მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში
"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში

ფსი­ქო­ლო­გე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის მშვი­დი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით მშობ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თა­ვენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუა აცხა­დებს, ბავ­შვე­ბის­თვის მშვი­დი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თა­ვად მშობ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან ისი­ნი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს იმის მი­ხედ­ვით გა­ნიც­დი­ან, თუ რო­გორ რე­ა­გი­რე­ბენ მათ­ზე მშობ­ლე­ბი.

„პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ ბევ­რი რამ აგ­ვეკ­რძა­ლა. პირ­ველ რიგ­ში, აკ­რძალ­ვა უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ. მშვი­დი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა თა­ვად მშობ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბავ­შვე­ბი გა­რეთ არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნას იმის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნიც­დი­ან, თუ რო­გორ ხვდე­ბი­ან ამას მშობ­ლე­ბი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრათ, ეს აკ­რძალ­ვე­ბი რო­გორ მი­ი­ღონ. აკ­რძალ­ვა ადა­მი­ანს თრგუ­ნავს, აღაშ­ფო­თებს, აღი­ზი­ა­ნებს მა­ნამ, სა­ნამ მას არ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს. ეს ძა­ლი­ან დიდი ხნის მიგ­ნე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ „ თა­ვი­სუფ­ლე­ბა შეც­ნო­ბი­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაა“, -აცხა­დებს ფსი­ქო­ლო­გი.

ნანა ჩა­ჩუ­ას თქმით, რო­გორც მშობ­ლებს, ასე­ვე ოჯა­ხის ზრდას­რულ წევ­რებს ევა­ლე­ბათ, რომ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღონ და აკ­რძალ­ვას­თან მი­მარ­თე­ბით რე­ა­ლუ­რი, ადეკ­ვა­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეთ.

„მშო­ბელს, რო­მელ­საც ეს აკ­რძალ­ვა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, მშვი­დად ხვდე­ბა ოჯახ­ში არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლე­ნას, თუნ­დაც ბავ­შვის და­ძა­ბუ­ლო­ბას, ხმა­ურს და ასე შემ­დეგ. მშობ­ლის მხრი­დან დრო უნდა გა­ნა­წილ­დეს. მათ ბავ­შვე­ბის­თვის დრო ასა­კის მი­ხედ­ვით უნდა გა­მო­ყონ, წა­უ­კი­თხონ ზღაპ­რე­ბი, ლექ­სე­ბი, ითა­მა­შონ მათ­თან ერ­თად, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ხელ­საქ­მე აკე­თონ. ბავ­შვე­ბი ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ თავს, რო­დე­საც მათ­თან ერ­თად მშობ­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ. სხვა­თა­შო­რის, უნდა გი­თხრათ, რომ მშობ­ლე­ბის ბავ­შვებ­თან თა­მაშს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ ბავ­შვს მშო­ბელ­თან თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, მას ში­ნა­გა­ნი სი­ლა­ღე შე­ე­ზღუ­დე­ბა. შინ ყოფ­ნა და სახ­ლი­დან დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ბოლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი მშო­ბე­ლი სა­უბ­რობს, რომ მათ სა­კუ­თა­რი შვი­ლის ბევ­რი სხვა თვი­სე­ბა და­ი­ნა­ხეს, რა­საც შე­საძ­ლოა, აქამ­დე ვერ ამ­ჩნევ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნავს ნანა ჩა­ჩუა.

მისი თქმით, სა­სურ­ვე­ლია, ოჯახ­ში მუდ­მი­ვად არ ისა­უბ­რონ იმა­ზე, თუ რო­დის მო­იხ­სნე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და სხვა შე­ზღუდ­ვე­ბი. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი გან­მარ­ტავს, ბავ­შვე­ბის ასა­კის მი­ხედ­ვით უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია მათ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი.

ფსი­ქო­ლო­გი მშობ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, რომ ეზო­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ბავ­შვე­ბი არ შე­ა­ში­ნონ, რათა მათ გა­რე­მო სა­ხი­ფა­თოდ არ აღიქ­ვან. რო­გორც ნანა ჩა­ჩუა დას­ძენს, მშობ­ლე­ბი შვი­ლებს თა­მა­შის ინ­ტო­ნა­ცი­ი­თა და ღი­მი­ლით უნდა ესა­უბ­რონ, რაც მათ შო­რის ნდო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რულს ზრდის.

„პე­დი­ატ­რებ­მა უკვე გას­ცენ რე­კო­მენ­და­ცია, რომ ბავ­შვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­იყ­ვა­ნონ რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებ­ში, სა­დაც მეტი ჟანგბა­დია, მაგ­რამ სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. როცა მშო­ბე­ლი ბავ­შვს ეზო­ში ჩა­იყ­ვანს, ის და­ფე­თე­ბუ­ლი არ იყოს, ბავ­შვი არ უნდა შე­ვა­ში­ნოთ. სიფრ­თხი­ლე მხო­ლოდ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი არ უნდა იყოს, არა­მედ ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა. ბავ­შვებს წი­ნას­წარ არ უნდა ვუ­თხრათ, რომ ფრთხი­ლად იყ­ვნენ, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, რომ მას­თან ერ­თად ვი­თა­მა­შოთ და გა­ვერ­თოთ. რო­გორც ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით, ბავ­შვიც იმას გა­ა­კე­თებს. მა­გა­ლი­თად, თუ ქვი­შა­ში თა­მა­ში სურს, ითა­მა­შოს. მთა­ვა­რია, რომ და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი. მშო­ბე­ლი და­ფე­თე­ბუ­ლი არ უნდა იყოს, რომ ეს ბავ­შვის­თვის სა­შიშ გა­რე­მოდ არ აღიქ­მე­ბო­დეს. მათ თა­მა­შის ინ­ტო­ნა­ცი­ით, ღი­მი­ლით უნდა ვე­სა­უბ­როთ. თუ მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით არ ვი­სა­უბ­რებთ, ბავ­შვის­თვის უფრო ად­ვი­ლად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. ისი­ნი გა­ი­თა­ვი­სე­ბენ, რად­გან ჩვენ გან­ცდე­ბი უკე­თე­სად გვა­მახ­სოვ­რდე­ბა. ეს გან­ცდე­ბი პო­ზი­ტი­უ­რი ტო­ნით უნდა შე­ივ­სოს. ეს არის ის ნორ­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­თვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც მშო­ბე­ლი ბავ­შვთან ასე ურ­თი­ერ­თობს, ნდო­ბა იზ­რდე­ბა, მშო­ბე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტია და ამავდრო­უ­ლად, გა­რე­მო ბავ­შვის­თვის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლად აღიქ­მე­ბა. ის მყა­რად გა­ი­თა­ვი­სებს, რომ უყ­ვართ“, - აცხა­დებს ფსი­ქო­ლო­გი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში

"როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, დაფეთებული არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ" - რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს პანდემიის პირობებში

ფსიქოლოგები პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის მშვიდი გარემოს შენარჩუნების მიზნით მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა აცხადებს, ბავშვებისთვის მშვიდი გარემოს შენარჩუნება თავად მშობლების განწყობაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი მიმდინარე მოვლენებს იმის მიხედვით განიცდიან, თუ როგორ რეაგირებენ მათზე მშობლები.

„პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სოციალური დისტანცირებისა და პირადი ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა აუცილებელი გახდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი რამ აგვეკრძალა. პირველ რიგში, აკრძალვა უნდა გავაცნობიეროთ. მშვიდი გარემოს შენარჩუნება თავად მშობლების განწყობაზეა დამოკიდებული. ბავშვები გარეთ არსებულ ნებისმიერ მოვლენას იმის შესაბამისად განიცდიან, თუ როგორ ხვდებიან ამას მშობლები. უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ვუთხრათ, ეს აკრძალვები როგორ მიიღონ. აკრძალვა ადამიანს თრგუნავს, აღაშფოთებს, აღიზიანებს მანამ, სანამ მას არ გააცნობიერებს. ეს ძალიან დიდი ხნის მიგნებული ჭეშმარიტებაა. ამასთან დაკავშირებით, ფილოსოფოსები ამბობენ, რომ „ თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობაა“, -აცხადებს ფსიქოლოგი.

ნანა ჩაჩუას თქმით, როგორც მშობლებს, ასევე ოჯახის ზრდასრულ წევრებს ევალებათ, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა აიღონ და აკრძალვასთან მიმართებით რეალური, ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეთ.

„მშობელს, რომელსაც ეს აკრძალვა გაცნობიერებული აქვს, მშვიდად ხვდება ოჯახში არსებულ ნებისმიერ გამოვლენას, თუნდაც ბავშვის დაძაბულობას, ხმაურს და ასე შემდეგ. მშობლის მხრიდან დრო უნდა განაწილდეს. მათ ბავშვებისთვის დრო ასაკის მიხედვით უნდა გამოყონ, წაუკითხონ ზღაპრები, ლექსები, ითამაშონ მათთან ერთად, ასაკის შესაბამისად ხელსაქმე აკეთონ. ბავშვები ბედნიერად გრძნობენ თავს, როდესაც მათთან ერთად მშობლები თამაშობენ. სხვათაშორის, უნდა გითხრათ, რომ მშობლების ბავშვებთან თამაშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ბავშვს მშობელთან თამაშის გამოცდილება არ აქვს, მას შინაგანი სილაღე შეეზღუდება. შინ ყოფნა და სახლიდან დისტანციური მუშაობა ბავშვებთან ურთიერთობისთვის უნდა გამოვიყენოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრი მშობელი საუბრობს, რომ მათ საკუთარი შვილის ბევრი სხვა თვისება დაინახეს, რასაც შესაძლოა, აქამდე ვერ ამჩნევდნენ“, - აღნიშნავს ნანა ჩაჩუა.

მისი თქმით, სასურველია, ოჯახში მუდმივად არ ისაუბრონ იმაზე, თუ როდის მოიხსნება პანდემიის პირობებში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და სხვა შეზღუდვები. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ბავშვების ასაკის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მათთან ამ თემაზე საუბარი.

ფსიქოლოგი მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ეზოში სეირნობისას ბავშვები არ შეაშინონ, რათა მათ გარემო სახიფათოდ არ აღიქვან. როგორც ნანა ჩაჩუა დასძენს, მშობლები შვილებს თამაშის ინტონაციითა და ღიმილით უნდა ესაუბრონ, რაც მათ შორის ნდობასა და ურთიერთსიყვარულს ზრდის.

„პედიატრებმა უკვე გასცენ რეკომენდაცია, რომ ბავშვები აუცილებლად უნდა გაიყვანონ რეკრეაციულ ზონებში, სადაც მეტი ჟანგბადია, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. როცა მშობელი ბავშვს ეზოში ჩაიყვანს, ის დაფეთებული არ იყოს, ბავშვი არ უნდა შევაშინოთ. სიფრთხილე მხოლოდ პანდემიის პირობებში კი არ უნდა იყოს, არამედ ყოველთვის საჭიროა. ბავშვებს წინასწარ არ უნდა ვუთხრათ, რომ ფრთხილად იყვნენ, თუმცა სასურველია, რომ მასთან ერთად ვითამაშოთ და გავერთოთ. როგორც ჩვენ მოვიქცევით, ბავშვიც იმას გააკეთებს. მაგალითად, თუ ქვიშაში თამაში სურს, ითამაშოს. მთავარია, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. მშობელი დაფეთებული არ უნდა იყოს, რომ ეს ბავშვისთვის საშიშ გარემოდ არ აღიქმებოდეს. მათ თამაშის ინტონაციით, ღიმილით უნდა ვესაუბროთ. თუ მენტორული ტონით არ ვისაუბრებთ, ბავშვისთვის უფრო ადვილად მისაღები იქნება. ისინი გაითავისებენ, რადგან ჩვენ განცდები უკეთესად გვამახსოვრდება. ეს განცდები პოზიტიური ტონით უნდა შეივსოს. ეს არის ის ნორმა, რომელიც ჩვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის განსახორციელებელია. როდესაც მშობელი ბავშვთან ასე ურთიერთობს, ნდობა იზრდება, მშობელი ავტორიტეტია და ამავდროულად, გარემო ბავშვისთვის კეთილგანწყობილად აღიქმება. ის მყარად გაითავისებს, რომ უყვართ“, - აცხადებს ფსიქოლოგი.

"ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს" - ლევან რატიანი

"შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც გახდება იარაღი ეშმაკის ხელში ადამიანების სამართავად" - მეუფე საბა

"გეფას" დირექტორი, რომელსაც კორონავირუსზე 2 თვე მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელდა