საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ
"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 34 წლის ბელა მაღ­ლა­ფე­რი­ძეს თბი­ლი­სი­დან, რო­მე­ლიც ერთი წე­ლია ნიუ-იორკში ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად მუ­შა­ობ­და, სა­კუ­თა­რი მცი­რე ბიზ­ნე­სიც ჰქონ­და, უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნამ და ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა მი­იყ­ვა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და აშშ-ში ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­ძი­ებ­ლად წა­სუ­ლი­ყო.

ის სა­უბ­რობს პრობ­ლე­მებ­ზე, რაც ემიგ­რან­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ ექ­მნე­ბათ, ასე­ვე თა­ნად­გო­მა­ზე, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გა­მო­ხა­ტა­ვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის დროს.

"ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ემიგ­რან­ტებს ერთი ასე­თი მანტრა გვაქვს: შე­მოდ­გამ თუ არა ფეხს JFK-ის აე­რო­პორ­ტში, უნდა გა­ნულ­დე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ და­ი­ვი­წყო შენი წარ­სუ­ლი და თა­ვი­დან და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. მე არ გა­მი­ნუ­ლე­ბია ჩემი წარ­სუ­ლი, არ დამ­ვი­წყე­ბია ჩემი მიზ­ნე­ბი. თუ რამე გა­ვა­ნუ­ლე ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლი­სას, მხო­ლოდ ის ამ­ბი­ცი­ე­ბი იყო, რო­მელ­საც მხო­ლოდ ხე­ლის შეშ­ლა შე­ეძ­ლო მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ჩემი ასა­კის­თვის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა მქონ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში მა­ღალ პო­ზი­ცი­ებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. 2019 წელს ჩემი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჰობი ბიზ­ნე­სად მინ­დო­და მექ­ცია და საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად, ნა­ტახ­ტარ­ში, ტუ­რის­ტულ მარ­შრუტ­ზე ქარ­თუ­ლი პას­ტე­რი­ის სა­ცხო­ბი „სა­ცხო­ბე­ლა“ ავა­მუ­შა­ვე. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა ბიზ­ნესს, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ნუ­ლო­ვა­ნი მო­გე­ბის წერ­ტილ­ზე გას­ვლა და­სა­წყის­ში, ამი­ტომ სა­ცხო­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას ჩემი ძი­რი­თა­დი ხელ­ფა­სის ხარ­ჯზე ვახ­დენ­დი.

სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს ჩემი სამ­სა­ხუ­რი შე­ე­წი­რა, რა­მაც რე­ა­ლუ­რად ფი­ნან­სურ კრი­ზი­სამ­დე მი­მიყ­ვა­ნა და ეს იყო მი­ზე­ზი, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მე­პო­ვა. ოჯახ­ში ყო­ველ­თვის მე ვი­ყა­ვი შე­მომ­ტა­ნი, მე ყო­ველ­თვის უფრო მეტი ცოდ­ნა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, ამი­ტომ კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის გეგ­მაც მე უნდა შე­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად ამე­რი­კა­ში შრო­მით მიგ­რა­ცი­ა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ეს არ იქ­ნე­ბო­და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი წას­ვლა. ისიც ვი­ცო­დი, რომ აქ ჩემი კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად არ მოვ­დი­ო­დი.

თუმ­ცა, არას­დროს მი­მაჩ­ნდა სა­თა­კი­ლოდ მუ­შა­ო­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რის­თვის არაა მი­სა­ღე­ბი ის სა­მუ­შაო, რა­საც ვას­რუ­ლებ, ვთვლი, რომ მო­გე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ში ვარ. იმი­ტომ რომ სახ­ლის და­ლა­გე­ბა­სა და სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში, რაც ქა­ლის და­მა­ტე­ბი­თი უფა­სო შრო­მაა ყო­ველ­თვის, აქ საკ­მა­ოდ ღირ­სე­ულ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვი­ღებ. მთა­ვა­რია პო­ზი­ტი­უ­რად შე­ხე­დო რა­ღა­ცე­ებს და იმე­დით.

ჩემი პო­ზი­ტი­ვი იმა­ში ვი­პო­ვე, რომ დრო­ის ფასი ვის­წავ­ლე, რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე - სხვი­სი. ასე­ვე გა­ვი­აზ­რე სხვა­ნა­ი­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ხა­რის­ხი, ადრე თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კო­ლექ­ტი­უ­რად, მე­გობ­რებ­თან ან ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვი­ღებ­დი, ახლა ამის გა­კე­თე­ბა მარ­ტო მი­წევს. რა­საც ვა­კე­თებ, ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემი და ჩემი შვი­ლე­ბის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვი­საა.

თა­ვი­დან აქ რომ ჩა­მო­ვე­დი, ბარ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ერთ ჩემს ამე­რი­კელ მე­გო­ბარს გა­ვუმ­ხი­ლე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე თა­ვად მქონ­და კვე­ბის ობი­ექ­ტი და ახლა კი სხვის ბარ­ში მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლად ვმუ­შა­ობ­დი. იცი რა მი­პა­სუ­ხა და ეს სი­ტყვე­ბი სულ მახ­სენ­დე­ბა, როცა ემო­ცი­უ­რად გა­მი­ჭირ­დე­ბა: თუ სხვი­სი რეს­ტო­რა­ნი არ და­გი­ლა­გე­ბია, ვე­რას­დროს შეძ­ლებ შენ თა­ვად გქონ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­ტო­რა­ნიო. მე­თა­კი­ლე­ბა კი არა, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის მო­ნატ­რე­ბის დაძ­ლე­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის დათ­მო­ბის ხარ­ჯზე, ახა­ლი, რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა შევ­ძე­ლი.

  • კო­ვიდ 19 და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი

ისე გა­მო­ვი­და, რომ ნიუ-იორ­კის "ლო­ქ­და­უნ­თან" ერ­თად მუ­შა­ო­ბაც შევ­წყვი­ტე. თა­ვი­დან ცოტა და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა მქონ­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე ფოს­ტით ჩემი დამ­საქ­მებ­ლის­გან ჩე­კე­ბი მი­ვი­ღე. აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დრო­ე­ბით არ ვმუ­შა­ობ­დი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა და ხელ­ფა­სის გა­დახ­და გა­მიგ­რძე­ლეს. გა­მი­მარ­თლა, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დამ­ხმა­რედ ვმუ­შა­ობ და ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს ისე აუ­ღეს ალღო, კვი­რა­ში 2 დღე ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის დღედ გა­მო­ა­ცხა­დეს.

ქარ­თუ­ლი კო­მუ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სო­ლი­და­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პან­დე­მი­ის დროს ბევ­რმა ქარ­თველ­მა და­კარ­გა სა­მუ­შაო. თუმ­ცა ისი­ნი, ვინც მუ­შა­ო­ბენ, უხელ­ფა­სოდ დარ­ჩე­ნი­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან: ხში­რად ხვდე­ბათ-ხოლ­მე მათ კარ­თან საკ­ვე­ბი ან კონ­ვერ­ტით ფული, ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და­შიც ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. აქ ყვე­ლა კო­ლექ­ტი­უ­რად ვცხოვ­რობთ და ერ­თმა­ნეთს გა­ტა­ნა­ში ვეხ­მა­რე­ბით.

ამე­რი­კის მთავ­რო­ბას საკ­მა­ოდ სა­მარ­თლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი აქვს. მი­უ­ხე­და­ვად ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა, ყვე­ლას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი. ჩვენ­თან ყო­ვე­ლი მე­ო­რე ბლო­კის შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბია და ვირუ­სის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას ამ პუნ­ქტე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ყვე­ლას. ლო­ქ­და­უ­ნი­დან მე-16 დღეს 37-მდე ამი­წია სი­ცხემ. თუმ­ცა მხო­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და­მი­ნიშ­ნეს და არ ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ კო­ვიდ­ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბა. აქ ახლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ტეს­ტის გა­კე­თე­ბა: რამ­დე­ნი­მე სიმპტო­მის აღ­მო­ჩე­ნი­სას, მან­ქა­ნით შე­იძ­ლე­ბა მის­ვლა კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თებ­ზე და მან­ქა­ნი­დან გად­მო­უს­ვლე­ლად გი­კე­თე­ბენ ტესტს ან­ტი­გენ­ზე, რო­მე­ლიც ცხა­დია, ფა­სი­ა­ნია და ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200$-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

ძი­რი­თა­დად სულ სახ­ლში ვარ. მხო­ლოდ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად გავ­დი­ვარ. სახ­ლში ყოფ­ნამ ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შიში გა­მიღ­ვი­ძა, არ ვიყო გა­მო­უ­სა­დე­გა­რი სხვე­ბის­თვის. წარ­მო­იდ­გი­ნე, ცხოვ­რობ სხვის მი­წა­ზე, სხვის სახ­ლში, ერთ ოთახ­ში და არა­ფერს აკე­თებ. თავი ყო­ველ­თვის მინ­და ვიგ­რძნო სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნად. ამი­ტომ, ფე­ის­ბუქ­ზე და­ვი­წყე ლა­ი­ვე­ბის გა­კე­თე­ბა: მინ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო ხალ­ხს. აი, წინა კვი­რას თემა მქონ­და მწვა­ნე ბა­რათ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პან­დე­მი­ის დროს ქარ­თვე­ლე­ბის თემ­მა ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბის სო­ლი­და­რო­ბის ჯგუ­ფე­ბი გა­ა­კე­თეს. ჩვენ გვაქვს ფე­ის­ბუქ ჯგუ­ფი „ჩვენ ამე­რი­კა­ში“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­ვა­ორ­გა­ნი­ზეთ თან­ხის შეკ­რე­ბა და პირ­ბა­დე­ე­ბი, სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი (რად­გან წა­მა­ლი არ არ­სე­ბობს) და­ვა­რი­გეთ იმ კლი­ნი­კებ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი და პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან.

მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ, თუ რა მჭირ­დე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ის და­საძ­ლე­ვად. ჩემი შვი­ლე­ბის ჩა­ხუ­ტე­ბა მირ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ ხომ ვერ ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი? ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბა ვიყო სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნი სხვე­ბის­თვის.

  • ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კულ ემიგ­რა­ცი­ა­ში

ჩემს გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი ემიგ­რან­ტი ქა­ლია, რო­მე­ლიც ქმრის ძა­ლა­დო­ბას გა­მო­ექ­ცა და ეს ქა­ლე­ბი დღეს არი­ან სხვა­ნა­ი­რად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. იმ­დე­ნად მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბი აქვს ზოგს, რთუ­ლი მო­სას­მე­ნია. ერთ ქალს ქმარ­მა აი­ძუ­ლა წა­სუ­ლი­ყო ემიგ­რა­ცი­ა­ში და ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აეღო ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად. 5 წელი შრო­მა­ში გა­ა­ტა­რა და უწყვე­ტად აგ­ზავ­ნი­და ფულს.

5 წლის მერე თით­ქოს გა­უ­ნათ­და გო­ნე­ბა. ერთ დღეს სა­მუ­შა­ო­დან რომ გა­მო­ვე­დი, ფრჩხი­ლებს დავ­ხე­დე და სა­კუ­თა­რი თავი შე­მე­ცო­დაო. მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბამ გვერ­დით ჩა­მი­ა­რა და სა­კუ­თა­რი სა­ი­მოვ­ნე­ბის­თვის არც ერთი დღე არ მი­ცხოვ­რი­აო. სხვა­თა შო­რის ამ ქალ­მა მა­ლე­ვე შე­იც­ვა­ლა სამ­სა­ხუ­რი, უფრო და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად­ზე გა­და­ვი­და, რომ მეტი დრო ქო­ნო­და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ქმრის­გან ონ­ლა­ინ მი­ი­ღო გან­ქორ­წი­ნე­ბა და ახლა ამ­ბობს, არა­ფერს ვაკ­ლებ სა­კუ­თარ თავს, რომ ეს და­კარ­გუ­ლი 5 წელი ავი­ნა­ზღა­უ­როო.

ერთხელ მახ­სოვს, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში მოვ­სე­ირ­ნობ­დი და თან დე­და­ჩემს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მე­სენ­ჯე­რით. არ­მა­ნის მა­ღა­ზი­ას ჩა­ვუ­ა­რე, კაბა მო­მე­წო­ნა და ფასს რომ დავ­ხე­დე, ცი­ვად გა­მოვ­ბრუნ­დი. ამ დროს დე­და­ჩემ­მა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მთხო­ვა, მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი მა­ღა­ზი­ა­ში და ჩემი ნაშ­რო­მი ფუ­ლის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ზავ­ნი­სა, ამ კა­ბის სა­ყიდ­ლად და­მე­ხარ­ჯა, იმი­ტომ რომ ამას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა, რაც მიგ­რანტ ქა­ლებს ასე აკ­ლი­ათ ოჯა­ხე­ბი­დან და ამ თა­ნად­გო­მის­თვის ახლა მინ­და დე­და­ჩემს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი ოჯა­ხე­ბის­თვის დედა-ბან­კო­მა­ტი, ცოლი- სპონ­სო­რია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რავ ქალს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი ოც­ნე­ბე­ბი აის­რუ­ლონ: იმოგ­ზა­უ­რონ, ლა­მა­ზი კა­ბე­ბი იყი­დონ, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებს მი­ა­შუ­რონ, ამის უფ­ლე­ბას თავს ვერ აძ­ლე­ვენ და ეს იმ წნე­ხის ბრა­ლი­ცაა, რაც მათ ოჯა­ხე­ბი­დან აქვთ. „რა დროს სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვაა, სა­მუ­შა­ოდ ხარ წა­სუ­ლი და ფული უნდა გა­მო­აგ­ზავ­ნო“ - ესაა ის კრი­ტი­კა, რაც ქა­ლებს სა­კუ­თარ თავს ავი­წყებს და რო­ბო­ტე­ბად აქ­ცევს. ამი­ტომ ასე­თი ქა­ლე­ბის­თვის ხში­რად ცხოვ­რე­ბა მათ მიღ­მა მი­ე­დი­ნე­ბა, წლე­ბი გა­დის და ერთ დღე­საც აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ თურ­მე სა­უ­კე­თე­სო ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი ქან­ცგა­წყვე­ტამ­დე შრო­მა­ში გა­ა­ტა­რე, სა­სი­ა­მოვ­ნო მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი კი ცა­რი­ე­ლი აქვთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტოს­პორ­ტია ჩემი ჰობი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ბევრ შე­ჯიბრში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამ სპორ­ტით სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის­გან სიძ­ვი­რის გამო თავს ვი­კა­ვებ. თუმ­ცა მოგ­ზა­უ­რო­ბაა ის, რა­ზეც ჩემს თავს უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი. სხვა­თა შო­რის, როცა მოგ­ზა­უ­რო­ბა დავ­გეგ­მე, რიდი მქონ­და და ფე­ის­ბუქ­ზე ვერ ვპოს­ტავ­დი, ზუს­ტად ამ კრი­ტი­კის გამო. მაგ­რამ ისევ ვი­მე­ო­რე­ობ, რომ ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. და თუ გყავთ ასე­თი ქა­ლე­ბი, არას­დროს და­ი­შუ­როთ მათ­თვის ასე­თი მხარ­და­ჭე­რის სი­ტყვე­ბი.

არის ხოლ­მე დრო, რომ სევ­დი­ა­ნი დღე­ე­ბი მი­თენ­დე­ბა და ამ სევ­დის გა­ზი­ა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რებ­თან თავს ვა­რი­დებ. აქ თუ სევ­დი­ა­ნად გავ­თენ­დი, იქ არ მინ­და სხვებს სევ­დი­ა­ნად და­ვუ­ღა­მო. სენ­ტი­მენ­ტე­ბის დრო არ არის. და­მო­უ­კი­დებ­ლად იბ­რძვი, მაგ­რამ ზუს­ტად იცი, რომ ეს შენს პი­როვ­ნულ ზრდას უწყობს ხელს. აქ ყვე­ლას ჩვე­ნი ამე­რი­კა გვაქვს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წესი მა­ინც სა­ერ­თოა:

წესი 1: წარ­სულ­ზე არ იფიქ­რო.

წესი 2: პრობ­ლე­მას შე­ხე­დე რო­გორც გაკ­ვე­თილს, რო­მე­ლიც გა­გაძ­ლი­ე­რებს.

წესი 3: მარ­ტო­ო­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ის­წავ­ლე. მი­ი­ღე შენი პრობ­ლე­მა და გა­ი­ზარ­დეთ ერ­თად. ახლა თუ ყა­ვარ­ჯნე­ბი გჭირ­დე­ბა, ხვალ გაძ­ლი­ერ­დე­ბი და შენ გახ­დე­ბი სხვი­სი მეგ­ზუ­რი"

ავ­ტო­რი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, ფო­ტოგ­რა­ფი: ნინა ბა­ი­და­უ­რი. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
48

სულიერად ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, ღმერთმა ბევრი მოგცეს, წარმატებები, ჩემთვის გმირი ხართ!

ირაკლი
42

წარმატებები ამ ძლიერ ქალებს, იმედია ოჯახიც და ქვეყანაც დაგიფასებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 34 წლის ბელა მაღლაფერიძეს თბილისიდან, რომელიც ერთი წელია ნიუ-იორკში ემიგრაციაში იმყოფება.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისში საფინანსო სექტორში წარმატებულად მუშაობდა, საკუთარი მცირე ბიზნესიც ჰქონდა, უსამსახუროდ დარჩენამ და ფინანსურმა კრიზისმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ მცირეწლოვანი შვილი დაეტოვებინა და აშშ-ში ახალი შესაძლებლობების საძიებლად წასულიყო.

ის საუბრობს პრობლემებზე, რაც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ექმნებათ, ასევე თანადგომაზე, რომელსაც ქართველები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ, განსაკუთრებით პანდემიის კრიზისის დროს.

"ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ერთი ასეთი მანტრა გვაქვს: შემოდგამ თუ არა ფეხს JFK-ის აეროპორტში, უნდა განულდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაივიწყო შენი წარსული და თავიდან დაიწყო ცხოვრება. მე არ გამინულებია ჩემი წარსული, არ დამვიწყებია ჩემი მიზნები. თუ რამე გავანულე ამერიკაში ჩამოსვლისას, მხოლოდ ის ამბიციები იყო, რომელსაც მხოლოდ ხელის შეშლა შეეძლო მიზნის მიღწევაში.

საქართველოში ცხოვრებისას ჩემი ასაკისთვის საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა. წლების განმავლობაში ფინანსურ სექტორში მაღალ პოზიციებზე ვმუშაობდი. 2019 წელს ჩემი კულინარიული ჰობი ბიზნესად მინდოდა მექცია და საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, ნატახტარში, ტურისტულ მარშრუტზე ქართული პასტერიის საცხობი „საცხობელა“ ავამუშავე. თუმცა, როგორც ყველა ბიზნესს, ძალიან გამიჭირდა ნულოვანი მოგების წერტილზე გასვლა დასაწყისში, ამიტომ საცხობის სუბსიდირებას ჩემი ძირითადი ხელფასის ხარჯზე ვახდენდი.

საფინანსო სექტორში საკანონმდებლო ცვლილებებს ჩემი სამსახური შეეწირა, რამაც რეალურად ფინანსურ კრიზისამდე მიმიყვანა და ეს იყო მიზეზი, ახალი შესაძლებლობები მეპოვა. ოჯახში ყოველთვის მე ვიყავი შემომტანი, მე ყოველთვის უფრო მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა მქონდა, ამიტომ კრიზისის დაძლევის გეგმაც მე უნდა შემემუშავებინა. მე უნდა ვყოფილიყავი ადამიანი, რომელიც ოჯახის გადასარჩენად ამერიკაში შრომით მიგრაციაში უნდა წავსულიყავი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა მოკლევადიანი წასვლა. ისიც ვიცოდი, რომ აქ ჩემი კარიერის გასაგრძელებლად არ მოვდიოდი.

თუმცა, არასდროს მიმაჩნდა სათაკილოდ მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის არაა მისაღები ის სამუშაო, რასაც ვასრულებ, ვთვლი, რომ მოგებულ პოზიციაში ვარ. იმიტომ რომ სახლის დალაგებასა და სადილის მომზადებაში, რაც ქალის დამატებითი უფასო შრომაა ყოველთვის, აქ საკმაოდ ღირსეულ ანაზღაურებას ვიღებ. მთავარია პოზიტიურად შეხედო რაღაცეებს და იმედით.

ჩემი პოზიტივი იმაში ვიპოვე, რომ დროის ფასი ვისწავლე, როგორც საკუთარი, ისე - სხვისი. ასევე გავიაზრე სხვანაირი დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი, ადრე თუ გადაწყვეტილებას კოლექტიურად, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვიღებდი, ახლა ამის გაკეთება მარტო მიწევს. რასაც ვაკეთებ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი და ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვისაა.

თავიდან აქ რომ ჩამოვედი, ბარში ვმუშაობდი. ერთ ჩემს ამერიკელ მეგობარს გავუმხილე, რომ საქართველოში მე თავად მქონდა კვების ობიექტი და ახლა კი სხვის ბარში მომსახურე პერსონალად ვმუშაობდი. იცი რა მიპასუხა და ეს სიტყვები სულ მახსენდება, როცა ემოციურად გამიჭირდება: თუ სხვისი რესტორანი არ დაგილაგებია, ვერასდროს შეძლებ შენ თავად გქონდეს წარმატებული რესტორანიო. მეთაკილება კი არა, მეამაყება, რომ ოჯახისა და მეგობრების მონატრების დაძლევის, სოციალური სტატუსის დათმობის ხარჯზე, ახალი, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრების დაწყება შევძელი.

  • კოვიდ 19 და ქართველი ემიგრანტები

ისე გამოვიდა, რომ ნიუ-იორკის "ლოქდაუნთან" ერთად მუშაობაც შევწყვიტე. თავიდან ცოტა დაუცველობის განცდა მქონდა, მაგრამ მალევე ფოსტით ჩემი დამსაქმებლისგან ჩეკები მივიღე. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დროებით არ ვმუშაობდი, გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და ხელფასის გადახდა გამიგრძელეს. გამიმართლა, ხელოვანების ოჯახში სამზარეულოში დამხმარედ ვმუშაობ და ქართულ სამზარეულოს ისე აუღეს ალღო, კვირაში 2 დღე ქართული კერძების დღედ გამოაცხადეს.

ქართული კომუნა განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევა. პანდემიის დროს ბევრმა ქართველმა დაკარგა სამუშაო. თუმცა ისინი, ვინც მუშაობენ, უხელფასოდ დარჩენილებს ეხმარებიან: ხშირად ხვდებათ-ხოლმე მათ კართან საკვები ან კონვერტით ფული, ბინის ქირის გადახდაშიც ეხმარებიან ერთმანეთს. აქ ყველა კოლექტიურად ვცხოვრობთ და ერთმანეთს გატანაში ვეხმარებით.

ამერიკის მთავრობას საკმაოდ სამართლიანი სოციალური სერვისები აქვს. მიუხედავად ლეგალური სტატუსისა, ყველას შეუძლია მიიღოს სამედიცინო სერვისი. ჩვენთან ყოველი მეორე ბლოკის შემდეგ სამედიცინო პუნქტებია და ვირუსის პირველი ნიშნების დაფიქსირებისას ამ პუნქტებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ყველას. ლოქდაუნიდან მე-16 დღეს 37-მდე ამიწია სიცხემ. თუმცა მხოლოდ ანტიბიოტიკები დამინიშნეს და არ ჩათვალეს საჭიროდ კოვიდზე ტესტის გაკეთება. აქ ახლა ძალიან მარტივია ტესტის გაკეთება: რამდენიმე სიმპტომის აღმოჩენისას, მანქანით შეიძლება მისვლა კონკრეტულ მისამართებზე და მანქანიდან გადმოუსვლელად გიკეთებენ ტესტს ანტიგენზე, რომელიც ცხადია, ფასიანია და ღირებულება 200$-ის ფარგლებში მერყეობს.

ძირითადად სულ სახლში ვარ. მხოლოდ საკვები პროდუქტების საყიდლად გავდივარ. სახლში ყოფნამ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გამიღვიძა, არ ვიყო გამოუსადეგარი სხვებისთვის. წარმოიდგინე, ცხოვრობ სხვის მიწაზე, სხვის სახლში, ერთ ოთახში და არაფერს აკეთებ. თავი ყოველთვის მინდა ვიგრძნო საჭირო ადამიანად. ამიტომ, ფეისბუქზე დავიწყე ლაივების გაკეთება: მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო ხალხს. აი, წინა კვირას თემა მქონდა მწვანე ბარათთან დაკავშირებით.

პანდემიის დროს ქართველების თემმა ერთმანეთის დახმარების სოლიდარობის ჯგუფები გააკეთეს. ჩვენ გვაქვს ფეისბუქ ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“, რომლის ფარგლებშიც დავაორგანიზეთ თანხის შეკრება და პირბადეები, სანიტაიზერები და ვიტამინები (რადგან წამალი არ არსებობს) დავარიგეთ იმ კლინიკებში, სადაც ქართველი ექიმები და პაციენტები არიან.

მუდმივად ვფიქრობ, თუ რა მჭირდება ამ სიტუაციის დასაძლევად. ჩემი შვილების ჩახუტება მირჩევნია ყველაფერს, მაგრამ ხომ ვერ ჩავეხუტები? ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ვიყო საჭირო ადამიანი სხვებისთვის.

  • ქალები საქართველოდან ამერიკულ ემიგრაციაში

ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალია, რომელიც ქმრის ძალადობას გამოექცა და ეს ქალები დღეს არიან სხვანაირად ძლიერი ადამიანები. იმდენად მძიმე ისტორიები აქვს ზოგს, რთული მოსასმენია. ერთ ქალს ქმარმა აიძულა წასულიყო ემიგრაციაში და ფინანსური ვალდებულებები აეღო ოჯახის სარჩენად. 5 წელი შრომაში გაატარა და უწყვეტად აგზავნიდა ფულს.

5 წლის მერე თითქოს გაუნათდა გონება. ერთ დღეს სამუშაოდან რომ გამოვედი, ფრჩხილებს დავხედე და საკუთარი თავი შემეცოდაო. მივხვდი, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩამიარა და საკუთარი საიმოვნებისთვის არც ერთი დღე არ მიცხოვრიაო. სხვათა შორის ამ ქალმა მალევე შეიცვალა სამსახური, უფრო დაბალანაზღაურებადზე გადავიდა, რომ მეტი დრო ქონოდა საკუთარი თავისთვის. ქმრისგან ონლაინ მიიღო განქორწინება და ახლა ამბობს, არაფერს ვაკლებ საკუთარ თავს, რომ ეს დაკარგული 5 წელი ავინაზღაუროო.

ერთხელ მახსოვს, ნიუ-იორკის ქუჩაში მოვსეირნობდი და თან დედაჩემს ვესაუბრებოდი მესენჯერით. არმანის მაღაზიას ჩავუარე, კაბა მომეწონა და ფასს რომ დავხედე, ცივად გამოვბრუნდი. ამ დროს დედაჩემმა სრულიად მოულოდნელად მთხოვა, მივბრუნებულიყავი მაღაზიაში და ჩემი ნაშრომი ფულის ნაცვლად საქართველოში გაგზავნისა, ამ კაბის საყიდლად დამეხარჯა, იმიტომ რომ ამას ვიმსახურებდი. ეს იყო ყველაზე დიდი მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მიგრანტ ქალებს ასე აკლიათ ოჯახებიდან და ამ თანადგომისთვის ახლა მინდა დედაჩემს მადლობა გადავუხადო.

აქ ძალიან ბევრი ქალი ოჯახებისთვის დედა-ბანკომატი, ცოლი- სპონსორია და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქალს შეუძლია მარტივი ოცნებები აისრულონ: იმოგზაურონ, ლამაზი კაბები იყიდონ, სილამაზის სალონებს მიაშურონ, ამის უფლებას თავს ვერ აძლევენ და ეს იმ წნეხის ბრალიცაა, რაც მათ ოჯახებიდან აქვთ. „რა დროს საკუთარ თავზე ზრუნვაა, სამუშაოდ ხარ წასული და ფული უნდა გამოაგზავნო“ - ესაა ის კრიტიკა, რაც ქალებს საკუთარ თავს ავიწყებს და რობოტებად აქცევს. ამიტომ ასეთი ქალებისთვის ხშირად ცხოვრება მათ მიღმა მიედინება, წლები გადის და ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ თურმე საუკეთესო ცხოვრების ნაწილი ქანცგაწყვეტამდე შრომაში გაატარე, სასიამოვნო მეხსიერების ბარათები კი ცარიელი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსპორტია ჩემი ჰობი და საქართველოში ცხოვრებისას ბევრ შეჯიბრში მიმიღია მონაწილეობა, ამ სპორტით სიამოვნების მიღებისგან სიძვირის გამო თავს ვიკავებ. თუმცა მოგზაურობაა ის, რაზეც ჩემს თავს უარს ვერ ვეუბნები. სხვათა შორის, როცა მოგზაურობა დავგეგმე, რიდი მქონდა და ფეისბუქზე ვერ ვპოსტავდი, ზუსტად ამ კრიტიკის გამო. მაგრამ ისევ ვიმეორეობ, რომ ოჯახის მხარდაჭერა და თანადგომა ემიგრაციაში წასული ქალებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. და თუ გყავთ ასეთი ქალები, არასდროს დაიშუროთ მათთვის ასეთი მხარდაჭერის სიტყვები.

არის ხოლმე დრო, რომ სევდიანი დღეები მითენდება და ამ სევდის გაზიარებას საქართველოში მეგობრებთან თავს ვარიდებ. აქ თუ სევდიანად გავთენდი, იქ არ მინდა სხვებს სევდიანად დავუღამო. სენტიმენტების დრო არ არის. დამოუკიდებლად იბრძვი, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ეს შენს პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. აქ ყველას ჩვენი ამერიკა გვაქვს, მაგრამ რამდენიმე წესი მაინც საერთოა:

წესი 1: წარსულზე არ იფიქრო.

წესი 2: პრობლემას შეხედე როგორც გაკვეთილს, რომელიც გაგაძლიერებს.

წესი 3: მარტოობას და დამოუკიდებლობას შორის განსხვავება ისწავლე. მიიღე შენი პრობლემა და გაიზარდეთ ერთად. ახლა თუ ყავარჯნები გჭირდება, ხვალ გაძლიერდები და შენ გახდები სხვისი მეგზური"

ავტორი: მაიკო ჩიტაია, ფოტოგრაფი: ნინა ბაიდაური. პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.

პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - რას წერს ლიკა ევგენიძე

"სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ" - ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

"ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს პასუხობს და წერს, რომ დაწყებული კამპანია სტურუას წინააღმდეგაა მიმართული