სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა
"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა

ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუ­სის“ არ­გენ­ტი­ნელ ფეხ­ბურ­თელს, პა­ო­ლო დი­ბა­ლას კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 6 კვი­რა­ში 4-ჯერ და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ CNN ფეხ­ბურ­თელ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

"ის ახლა თავს კარ­გად გრძნობს, სიმპტო­მე­ბი არ აქვს და ვარ­ჯი­შობს კი­დეც, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი კვლავ და­დე­ბი­თია“, - ამ­ბობს წყა­რო.

არ­გენ­ტი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ, ორი­ა­ნა სა­ბა­ტი­ნიმ 21 მარტს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რებს აც­ნო­ბეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით იყ­ვნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დი­ბა­ლა ვარ­ჯიშ­ზე გახ­და ცუ­დად, რის შემ­დე­გაც მას COVID-19-ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფეხ­ბურ­თელ­მა და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა, ამ­ბობ­და, რომ კუნ­თე­ბის ძლი­ერ ტკი­ვილს გრძნობ­და და სუნ­თქვა უჭირ­და.

პა­ო­ლო დი­ბა­ლა ერთ-ერ­თია "იუ­ვენ­ტუ­სის“ სამი ფეხ­ბურ­თე­ლი­დან, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ. COVID-19 აღ­მო­აჩ­ნდა იტა­ლი­ელ მცველს და­ნი­ე­ლე რუ­გა­ნის და ასე­ვე ფრანგ ნა­ხე­ვარმცველს,ბლეზ მა­ტუ­ი­დის.

"იუ­ვენ­ტუს­მა“ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­გა­ნი და მა­ტუ­ი­დი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცა
2

სიმპატიური ბიჭია, არ უნდა კორონა ვირუსს რომ დაშორდეს.

Rr
7

ეს ის მექვსე კვირააა ეტყობა გამყრელიძე რო საუბრობს სულ ხოო.....მდაა...

ავტორი:

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა

ტურინის "იუვენტუსის“ არგენტინელ ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

"ის ახლა თავს კარგად გრძნობს, სიმპტომები არ აქვს და ვარჯიშობს კიდეც, მაგრამ კორონავირუსზე ტესტი კვლავ დადებითია“, - ამბობს წყარო.

არგენტინელმა ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა გოგონამ, ორიანა საბატინიმ 21 მარტს სოციალური ქსელების საშუალებით გულშემატკივრებს აცნობეს, რომ კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

როგორც ცნობილია, დიბალა ვარჯიშზე გახდა ცუდად, რის შემდეგაც მას COVID-19-ზე ტესტი ჩაუტარეს. მოგვიანებით ფეხბურთელმა დაავადების სიმპტომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან რთული პერიოდი გაიარა, ამბობდა, რომ კუნთების ძლიერ ტკივილს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა.

პაოლო დიბალა ერთ-ერთია "იუვენტუსის“ სამი ფეხბურთელიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. COVID-19 აღმოაჩნდა იტალიელ მცველს დანიელე რუგანის და ასევე ფრანგ ნახევარმცველს,ბლეზ მატუიდის.

"იუვენტუსმა“ აპრილის დასაწყისში ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუგანი და მატუიდი სრულად გამოჯანმრთელდნენ.

კორონავირუსის პანდემია, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დასრულდება - მინესოტას უნივერსიტეტის კვლევა

როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეელები პანდემიის ფონზე - ფოტოები იდუმალებით მოცული ქვეყნიდან

როგორ შეიძლება ერთი დახველებით მთელი თვითმფრინავი დაინფიცირდეს - შოკისმომგვრელი ვიზუალიზაცია