მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირები, ვინც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
პირები, ვინც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პან­დე­მი­ის გამო უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს 1200 ლა­რით და­ეხ­მა­რე­ბა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ თვე­ში 200 ლა­რით. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ჯგუ­ფის სხდო­მა­ზე, ან­ტიკ­რი­ზი­სულ ეკო­ნო­მი­კურ გეგ­მის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ყვე­ლა ის და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­მაც კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დგომ და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და აღარ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი, მი­ი­ღებს დახ­მა­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 1200 ლა­რის ოდე­ნო­ბით 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღე­ბენ 200 ლარს.

ჩვენ­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ დახ­მა­რე­ბის მდგრა­დო­ბა. დახ­მა­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბას, დღეს იმ ფონ­დე­ბით, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია, შეძ­ლებს მი­ნი­მუმ 350 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე, რაც ბი­უ­ჯე­ტის­თვის ნიშ­ნავს 460 მლნ ლა­რის ხარჯს. ამ ღონსძი­ე­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ შეგ­ვეძ­ლოს, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ვუ­წი­ოთ“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა თვით­და­საქ­მე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფო ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბის სა­ხით 300 ლარს გა­და­უხ­დის.

"ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფენა, რომ­ლე­ბიც არა­ფორ­მა­ლურ იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ან თვლიდ­ნენ თავს თვით­და­საქ­მე­ბუ­ლად, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის არის უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რად­გან ისი­ნი არ აღი­რი­ცხე­ბი­ან არც ერთ ოფი­ცი­ა­ლურ ბა­ზებ­ში და წყა­რო­ებ­ში.

მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მარ­ტი­ვე­ბის გზით, მა­შინ რო­დე­საც მოხ­დე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, გა­უ­წი­ოს ამ ადა­მი­ა­ნებს ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბი­თი ბი­უ­ჯე­ტი იქ­ნე­ბა 75 000 000 ლარი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

იხი­ლეთ დე­ტა­ლუ­რად რას გუ­ლის­ხმობს მთავ­რო­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

კი მაგრამ უმუშევრებმა რა ვქნათ სამსახური რომ საერთოდ არგვაქვს დ ვერც ვიშოით ამ უბედურებაში ასე როგორ შეიძლება

12
0

და, თვითდასაქმებული ვინც იყო და კიდევ კაი ხანი ვეღარ იმუშავებს შექმნილი მდგომარეობის გამო, იმას რა? 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პირები, ვინც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

პირები, ვინც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

"ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

"ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში.

მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ დეტალურად რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

სააკაშვილის დანიშვნა დაბლოკილია - რას წერს მედია

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ

LIVE "ნიუსრუმიდან" - ირაკლი კოვზანაძე; ბადრი ჯაფარიძე