მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიგერიაში მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს
ნიგერიაში მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

მე­კობ­რე­ებ­მა პა­ნა­მის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მი­დან 10 მე­ზღვა­უ­რი გა­ი­ტა­ცეს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქეა, - ამ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­უ­დას­ტუ­რეს. უწყე­ბის ცნო­ბით, მე­ზღვა­უ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"30 აპ­რილს, ნი­გე­რი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში პა­ნა­მის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მე­კობ­რე­ე­ბის თავ­დას­ხმა. გა­ტა­ცე­ბუ­ლი 10 მე­ზღვა­უ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქეა. გემ­ზე დარ­ჩე­ნილ 4 მე­ზღვა­ურს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა გემთფლო­ბელ­თან, რო­მე­ლიც არის კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნია. უკვე შევ­ხვდით ოჯა­ხის წევ­რებს და მი­ვა­წო­დეთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ამ დრო­ი­სათ­ვის გა­ტა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზღვაო ტან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ გემთმფლო­ბელ­თან და საქ­მე­ში ჩარ­თულ ყვე­ლა სხვა მხა­რეს­თან, რომ ყვე­ლა შე­საძ­ლო გზით მო­ხერ­ხდეს ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის ტყვე­ო­ბი­დან დრო­უ­ლად და უსაფრ­თხოდ დახ­სნა. ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­გი­წო­დებთ არ გავ­რცელ­დეს მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით რა­ი­მე სა­ხის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია",- აცხა­დე­ბენ სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტო­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

სომალელებს ახლა ნიგერიელები შეუერთდნენ, ბოკო ჰარამს ფული შემოაკლდა .. რა გახდა ამათზე ერთი კარგი საძიებო–სამხედრო ოპერაცია სანაპირო ზოლის რაიონებში, ნავებიც რომ ნაფოტებად უქციო?

???
0

ყველა გემი პანამის დროშის ქვეშ რატომ დაცურავს და გაჭირვებისას ისევ ქართული რატომ ხდება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნიგერიაში მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

ნიგერიაში მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, - ამ შესახებ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

"30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა მეკობრეების თავდასხმა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან საქართველოს 9 მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.

ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია",- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

რატომ ითვლება "რემდესივირი“ COVID-19-ით ინფიცირებულთა ეფექტურ სამკურნალო საშუალებად - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ცინცაძის ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა - გარდაცვლილია მძღოლი