიზრდია“– აცხადებენ „ნიკორაში“.

ასეთია რეალობა, რომელში საქმიანობაც დღეს საწარმოებს უწევთ მსოფლიო მასშტაბით. პრობლემები მეტ–ნაკლებად ყველა მათგანს შეექმნა, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო საკვები პროდუქების დეფიციტის წინაშე არ დგას, რაც დიდწილად სწორედ წარმოებების დამსახურებაა.

„500-ზე მეტი თანამშრომელი ვერ ახერხებს სამსახურში გამოსვლას, თუმცა მათ დღესაც ვუხდით კომპენსაციას“ - „ნიკორა სუპერმარკეტის“ დირექტორი

EKIMO - მთელი ჯანდაცვა ერთ აპლიკაციაში, რომელიც გაგიმარტივებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მთელს ოჯახს!

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან