პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს - ის, რაც COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს აუცილებლად დასჭირდება
მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს - ის, რაც COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს აუცილებლად დასჭირდება

I-OnTemp-ი თერ­მუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში, კომ­პა­ნია I-OnTop-მა და­ამ­ზა­და, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ მსოფ­ლი­ოს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს.

და­ნად­გა­რის აწყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა, ჯგუ­ფუ­რი სკა­ნი­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­უ­ჩე­რებ­ლო­ბა და პორ­ტა­ტუ­ლი სის­ტე­მა - ეს რამ­დე­ნი­მეა იმ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც I-OnTemp-ს ეფექ­ტურს და კომ­ფორ­ტულს ხდის. მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმაც მი­ი­ღო.

მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია I-OnTop-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ორ შა­ვი­ტი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

- ჩვე­ნი კომ­პა­ნია ძი­რი­თა­დად HLS-ზე, ანუ შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ზე მუ­შა­ობს. უნი­კა­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ვა­წარ­მო­ებთ, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს დავ­ფიქ­რდით, ისე­თი რისი მი­წო­დე­ბა შეგ­ვეძ­ლო, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას და­ეხ­მა­რე­ბო­და და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს.

ვფიქ­რობ, COVID-19-თან მი­მარ­თე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­გეს, რომ ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მელ ქვე­ყა­ნას, რე­გი­ონს, თუ სარ­წმუ­ნო­ე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან ვირუსს ეს არ აინ­ტე­რე­სებს. და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აღ­მო­ჩე­ნა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პა­რა­მეტ­რი სი­ცხეა, რომ­ლის გა­ზომ­ვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი­კა არ­სე­ბობს.

გა­ვი­აზ­რეთ, რომ ამის ეფექ­ტუ­რად და ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რომ ის და­ეხ­მა­როს კომ­პა­ნი­ებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­უ­ჩე­რებ­ლო­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­გვე­ყო.

მივ­ხვდით, რომ რა­ღაც ისე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ჩა­ირ­თვე­ბო­და და ზუსტ პა­სუხს აჩ­ვე­ნებ­და ტე­მე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვი­სას. ამა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბა I-OnTemp-ი გან­ვა­ვი­თა­რეთ. ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვის სხვა მე­თო­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თერ­მულ სკრი­ნინგს ძი­რი­თა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­მო­ყე­ნე­ბა არ აქვს, ამი­ტო­მაც, ვცდი­ლობ­დით, ტექ­ნო­ლო­გია ისე­თი ყო­ფი­ლი­ყო, რომ ასე გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გაგ­ვე­ხა­და - მა­გა­ლი­თად, არ ყო­ფი­ლი­ყო მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის.

ვე­ცა­დეთ, შეგ­ვექ­მნა ჭკვი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, კომ­პაქ­ტუ­რი და ად­ვი­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იქ­ნე­ბო­და, რათა ის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ფი­ლი­ყო - ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, აფ­რი­კა­ში, ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში და ა.შ. კა­მე­რა ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის­გან შე­ვი­ძი­ნეთ, ჩვენს სის­ტე­მას­თან მისი კომ­ბი­ნი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ, და­ვუ­მა­ტეთ ჩვე­ნი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ყვე­ლა­ფე­რი მო­ხერ­ხე­ბულ ყუთ­ში მო­ვა­თავ­სეთ.

I-OnTemp-ით სარ­გებ­ლო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, იგი­ვე ით­ქმის გა­და­ტა­ნა­ზეც - კა­ბე­ლე­ბი სა­ჭი­რო არაა, არც რა­ი­მე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან მას­თან მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ვი­საც მი­ნი­მა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი გავ­ლი­ლი აქვს.

პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა ამ­ჟა­მად დი­დია, ამი­ტომ, გა­მოწ­ვე­ვაა, სწრა­ფად მი­ვა­წო­დოთ. მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა კარ­გი პარტნი­ო­რე­ბის პოვ­ნაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შე­სა­ფე­რი­სი დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი გვჭირ­დე­ბა. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ამ სფე­რო­ში ჩემი კავ­ში­რე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ბევრ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში თავ­მჯდო­მა­რედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბას ტექ­ნო­ლო­გი­ა­სა და სტარ­ტა­პებ­ში), სწორ გზას ვად­გა­ვართ. ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად მო­წყო­ბი­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ - რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ის გა­რე­დან, რა უნდა ჰქონ­დეს შიგ­ნით, რამ­დენს უნდა იწო­ნი­დეს და ა.შ. რად­გან თუ „ში­პინ­გის“ ფასი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ზანს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. გვინ­დო­და, სი­მარ­ტი­ვე შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ მუ­შა­ობს i-OnTemp-ი და რა ახა­სი­ა­თებს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცესს?

- მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­თვის მხო­ლოდ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რაა სა­ჭი­რო. შემ­დეგ და­კა­ლიბ­რე­ბა, იმ ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­თი­თე­ბა, რო­მელ­ზეც უნდა მოხ­დეს შე­მოწ­მე­ბა. სულ ესაა - მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად მზა­დაა! მისი სწო­რად გან­თავ­რე­ბის ინ­სტრუქ­ცია უმარ­ტი­ვე­სია, რად­გან კა­მე­რას საკ­მა­ოდ მახ­ვი­ლი კუ­თხე აქვს და სუ­რათს თა­ვის გარ­შე­მოც აღიქ­ვამს.

ადა­მი­ა­ნე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა ერ­თობ­ლი­ვად, მოძ­რა­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ცალ-ცალ­კე მათი გა­ჩე­რე­ბა სა­ჭი­რო არაა. თუ კა­მე­რა პო­უ­ლობს ადა­მი­ანს სი­ცხით, მა­შინ ერ­თგვა­რი სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ჩა­ირ­თვე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, კა­მე­რა ამ პირს მო­ნიშ­ნავს. შე­სა­ბა­მი­სად, იმ ხალ­ხის­გან, რო­მელ­მაც კა­მე­რას ჩა­უ­ა­რა, სი­ცხი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. კა­მე­რა ამ ყვე­ლა­ფერს მი­ლი­წა­მებ­ში აკე­თებს, რად­გან მას ყო­ველ წამ­ში, რო­გორც მე ვე­ძა­ხი, „თერ­მუ­ლი იდენ­ტო­ბის“ რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა შე­უძ­ლია.

მას შემ­დეგ, რაც მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩენს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სი­ცხე აქვს, შეგ­ვიძ­ლია, მას ვთხო­ვოთ, კა­მე­რას მო­უ­ახ­ლოვ­დეს, რათა გა­და­ვა­მოწ­მოთ - მოძ­რა­ო­ბა არც ამ შემ­თხვე­ვა­ში ფერ­ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და ამას­თან, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა იმა­შიც მდგო­მა­რე­ობს, რომ I-OnTemp-ის ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე შე­ერ­თე­ბა სა­ჭი­რო არ არის. ის 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს, შემ­დეგ კი მისი და­ტენ­ვა პა­ტა­რა დამ­ტე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­მავ­ლის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბევ­რად დახ­ვე­წი­ლი სის­ტე­მა გვექ­ნე­ბა.

- მო­წყო­ბი­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად, გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა აე­რო­პორ­ტებ­ში. კი­დევ სად შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა?

- მუ­ზე­უ­მებ­ში, სკო­ლებ­ში, ეკ­ლე­სი­ებ­ში, სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბებ­ში, - ყვე­ლა­ნა­ირ სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლას. სხვა­თა შო­რის, თუ სად­მე ერ­თზე მეტი შე­სას­ვლე­ლია, ორი რი­გის გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ანუ, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, არა­მედ იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად შე­დი­ან. მსგავს სივ­რცე­ში მათი დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგე­ბა, რომ თუ ერთ ადა­მი­ანს მა­ინც აქვს კო­რო­ნა, სხვებ­საც არ შე­ექ­მნათ საფრ­თხე. შე­იძ­ლე­ბა, ამან ბიზ­ნეს სექ­ტო­რიც მო­იც­ვას, რო­გო­რი­ცაა ბან­კი, დიდი ოფი­სე­ბი, ინ­დუსტრია, სტა­დი­ო­ნე­ბი.

- რო­გორ აწ­ვდით მო­წყო­ბი­ლო­ბებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას?

- ჩვენ სტრა­ტე­გი­ულ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ. ამას მთლი­ა­ნად ებ­რა­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბად ვტო­ვებთ, ჩი­ნურს არა­ფერს ვი­ყე­ნებთ. არ გვინ­და, I-OnTemp-ი ჩი­ნურ პრო­დუქ­ცი­ა­თან იყოს შე­და­რე­ბუ­ლი. და­ბა­ლი ფა­სით კონ­კუ­რენ­ცი­ას არ ვწევთ, თუმ­ცა, პრო­დუქ­ტი, ამ დო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ, მა­ინც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სი­საა. მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლის პო­ზი­ცია იყო, არ გვინ­და ჩი­ნურ მა­რა­გებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაო, რად­გან ვნა­ხეთ, რა მოხ­და, როცა ისი­ნი ამა­ზე იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი... ჩი­ნე­ლე­ბი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვენ არა­ფერ­ზე გვინ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ პრო­დუქტს ვა­წარ­მო­ებთ, ის­რა­ე­ლი­დან ის ექ­სპორტზე გაგ­ვაქვს და ამით ვა­მა­ყობთ. მთელ მსოფ­ლი­ოს­თან გვაქვს კავ­ში­რი, ბევრ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას ვი­ღებთ. ცოტა ადრე, I-OnTemp-ი ჯერ უნდა შეგ­ვექ­მნა, შემ­დეგ - გაგ­ვე­ყი­და, ახლა კი მის გაგ­ზავ­ნას ვი­წყებთ ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კა, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, აფ­რი­კა და ა.შ. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, თუ მალე ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სა­ქარ­თვე­ლოც შე­უ­ერ­თდე­ბა და I-OnTemp-ის გა­მო­ყე­ნე­ბას და­ი­წყებს.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა წე­რი­ლი მი­ი­ღო - ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. პა­სუ­ხი ჯერ არ ყო­ფი­ლა?

- კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენ წე­რი­ლებს არ ვაგ­ზავ­ნით, ამას დის­ტრი­ბუ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი აკე­თე­ბენ. ჯერ არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა პა­სუ­ხია სა­ქარ­თვე­ლო­დან, თუმ­ცა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი.

- წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეს პრო­დუქ­ცია გა­ნა­ვი­თა­რეთ, იმის ცოდ­ნაც იყო, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ო­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც დარ­ჩე­ბა...

- მა­შინ, რო­დე­საც პან­დე­მია და მას­თან ერ­თად, პა­ნი­კა და­ი­წყო, მთა­ვა­რი ასე ვთქვათ, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის „თავ­დაც­ვის წრე“ იყო, ანუ პირ­ბა­დე­ე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ა.შ. თუმ­ცა ახლა, როცა მსოფ­ლიო ისევ იხ­სნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში კვლავ შე­დი­ან, მომ­დევ­ნო „თავ­დაც­ვის გა­რე­მო­ზე“ უნდა ვი­ფიქ­როთ, რა­საც ჩვენ „ხალ­ხში კაცს“ ვე­ძა­ხით - ხალ­ხში ერთი კა­ცის გამო შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი და­ინ­ფი­ცირ­დეს. ასე რომ, თუ მათ მალე აღ­მო­ვა­ჩენთ, შევ­ძლებთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმსაც და­ვუბ­რუნ­დეთ.

ლია
1

არის ხალხი ვისაც არა კორონას გამო აქვს დაბალი სიცხეები მუდმივად,წლებიც კი, ვაი მათი ბრალი,მათ შორის რამდენადაც ვიცი არიან ონკოლოგიური ავადმყოფები ,მათ კიდევ კონტროლი უნდათ?

ავტორი:

მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს - ის, რაც COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს აუცილებლად დასჭირდება

მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს - ის, რაც COVID-19-ის შემდეგ მსოფლიოს აუცილებლად დასჭირდება

I-OnTemp-ი თერმული ვიზუალიზაციის მოწყობილობაა, რომელიც ტემპერატურის გაზომვისთვის გამოიყენება. პროდუქტი, რომელიც ისრაელში, კომპანია I-OnTop-მა დაამზადა, კორონავირუსგადატანილ მსოფლიოს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში შეუწყობს ხელს.

დანადგარის აწყობის აუცილებლობის არარსებობა, ჯგუფური სკანირება, ბუნებრივი გადაადგილების შეუჩერებლობა და პორტატული სისტემა - ეს რამდენიმეა იმ მახასიათებლებისგან, რომელიც I-OnTemp-ს ეფექტურს და კომფორტულს ხდის. მოწყობილობის შეთავაზება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც მიიღო.

მოწყობილობის შესახებ კომპანია I-OnTop-ის აღმასრულებელი დირექტორი, ორ შავიტი AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- ჩვენი კომპანია ძირითადად HLS-ზე, ანუ შიდა უსაფრთხოების სფეროზე მუშაობს. უნიკალურ მოწყობილობებს ვაწარმოებთ, მაგრამ კორონავირუსის დროს დავფიქრდით, ისეთი რისი მიწოდება შეგვეძლო, რაც კაცობრიობას დაეხმარებოდა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას შეუწყობდა ხელს.

ვფიქრობ, COVID-19-თან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანებმა გაიგეს, რომ ისინი ადამიანები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანას, რეგიონს, თუ სარწმუნოებას წარმოადგენენ, რადგან ვირუსს ეს არ აინტერესებს. დაინფიცირებულთა აღმოჩენაში ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი სიცხეა, რომლის გაზომვის სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს.

გავიაზრეთ, რომ ამის ეფექტურად და ისე განხორციელებისთვის, რომ ის დაეხმაროს კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, გადაადგილების შეუჩერებლობა უნდა უზრუნველგვეყო.

მივხვდით, რომ რაღაც ისეთი მოწყობილობა უნდა გამოგვეყენებინა, რომელიც ადვილად ჩაირთვებოდა და ზუსტ პასუხს აჩვენებდა ტემერატურის გაზომვისას. ამაზე დაყრდნობით მოწყობილობა I-OnTemp-ი განვავითარეთ. ტემპერატურის გაზომვის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, თერმულ სკრინინგს ძირითადად, სამოქალაქო გამოყენება არ აქვს, ამიტომაც, ვცდილობდით, ტექნოლოგია ისეთი ყოფილიყო, რომ ასე გამოყენებაც შესაძლებელი გაგვეხადა - მაგალითად, არ ყოფილიყო მხოლოდ სამხედროებისთვის.

ვეცადეთ, შეგვექმნა ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ამავდროულად, კომპაქტური და ადვილად გამოყენებადი იქნებოდა, რათა ის მთელ მსოფლიოში ყოფილიყო - ევროკავშირის ქვეყნებში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ა.შ. კამერა ცნობილი კომპანიისგან შევიძინეთ, ჩვენს სისტემასთან მისი კომბინირება მოვახდინეთ, დავუმატეთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა და ყველაფერი მოხერხებულ ყუთში მოვათავსეთ.

I-OnTemp-ით სარგებლობა ძალიან ადვილია, იგივე ითქმის გადატანაზეც - კაბელები საჭირო არაა, არც რაიმე განათლების ხარისხია აუცილებელი, რადგან მასთან მუშაობა ყველა ადამიანს შეუძლია, ვისაც მინიმალური ტრენინგი გავლილი აქვს.

პროდუქტზე მოთხოვნა ამჟამად დიდია, ამიტომ, გამოწვევაა, სწრაფად მივაწოდოთ. მეორე გამოწვევა კარგი პარტნიორების პოვნაა მთელ მსოფლიოში, რადგან სხვადასხვა ადგილას შესაფერისი დისტრიბუტორები გვჭირდება. ჩემი გადმოსახედიდან, ამ სფეროში ჩემი კავშირებითა და გამოცდილებიდან გამომდინარე (რომელიც მოიცავს ბევრ უსაფრთხოების კონფერენციაში თავმჯდომარედ მონაწილეობას, გამოცდილებას ტექნოლოგიასა და სტარტაპებში), სწორ გზას ვადგავართ. ჩემს კოლეგასთან ერთად მოწყობილობის დეტალები განვიხილეთ - როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის გარედან, რა უნდა ჰქონდეს შიგნით, რამდენს უნდა იწონიდეს და ა.შ. რადგან თუ „შიპინგის“ ფასი ძალიან მაღალი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ. გვინდოდა, სიმარტივე შეგვენარჩუნებინა.

- კონკრეტულად, როგორ მუშაობს i-OnTemp-ი და რა ახასიათებს მისი გამოყენების პროცესს?

- მისი გააქტიურებისთვის მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. შემდეგ დაკალიბრება, იმ ტემპერატურის მითითება, რომელზეც უნდა მოხდეს შემოწმება. სულ ესაა - მოწყობილობა გამოსაყენებლად მზადაა! მისი სწორად განთავრების ინსტრუქცია უმარტივესია, რადგან კამერას საკმაოდ მახვილი კუთხე აქვს და სურათს თავის გარშემოც აღიქვამს.

ადამიანების ტემპერატურის გაზომვა ერთობლივად, მოძრაობაშია შესაძლებელი, ცალ-ცალკე მათი გაჩერება საჭირო არაა. თუ კამერა პოულობს ადამიანს სიცხით, მაშინ ერთგვარი სიგნალიზაცია ჩაირთვება, ამასთანავე, კამერა ამ პირს მონიშნავს. შესაბამისად, იმ ხალხისგან, რომელმაც კამერას ჩაუარა, სიცხიანი ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია. კამერა ამ ყველაფერს მილიწამებში აკეთებს, რადგან მას ყოველ წამში, როგორც მე ვეძახი, „თერმული იდენტობის“ რამდენიმე სურათის გადაღება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც მოწყობილობა აღმოაჩენს ადამიანს, რომელსაც სიცხე აქვს, შეგვიძლია, მას ვთხოვოთ, კამერას მოუახლოვდეს, რათა გადავამოწმოთ - მოძრაობა არც ამ შემთხვევაში ფერხდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაში დაგვეხმარება და ამასთან, გადაადგილების შეუფერხებლობის საშუალებას მოგვცემს.

ჩვენი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ I-OnTemp-ის ელექტროენერგიაზე შეერთება საჭირო არ არის. ის 6 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს, შემდეგ კი მისი დატენვა პატარა დამტენი მოწყობილობითაა შესაძლებელი. მომავლისთვის, რამდენიმე თვეში ბევრად დახვეწილი სისტემა გვექნება.

- მოწყობილობა, მაგალითად, გამოსადეგი იქნება აეროპორტებში. კიდევ სად შეიძლება მისი გამოყენება?

- მუზეუმებში, სკოლებში, ეკლესიებში, საოფისე შენობებში, - ყველანაირ საჯარო თავშეყრის ადგილას. სხვათა შორის, თუ სადმე ერთზე მეტი შესასვლელია, ორი რიგის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ანუ, მისი გამოყენება შესაძლებელია არა სასურსათო მაღაზიებში, არამედ იქ, სადაც ადამიანები ერთად შედიან. მსგავს სივრცეში მათი დაცვის აუცილებლობა დგება, რომ თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს კორონა, სხვებსაც არ შეექმნათ საფრთხე. შეიძლება, ამან ბიზნეს სექტორიც მოიცვას, როგორიცაა ბანკი, დიდი ოფისები, ინდუსტრია, სტადიონები.

- როგორ აწვდით მოწყობილობებს სხვადასხვა ქვეყანას?

- ჩვენ სტრატეგიულ გადაწვეტილებებს ვიღებთ. ამას მთლიანად ებრაულ მოწყობილობად ვტოვებთ, ჩინურს არაფერს ვიყენებთ. არ გვინდა, I-OnTemp-ი ჩინურ პროდუქციათან იყოს შედარებული. დაბალი ფასით კონკურენციას არ ვწევთ, თუმცა, პროდუქტი, ამ დონის გათვალისწინებთ, მაინც კონკურენტული ფასისაა. მსოფლიოს ნაწილის პოზიცია იყო, არ გვინდა ჩინურ მარაგებზე დამოკიდებულებაო, რადგან ვნახეთ, რა მოხდა, როცა ისინი ამაზე იყვნენ დამოკიდებულნი... ჩინელები კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ არაფერზე გვინდა დამოკიდებულება. ჩვენ პროდუქტს ვაწარმოებთ, ისრაელიდან ის ექსპორტზე გაგვაქვს და ამით ვამაყობთ. მთელ მსოფლიოსთან გვაქვს კავშირი, ბევრ დადებით შეფასებას ვიღებთ. ცოტა ადრე, I-OnTemp-ი ჯერ უნდა შეგვექმნა, შემდეგ - გაგვეყიდა, ახლა კი მის გაგზავნას ვიწყებთ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკა, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, აფრიკა და ა.შ. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ მალე ამ სახელმწიფოებს საქართველოც შეუერთდება და I-OnTemp-ის გამოყენებას დაიწყებს.

- რამდენადაც ვიცი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წერილი მიიღო - ამ მოწყობილობების მიღების შეთავაზება. პასუხი ჯერ არ ყოფილა?

- კონკრეტულად ჩვენ წერილებს არ ვაგზავნით, ამას დისტრიბუტორი კომპანიები აკეთებენ. ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რა პასუხია საქართველოდან, თუმცა ამასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

- წარმომიდგენია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს პროდუქცია განავითარეთ, იმის ცოდნაც იყო, რომ კორონავირუსი მსოფლიოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც დარჩება...

- მაშინ, როდესაც პანდემია და მასთან ერთად, პანიკა დაიწყო, მთავარი ასე ვთქვათ, ცალკეული ადამიანის „თავდაცვის წრე“ იყო, ანუ პირბადეები, ხელთათმანები და ა.შ. თუმცა ახლა, როცა მსოფლიო ისევ იხსნება და ადამიანები ერთმანეთთან შემხებლობაში კვლავ შედიან, მომდევნო „თავდაცვის გარემოზე“ უნდა ვიფიქროთ, რასაც ჩვენ „ხალხში კაცს“ ვეძახით - ხალხში ერთი კაცის გამო შეიძლება, ბევრი დაინფიცირდეს. ასე რომ, თუ მათ მალე აღმოვაჩენთ, შევძლებთ, ბევრი ადამიანი გადავარჩინოთ და ნორმალური ცხოვრების რიტმსაც დავუბრუნდეთ.

კრედო ბანკის მხარდაჭერის კამპანია 71+ წლის მომხმარებლებისთვის

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით პირველი ონლაინ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა