საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო... ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა" - მეუფე იაკობი
"მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო... ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა" - მეუფე იაკობი

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ერთი უნდა იცო­დეთ, რომ სი­ნოდ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ძლი­ე­რი ერ­თო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა, ბოდ­ბის მო­ნას­ტრის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში წი­ნა­სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მან ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ნოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თო­ბა იყო და „მთე­ლი მსოფ­ლიო და­ა­ჩო­ქეს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის გარ­და“.

„მო­ნას­ტრის დე­დებს, მა­მებს, მრევლს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მად­ლო­ბა იმ თავ­და­დე­ბის­თვის, რაც გა­მო­ი­ჩი­ნეთ. სირ­ცხვი­ლია, რომ იძა­ხი­ან ხოლ­მე 70 წლის ადა­მი­ა­ნი გა­რეთ არ გა­ვი­დეს. ვინ გა­და­უ­წყვი­ტა იმ ადა­მი­ანს, რა­ტომ არ უნდა გა­ვი­დეს, სახ­ლში უნდა დავ­ხო­ცოთ ადა­მი­ა­ნე­ბი? სიფრ­თხი­ლე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ღმერ­თმა რო­გორ გვა­შო­რა ხომ ყვე­ლა­ფე­რი? პატ­რი­არ­ქი გვაჩ­ვე­ნებ­და, რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ამ გან­საც­დე­ლის ჟამს სი­ნო­დი სა­ოც­რად შე­მიყ­ვარ­და და ყვე­ლა რა, იმი­ტომ რომ ისე­თი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა ჰქონ­და, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. კი­დე­ვაც ვუ­თხა­რი და სხვებ­მაც აღი­ა­რეს.

ერ­თმა­ნეთს კი­დე­ვაც გან­ვი­კი­თხავთ - ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ზოგს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შური ჰქონ­და... დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნა ეს უფალ­მა და მა­მას­თან საძ­მო, უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი ძმე­ბი, ერ­თად მივ­დი­ო­დით. მთე­ლი მსოფ­ლიო და­ა­ჩო­ქეს, ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნი ეკ­ლე­სია იყო და 87 წლის ადა­მი­ა­ნი, სუ­ლით და ხორ­ცით ქრის­ტი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი, ჩვე­ნი მა­მამ­თა­ვა­რი, ჩვე­ნი კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი უფალ­მა მთა­ვარ­სარ­დლად გა­მო­ირ­ჩია, სხვებს მა­პა­ტი­ეთ და ლე­იბ­ზე წა­მო­წო­ლი­ლებს, ხალ­ხის გა­რე­შე გვაჩ­ვე­ნებ­დნენ დიდ ტაძ­რებ­ში, პატ­რი­არ­ქი ხალ­ხთან ერ­თად იყო და ქრის­ტეს ლაშ­ქარს მი­უ­ძღვე­ბო­და.

ბოლო ჟამი სხვა­ნა­ი­რად კი არ იქ­ნე­ბა? ასე იქ­ნე­ბა და ბევ­რი შე­ე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლამ გმი­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, ვი­საც შე­ე­შინ­და ისი­ნიც გმი­რე­ბი არი­ან. ყვე­ლას შე­ვუნ­დოთ, არა­ვინ გან­ვი­კი­თხოთ და ჩვენ უნდა მივ­ხე­დოთ ჩვენს ქვე­ყა­ნას. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ღა­რი­ბია ქო­ნე­ბით, ჩვე­ნი სიმ­დიდ­რე ქრის­ტე­შია, ჩვე­ნი სიმ­დიდ­რე ჩვენს სა­ქარ­თვე­ლო­ში და დედა ეკ­ლე­სი­ა­შია. ეს სა­ო­ცა­რი რა­ღაც იყო და ის­ტო­რია ამა­ზე იტყვის. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ თავ­ში ავარ­დნი­ლი არ გვაქვს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ერთი უნდა იცო­დეთ, რომ სი­ნოდ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ძლი­ე­რი ერ­თო­ბაა. რა ძა­ლამ უნდა დაგ­ვა­შო­როს? მა­შინ ქრის­ტეს და ჩვე­ნი დედა ეკ­ლე­სი­ის მტრე­ბი გავ­ხდე­ბით?“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
titu
35

ეს როდის შეგვეშვება ნეტა

Ahmed
107

მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძეს მაგივრად...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო... ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა" - მეუფე იაკობი

"მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო... ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა" - მეუფე იაკობი

ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში განსაკუთრებული ერთობა იყო და „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“.

„მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც გამოიჩინეთ. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ღმერთმა როგორ გვაშორა ხომ ყველაფერი? პატრიარქი გვაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა და ყველა რა, იმიტომ რომ ისეთი ერთსულოვნება ჰქონდა, გაგიკვირდებათ. კიდევაც ვუთხარი და სხვებმაც აღიარეს.

ერთმანეთს კიდევაც განვიკითხავთ - ადამიანები ვართ, ზოგს ერთმანეთის მიმართ შური ჰქონდა... დაგვაძლევინა ეს უფალმა და მამასთან საძმო, უფროსი და უმცროსი ძმები, ერთად მივდიოდით. მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო და 87 წლის ადამიანი, სულით და ხორცით ქრისტიანი, ქართველი, ჩვენი მამამთავარი, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უფალმა მთავარსარდლად გამოირჩია, სხვებს მაპატიეთ და ლეიბზე წამოწოლილებს, ხალხის გარეშე გვაჩვენებდნენ დიდ ტაძრებში, პატრიარქი ხალხთან ერთად იყო და ქრისტეს ლაშქარს მიუძღვებოდა.

ბოლო ჟამი სხვანაირად კი არ იქნება? ასე იქნება და ბევრი შეეშინდება, მაგრამ ყველამ გმირობა გამოიჩინა, ვისაც შეეშინდა ისინიც გმირები არიან. ყველას შევუნდოთ, არავინ განვიკითხოთ და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ეკლესია ღარიბია ქონებით, ჩვენი სიმდიდრე ქრისტეშია, ჩვენი სიმდიდრე ჩვენს საქართველოში და დედა ეკლესიაშია. ეს საოცარი რაღაც იყო და ისტორია ამაზე იტყვის. მადლობა ღმერთს, რომ თავში ავარდნილი არ გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა. რა ძალამ უნდა დაგვაშოროს? მაშინ ქრისტეს და ჩვენი დედა ეკლესიის მტრები გავხდებით?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოში კორონავირუსით  კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში