პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა
მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა

აფხა­ზი პრინ­ცე­სა - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­და გო­გო­ნას მე­დია რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც მას­ზე პირ­ვე­ლად და­წე­რეს. რე­ა­ლუ­რად კი ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მაკა ასა­თი­ა­ნის დის­შვი­ლი გახ­ლდათ.

მა­რი­ა­ნა აჩ­ბას მე­დი­ა­ში გა­მო­ჩე­ნამ­დე ბევ­რმა ისიც არ იცო­და, რომ მაკა ასა­თი­ანს და ჰყავ­და. სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი 90-იან წლებ­შიც კი არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა... მა­შინ, რო­დე­საც თბი­ლი­სის ბო­მონ­დურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი მაკა ასა­თი­ა­ნი, მისი ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი გახ­ლდნენ.

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და არ უყ­ვარს მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა. წლე­ბის წინ სა­ლო­მე ცო­ლად გაჰ­ყვა ას­ტა­მურ აჩ­ბას. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, მა­რი­ა­ნა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი წლე­ბის წინ და­შორ­და და ას­ტა­მურ აჩბა ახლა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს შვილ­თან და მა­რი­ა­ნაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მა­მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი და ას­ტა­მურ აჩბა
სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი და მა­რი­ა­ნა აჩბა

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ა­ნა, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე პა­რიზ­ში ცხოვ­რობს, ცო­ლად "მაგ­თი­კო­მის" შე­ფის, მი­ლი­ო­ნერ გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძის ვაჟ­ზე, ირაკ­ლი ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ზე თხოვ­დე­ბო­და

მა­რი­ა­ნა აჩბა

წყვი­ლის ფო­ტო­ე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე თა­ვად მა­რი­ა­ნამ გა­ავ­რცე­ლა. მა­რი­ა­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს დე­დის ფო­ტო­ებს, ძი­რი­თა­დად - ახალ­გაზ­რდო­ბის. რო­გორც ჩანს, სა­ლო­მე ასა­თი­ანს, ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ სურს მე­დი­ა­ში გა­მო­ჩე­ნა.

თუმ­ცა მის გა­მორ­ჩე­ულ სი­ლა­მა­ზე­ზე ლე­გენ­დე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა... აფხა­ზი პრინ­ცე­სა კი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა მისი პა­რი­ზუ­ლი ცხოვ­რე­ბით. მა­რი­ა­ნა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­დე­ლო­ბა­საც ახერ­ხებს. ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ყვე­ლა ჩვე­ნე­ბის მთა­ვა­რი მო­დე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იოსებ ჟღენტი.
0

მართლაც რომ ულამაზესია მარიანა.მისი ბაბუა მამის მხრიდან დიდი ასტამურ აჩბა იყო.თბილისის ულამაზესი და სიმპათიური ბიჭი .სამწუხაროდ სასტუმრო თბილისში მოკლეს.ბებია ასევე მამის მხრიდან დოდო დევდარიანი ჩემი დეიდაა.ულამაზესი ანუ კემეს ამსგავსებდნენ.მარიანა ორივე მხრიდან ულამაზესი შტოდან მოდის.წარმატებები ჩვენო გოგო❤️❤️

ხათო
13

ეს აფხაზი პრინცედა არ გაიზარდა? სულ ბავზსვობის სურათებს რომ უდებთ?

ავტორი:

მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა

მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა

აფხაზი პრინცესა - ასე მოიხსენიებდა გოგონას მედია რამდენიმე წლის წინ, როდესაც მასზე პირველად დაწერეს. რეალურად კი ის საქართველოში ყველაზე ცნობილი დიზაინერის მაკა ასათიანის დისშვილი გახლდათ.

მარიანა აჩბას მედიაში გამოჩენამდე ბევრმა ისიც არ იცოდა, რომ მაკა ასათიანს და ჰყავდა. სალომე ასათიანი 90-იან წლებშიც კი არსად გამოჩენილა... მაშინ, როდესაც თბილისის ბომონდურ წვეულებებზე ყველაზე სასურველი სტუმრები მაკა ასათიანი, მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და მეგობრები გახლდნენ.

სალომე ასათიანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება. წლების წინ სალომე ცოლად გაჰყვა ასტამურ აჩბას. წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინათ, მარიანა, რომელიც წლების წინ გაიცნო საზოგადოებამ.

ჩვენი ინფორმაციით, წყვილი წლების წინ დაშორდა და ასტამურ აჩბა ახლა მეორე ქორწინებაში იმყოფება, თუმცა არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს შვილთან და მარიანაც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მამასთან გადაღებულ ფოტოებს.

სალომე ასათიანი და ასტამურ აჩბა
სალომე ასათიანი და მარიანა აჩბა

სალომე ასათიანი აღარ დაოჯახებულა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიანა, რომელიც წლებია უკვე პარიზში ცხოვრობს, ცოლად "მაგთიკომის" შეფის, მილიონერ გია ჯოხთაბერიძის ვაჟზე, ირაკლი ჯოხთაბერიძეზე თხოვდებოდა

მარიანა აჩბა

წყვილის ფოტოები ინსტაგრამზე თავად მარიანამ გაავრცელა. მარიანა სოციალურ ქსელში ასევე ხშირად აქვეყნებს დედის ფოტოებს, ძირითადად - ახალგაზრდობის. როგორც ჩანს, სალომე ასათიანს, ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ სურს მედიაში გამოჩენა.

თუმცა მის გამორჩეულ სილამაზეზე ლეგენდები დღემდე გრძელდება... აფხაზი პრინცესა კი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ქართული მედია ხშირად ინტერესდება მისი პარიზული ცხოვრებით. მარიანა სწავლის პარალელურად მოდელობასაც ახერხებს. ის ცნობილი ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.