მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე
ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

უკ­რა­ი­ნა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი და­ი­ნიშ­ნა - აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, ამი­ე­რი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას შე­უ­წყობს ხელს.

20 მა­ისს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სექ­ტემ­ბერ­ში შე­იქ­მნე­ბა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფი­სი, რო­მელ­საც ვარ­შა­ლო­მი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"ოფი­სი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­იხ­სნე­ბა და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად ბა­ტო­ნი ვარ­შა­ლო­მი­ძე ავირ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც აშე­ნებ­და ბა­თუმს. მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იმუ­შა­ვებს გამჭვირ­ვა­ლე სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფი­სი და მო­ი­ზი­დავს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს" - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ალ­ბათ, ბევ­რს გა­უჩ­ნდა შე­კი­თხვა ვინ არის ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე, რო­მელ­მაც აა­შე­ნა ბა­თუ­მი - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა 112.ua და ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის წარ­სულ­ზე უამ­ბობს მკი­თხველს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი და ახლო მე­გო­ბა­რი, მათ ერ­თად და­ამ­თავ­რეს კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხრით.

ვარ­შა­ლო­მი­ძე 2004-2012 წლებ­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და. ის მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა რე­გი­ონ­ში, რაც აჭა­რამ უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნა - 2004 წელს, რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა ას­ლან აბა­ში­ძემ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა სცა­და, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში გა­იქ­ცა.

ვარ­შა­ლო­მი­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბა­თუ­მი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფად­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი - აქ აშენ­და ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი ბუმი. ამ დრომ­დე, ბა­თუ­მი ლი­დე­რობს გან­ვი­თა­რე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ტუ­რის­ტულ ცენ­ტრებს შო­რის.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­თა იმ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვალ­შია, ვის მი­მარ­თაც 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არ და­წყე­ბუ­ლა. 2012-ში არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ვარ­შა­ლო­მი­ძემ სა­ხალ­ხოდ გა­და­უ­ლო­ცა თა­ნამ­დე­ბო­ბა ახალ ხელ­მძღვა­ნელს არ­ჩილ ხა­ბა­ძეს. ამის შემ­დეგ, მან კი­დევ ორი წელი იცხოვ­რა ბა­თუმ­ში, შემ­დეგ კი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან არ მო­ი­სურ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და პო­რო­შენ­კოს მთავ­რო­ბა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტზეც თქვა უარი.

2016 წლის ივ­ლის­ში ვარ­შა­ლო­მი­ძე უკ­რა­ი­ნი­დან ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და და პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მოძ­რა­ო­ბის პო­ლიტ­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

ახლა კი, კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მო­ვი­და და მარ­ტში და­ი­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს მდივ­ნად. ეს საბ­ჭო 2016 წელს და­ფუძნ­და და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­კონ­სულტციო ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. საბ­ჭოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ევა­ლე­ბა. საბ­ჭოს აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში 50 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია მო­ი­ზი­დოს" - ვკი­თხუ­ლობთ 112.ua-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ოცნების" მხარ-და-ქოლგადამჭერი
39

არა, არა! ჩვენი არ­ჩილ ხა­ბა­ძე მაინც სულ სხვა იყო!!!

grisha
71

უკრაინაში და თანამდებობაზე კი არა მატროსოვზეა მაგისი ადგილი, ისე როგორც ნაც მოძრაობის და ევრონაცების

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ამიერიდან უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში შეიქმნება საინვესტიციო ოფისი, რომელსაც ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

"ოფისი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება და მის ხელმძღვანელად ბატონი ვარშალომიძე ავირჩიეთ, რომელიც აშენებდა ბათუმს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იმუშავებს გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი და მოიზიდავს ინვესტიციებს" - განაცხადა ზელენსკიმ.

ალბათ, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა ვინ არის ლევან ვარშალომიძე, რომელმაც ააშენა ბათუმი - წერს უკრაინული გამოცემა 112.ua და ქართველი პოლიტიკოსის წარსულზე უამბობს მკითხველს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და ახლო მეგობარი, მათ ერთად დაამთავრეს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ის მას შემდეგ დაინიშნა რეგიონში, რაც აჭარამ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა - 2004 წელს, რეგიონის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მოსკოვში გაიქცა.

ვარშალომიძის მოღვაწეობის პერიოდში, ბათუმი გახდა საქართველოს ყველაზე სწრაფადგანვითარებული ქალაქი - აქ აშენდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, დაიწყო მშენებლობები და ტურისტული ბუმი. ამ დრომდე, ბათუმი ლიდერობს განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ტურისტულ ცენტრებს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ვარშალომიძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა იმ მცირე ჩამონათვალშია, ვის მიმართაც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არანაირი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2012-ში არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ვარშალომიძემ სახალხოდ გადაულოცა თანამდებობა ახალ ხელმძღვანელს არჩილ ხაბაძეს. ამის შემდეგ, მან კიდევ ორი წელი იცხოვრა ბათუმში, შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

სააკაშვილისგან განსხვავებით, მან არ მოისურვა საქართველოს მოქალაქეობა დაეტოვებინა და პოროშენკოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტზეც თქვა უარი.

2016 წლის ივლისში ვარშალომიძე უკრაინიდან ბათუმში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო - "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

ახლა კი, კვლავ უკრაინაში ჩამოვიდა და მარტში დაინიშნა უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად. ეს საბჭო 2016 წელს დაფუძნდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსულტციო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა. საბჭოს ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ევალება. საბჭოს აქვს ვალდებულება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში უკრაინაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდოს" - ვკითხულობთ 112.ua-ს მიერ მომზადებულ სტატიაში.

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს არ არის შესვლა... გვინდა, "გირჩის სამეფო“ გადავიტანოთ პარლამენტში" - "გირჩი" ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის დერეფანში გეგმავს შესვლას