პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება
რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

თუ ადა­მი­ანს დიდი მან­ძი­ლი არ აქვს და­სა­ფა­რი, სჯობს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ გა­მო­ი­ყე­ნოს და ის იმ ადა­მი­ა­ნებს და­უთ­მოს, ვი­საც ეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, თუ რო­გო­რია ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­ბუს­ში, მეტ­როს ვა­გონ­ში და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ამუ­შავ­დე­ბა.

"მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­თა­ნა­დო მან­ძი­ლი უნდა იყოს და­ცუ­ლი იმის­თვის, რომ პირ­და­პი­რი წვე­თით ამ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თვით­კონ­ტროლ­ზე იმის­თვის, რომ სწო­რად გან­სა­ზღვროთ, გი­ღირთ ამ ტრან­სპორ­ტში ჩაჯ­დო­მა თუ არა.

თუ თქვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბა იმ­დე­ნად შორ­საა, რომ ამ მან­ძი­ლის და­ფარ­ვა ფე­ხით შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრან­სპორ­ტით ისარ­გებ­ლოთ და ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩენ­მა, ვი­საც გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლის ფე­ხით და­ფარ­ვა შე­უძ­ლია, და­უთ­მონ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მათ, ვის­თვი­საც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია“,- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარაზმი
19

ძაან გაუტკბათ ხალხის კონტროლი. თვითონ კი დაქრიან ახალ-ახალი ჯიპებით და რა ენაღვლებათ შენ ფეხით ივლი თუ ავტობუსით.

***
9

ისეთი რეკომენდაციებია, ოჰ, ოჰ, ოჰ. ეს კი არ ვიცოდით და გვეხალისებიდა თურმე ისე მგზავრობა...

ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

თუ ადამიანს დიდი მანძილი არ აქვს დასაფარი, სჯობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გამოიყენოს და ის იმ ადამიანებს დაუთმოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა და განმარტა, თუ როგორია ცენტრის რეკომენდაცია, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ავტობუსში, მეტროს ვაგონში და სხვა სატრანსპორტო საშუალებაში მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.

"მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა.

თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენმა, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმონ სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს