პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები
"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

ას­ლან ბჟა­ნი­ას "ინა­უ­გუ­რა­ცია" კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო, მკაც­რად შე­ზღუ­დულ წრე­ში აღ­ნიშ­ნეს. 23 აპ­რილს, აფხა­ზე­თის ე.წ ლი­დე­რის დამ­ტკი­ცე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალს 70-მდე ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, ძი­რი­თა­დად, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და დე­პუ­ტა­ტე­ბი, ასე­ვე, რუ­სე­თი­სა და ე.წ. ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის "ელ­ჩე­ბი".

"ინა­უ­გუ­რა­ცი­ის" და­წყე­ბამ­დე შე­ნო­ბას დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტარ­და, სტუმ­რებს ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­უ­ზო­მეს, ცე­რე­მო­ნია კი რე­კორ­დუ­ლად მცი­რე დრო­ში - ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში დას­რულ­და. ბჟა­ნი­ამ ფიცი აფხა­ზურ ენა­ზე წა­ი­კი­თხა, მი­სა­სალ­მე­ბელ სი­ტყვა­ში კი ისეთ თე­მებს შე­ე­ხო, რო­გო­რიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ნდო­ბა, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლაა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რწმე­ნით, ბჟა­ნია ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და ქრო­ნი­კუ­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვანთ. თუმ­ცა, კო­რო­ნა­ვირუს­მა აფხა­ზეთ­ში ვი­თა­რე­ბა უა­რე­სო­ბის­კენ წა­იყ­ვა­ნა. უკვე და­ფიქ­სირ­და სამი შემ­თხვე­ვა, რაც ტუ­რის­ტულ სე­ზონს დიდ საფრ­თხეს შე­უქ­მნის და შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც.

"ასე­თი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის წი­ნა­შე არას­დროს მდგა­რა აფხა­ზე­თი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნულ­ზე ვართ, რით გა­და­უხ­დის ქვე­ყა­ნა სა­ბი­უ­ჯე­ტო სამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ხელ­ფა­სებს ან პენ­სი­ას?

პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღეს, რე­გი­ონ­ში თვალ­ში­სა­ცე­მი იყო რიგი ლომ­ბარ­დებ­თან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეპი­დე­მი­ის გა­დავ­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც რუ­სეთ­თან სა­ზღვა­რი გა­იხ­სნე­ბა, ეს შექ­მნილ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს, რად­გან აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტე­ბი მა­სობ­რი­ვად არ შე­მოვ­ლენ...

ბჟა­ნია არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა­შია, არც ისე სა­ი­მე­დო გა­რე­მოც­ვით და შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ბი­უ­ჯე­ტით. იზ­რდე­ბა უმუ­შე­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის პირ­და­პი­რი წი­ნა­პი­რო­ბაა... ასე­თი ვი­თა­რე­ბი­დან რომ "გა­მოძ­ვრეს", სის­ტე­მა რომ გა­მარ­თოს კა­მი­კა­ძე უნდა იყოს, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მსხვერ­პლად უნდა შე­ე­წი­როს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში რაულ ხა­ჯიმ­ბას ის­ტო­რი­ის გან­მე­ო­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა.

"ბჟა­ნია აფხა­ზე­თის სა­ჭეს­თან" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­ცე­მა dofa.news აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს.

"ას­ლან ბჟა­ნი­ამ ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფხა­ზურ ენა­ზე მი­მარ­თა და ამის შემ­დეგ დადო ფიცი. ვნა­ხოთ, რის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს აფხა­ზე­თის ახა­ლი ლი­დე­რი, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში 56,6% აიღო..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ბჟა­ნი­ას "ინა­უ­გუ­რა­ცი­ას" ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი იმე­დით შეჰ­ყუ­რებს, რად­გან ის ბოლო ხა­ნებ­ში უპი­რო­ბო ლი­დე­რი იყო.

“ვა­ღი­ა­რებ, ის ჩემი რჩე­უ­ლი არ არის, მაგ­რამ მა­ინც წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ, რად­გან იქ­ნებ ერთხელ მა­ინც მო­ვი­დეს ისე­თი ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვინც ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. იქ­ნებ რა­ღაც გარ­და­ტე­ხა მოხ­დეს".

“ხალ­ხს იმე­დი აქვს, რომ რე­ფორ­მე­ბი და­ი­წყე­ბა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას და­ი­წყებს, მათ შო­რის, თა­ვის რი­გებ­შიც... და­ი­წყე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ა­ნი­მა­ცია, კა­ნო­ნი ამოქ­მედ­დე­ბა. ასე­ვე, შე­მო­ვა სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გი და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია გზებ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ადა­მი­ა­ნურ სა­ხეს და­იბ­რუ­ნებს და პატ­რო­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვის ად­გილ­ზე, უპატ­რო­ნო უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბის დას­ჯას არ გა­აგ­რძე­ლებს".

"არ მჯე­რა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს იტყვის იოლ ფულ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს ტუ­რის­ტებს აქ დას­ვე­ნე­ბის შე­ე­შინ­დე­ბათ. თუ ვინ­მე მე­ტყვის, დიახ, ამ ყვე­ლა­ფერს ას­ლან ბჟა­ნია მო­აგ­ვა­რებს, - ვე­ტყვი, რომ მეც მინ­და მჯე­რო­დეს, მაგ­რამ ეს ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი იქ­ნე­ბა და არ მჯე­რა. თუმ­ცა, თუნ­დაც მცდე­ლო­ბის­თვის, წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ..." - წე­რენ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

"ახლა ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი უდ­გას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ბი­უ­ჯეტ­ში ფული არ არის, რუ­სე­თი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­ეჭ­ვოა. სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი კი­თხვის ნიშ­ნის ქვე­შაა. მო­სახ­ლე­ო­ბას კი, ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა. ამი­ტომ, ას­ლან ბჟა­ნი­ას და მის გუნდს მო­უ­წევს შე­მო­სავ­ლე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს. თუ მან ამ ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა შეძ­ლო, ხალ­ხი მას გმი­რად აღი­ა­რებს" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლოლა გე­ზერ­დი.

"რაც მთა­ვა­რია, რუ­სეთ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას გა­უს­ვა ხაზი და უკვე არის იმე­დი, რომ გა­დავ­რჩე­ბით. თა­ვის მხრივ პუ­ტინ­მაც ისა­უბ­რა, რომ ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში პოსტსსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ. ჰოდა, რაღა გვი­ჭირს, ის და ბჟა­ნია, ერ­თად შეგ­ვიყ­ვა­ნენ უძ­ლე­ველ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და მერე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა... ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ამა­ზე უკე­თე­სი კად­რი არ გვყავს და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ყვე­ლა­ზე დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა, ზუს­ტად ვიცი, ესეც დრო­ე­ბი­თია..." - თვლის ად­გი­ლობ­რივ აკა­კი აიგ­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, "საპ­რე­ზი­დენ­ტო" არ­ჩევ­ნე­ბი რე­გი­ონ­ში 22 მარტს გა­ი­მარ­თა. ას­ლან ბჟა­ნი­ამ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 56.6%-ით გა­ი­მარ­ჯვა. მან 53741 ამომ­რჩევ­ლის ხმა მო­ი­პო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვალერი
0

რუსებს ზეგავლენისთვის გაჭირვებული აფხაზი აწყობს,როგორც დაინახავს წინსვლას ეგრევე არევს ყველაფერს.ასე მოიქცა ქართველებთან.ძლიერი და განვითარებული დამოუკიდებლობას ეძებს.

,,..
58

დაახლოებით სამი წლის შემდეგ რუსეთი გააფართოებს ტერიტორიას და აფხაზეთი შევა რუსეთის ფედერაციაში როგორც ავტონომიური ოლქი.

ავტორი:

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მკაცრად შეზღუდულ წრეში აღნიშნეს. 23 აპრილს, აფხაზეთის ე.წ ლიდერის დამტკიცების ცერემონიალს 70-მდე ადამიანი დაესწრო, ძირითადად, მოსამართლეები და დეპუტატები, ასევე, რუსეთისა და ე.წ. ცხინვალის რეგიონების "ელჩები".

"ინაუგურაციის" დაწყებამდე შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა, სტუმრებს ტემპერატურა გაუზომეს, ცერემონია კი რეკორდულად მცირე დროში - ნახევარ საათში დასრულდა. ბჟანიამ ფიცი აფხაზურ ენაზე წაიკითხა, მისასალმებელ სიტყვაში კი ისეთ თემებს შეეხო, როგორიც ხელისუფლებისადმი ნდობა, რუსეთთან ურთიერთობა და კორონავირუსთან ბრძოლაა.

ადგილობრივების რწმენით, ბჟანია ჩიხური მდგომარეობიდან და ქრონიკული კრიზისიდან გამოიყვანთ. თუმცა, კორონავირუსმა აფხაზეთში ვითარება უარესობისკენ წაიყვანა. უკვე დაფიქსირდა სამი შემთხვევა, რაც ტურისტულ სეზონს დიდ საფრთხეს შეუქმნის და შესაბამისად, ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობასაც.

"ასეთი კატაკლიზმების წინაშე არასდროს მდგარა აფხაზეთი. ფაქტობრივად, ნულზე ვართ, რით გადაუხდის ქვეყანა საბიუჯეტო სამსახურების მქონე ადამიანებს ხელფასებს ან პენსიას?

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, რეგიონში თვალშისაცემი იყო რიგი ლომბარდებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის გადავლის შემდეგ, როდესაც რუსეთთან საზღვარი გაიხსნება, ეს შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს, რადგან აფხაზეთში ტურისტები მასობრივად არ შემოვლენ...

ბჟანია არასახარბიელო ვითარებაშია, არც ისე საიმედო გარემოცვით და შეუსრულებელი ბიუჯეტით. იზრდება უმუშევართა რაოდენობა, რაც კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავების პირდაპირი წინაპირობაა... ასეთი ვითარებიდან რომ "გამოძვრეს", სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, თავისი მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის მსხვერპლად უნდა შეეწიროს. სხვა შემთხვევაში რაულ ხაჯიმბას ისტორიის განმეორება გარდაუვალი იქნება..." - წერს ადგილობრივი გამოცემა.

"ბჟანია აფხაზეთის საჭესთან" - ასე ეხმაურება გამოცემა dofa.news აფხაზეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

"ასლან ბჟანიამ ადგილობრივ საზოგადოებას აფხაზურ ენაზე მიმართა და ამის შემდეგ დადო ფიცი. ვნახოთ, რის შესრულებას შეძლებს აფხაზეთის ახალი ლიდერი, რომელმაც არჩევნებში 56,6% აიღო..." - წერს გამოცემა.

ბჟანიას "ინაუგურაციას" ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იმედით შეჰყურებს, რადგან ის ბოლო ხანებში უპირობო ლიდერი იყო.

“ვაღიარებ, ის ჩემი რჩეული არ არის, მაგრამ მაინც წარმატებებს ვუსურვებ, რადგან იქნებ ერთხელ მაინც მოვიდეს ისეთი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. იქნებ რაღაც გარდატეხა მოხდეს".

“ხალხს იმედი აქვს, რომ რეფორმები დაიწყება. ახალი ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას დაიწყებს, მათ შორის, თავის რიგებშიც... დაიწყება ეკონომიკის განვითარება, სოფლის მეურნეობის რეანიმაცია, კანონი ამოქმედდება. ასევე, შემოვა სამართლებრივი წესრიგი და გაუმჯობესდება სიტუაცია გზებზე, პროკურატურა ადამიანურ სახეს დაიბრუნებს და პატრონიანი დამნაშავის ადგილზე, უპატრონო უდანაშაულოების დასჯას არ გააგრძელებს".

"არ მჯერა, რომ ხელისუფლება უარს იტყვის იოლ ფულზე. ბოლოს და ბოლოს ტურისტებს აქ დასვენების შეეშინდებათ. თუ ვინმე მეტყვის, დიახ, ამ ყველაფერს ასლან ბჟანია მოაგვარებს, - ვეტყვი, რომ მეც მინდა მჯეროდეს, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვები იქნება და არ მჯერა. თუმცა, თუნდაც მცდელობისთვის, წარმატებებს ვუსურვებ..." - წერენ აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები.

"ახლა ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას ხელისუფლებას. ბიუჯეტში ფული არ არის, რუსეთიდან ფინანსური დახმარება საეჭვოა. საკურორტო სეზონი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მოსახლეობას კი, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება უნდა. ამიტომ, ასლან ბჟანიას და მის გუნდს მოუწევს შემოსავლების ოპტიმიზაცია მოახდინოს. თუ მან ამ ყველაფრის მოგვარება შეძლო, ხალხი მას გმირად აღიარებს" - წერს ადგილობრივი ლოლა გეზერდი.

"რაც მთავარია, რუსეთთან ახლო ურთიერთობას გაუსვა ხაზი და უკვე არის იმედი, რომ გადავრჩებით. თავის მხრივ პუტინმაც ისაუბრა, რომ ახლა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პოსტსსაბჭოთა ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ. ჰოდა, რაღა გვიჭირს, ის და ბჟანია, ერთად შეგვიყვანენ უძლეველ საბჭოთა კავშირში და მერე ყველაფერი კარგად იქნება... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამაზე უკეთესი კადრი არ გვყავს და შესაბამისად, ახლა ყველაზე დიდი რეიტინგით სარგებლობს. თუმცა, ზუსტად ვიცი, ესეც დროებითია..." - თვლის ადგილობრივ აკაკი აიგბა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, "საპრეზიდენტო" არჩევნები რეგიონში 22 მარტს გაიმართა. ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. მან 53741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი