სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარანტინის დროს ეზოებში ქეიფობდნენ... ზოგჯერ პოლიციაც მათთან ერთად სვამდა" - რეალურად, რა ვითარებაა რუსეთში, სადაც ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება
"კარანტინის დროს ეზოებში ქეიფობდნენ... ზოგჯერ პოლიციაც მათთან ერთად სვამდა" - რეალურად, რა ვითარებაა რუსეთში, სადაც ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება

COVID-19-ის ინ­ფი­ცი­რე­ბის მხრივ, ამე­რი­კის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა რუ­სე­თი. 15 მა­ი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 262 843 შემ­თხვე­ვა, გარ­და­იც­ვა­ლა 2 418 პა­ცი­ენ­ტი.

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც კრემ­ლის მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია და და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი მუდ­მი­ვად იუ­წყე­ბი­ან, რე­ა­ლუ­რად და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია.

Financial Times-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კა­ზე 70%-ით მე­ტია. მსგავ­სი პუბ­ლი­კა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, უცხო­ეთ­ში მყო­ფი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის მი­ხა­ილ ხა­დარ­კოვ­სკის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ­მა კომ­პა­ნია МБХ медиа-მ.

ამ ცნო­ბებს, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ე­ბის შე­ტე­ვად მი­იჩ­ნევს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­მელ­მაც მსგავს პუბ­ლი­კა­ცი­ებს "უსა­ფუძ­ვლო სპე­კუ­ლა­ცია" და "მო­რი­გი ან­ტი­რუ­სუ­ლი ფე­ი­კე­ბი" უწო­და და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვა მო­ი­თხო­ვა.

ვირუ­სის ფონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად რუ­სეთ­ში ვი­თა­რე­ბა სულ უფრო მძიმ­დე­ბა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რივ შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და­ა­ა­ნონ­სა. არა­და, ზოგ­ჯერ ინ­ფი­ცი­რე­ბის ნა­კა­დი, დღე-ღა­მე­ში 10 000-ზე მე­ტია. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ფონ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ისი­ნი გა­ა­ოგ­ნა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი იმ მძი­მე პრო­ცე­სებ­ზე ჰყვე­ბი­ან, რო­მე­ლიც ახლა რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აკო დგე­ბუ­ა­ძე, მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- მთე­ლი ღამე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის ხმა ის­მის. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ვირუ­სის თემა მო­გო­ნი­ლია, ვი­ღა­ცებს, უფრო სწო­რად, და­სავ­ლეთს აწყობს რუ­სე­თი მუდ­მი­ვად პა­ნი­კა­ში იყოს, არა­ფერს აწარ­მო­ებ­დეს და გა­ღა­ტაკ­დე­სო... ამი­ტომ, მი­აჩ­ნი­ათ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვას აზრი არ აქვს და ძა­ლი­ან კარ­გია თუ შე­ზღუდ­ვებს მოხ­სნი­ან. ეს კა­ტე­გო­რია ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე სა­ღად მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვი­სა და კა­რან­ტი­ნის გამ­კაც­რე­ბის მომ­ხრეა.

უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თია დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც არა­თუ დის­ტან­ცი­ას იცა­ვენ, კა­რან­ტი­ნის დროს სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეზო­ებ­სა და სახ­ლებ­ში ერ­თად ქე­ი­ფობ­დნენ

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ახა­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ვინ­მე პო­ლი­ცი­ას გა­მო­ი­ძა­ხებ­და, ზოგ­ჯერ ისი­ნიც მათ­თან ერ­თად სვა­მენ... ეს ხდე­ბა მოს­კო­ვის გა­რე­უბ­ნებ­ში. სხვა­გან ალ­ბათ უა­რე­სი ამ­ბე­ბია. ასე გავ­რცელ­და ვირუ­სი მას­შტა­ბუ­რად.

ამას ემა­ტე­ბა და­უც­ვე­ლი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე და ღამე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არი­ან. უამ­რა­ვი მათ­გა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვის გა­რე­შე მუ­შა­ობს. ხში­რად, თა­ვად და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან იმუ­შა­ონ. სა­უ­ბა­რია ასო­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე, სა­კა­რინ­ტი­ნო ზო­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი მა­ინც არ არის... და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი ჯან­მრთელ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბენ, ხში­რად უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გა­რე­შე. ერთი სი­ტყვით, ქა­ო­სია. მე ვსა­უბ­რობ სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მყოფ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე. ამ­ბო­ბენ, რომ კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

ნანი და­რახვე­ლი­ძე:

- ჩემს რა­ი­ონ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი ცხოვ­რობს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ღეს­ტნე­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და­ღეს­ტან­შია, პა­ცი­ენ­ტებს პირ­და­პირ დე­რეფ­ნებ­ში აწ­ვე­ნენ... რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა თქვა, რომ ოჯა­ხი­დან რამ­დე­ნი­მე წევ­რი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდე­ბიც... თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, კრემლში აცხა­დე­ბენ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა მო­იხ­სნას და სამ­რეწ­ვე­ლო და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა მოგ­ვი­წია, 4 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვე­ლო­დით. მერე რო­გორც იქნა, მო­ვიდ­ნენ და აქეთ გვე­ჩხუბ­ნენ - ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის გამო გვი­ძა­ხებ­თო... კო­რო­ნა­ვირუს­ზე ვკი­თხეთ, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას ერი­დე­თო, გვირ­ჩი­ეს, თუმ­ცა, დაგ­ვამ­შვი­დეს, სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ­თან ბევ­რად და­ბა­ლია, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მომ­ზა­დე­ბა მო­ას­წროო.

არ ვიცი, რაში გა­მო­ხა­ტე­ბა მომ­ზა­დე­ბა, თა­ვა­დაც არ ჰქონ­დათ პირ­ბა­დე­ე­ბი და სპე­ცე­კი­პი­რე­ბა. რო­დე­საც ვკი­თხეთ, ასე რო­გორ მუ­შა­ობ­თო, ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის არმ­ქო­ნე პა­ცი­ენ­ტთან სპე­ცე­კი­პი­რე­ბის გა­რე­შე წას­ვლის უფ­ლე­ბა გვაქ­ვსო – გვი­პა­სუ­ხეს.

ადა გო­გუა, მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- მოს­კო­ვის მერ­მა გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა... ეს ნიშ­ნავს, რომ ვი­თა­რე­ბა იმა­ზე მძი­მეა, ვიდ­რე ამ­ბო­ბენ. სა­გან­გა­შოა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ა­ვა­დე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ისი­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან, შემ­დეგ კი გარ­შე­მო ავ­რცე­ლე­ბენ. აქ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ექიმს ბი­ნა­ზე იძა­ხე­ბენ რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და ხელ­ზე ფულს უხ­დი­ან. ამ ვი­თა­რე­ბა­ში კი, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ზედ­მე­ტი არ არის და ისი­ნიც და­დი­ოდ­ნენ ძველ პა­ცი­ენ­ტებ­თან. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი ესეც არის. მოს­კოვ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 13 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და არა­ვინ იცის, რამ­დე­ნია რე­ა­ლუ­რად და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
52

"ბუდ ზდაროვს" რომ იტყვიან და მერე ხუხავენ არაყს რაის კორონა დააჩოქებს რუსს!

Goga
13

იმედია ისეთ ზარალს ნახავენ აქეთ შეგვეხვეწონ წაიღეთ მოგვაშორეთ ეს თქვენი ტერიტორიებიო

ავტორი:

"კარანტინის დროს ეზოებში ქეიფობდნენ... ზოგჯერ პოლიციაც მათთან ერთად სვამდა" - რეალურად, რა ვითარებაა რუსეთში, სადაც ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება

"კარანტინის დროს ეზოებში ქეიფობდნენ... ზოგჯერ პოლიციაც მათთან ერთად სვამდა" - რეალურად, რა ვითარებაა რუსეთში, სადაც ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება

COVID-19-ის ინფიცირების მხრივ, ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილზეა რუსეთი. 15 მაისის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დარეგისტრირებულია 262 843 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 418 პაციენტი.

ამავდროულად, როგორც კრემლის მიერ არაკონტროლირებადი მედია და დასავლური გამოცემები მუდმივად იუწყებიან, რეალურად დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია.

Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე 70%-ით მეტია. მსგავსი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, უცხოეთში მყოფი რუსი ბიზნესმენის მიხაილ ხადარკოვსკის მფლობელობაში არსებულმა კომპანია МБХ медиа-მ.

ამ ცნობებს, დასავლური მედიების შეტევად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მსგავს პუბლიკაციებს "უსაფუძვლო სპეკულაცია" და "მორიგი ანტირუსული ფეიკები" უწოდა და ინფორმაციების დაბლოკვა მოითხოვა.

ვირუსის ფონზე ყოველდღიურად რუსეთში ვითარება სულ უფრო მძიმდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დააანონსა. არადა, ზოგჯერ ინფიცირების ნაკადი, დღე-ღამეში 10 000-ზე მეტია. მოსახლეობის ნაწილის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ფონზე ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ისინი გააოგნა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ემიგრანტები იმ მძიმე პროცესებზე ჰყვებიან, რომელიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს.

აკო დგებუაძე, მოსკოვში მცხოვრები ქართველი:

- მთელი ღამე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ხმა ისმის. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვირუსის თემა მოგონილია, ვიღაცებს, უფრო სწორად, დასავლეთს აწყობს რუსეთი მუდმივად პანიკაში იყოს, არაფერს აწარმოებდეს და გაღატაკდესო... ამიტომ, მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვას აზრი არ აქვს და ძალიან კარგია თუ შეზღუდვებს მოხსნიან. ეს კატეგორია ბევრად მეტია, ვიდრე საღად მოაზროვნეები, ვინც უსაფრთხოების ზომების დაცვისა და კარანტინის გამკაცრების მომხრეა.

უმძიმესი სურათია დიდ ქალაქებში, სადაც არათუ დისტანციას იცავენ, კარანტინის დროს სახლში ჩაკეტილი ადამიანები, ეზოებსა და სახლებში ერთად ქეიფობდნენ

იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესების დარღვევისთვის ვინმე პოლიციას გამოიძახებდა, ზოგჯერ ისინიც მათთან ერთად სვამენ... ეს ხდება მოსკოვის გარეუბნებში. სხვაგან ალბათ უარესი ამბებია. ასე გავრცელდა ვირუსი მასშტაბურად.

ამას ემატება დაუცველი ექიმები, რომლებიც დღე და ღამე საავადმყოფოებში არიან. უამრავი მათგანი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მუშაობს. ხშირად, თავად დაინფიცირებულები, იძულებული არიან იმუშაონ. საუბარია ასობით დაინფიცირებულზე, საკარინტინო ზომები ყოველდღიურად ფართოვდება, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის... დაინფიცირებული ექიმები ჯანმრთელ პაციენტებთან მუშაობენ, ხშირად უსაფრთხოების ზომების გარეშე. ერთი სიტყვით, ქაოსია. მე ვსაუბრობ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საავადმყოფოებზე. ამბობენ, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში უკეთესი მდგომარეობაა.

ნანი დარახველიძე:

- ჩემს რაიონში ძალიან ბევრი ჩრდილოკავკასიელი ცხოვრობს, განსაკუთრებით დაღესტნელები. ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა დაღესტანშია, პაციენტებს პირდაპირ დერეფნებში აწვენენ... რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ ოჯახიდან რამდენიმე წევრი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდებიც... თუმცა, ამის მიუხედავად, კრემლში აცხადებენ, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას და სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები მუშაობას განაახლებენ.

რამდენიმე დღის წინ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოგვიწია, 4 საათზე მეტხანს ველოდით. მერე როგორც იქნა, მოვიდნენ და აქეთ გვეჩხუბნენ - ასეთ მძიმე მდგომარეობაში არტერიული წნევის გამო გვიძახებთო... კორონავირუსზე ვკითხეთ, სახლიდან გამოსვლას ერიდეთო, გვირჩიეს, თუმცა, დაგვამშვიდეს, სიკვდილობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ბევრად დაბალია, რადგან ხელისუფლებამ მომზადება მოასწროო.

არ ვიცი, რაში გამოხატება მომზადება, თავადაც არ ჰქონდათ პირბადეები და სპეცეკიპირება. როდესაც ვკითხეთ, ასე როგორ მუშაობთო, ვირუსის სიმპტომების არმქონე პაციენტთან სპეცეკიპირების გარეშე წასვლის უფლება გვაქვსო – გვიპასუხეს.

ადა გოგუა, მოსკოვში მცხოვრები ქართველი:

- მოსკოვის მერმა გაგვაფრთხილა, რომ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა იზრდება... ეს ნიშნავს, რომ ვითარება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამბობენ. საგანგაშოა სამედიცინო პერსონალის დაავადების კატასტროფული მაჩვენებელი. ისინი პაციენტებისგან ინფიცირდებიან, შემდეგ კი გარშემო ავრცელებენ. აქ არის შემთხვევები, როდესაც ექიმს ბინაზე იძახებენ რაიმე გართულების შემთხვევაში და ხელზე ფულს უხდიან. ამ ვითარებაში კი, დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არ არის და ისინიც დადიოდნენ ძველ პაციენტებთან. დიდი ალბათობით, ასეთი მასშტაბური გავრცელების მიზეზი ესეც არის. მოსკოვში, დაახლოებით, 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არავინ იცის, რამდენია რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი.

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ნავარჯიშები და დაკუნთული ადამიანის სხეული - ამერიკელი ექთნის ფოტომ ინტერნეტი შოკში ჩააგდო

მოგლეჯილი ხეები, წყალში ჩაძირული მანქანები და გარდაცვლილები - ფოტოები ინდოეთის ქალაქიდან, რომელიც ციკლონმა გაანადგურა