პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსულისგან გადაედო - "მთავარი არხი"
ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსულისგან გადაედო - "მთავარი არხი"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მი, რო­მელ­საც ვირუ­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, ორ­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­გან გა­და­ე­დო.

კლი­ნი­კის გი­ნე­კო­ლო­გი, რო­მელ­საც კო­ვი­დინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­და, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტთან თა­ვად სა­უბ­რობს იმ სიმპტო­მებ­ზე რაც გა­მო­უვ­ლინ­და, თუმ­ცა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ინ­ფექ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. ამ­ჟა­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გი­ნე­კო­ლო­გი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს. ქა­ლის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მისი შვი­ლიც".

"ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ჩემი პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბის პა­სუ­ხი იყო უარ­ყო­ფი­თი. შემ­დეგ, მე თა­ვად გა­და­ვი­ღე "კატე" (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია), რად­გან მქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია, სა­ღა­მოს მაძ­ლევ­და სი­ცხეს. დას­ნე­ბოვ­და ჩემი შვი­ლიც, რო­მე­ლიც მეხ­მა­რე­ბო­და სახ­ლში სამ­სა­ხუ­რის საქ­მის კე­თე­ბა­ში. პა­რას­კევს სამ­სა­ხურ­ში გა­ვი­კე­თე გულ-მკერ­დის "კატე" კვლე­ვა. ვი­ფიქ­რე, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა არ გა­მო­მე­პა­როს-მეთ­ქი და ამ კვლე­ვა­ზე გა­მოჩ­ნდა "და­ბუ­რუ­ლი მი­ნის" სინ­დრო­მი, რაც არის კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის ერთ-ერთი ნი­შა­ნი.

ვიცი რომ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ, მთელს ჩემს გან­ყო­ფი­ლე­ბას, მე­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­ას ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა. ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი დღეს და­აწ­ვი­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად" - ამ­ბობს გი­ნე­კო­ლო­გი "მთა­ვარ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 7 ექი­მი და ექთა­ნი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მეს ოჯა­ხის წევ­რი.

თუმ­ცა, ექი­მის ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყო­ფენ სა­უნ­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით რამ­დე­ნი­მე მე­დი­კო­სი მკურ­ნა­ლობს, თუმ­ცა მათ­გან მა­თი­ვე კლი­ნი­კის ექი­მი არც ერთი არ არის.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ორ ორ­სულ ქალს მკურ­ნა­ლობ­დნენ, რომ­ლებ­მაც სა­ა­ვად­მყო­ფო აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში და­ტო­ვეს.

ავტორი:

ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსულისგან გადაედო - "მთავარი არხი"

ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსულისგან გადაედო - "მთავარი არხი"

ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულია საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, რომელსაც ვირუსი სავარაუდოდ, ორსული პაციენტისგან გადაედო.

კლინიკის გინეკოლოგი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდგინდა, ტელეკომპანიის ჟურნალისტთან თავად საუბრობს იმ სიმპტომებზე რაც გამოუვლინდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამჟამად, აღნიშნული გინეკოლოგი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს. ქალის თქმით, ინფიცირებულია მისი შვილიც".

"ლუგარის ლაბორატორიაში, ჩემი პირველი ტესტირების პასუხი იყო უარყოფითი. შემდეგ, მე თავად გადავიღე "კატე" (კომპიუტერული ტომოგრაფია), რადგან მქონდა ტემპერატურული რეაქცია, საღამოს მაძლევდა სიცხეს. დასნებოვდა ჩემი შვილიც, რომელიც მეხმარებოდა სახლში სამსახურის საქმის კეთებაში. პარასკევს სამსახურში გავიკეთე გულ-მკერდის "კატე" კვლევა. ვიფიქრე, ფილტვების ანთება არ გამომეპაროს-მეთქი და ამ კვლევაზე გამოჩნდა "დაბურული მინის" სინდრომი, რაც არის კოვიდინფექციის ერთ-ერთი ნიშანი.

ვიცი რომ ჩემი მდგომარეობის შემდეგ, მთელს ჩემს განყოფილებას, მეანო-გინეკოლოგიას ჩაუტარდა ტესტირება. ჩემი განყოფილების ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს საავადმყოფოში თავის მეუღლესთან ერთად" - ამბობს გინეკოლოგი "მთავართან" საუბარში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინფიცირებულია 7 ექიმი და ექთანი, ასევე რამდენიმეს ოჯახის წევრი.

თუმცა, ექიმის ინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ საუნვერსიტეტო კლინიკაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე მედიკოსი მკურნალობს, თუმცა მათგან მათივე კლინიკის ექიმი არც ერთი არ არის.

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ორსულ ქალს მკურნალობდნენ, რომლებმაც საავადმყოფო აპრილის შუა რიცხვებში დატოვეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე